Jump to content
Club-Monadire.Ge

caucasica

წევრი
  • Content Count

    177
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by caucasica

  1. სათანადო თემა ვერ ვნახე და აქ გაგიზიარებთ ხვალ ტბილისში საინტერესო ლექცია იმართება, საინტერესო მომხსენებლები და თემებია ვფიქრობ ძალიან საინტერესო მომხსენებლები და თემებია, ვინც მოახერხებთ წადით არ ინანებთ 2 ივნისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იტალიელ პროფესორებთან. სიენას უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ლოვარი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მტაცებლების თანაარსებობა (Coexistence of Carnivores); ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკა როსი კი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ნადირობის მენეჯმენტი ალპებში
  2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს განცხადება რეინჯერებსა და ტყის მცველებზე ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი გამოვლინდა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველს ზურაბ ბლიაძეს ბრაკონიერებმა პირადი ავტომანქანა გადაუწვეს და ამავე უბნის უფროსის - მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს. ასევე, ფიზიკური ზეწოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე რეზო ქიმაძეზე განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირები
  3. caucasica

    დათვი

    ჩემი ვიდეონანადირევი დედა დათვი 3 ბელით მთელი 2 საათი ვუყურე 150 - 200 მეტრში. ჯერ ბალახობდნენ, მერე ბუნაგში კლდის ძირში მიწვა დედა დათვი და ბელებს ძუძუ აწოვა, მერე დაიძინეს. ბოლოს დავუსტვინე და დავენახე, წამოიზლაზნა და მაღლა კდეებისკენ გაიგდო ბელები მე 300 მმ -იანი ობიექტივი მქონდა, ესპანელი დოკუმენტალისტები მახლდნენ 800 მმ ვიდო ობიექტივი ქონდათ იმათ უკეთესი კადრები აკრიფეს და მაგრად დაიშოკნენ - ასეთ შემთხვევას ცხოვრებაში ერთხელ თუ გადაეყრება ადამიანიო, მე კი მჯერავს კიდევ ბევრჯერ ვიხილავ ამ დედას თავის ბელებით და სხვებსაც. გვიმრავლოს !!!
  4. საინტერესო ლექციაა 6 მაის თბილისში 6 მაისს, 18:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოჰაბში გაიმართება ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია, თემაზე ტექნოლოგიები და ველური ბუნება. შეხვედრაზე განიხილება ცხოველთა ქცევის შესწავლის ის პრინციპები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ხელი შეეწყოს სამ ძირითად საჭიროებას: • მეცნიერების წინსვლას • დაცული ტერიტორიების ეფექტურ მართვას • ბიზნესის განვითარებას ლექციაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების ევოლუცია მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითზე, ტექნოლოგიების ინტეგრირება ცხოველთა ქცევების შესწავლასა და ბრაკონიერობასთან ბრძოლაში.
  5. JABA წელს ხომ ჩამოერთვათ? ჯარიმაც დააკისრეს და იარაღიც ჩამოართვეს.100%-ით ვიცი.ვიცი ვინც არიან. - არ ვიცი არმდენად სწორი ინფორმაცია გაქვს, მაგრამ სავარაუდოდ ნაკრძალში ტახის მოკვლის ფაქტზე ამბობ, ეგ საქმე სისხლის სისხლის სამართლის ფაქტებს შეიცავდა და პოლიციამ წაიღო (ჩვენ მხოლოდ ადმინისტრაციულებს ვაოქმებთ) - საქმე ჯერ არ განუხილია სასამართლოს და ამიტომ არავის ეცოდინება თოფს ჩამოართმევს თუ არა ან რა განაჩენს გამოიტანს, შესაბამისად არც ჯარიმა არის ჯერ დადგენილი, რაც სამართალდამრრვევმა გადაიხადა ამ ეტაპზე არის ზიანის თანხა. დეტალებზე აქ არ დავწერ მით უმეტეს სასამართლო არ გამართულა. როცა შევხვდებით
  6. ჯაბა ვერ ვაციტირებ და პუნქტებად დავყოფ შენს შენიშვნებს ლაგოდეხის ნაკრძალში ნადირობისთვის,მე ვიცი პირადად იარაღიც ჩამოერთვათ და სოლიდური ჯარიმაც აიკრეს,ოღონდ იქ შემდგარი იყო. არასწორად დაწერილი კანონი - 2010 წლიდან დღემდე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ყველა სამართთალდარღვევის შესახებ ვიცი ინფორმაცია, თუ დამიჯერებ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა უსამართლოდ ან უკანონოდ - მითხარი დრო ან პიროვნებები და გეტყვი დეტალებს. ამ 6 წლკის მანძილზე იარარტან დაკავშირებიტ იყო 60 მდე ფაქტ და სულ 4-ჯერ ცამოერთვა იარაღი. და უაზროდ დადგენილი სამონადირეო საზღვრები,ყველაფრის ნაკრძალად და აღკვეთილად გამოცხა
  7. გურულო ძალიან მინდა ჩვენს ქვყანაში მოწესრიგდეს ნადირობის თემა როგორც ფრინველზე ისე ცხოველზე, ტყე კი იყოს ცხოველებით სავსე. მოკლედ ამ 7 პესრონას მოკლული არ ყავდათ არაფერი, ჩვეულებრივი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ოფიციალურად მოსამართლეს ააქვს უფლება სიტყვიერი გაფრთილებით შემოიფარგლოს, მაგრამ აქ სხვა მორალური მხარეა, რეინჯერი რომელმაც ამხელა ტყეში (დაცული ტერიტორია) ბრაკონიერს სდია და თანასოფლელი დაიჭირა და ამ ბრაკონიერისთვის უცნობი მოსამართლე მხოლოს სიტყვიერი შენისვნით შემოიფარგლება. აქ რეინჯერი ძალიან ცუდს სიტუაციაში ვარდება, მორალურად ტყდება. ბრაკონიერისთვის კი არ არის შემაკავებელი ფ
  8. 599 31 39 57 / 568 84 11 66 / ამირან კოდიაშვილი / ამას ააქვს ვოლიერი დედოფლისწყაროში და ყავს ხოხბები / ეს ვოლიერი პროექტიტ გააკეთა, ბუნებაში უნდა არადგინოს ხოხვბები, დაეკონტაქტეთ, ვფიქრობ უარს არ იტყვის, გამოცდილებასაც გაგიზიარებთ
  9. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უბანში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა შეიარაღებული პირი ავთანდილ გ., ზურაბ ა., დავით ფ., გრიგოლი ა., დავით ა., ზურაბ ყ., არჩილ ფ., ვალერი ა., და გიორგი ა. ნაკრძალში სანადიროდ, მონადირე ძაღლების თანხლებით იმყოფებოდნენ. შეირაღებული პირების იდენტიფიცირება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული მასალით გახდა შესაძლებელი. აღნიშნულმა პირებმა აღიარეს ჩადენილი სამართალდარღვევა, შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით სასამართლოში გადაიგზავნება. პ.ს.
  10. caucasica

    ირემი

    ფურ ირმები ლაგოდეხის ნაკრძალში ხარ - ირმები ლაგოდეხის ნაკრძალში
  11. ავთო ბმული პირდაპირ წიგნზე ჩემი ბმული ბმული გვერდზე - ჩემი ბმული
  12. გამარჯობათ 1900 წელს გამოცემული ძალიან საინტერესო წიგნი ელ. ვერსია - Охоты Кавказа http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/105430 Iverieli: Охоты Кавказа
  13. პირველ სურათზე ნამდვილად ჯიქია ეს ლეოპარდი ახალგაზრდა მამრი სახელად ნოე 2003 წლს დაფიქსირდა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). ლეოპარის პირველი ფოტო 2004 წელს იქნა მოპოვებული, შემდგომ პერიოდში ფოტომახეების დახმარებით ნოეს რამოდენიმმე ათეული ფოტი იქნა გადაღებული, ერთხელ გზაზე სეხვდნენ ნოე და რეინჯერები, 2006 წლიდან ნოე აღარ დაფქსირებულა. http://www.nacres.org/g_leopardi.html
  14. სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES/ნაკრესი​ მიერ ფოტომახით გადაღებული საქარტველოს ბიომრავალფეროვნება 2004 - 2014 წ.წ.
  15. ჯიხვები ლაგოდეხის ნაკრძალში - რომან თოლორდავას ფოტო
  16. ვფიქრობ საინტერესო ღონისძიება: პარასკევს, 22 იანვარს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ “ეკოჰაბში”, საჯარო ლექციაზე: ,,რა შემთხვევაში ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა?”. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: > გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები საქართველოში; > დარღვევების სტატისტიკური მონაცემები და მათი გამომწვევი მიზეზები; > გარემოსდაცვით სამართალდარღვევათა გამოვლენის ფაქტები გეოგრაფიული არეალების მიხედვით. ლექციას გაუძღვება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე. შ
  17. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მინისტრი თბილისის ეროვნულ პარკში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის, ლევან კაპანაძის მანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, 30 ვაზნით აღმოჩნდა. გიგლა აგულაშვილი ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს. ანალოგიური ფაქტი გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს, მუქარის წარწერით „გაფრთხილე
  18. caucasica

    ირემი

    ფოტომახით გადაღებული იერმი ლაგოდეხის ნაკრძალში ვიდეო:
  19. მადლობა გამოხმაურებისათვის და გვერდიტ დადგომისათვის - ამას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს აქციის სახე - ეს უნდა იყოს გრძელვადიანი ურთიერთ თანამსრომლობა. მტაცებლებს რაც შეეხება ამ ეტაპზე ამის საჭიროება არაა, არც კანონი იძლევა ამის უფლებას, ეხლა კი მიდის საუბრები მტაცებლების ამოღების საკაონმდებოლო ბაზასტან დაკავშირებით. ზოგადად ნაკრძალი ველური ბუნების ის მოდელია, რომელიც "როგორც ღმერთმა შექმნა" ბუნების კანონებით - ადამიანის ჩაურევლად უნდა განვითარდეს. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ რამოდენიმე მსხვილი ზუძუმწოვრის აღრიცხვას და მონიტორინგს. გვერდსი დგომისათვის მადლობა - მოვიფიქროტ ფორმატი კომუნის
  20. სალამი გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით სავსე ხალხი ხართ აქ.... მინდა ჩემი 1 საფიქრალი გაგიზიაროთ, თქვენი წინადადებები და იდეები მოვისმინო ..... მოგეხსენებათ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების (ლაგოდხის ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი) ადმინისტრაციაში ვმუშაობ, მინდა რაიმე "მექნიზმი (პროექტი, პროგრამა) მოვიფიქროთ, რომ მონადირეები და კლუბები ჩაერთოს ჩავრთო დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებაში... ჩვენი ქვეყნის გარეთ ბევრგან მონადირეები, მონადირეთა კლუბები აქტიურად არიან ჩართულები დაცული ტერიტორიების მართვა / ფუნქციონირებაში - ძირითადად ეს ხდება მოხალისეობრივ საწყისებზე... მინდა ანალოგიური პრეცე
  21. თორNიკე წარმატებებს გისურვებ !
  22. როგორ იცავენ რეინჯერები საქართველოს ველურ ბუნებას ბრაკონიერებისგან - უყურეთ მე-18 წუთიდან სტუმრები: ირაკლი მაჭარაშვილი - "მწვანე ალტერნატივა" ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელმძღვანელი; ბეჟან ლორთქიფანიძე - არასამთავრებო ორგანიზაცია "ნაკრესი" კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი; ლაშა მოისწრაფიშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი.
  23. https://www.facebook.com/protectedareas.ge/...?type=3&theater ალგეთის ეროვნული პარკში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავეს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, მკაცრი დაცვის ზონაში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავა. ჯგუფის წევრებმა დაცულ ტერიტორიაზე, ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მინდინარეობს ფაქტის გამოძიება. ნადირო
  24. ნეტავ სადმე თუ კიდევ დარჩა ამხელა ზუთხი საქართველოს წყლებში - ოცნებად მაქვს მათი დაბრუნება https://www.facebook.com/dadgitshow/videos/745714535532806/?fref=nf
  25. ეს დოკუმენტური ფილმი არის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. გადაღებულია გერმანელების მიერ 2004 - 2005 წ.წ. ეხლა ვცდილობ დავუკავშირდე ავტორს და ვთხოვო მომცეს ნებართვა, რათა შემდგომ ქართულად გავახმოვანებინო.
×
×
  • Create New...