Jump to content
Club-Monadire.Ge

ი ლ უ შ ა

წევრი
  • Content Count

    247
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by ი ლ უ შ ა

  1. გაიხარე, კი ეგრე ვაჭმევ, მაღალზე ვუდგამ თეფშს.
  2. ყველა ვეტერინარი თუ არ ხართ ძაღლი ხო მაინც გყოლიათ, ხომ გაგიზრდიათ? შემიფასეთ მაინც როგორია სურათებიდან ))
  3. გაუმარჯოს ფორუმელებს, ეს ლეკვი ისეთ დღეში იყო ყველა მეუბნებოდა გადააგდე ამისგან არაფერი გამოვაო, დედამ ძუძუ არ აწოვა ლეკვებს, უმრავლესობა დაიხოცა, საშინელი სანახავი იყო ეს ლეკვი. ჯაბას კონსულტაციით და დანიშნულებით დავაყენე ფეხზე, თქვენ თვითონ ნახავთ და შეაფასეთ , მადლობა ჯაბა, გაიხარე. ცოტა პრობლემა კიდევ აქვს უკანა მხარე უფრო მაღალზე აქვს, თითქოს წინაფეხები უფრო მოკლე აქვსო ესეთი შთაბეჭდილება მჩება, წინა ფეხები უფრო განზე აქვს ბოქსიორივით, რა ვიტამინები გაუგრძელო?
  4. ვაა, ლეღვს მაგარი ფასი ქონია, ისე ძალიან სასარგებლოა და გემრიელი, მეც ძალიან მიყვარს უარესი შედეგი რატომ უნდა მოგცეს? მაგალითად ლიმონს, ფეიხოას გურიაში ბაბუაჩემი ეგრე ფუთავდა და კარგი შედეგი ქონდა. ერთხელ მახსოვს ჩვენთანაც მოყინა ლეღვის ხეები, 2 დიდი ხე გაგვიხმო. დიდ ხეს ნაღდად ვერ შეფუთავ და პატარა შეიძლება.
  5. გაუმარჯოს, ლეღვის ხე ძალიან დიდი თუ არ არის ინდიელების მსგავსი კარავი გაუკეთე ზამთრის პერიოდში.
  6. JABA გამარჯობა კიდევ ერთხელ, მოკლედ გადავიკითხე ეს თემა მთლიანად და ამ სურათებს წავაწყდი, დილით რომ გესაუბრე, ზუსტად ასე აქვს ჩემს ლეკვს და ისიც ინგლისური სეტერია ასაკიტაც ამხელა იქნება, გაუსწორდება ნეტავ? ლეკვი ოზურგეთშია მამაჩემი პატრონობს, ვიგანტოლი აქვს და დღეს დაუწყებს საღამოს 6 წვეთს მისცემს, მე ჩავდივარ შაბათს და ტრიქსს ან ტოპ–10–ს ჩავუტან, დაგვიანებული ხომ არ იქნება?
  7. JABA გამარჯობა, ძაღლი დამეღუპა და ეს პოსტი გამახსენდა მაშინვე, თუ არის დარჩენილი ლეკვი?
  8. გურული კერძები და სასმელები გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: სანთლის არაყი გურია, განსაკუთრებით კი მისი მთის კალთებზე მდებარე სოფლები განთქმულია ე. წ. ,,სანთლის არაყით“, რომელსაც თაფლისგან აკეთებენ. სანთლისაგან ხდიან საუკეთესო არომატისა და სიმაგრის არაყს. თაფლს რომ გასწურავენ, ფიჭას აადუღებენ, სანთელს გარდა, რაც დარჩება, ჩაყრიან ქვაბში დასამჟავებლად. მერე დამჟავებული ნივთიერებისაგან ჭაჭასავით ხდიან არაყს. უფრო ერთ ნახადსა ხმარობენ სასმელად, ორჯერ იშვიათად ხდიან, რადგან ისედაც კარგი არაყი გამოდის. საზოგადოდ, არყის ხდა მთელ გურიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. თ
  9. მგონი მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=17&t=4003 ვიჩნა რუსულია, მართალია. გურიაში შაშხს ეძახიან, გურული შაშხი და რაჭული ლორი იმით განსხვავდება როგორც ვიცი, გურიაში ჭარბტენიანობის გამო ღორის ხორცს ინახავენ მარილის ნაჯერ წყალში, + დაფნა, ქინძის თესლი, მთელ–მთელი წიწაკა. დაახლოებით 2 თვემდე არის წყალში და თებერვლის ბოლოსკენ მზეზე აშრობენ (სხვა დროს შეიძლება გაფუჭდეს ხორცი), მერე სურვილის მიხედვით ბოლავენ. რაჭაში კიდე პირდაპირ ამარილებენ როგორც ვიცი, ცოტა უფრო მეტად ხმება ხორცი.
  10. ღორის ხორცი, გამოყვანილი ვიჩნა გურიის განუყოფელი ნაწილიცაა, მარტო რაჭული არ გეგონოს , რაც შეეხება ადესას ეგ მართლა არაა გურული და საერთოდ ქართულიი. გურული არის ჩხავერი, საკმიელა, მტევანდიდი, ჯანი და ა.შ. რაც შეეხება აჭარას აჭარული ბორანო, კაიმაღი, დაპწნილი ყველი, ყურუთი, გურულ–აჭარილი კეჟერა.. ასევე ღვინო საწურავი იგივე საწური
  11. უცებ მოვა აგვისტოს მესამე შაბათიც
  12. არაფრის, გაიხარე BROWNING. ძალიან დიდი, ეროვნული საქმე გაკეთდა. 700–ამდე ქართული ყურძნის ჯიში აქვთ, აქედან უდიდესი ნაწილი გადაშენების პირას იყო მისული, აღადგინეს და სიმბოლურ ფასად მოსახლეობას გადასცეს, ყოველ წელს ჩატარდება ეს აქციაო. ბევრი მდიდარი კაცი ყავს საქართველოს მაგრამ ასეთი იდეები ნაკლებად აწუხებთ, მარტო ეს ეყოფა იმ კაცს სხვას რომ თავი დავანებოთ.
  13. BROWNING გაუმარჯოს საგურამოში მეურნეობაში არის ძელშავის ნერგები 1,5 ლარი ღირს გუშინ ვიყავი, დღეს და ხვალ შეგიძლიათ შეძენა. შემდეგ აღარ გაიყიდებაო, მომავალ ამ დრომდე. 2 601601 დარეკე ცხელ ხაზზე
  14. გურიაში ამას ღორჯო-წვერას ეძახიან, ღორჯოსაც გავს და წვერასაც. გურიაში ყველა ღელეში და მდინარეშია, სადაც კი წყალია ყველგანაა კარასივით, კარასისგან განსვავებით მტაცებელი არაა ოღონდ.
  15. გაუმარჯოს, მაგრად მომეწონა, იშვიათია ესეთი დრათჰარები საქართველოში
  16. კეთილი შურით მშურს შენი გელა :), გაიხარე, ნამდვილი მონადირე ხარ!!!
  17. გილოცავთ ყველას წინ გადადგმულ ნაბიჯს, სულ წინ და სწორი ნაბიჯებით გვევლოს.
  18. გაიხარეთ! ამაზე ლამაზი და ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ეს არის მთელი ცხოვრება, ცხოვრების სილამაზე და სიცოხლის, ბუნების, მეგობრობის შეგრძნება და შემეცნება! გურულო, კრიმანჭული ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ!..
  19. არ ენდო ვიკიპედიას... როგორც თოლია არ არის სანადირო ობიქქტი ისე კოკონა, თევზით არის გაჟღენთილი.
  20. კარგია, კარგი, მაგრამ ცოტა ზედმეტად გამხდარია. ნეკნები არ უნდა ეტყობოდეს, ზრდის პროცესშია გასაგებია, მაგრამ მაინც.. პარაზიტების საწინააღმდეგო წამალი მიეცი ყოველი შემთხვევისთვის.
  21. გელა გამარჯობა, როგორ ხარ? ნორმალურად ყოფილა ქათამი სამშობლოში, როგორც ჩანს, ძალიან კარგია. წარმატებები, კარგ სეზონს გისურვებ ოთხფეხა მეგობართან ერთად..
  22. ოო ქოთომი გურიაშიც გამოჩნდა.. მამაჩემმა დამირეკა დღეს ეზოში ამიფრინდაო.. ცოტა ნაადრევად შემოიპარნენ, მარა ამინდებია ისეთი ჩამოვიდა მთიდან..
×
×
  • Create New...