-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
ცოტას შევავსებ თემას გასული წლის სეზონის სურათებით. გაიხსნა სეზონი 25 ივლისს, მინდვრისა და ჭაობის ფრინველზე, შემდეგ, აგვისტოს პირველ უქმეებზე გაიხსნა ტყის ქათამზე, შემდგომ უქმეებზე წყალმცურავებზე. ჩვენთან, რუსეთის ჩრდილო–დასავლეთში, კერძოდ ლენინგრადის ოლქში, ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 ნოემბერს დაიხურა.
-
მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის და მეც, მოგვიანებით, მაგრამ, მთელი გულით და სულით, ყველას გილიცავთ გასულ დაბადების დღეებს!
-
გილოცავთ ყველას შობას და ახალი წლის შემობრძანებას ! მრავალს დაესწარით, ჯანმრთელად და ბედნიერად !
-
გავხსენით ზაფხულ-შემოდგომის სეზონი. წელს თბილი (ცხელი) და მსრალი ზაფხული გვქონდა. რამოდენიმე წელია ასეთი აქეთ არ ყოფილა. მაგრამ, სამწუხაროდ ამას უარყოფითი მხარეჩ მოყვა - მინდვრებში სიმშრალეა და ჩვენი ამ პერიოდისთვის მთავარი ნადირობის ობიექტი, ჭაობის ფრინველი (ბეკასი, დუპელი), არ ჩანს. საბედნიეროდ რამოდენიმე დღის წინ მოწვიმა და ჩვენც უცებ გავვარდით მინდვრებში. მთავარი მიზანი ჯესიკას ვარჯიში და პირველი ნადირობა იყო (შარშანდელი ბოდიალი დედასთან ერთად 4-5 თვის ასაკში არ ითვლება). 10-მდე ფრინველი ვიპოვეთ, ნახევარი ჯესიმ, ნახევარი კარმენამ. ჯესის პირველი 2 ნაბულიდან არცერთისთვის არ მი
-
ეტყობა, კარგი გოგო რომ არის. საგვარეულო თუ გაქვს დადე, გადავხედავთ ყველა
-
ამ სეზონზე კიდევ რამოდენიმეჯერ მოვახერხე გავსულიყავი ბატებზე, სხვა და სხვა ადგილას. შევძელი კიდევ 3 ცალის მონადირება. ბოლო, სეზონის დახურვამდე 5 წუთით ადრე ავიყვანე. პრინციპში შემეძლო დავრჩენილიყავი და კიდევ მომენადირებინა, რადგანაც ზუსტად იმ საღამოს დაწყო მოძრაობა ბატმა სამხრეთ რეგიონებიდან, მაგრამ არც სულმა და არც მონადირის ეთიკამ, არ მომცა მაგის სურვილი.
-
ნადირობის სეზონის გახსნის დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბატი. შემდეგ, დამფრთხალი (ხშირი სროლებით), მიფრინავს სხვა ადგილებში, სადაც უფრო სიმშვიდეა (სადაც არ არის გახსნილი სეზონი, ან უკვე დახურულია). მხოლოდ ერთეულები რჩებიან, ან სამხრეთიდან მოფრინავენ ახალი გუნდები. წელს, ბატი ჩვენს რაიონში, ნადირობის სეზონში (რომელიც 30 აპრილს დაიხურა), მასიურად ჩამოფრენილი არ იყო. მე შევძელი, რამოდენიმეჯერ სამუშაო დღეებში გავსულიყავი სანადიროდ. დღეებს ვამბობ თორემ, სინამდვილეში შუაღამისას გავდიოდი მინდვრებში, ვაწყობდი ფიტულებს, რომ დილით ადრე (4 საათზე) უკვე საფარში ვყოფილიყავი.
-
გაზაფხულზე ვცდილობ ადგილობრივ იხვებზე (ისეთებს, რომლებიც ჩვენთან რჩებიან და მრავლებიან) არ ვინადირო, უფრო ჩრდილოეთში გადამფრენ, ე.წ. "ზღვის" იხვებზე ვნადირობ. ამჯერადაც ასეთები შემხვდნენ და იმ დღეს 3 მოვიპოვე
-
სურვილი კი გამოთქვა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ვერ გაძლო და შუა გზიდან დაბრუნდა. ისე კი, სინამდვილეში ძნელი სავალი კი იყო, გზა თახვებისგან სულ დატბორილი იყო. მე თვითონ, უკან დაბრუნებისას, გადავწყვიტე მოკლეზე, ჭაობით გამოვსულიყავი და სამჯერ აღმოვჩნდი გაყინულ წყალში. ბოლოს, ისეთ ადგილას, სადაც რამოდენიმე წლის წინ მანქანით შევდიოდი. თახვებს გზის ქვეშ თავიანთი ლაბირინთები გაუყვანიათ
-
ვიდეო ვერ ავტვირთე რატომღაც სეზონი მე და ჩემმა ინსტიტუტის მეგობარმა ერთად გავხსენით. მეგობარი იშვიათად ახერხებს სანადიროდ გამოსვლას და ამიტომ ვცდილობდი ხელი შემეწყო. სამწუხაროდ, რამოდენიმე, შორიდან მოტყუებული გუნდი, ზენიტჩიკებმა დაგვიფრთხეს. იძულებული გავხდი მივსულიყავი და "აღმზრდელობითი" საუბარი ჩამეტარებინა. პოლიციელები აღმოჩნდნენ, თანაც ნასვამები, მაგრამ, ბოდიშები მოიხადეს და შემდეგ, ისეთებსაც არ ესროდნენ, რომლებსაც მაგათ გარდა ვერავინ ვერ მიაწვდენდა სამწუხაროდ, იმ დილას, ვერაფერი ვერ მოვინადირეთ და შევთავაზე, წავსულიყავით ჭაობში, სადაც ერთი ტბის ნაპირას საფარი მქონ
-
სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, "დაზვერვა" ჩავატარე და საფარები მოვამზადე (იხვზე ცალკე, ბატზე ცალკე). ბატი ცოტა, მაგრამ იყო. იხვები გვარიანად. 2018-04-13 18-24-38.MP4 2018-04-13 18-28-35.MP4 2018-04-13 19-58-01.MP4 2018-04-14 16-50-29.MP4 20180414_164410.mp4
-
სეზონი გავხსენით 21 აპრილს და რა თქმა უნდა, ბატებზე ნადირობით. ამ ფრინველზე ნადირობას ყოველ წელს ნახევარ-ნახევარი წელიწადი ველოდები, რადგანაც ჩვენთან არ მრავლდებიან, უფრო ჩრდილოეთში მიფრინავენ და ნადირობას მხოლოდ გადაფრენის დროს თუ ვასწრებთ. ეს კი ყოველთვის ლატარეაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა გადაფრენა ძლიერ არის დაკავშირებული ამინდთან, სეზონის გახსნა კი იშვიათად ემთხვევა საჭირო ამინდს. მე ვცდილობ ბატებზე ნადირობის სეზონი მაქსიმალურად გავიგრძელო და ამიტომ ხშირად სეზონს ვხსნი ბელორუსიაში, სადაც ბატებზე ნადირობის სეზონი მარტის მეორე უქმეებიდან იწყება და 2 თვით გრძელდება (იხვებზე, ტყის
-
ტრადიციულად გავხსნი ამ თემას. საქართველოში ნადირობის სეზონი მალე გახსნება, ჩვენთან კი ზეგ, 25 ივლისს იხსნება. გახსნაზე აქ არ ვიქნები, ზუსტამ მაგ დღეს მივლინებით მივფრინავ სხვა ქალაქში, მაგრამ მალე ვბრუნდები და შევეცდები რაიმე ნანადირევის სურათებით გაგახაროთ. მანამდე კი დავდებ რამოდენიმე სურათს და მოკლე ინფორმაციას გაზაფხულის სეზონზე. როგორც უკვე უმრავლესობამ იცით, რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი მცირე ვადით, 10 დღით, შემოისაზღვრება. სამაგიეროდ, სხვა და სხვა რეგიონში, სხვა და სხვა დროს (ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ ჩრდილო). ზოგიერთ დიდ ოლქში, როგორიცაა მაგალითად მოსკოვის
-
მე სეზონის გახსნაზე რომ არ დავსველდე, სეზონს გახსნილად ვერ ჩავთვლი :) ეს ნადირობის სეზონს ეხება და რა გასაკვირია მეთევზეები ცოტა რომ დასველდეთ
-
ვაა, ვახო...გილოცავ ძმაო! შარშან ისეთი "ხმით" დაწერე "ლეკვი მინდაო", კი ვიგრძენი, რომ დიდხანს ვერ გაძლებდი/ ჯანმრთელობა და წარმატებები ლედის!
-
ლანდერ, სასიხარულოა შენი პოსტის ნახვა :) შენ დრო გამონახე და სანადიროდ აქ, რუსეთში დავგეგმოთ ერთად გასვლა.