Jump to content
Club-Monadire.Ge

ი ლ უ შ ა

წევრი
  • Content Count

    247
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by ი ლ უ შ ა

  1. ძალიან მაგარია, ძალიან იშვიათია ქათამი და მწყერი ერთად... გილოცავ ეს ერთი და სხვა მრავალი... ქოთომიც მოდისს ესეიგი.
  2. საზიზღრობააა რაა ეს ყველაფერიიი, ნადირობის სურვილს და ადამიანობას შეგაძულებენ რაა... ნახევარი საქართველო ჯავახეთი და მესხეთი უზარმაზარი ტერიტორიები მიტოვებული გვაქვს და უპატრონოდ გდია, უძველესი კუთხეები, ასე ვცემთ ჩვენ ჩვენს წარსულს და მომავალს პატივს, ამაში გვეტყობა ჩვენ ჩვენი ქართველობა და რისი ღირსებიც ვართ!.. მევახშეები და მატყუარა ვაჭრები ვართ და გამამაძაღლებული, ტყუილზე და სიხარბეზე, მუცლის და ვნებების ამოყორვაზე და დღევანდელი დღის ცხოვრებას გადაყოლი ერი გავხდით უმრავლესობა!.. არც ბუნება გვიყვარს და არც საკუთარი თავი!.. რა ვქნა რეალობაა და იმას ვამბობ, სხვას არაფერს, მეტნაკლებად ჩვენც
  3. გაუმარჯოს, ეგენი არიან კვირიონები, კვირკვილსაც ეძახიან. მწიფობელა არის იგივე მოლაღური, იგივე მელეღვია, სულ სხვა ფრინველია და უფრო დიდიც არის შედარებით და უფრო მალულად გადადის ანუ გადაფრენას ასე თვალნათლივ არ აკეთებს
  4. აუუუ ზუსტად დაპოსტვას ვაპირებდი,ერთ ბედს ქვეშ ვყოფილვართ , წუხელის საათნახევარი ვწმენდდი, სულ გააშავა ლულები ზუბერმა, მეგონა ფეჩის ტრუბას ვწმენდდი, პრაქტიკაში არ მქონია ასეთი შემთხვევა რა არ მისვრია, არა და 30 გრ-იანი 11 ნომერი ზუბერით მაგრად ვინადირე მწყერზე, მაგრამ ლულები მეცოდებაა. ერთ პრობლემას მოაგვარებ, მეორე ჩნდება და ასეე ..
  5. :D :D :D აუუ გემრიელად ვიცინე, კაი ისტორიები იყო
  6. პასტა და ფურცელი ყველას აქვს და ასე რომ არც მთლად მასეა საქმე
  7. ძალიან კარგი, ხვადია თუ ძუ?
  8. გილოცავთ ყველას, მალე დაგვდგომოდეს ისეთი დრო ბრაკონიერი სიტყვის ხსენებაც არ დაგვჭირვებოდეს! ნამდვილად დიდი საქმე კეთდება!
  9. აბსოლიტურად გეთანხმები. სიფხიზლე, სიფრთხილე, სიყვარული, შრომა, თავგანწირვა! ამით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მტრებს!
  10. ფოტოხაფანგმა ლაგოდეხის ნაკრძალში შველი დააფიქსირა http://www.palitratv.ge/garthoba/ckhoveltha-samyaro/28500-fotokhafangma-lagodekhis-nakrdzalshi-shveli-daafiqsira.html
  11. ეს თემა შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, არ ვაპირებ. სიტყვა ჭყინპო უფრო ძველია ვიდრე ჩიბუხელა საიდან ვამტკიცებთ? თუ ახლა ჩიბუხი როდის გამოიგენეს იმის გარკვევა დავიწყოთ? მე ვიმეორებ ჭყიამპოსაც ვიყენებ (ჩიბუხელასგან განსხვავებით მეტალახეს ვეძახი), ხვირიკასაც ვიყენებ, ჩიჩხინაკსაც, ჩხარტასაც, ხაზარულასაც, კაკაჩას ირაოს ვეძახი და დავუძახებ კიდეც მომავალში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ამ ფრინველებს ლიტერატურულად და მოდი ასე ვთქვათ ქართულ სალიტერატურო ენაში ეს სახელები ქვიათ. საქართველოში რამდენი კუთხეც არის მინიმუმ იმდენივე სახელი არსებობს ერთიდა იგივე ნივთის და არსების, დიალექტები, კილო-კავები და
  12. მაშინ ქათამურაც მარტივადაა დარქმეული, ქათამი და ქათამურა . ეს არის საიტი მსოფლიო ფრინველების ჩამონათვალი, ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო საიტი, ამ ლიკში ქვეყნების ჩამონათვალში 38 პოზიციაზეა საქართველო და ქართულ ენაზე დასახელებაა მითითებული. ასეთ მაგალითს მოვიყვან: არჩვს სვანურად და ზოგადად მეორე სახელი ქვია ფსიტი, მეც ვეძახი ხოლმე ფსიტს. მაგრამ ლიტერატურულად და თანამედროვე ქართულად ქვია არჩვი. ასევე ჭყიამპოს გურიაში ეძახიან მეტალახეს, მიდი და ეკამათე ახლა, ეს სახელი მას იმიტომ ქვია რომ ასეთ ხმას გამოსცემს, იმიტომაც არის ქართულში ამდენი სინონიმები, მაგრამ ლიტერატურულად მიღებულია სახელი ჩ
  13. გაიხარე Коба, რის მადლობა. რითაც შემიძლია თქვენს გვერძე ვარ, თქვენგანაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვიგებ და ვიძენ ყველასგან, გაიხარეთ, მარადისობის კანონია მოკლედ
  14. წიგნში საქართველოს ფრინველები წერია, ჩიბუხელა. ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრძანებაში “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” წერია-ჩიბუხელა. სხვა და სხვა ძველ ლიტერატურაში მოხსენიებულია ჩიბუხელათ. ვიკიპედიაში წერია ჭყინპო, იმდენად არეულია ზოგადად ქართული სახელწოდებები, ეს მარტო ამ სფეროში არ არის კარგად ვიცით ყველამ, სამწუხაროდ ასეა. ეს ჭოვილოს მაგალითზეც კარგად ჩანს.
  15. 1) ჩიბუხა იგივე бекас, იგივე gallinago gallinago. 2) გოჭა(ჭოვილო შეცდომაა) იგივე дупель, იგივე gallinago media. 3) ჩიბუხელა იგივე гаршнеп, იგივე lymnocryptes minima. 4) მეტალახე, იგივე грязовик, იგივე limicola falcinellus. 5) ჭაობის ჭოვილო, იგივე фифи, იგივე Tringa glareola. 6) შავულა ჭოვილო იგივე черныш, იგივე Tringa ochropus. ლათინურად ჭოვილო არის tringa, ზემოთაც კარგად ჩანს Tringa glareola, tringa ochropus, tringa hypoleucos, tringa totanus, tringa erythropus, Tringa nebularia ასე შემდეგ, ესენი ყველა ჭოვილოებია: ჭაობის ჭოვილო, შავულა ჭოვილო, მებორნე ჭოვილო, მსევანი ჭოვილო, პ
  16. გარშნეპს ჩიბუხელა ქვია, ხოლო ჩიბუხა-სნაიპს იგივე ბეკასს. ჭყიამპო, ჭინპო კუთხური სახელია ეძახიან როგორც ჩიბუხელას ისე მეტალახეს, როგორც მაგალითად ჩხართვს ეძახიან- ჩიჩხინაკს, ბოლოშავს ეძახიან- ჩხლართვს, იხვინჯას კიდევ ხვირიკას, ჩვეულებრივ გარეულ იხვს ხაზარულას, ზოგი კიდევ ხარაზულას და ასე.. მეგობრებო ლიტერატურულად ჩიბუხელა ქვია.
  17. :D :D ხო რაა ვარჯიშის მერე შეაპიწკინებს კაცი ტაფაზე )
  18. ჯაბა ცოცხალი ფერმის მწყერით ავარჯიშებ მოტანაზე? დაჭრილ ფრინველზე ზოგადად ღეჭვას სწავლობს და შეიძლება გადაყლაპოს კიდეც, ფართხალებს და მაგიტომ.
  19. მართალი ხარ ჯაბა, ბუმბულზე მიჩვევაა აუცილებელი. ეს ფერმის მწყრის ვარიანტიც მომეწონა, გაიხარე. ზოგადად სეტერებს რომ მოტანა ეზარებათ ეს დიდი ხანია ცნობილია. ზოგჯერ მაგ პრობლემას ვივიწყებდი იმდენაგ კარგად მანადირებს, მაგრამ ამის წინ ისეთი ადგილიდან მომიწია ფრინველის გამოტანა აღარ ქვია, გამოთრევა ქვია მაგას, ფორთხვით გამოვედი . მაშინ დავსვი კონკრეტულად ეგ საკითხი, მოტანა აუცილებლად უნდა იცოდეს ძაღლმა, სხვანაირად აღარ მინდა, ჯობია ნაკლებად ტემპერამენტიანი იყოს და მოტანა იცოდეს რაა..
  20. მოგესალმებით ყველას! ყველას აზრი მაინტერესებს ვისაც კი უნადირია ან ყოლია ირლანდიური სეტერი, მოტანასთან დაკავშირებით.. ყველა თვისება მომწონს და ჯდება ჩემში რაც ამ ჯიშს გააჩნია, მხოლოდ მოტანის პრობლემა მქონდა ყოველთვის, წინა პოსტშიც მიწერია სამი ირლანდიური მყავდა, მეოთხე ახლა მყავს. აქედან სამს მოქონდა ჩოგბურთის ბურთი და სპეციალური ბალიში უპრობლემოდ. მწყერი, ტყისქათამი და სხვა ფრინველები ვერ მოვატანინე ვერაფრით, ოღონდ ორს წყლიდან გამოქონდა ჩამოგდებული ფრინველი, ხმელეთზე რატომღაც არა, მოძებნიდა და თავზე დაადგებოდა. მეოთხე მყავს ახლა, ეს კაი ჩემი გაზრდილი არ არის და არ უსწავლებიათ.
  21. ღერღეტი და ბატი ეს სახელწოდებები სინონიმებია ანუ იდენტურია. განსაკუთრებით ძველ ქართულში გამოიყენებოდა ღერღეტი. ღერღეტია სწორი ფორმა და არა ღერეტი.
  22. კარგია, ესე იგი თამამად შემიძლია უკვამლო დენთის გამოყენება
  23. ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ მაგ მიდამოებში გაზრდილი ვარ და ვიცი რომ ზამთარში კოლხურ ტობზე თევზაობენ. როგორც მოსაქნევი ბადით, ასევე წითელ ჭიაზე ანკესით.
×
×
  • Create New...