-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
გაიხარე გიორგი! სამაგალითო კაცი ხარ! ძალიან მაგარია ყველაფერი!
-
პასუხი არა თუ ვერა? არც გვაინტერესებს?
-
უილიამ ჰარლის თავის მეგობართან, არტურ დევიდსონთან ერთად ძალიან უყვარდათ თევზაობა. სათევზაოდ შორს უწევდათ სიარული და ნადავლის ტარებაც დამღლელი იყო, ამიტომ მეგობრებმა თავის ველოსიპედებს შიდაწვის ძრავები დაუყენეს. ასე დაიწყო ლეგენდარული მოტოციკლის Harley- Davidson-ის ისტორია.
-
სალამი ბირჟავიკებს! აბა ვიმ მიპასუხებს ასეთ შეკითხვაზე: ზემოთ მოცემულ სურათებზე აღბეჭდილია რაღაც საერთო. ყველა სურათზე აღბეჭდილი ლულები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან რაღაც ლოგიკით... რაა ეს საერთო? ორი ლულა და ფოლადის მარკა არ იგულისხმება.
-
ინგლისური Joseph Lang & Son Ltd. და ჰერბერტ უაიტის ორიგინალური საიდლოკები Key Automatic
-
შევიძენ იჟ 41-ს. ფასი გამყიდველმა შემომთავაზოს მდგომარეობის მიხედვით.
-
ჯვარი გეწეროს ლეუშა. შენ ეგ კონდახი არ გჭირდება. ადამიანი, რომელიც მემარჯვენეა და მარჯვენა (წამყვანი)თვალი აქვს დაზიანებული მაგისთვისაა ეგ კონდახი. ასეთი დახრილობის კონდახით ეს ადამიანი შეძლებს მარჯვნივ მიიბჯინოს იარაღი და მარცხენა თვალით მართოს თოფი. პ.ს. შემდეგ პოსტს გადახედე... რას იტყვი, თევზაობისას ან უბრალოდ ბუნებაში გასვლისას სატარებლად მოგწონს? თითქმის დასაკეც დანასავითაა
-
კონდახი შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის პერსონალურად
-
ავთანდილ დარახველიძის სწავლებით დავიწყე სხვადასხვა თევზზე ნადირობა, ხოდა მას შემდეგ. რაც ქარიყლაპიას დაჭერა მასწავლა, აღარ ამიღია ხელში ტივტივიანი ანკესი. რაც შეეხება სპინინგს, გიორგი ელჩიბეგაშვილის საჩუქარი თავის საქმეს ძალიან მაგრად აკეთებს! მართალია ჯერ დამწყები ვარ, თუმცა ძალიან გამიტაცა ამ საქმემ ბოლო სურათებზე აღბეჭდილი ეგზემპლიარი დაჭერილია 2020 წლის 19 დეკემბერს და მისი ბონუსი იყო ნახევარლიტრიანი ხიზილალა
-
რაც დრო გადის. რა თქმა უნდა ვბერდები, მაგრამ სიბერეს ვერ დავაბრალებ სანადირო ობიექტების მოპოვების სიმცირეს. წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება კეთილშობილი ფრინველისა და ნადირის რაოდენობა. სამწუხაროდ ეს სეზონი დავამთავრე მოპოვებული 248 მწყერით, 15 ვალდშნეპითა და 16 იხვით(დიდისა და პატარას ჯამი). რაც ამ ფორუმზე ვარ და ნადირობის სურათებს ვაქვეყნებ. ყოველი სეზონის ბოლოს ერთსა და იმავეზე ვწუხვარ: სულ უფრო ნაკლები და ნაკლებია სანადირო...
-
მართალია კორონასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ძალიან შეგვიშალა ხელი სრულყოფილ ნადირობაში, მაგრამ მაინც ვიხლაფორთეთ... აბა გამოუშვით ამ სეზონის სურათები
-
_მამიკო, მამიკო, ნადირობით შეიძლება რომ მილიონერი გახდე? _კი, შვილო, თუ კი შენ მილიარდერი იქნები მანამდე.
-
გიორგი, ლეღვი არასოდეს დამიმყნია, ამიტომ ცუდი მრჩეველი ვარ ალბათ. თუ ლეღვიც ისეთივე ძირითად პრინციპებს ექვემდებარება მყნობაში, როგორც სხვა ხეხილი, მაშინ მყნობა უნდა ჩაატარო იმ დროს, როცა მცენარეს გაზაფხულზე ახალდაწყებული აქვს წყლის აღება... ჩემის მოკლე ჭკუით, ნამყნობ ტოტებზე ნაყოფს ოქროსფერს მიიღებ, ხოლო საძირემ თუ დამოიღო, ნაყოფი ყავისფერი ექნება.
-
საქართველოში კაი შეფმზარეულს პროფესორზე გაცილებით დიდი ანაზღაურება აქვს... შენ და გიორგის(ელჩს) აქეთ თუ წამოხვალთ, მაგ სპეციალობით მუშაობაზე ხომ არ გიფიქრიათ?
-
მაგ ასაკიდან თუ არ "დაგეშე" ბავშვი ნადირობაზე, უფრო დიდ ასაკში შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს... ნეტა იმის ბედნიერი გამხადა, ჩემი უმცროსი ვაჟი მასე გამაყვანია და ეგ ემოცია გადამაცემინა მისთვის... რაც შეეხება ცხოველთა დამცველ არასამთავრობოებს, ეგენი მთლად რომ მოვდუნდეთ, დავჩაჩანაკდეთ და მარტო "მაკარონის ჭამით " გავერთოთ, უბედნიერესად იგრძნობენ თავს... მათი აზრით, ცხოველი(განსაკუთრებით მავნე) უნდა გამრავლდეს, ხოლო ადამიანი ნურც გამრავლებულა და ოთახიდან თუ არ გამოვა საერთოდ, მთლად უკეთესი...
-
დაბლობში ვნადირობ... ფოთოლია ჯერ კიდევ ბლომად და ბარდიც არაა ჩაწოლილი, აქედან გამომდინარე ვერ ესვრი ყველას... გუშინ მაგრად გამიმართლა_ ყველაზე მოვახერხე სროლა, დღეს კი უმრავლესობას თითო წამით ვხედავდი მხოლოდ. ერთი კაი გაყინვა და ფოთოლი აღარ იქნება, მერე ხედვა გაუმჯობესდება, მაგრამ ქათამი თუ დარჩა მაგ დროისათვის... პ.ს. რასაც ჩემი ყურები აფიქსირებს პერელიოტის მერე, თითო გასროლები ისმის... ანადგურებენ მაგრად მეფარნეები ქათამს...
-
ეს დღევანდელი (ვერ ვესროლე კიდევ 4-ს)