,,მაჭახელას“ თოფის ისტორია
,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით 2007 წლის სექტემბერში მაჭახლური წარმოების ,,მაჭახელად“ წოდებულ თოფს ძეგლი დაუდგეს. ძეგლი აღმართულია მაჭახლის ხეობის დასაწყისში, იქ, სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება. აქედან იწყება მაჭახლის ხეობა.
ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა მაჭახლობის პირველი დღესასწაულის დღეს 2007 წლის 25 სექტემბერს. ეს პირველი ძეგლია, რომელიც ქართულ იარაღს ეძღვნება. რაოდენ საამაყოა ყოველი მაჭახლელისათვის, რომ ასეთი ძეგლი სწორედ მათ მშობლიურ მაჭახელში აღიმართა. მაჭახელად წოდებული კაჟ–ჩახმახიანი თოფი და დამბაჩაც ხომ მაჭახელში შეიქმნა. ამ ია