Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. იტალიელები მაგასაც ესვრიან (ისე მაგენი ყველაფერს ესვრიან, რაც დაფრინავს)
  2. კარგი კაცია სინამდვილეში და რაც მთავარია ქართველია
  3. ბარაქა ვახო! ძაან მიხარია ამ დარგში თქვენი ოჯახის მიღწევები. ხომ იცი, დედა ლაღიძე მყავდა და ლაღიძეების გვარი თქვენი მიდამოებიდან მოდის. ბაბუაჩემს დიდი ვენახები ქონდა ზუგდიდის რაიონში (ს. კორცხელში) და მეც ჩემი ბიზნესის რაღაც ნაწილი ღვინის რეალიზაცის მოვახმარე (დაყენება / ჩამოსხმაში პირადად არ ვმონაწილეობდი). ოქროს მედლებიც გვარიანად მაქვს აღებული იმ კომპანიისთვის, ვისი წარმომადგენელიც ვიყავი. მერე დავდებ ფოტოებს, თუ არის საინტერესო თქვენთვის
  4. რა მოუთმენლელები ვართ ამ თემის წაკითხვა თავიდან დავიწყე და....ბოლომდე ვერ მოვითმინე, ისე დავსვი ჩემი კითხვა. ბოლო გვერდებზე კი თითქმის ყველა ჩემს კითხვაზე უკვე ყოფილა პასუხი გაცემული სოსო, გელა და სხვებისგანაც. შსს-ს გვერდზე ბილეთების კითხვებიც ყოფილა, მხოლოდ დარეგისტრირება ჭირდება, პირადობის ნომრის შეყვანით. ბიჭებო ბოდიში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
  5. საინტერესო სახელი ქონია. აქამდე არც მსმენია
  6. კი ავთო, "ლისიჩკაა". ქართულად რა ქვია?
  7. ამით დავამთავრებ ჯერ-ჯერობით ცხენირმებზე. ჩემი თანდასწრებით ალბათ 200-ზე მეტი ლოსი გვყავს მონადირებული, პირადადაც გვარიანად (გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მწყერი მყავს მონადირებული )
  8. ბოლო ლოსი ჩემი ნასროლით დაიჭრა და 3 საათზე მეტს დაბოდიალობდა. რომ მირბოდა ისე მექნა სასროლი და ცოტა უკან და ქვევით მოხვდა. არ უშავს, მთავარია არ დავკარგეთ. იმ დღეს კიდევ 2 დაიჭრა, ერთი ეტყობა სუსტად, რადგანაც საბოლოოდ გაგვექცა, მეორე, მეორე დღეს ვიპოვეთ, უკვე მკვდარი.
  9. შენ მუშაობა რად გინდა გიო, ნადირობა-თევზაობითაც არჩენ ოჯახს
  10. საინტერესოა. დღეს რა ინფორმაციის შეგროვება შეიძლება ამ საკითხზე?
  11. გაიხარე სოსო! გამოცდების კითხვები ხომ არ არის გამოქვეყნებული სადმე?
  12. გასაგებია. მადლობა ავთო, სოსო, დუტა სად უნდა ჩავაბარო გამოცდები, რა საბუთებია საჭირო გამოცდებზე რომ დამიშვან (არის თუ არა საჭირო, რომ რაიმე მონკავშირის, კლუბის ან კიდევ რაიმე სხვა ორგანიზაციის წევრი ვიყო? ან მათი რეკომენდაციები), ფასიანია თუ არა გამოცდებზე გასვლა, შესაძლებელია თუ არა გამოცდების ჩაბარება რეგიონებში - მაგალითად ზუგდიდში (ან ქუთაისში), "ფსიქოს "გარდა არის თუ არა საჭირო სხვა სამედიცინო ცნობები (ჩვენთან მთლიან სამედიცინო შემოწმებას გადიხარ), ძაღლისთვის რა უნდა გავაფორმო... და ა.შ.
  13. ბიჭებო, მომწერეთ მოკლედ - იცით რომ მალე ჩამოსვლას ვაპირებ ჩვენს საერთო შეხვედრაზე და მინდა ეს პერიოდი გამოვიყენო თოფის ყიდვა- რეგისტრაციისთვისაც - რა ნაბიჯები მექნება გადასადგმელი ამისათვის (საქართველოს მოქალაქეობა უკვე მაქვს)/ წინასწარ დიდი
  14. ...სამაგიეროდ "მამიკოს" დაემსგავსება ...ან სად უნდა გაფრინდეს, როცა ასე კარგად კვებავენ
  15. ზაქარა მაგარი ტიპია დავაი ავთო, გამოუშვი ვიდეო.
  16. ცოტას დავუმატებ და მერე გადავალ სხვა სახეობებზე ეგენი ავსტრიელები არიან. ერთ-ერთ მათგანთან (მარცხნიდან მესამედ რომ დგას) მქონდა კავშირი და ყოველ წელს ჩამოყავდა ჩემთან მონადირეები აქ კი ვოლოგდის ოლქში ვართ
  17. გიო, მეც ბევრ სახეობაში ვერ ვერკვევი წესიერად, მაგრამ ვიცნობ "благородный" სოკოებს და მარტო იმას ვაგროვებ, რაშიც ზუსტად დარწმუნებული ვარ. რაშიც დარწმუნებული არა ვარ, მაგათ ერთ-ორ ცალს წამოვიღებ ხოლმე და სახლში, წიგნების და ინტერნეტის გადაქექვით ვსწავლობ, რომ შემდეგში არ ვინანო, რატომ მაგ სახეობა არ შევაგროვე მეთქი მოგვიანებით კიდევ დავდებ ფოტოებს
  18. ეს კუ მგონი კამერუნიდან არის გადმოპარული იტალიაში. გუშინ ფეხბურთს ვუყურებდი და ზუსტად ამ შეფერილობის ფორმა ეცვათ კამერუნელებს
  19. სოკოს მეც ვერ ვუვლი გვერდში...ნადირობის დროს თუ წავაწყდი, რაც კი მაქვს თავისუფალი ყველაფერში სოკოს ვტენი. სპეციალურადაც დავდივარ, მაგრამ არც ისე ხშირად. წელს ზაფხული დაგვიანებულად მოგვივიდა, ზუსტად ერთი თვით. რაც შარშან მაისში ხარობდა, წელს ეხლა ყვავის. არა მგონია სუკოს ამოსვლაზე ამან იმოქმედოს, მაგრამ მაინც.
  20. ნანადირევის გატყავება - გაშიგვნის პროცესში დგება ჩემთვის დამსწრე მონადირეების შეფასების "момент истины". ამ დროს აშკარად ჩანს ვინ რას წარმოადგენს. შეიძლება შენ არ იყო "პროფესიონალი" მონადირე, მშვენიერი მსროლელი ან დაუღლელი გამომრეკი, მაგრამ თუ ამ პროცესში ხელის დასვრა გეზარება და შორიდან უყურებ სხვები როგორ შრომობენ, კაპეკია შენი ფასი, როგორც მონადირის. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მასეა. ჩემს ორგანიზებულ ნადირობებში მასეთი პიროვნებები მეორედ იშვიათად თუ ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩემთვის, ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იქცევა დამსწრე მონადირე ნანადირევის დანაწილების შემდეგ. მონადირეე
×
×
  • Create New...