Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. დღეს ჩვენი ძმისა და ამ ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ავთანდილ დარახველიძის დაბადების დღეა. დიდი სიყვარულით გილოცავ ავთო! საუკუნე გაგერღვიოს!
  2. გუშინ ცუდი ამინდი იყო სათევზაოდ. წყალი აწეული, მაგრამ ხელცარიელი მაინც არ დავბრუნებულვარ!
  3. იფფფფფ მაგარია!
  4. Gurulo

    აღდგომა.

    ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! გილოცავთ ბიჭებო და გოგოებო!
  5. შევუძინე ოჯახს, რომ მე მეტი დრო მქონდეს სანადირო-სათევზაოდ ვიარო.
  6. ბედნიერი და წარმატებული სეზონი!
  7. მაგალითად, დააგდე მგელი(კანონის სრული დაცვით). ტყავის გამოყენებას რამდენად აქვს აზრი? ანუ ვარგა მისი ტყავი რამედ თუ არა. და არის თუ არა მგლის ტყავიდან რაიმე სახის საბურავის შეკერვის პრაქტიკა კანადაში?
  8. გემოთი როგორია ეს თევზი ვახო?
  9. დაგვიანებით ვულოცავ პარასკევას და ყველა ქალბატონს 8 მარტს. თქვენ ხართ ჩვენი ხერხემალი!
  10. ვნადირობ კიიიი, თუ ამას ნადირობა ქვია. მწყერს და ქათამს შედარებით არაუშავს(სეზონზე 240 ცალი მწყერი და 25 ცალი ქათამი ავიღე), ხოლო იხვს რაც შეეხება_ დაახლოებით 20 ჯერ ვიქნები გასული სანადიროდ სუფსაში და 2 ცალი პატარა იხვი მყავს აღებული. ამას ქვია ნადირობა? მრცხვენია...
  11. გიორგი ელჩიბეგაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს. მაგარი კაცი ხარ გიო და მაგრად იყავი შენს დახატულ ოჯახთან ერთად. ძალიან გაფასებ და მიყვარხარ.
  12. გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს იარაღი ისტორიის საკუთრებაა ფაქტიურად. თუ ფასი მისაღებია(საშუალო მეორადი იარაღის ფასს ვგულისხმობ საქართველოსთვის), ამასთან ტექნიკურად გამართულია, არ იქნები წაგებული ყიდვის შემთხვევაში. ისეთ პერიოდში მზადდებოდა ეგ მოდელი, რომ კარგი მასალით გაკეთებული და კარგი ჭრა-დაჯგუფების თოფი გექნება. კიდევ გავიმეორებ: თუ გამყიდველი ოთუს ბირს არ აფასებს. პ.ს. რუსეთში მოთხოვნადი ნივთია, თანაც კოლექციონერებში.
  13. არაა ჩვენი საშველი.
  14. ჩვენს ძმას, ავთანდილ დარახველიძეს 50 წელი შეუსრულდა. მივულოცოთ. გეხუტე ქვისლო!
  15. ხელებზე ხელთათმანი, თავზე მეფუტკრის ქუდი და მაინც რამდენიმე ნაკბენი მაქვს მაჯებზე... ოდნავ სახელო თუ წამოგეწია, მომჯდარი გყავს ეს ოხერი დედაბერა. ეგ კი არა ცენტრალურზე, ჩერბაკაზეც უჩივიან მეთევზეები დედაბერას.
  16. დღეს მქონდა მორიგი გასვლა ქარიყლაპიაზე. დილის 5 საათზე უკვე ტბაზე ვიყავი. არცერთი დარტყმა არ მქონია არც მე, არც ჩემს მეწყვილეს სანამ კარგად არ გათენდა. პირველი დარტყმა 6 საათზე განახორციელა და რეალიზებული იქნა უპრობლემოდ (წონა თითქმის 4 კგ.). დილის კენკვა შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური იყო(არა საუკეთესო). მეწყვილემ რამდენიმე პატარა დაიჭირა, მე კიდევ ერთი საშუალო და ერთიც პატარა. უფრო მცირე ზომის 2 ეგზემპლიარი დაუბრუნდა მშობლიურ წყალს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: კუსავთო არის იდეალური სატყუარა მაგ ადგილზე!!! კუსავთოთი ადვილად არეგულირებ გატარების სიღრმეს
  17. არა ლევან, ქორჭილა არ დაგვიჭერია.
  18. წინა გასვლაზე ვიჩქარე ქარიყლაპიას გაზაფხულის სეზონის დახურვის დაანონსება. ვინც ნამყოფია კონკრეტულად მაგ ადგილზე მიხვდება რატომ იხურება ქარიყლაპიას სეზონი ასე ადრე (ბალახი, დედაბერა). დილით კარგად იღებდა სატყუარას(საღამოს 0). საერთო წონა თითქმის 10 კგ. დიდი ეგზემპლიარის წონა 4.4კგ; მეორე მოზრდილის წონა 2.3; ყველა დაჯდა კუსავთოზე (ფაქტიურად აღარც კი ვუცვლი ქვისლის სახელობის ბრჭყვიალას სპინინგს, რამეთუ ყველაზე მაგრად ის დავამუღამე).
  19. მორიგი ნადავლი ქარიყლაპია( წვრილი და გრძელია ჩემსავით😆)... დაახლოებით ერთ კვირაში ჩემდა სამწუხაროდ დავხურავ გაზაფხულის თევზაობის სეზონს.
×
×
  • Create New...