Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. როგორც უკვე ავღნიშნე, რუსეთში ლოსზე უმთავრესად კოლექტიურად ნადირობენ. ნადავლიც კოლექტივზე ნაწილდება.
  2. უმეტესად კი რქების გარეშე
  3. აი ასეთი ეგზემპლიარებიც გვხვდება ხანდისხან ეს კიდევ ბელორუსიაში
  4. გავაგრძელებ ცოტას ცხენირემზე, სანამ ნადირობის სეზონი დახურულია ყველგან... როგორც ვახტანგისთან კანადაში, ასევე რუსეთშიც, ლოსზე ხშირად ნადირობენ კოშკებიდან და სპეციალურ საფარავებიდან. ასეთ საფარავებს უმთავრესად ისეთ ადგილებში აშენებენ (აყენებენ), სადაც ცხენირმები ხშირად გამოდიან. ეს უმთავრესად ბუნებრივად მარილგამჟონე ადგილებია, ან ხელოვნურად შექმნილი (სადაც მარილს სპეციალურად ტოვებენ). ამისათვის დავარდნილ ხეებში, ხშირად კი სპეციალურად გადაჭრილში (რომ ზამთარში ლოსებს ქერქი საკვებადაც გამოადგეთ), აკეთებენ ღრმა ამონაჭერს, სადაც ათავსებენ მარილის. დროის განმავლობაში, წვიმისგან და თოვლისგან მარილ
  5. გავაგრძელებ ცოტას ცხენირემზე, სანამ ნადირობის სეზონი დახურულია ყველგან... როგორც ვახტანგისთან კანადაში, ასევე რუსეთშიც, ლოსზე ხშირად ნადირობენ კოშკებიდან და სპეციალურ საფარავებიდან. ასეთ საფარავებს უმთავრესად ისეთ ადგილებში აშენებენ (აყენებენ), სადაც ცხენირმები ხშირად გამოდიან. ეს უმთავრესად ბუნებრივად მარილგამჟონე ადგილებია, ან ხელოვნურად შექმნილი (სადაც მარილს სპეციალურად ტოვებენ). ამისათვის დავარდნილ ხეებში, ხშირად კი სპეციალურად გადაჭრილში (რომ ზამთარში ლოსებს ქერქი საკვებადაც გამოადგეთ), აკეთებენ ღრმა ამონაჭერს, სადაც ათავსებენ მარილის. დროის განმავლობაში, წვიმისგან და თოვლისგან მარილ
  6. კეთილი იყოს! დიდად მოხარული ვიქნებით ყველა
  7. გილოცავთ ბიჭებო ყველას! ეკას პერსონალურად ვულოცავ, ჩვენ რომ გვიძლებს!
  8. დუტა, გილოცავ! ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებ!
  9. ავთო, გილოცავ ძმაო! იხარე და იბედნიერე შენს ლამაზ ოჯახთან და კეთილის მსურველებთან ერთად!
  10. ვუერთდები მილოცვას დაგვიანებით! ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ გიგა!
  11. კარგი შედეგია, გიგა! საჩუქარი სულ მშვენიერი!
  12. გასუდრული თუ იყო, მაგი სამკურნალოდ წამოსულა. რას ერჩი
  13. ლამაზი თევზია! ისე კალმახი ყველა ლამაზია...
  14. მე რამოდენიმე წელი დამჭირდა, რომ გამეგო მაგათი ყველაფერი და პირველ რიგში ზუსტამ ამიტომ ავიყვანე ძაღლი. სიმოვნებისთვის უმთავრესად მარტო (ჩემს ძაღლებთან ერთად), ან ახლო ხალხთან ერთად დავდივარ სანადიროდ. ესენი რაღაც შემოსავლის წყარო იყო, როცა ჩემი სანადირო სავარგულები მქონდა.
  15. სხვა დროს ვინ დაალევინებს მაგათ გიო ერთი სული აქვთ, როგორმე გამოიპარონ სახლიდან. მანქანიდან ჩამოსვლა არა აქვთ მოსწრებული და უკვე ჭიქა უჭირავთ ხელში, აბა სახლში, თუნდაც რაიმე დღესასწაულზე გაბედონ მასეთი...ტაფა და მისი ჯანი გარანტირებული აქვთ მეუღლეებისგან :meeting: ამიტომ ცდილობენ დრო არ დაკარგონ და რაც შეიძლება მალე გაილეშონ :drunk:
  16. არა ძმებო...ეს კაცი დამაწყებინებს თევზაობას არ შემოვდივარ სპეციალურად აქ, არ მინდა ნერვები მოვიშალო, მაგრამ დრეს ვერ გავძელი. 3 საათია მარტო გიოს პოსტებს რომ ვათვალიერებ და სულ უფრო ავადმყოფდები :karochera: მაგარი მეთევზე და მაგარი კაცი ხარ ეჩიბეგაშვილო
  17. მეც არა ვარ მეთევზე ზურა, მაგრამ სათევზაოდ დავყვები მეგობრებს მითუმეტეს თუ იმ პერიოდში ნადირობაც გახსნილია. ისინი თევზაობენ, მე ვნადირობ. თუ ნადირობის სეზონი არაა გახსნილი მე მზარეულის და თამადის ფუნქციას ვასრულებ
  18. უნდა გითხრათ, რომ, ასეთი მონადირეების გამო ნანადირევის გარეშე დარჩენა ეს ყველაზე პატარა უბედურებაა. ხშირად მაგათ გამო, კოლექტიურ ნადირობებზე ხდება უბედური შემთხვევები მძიმე შედეგებით (ხანდისხან მსხვერპლითაც) არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენ ძალას და ენეგიას ახარჯავენ ეგერები და ზაგონშიკები, რომ გამოდენონ ნადირი მსროლელებისკენ. აქაური ტყეების უმრავლესობა ძნელად გასავლელი და უმეტესად დაჭაობებულიც არის. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე (სურათებში დამაკვირდით), სანამ ზაგონში დავრბოდი გამხდარი და ტანწერწეტა ვიყავი გაგრძელება იქნება...
  19. "ზაგონით" ნადირობა უმთავრესად შედეგიანია, რადგანაც ბევრი რაოდენობის მონადირე ღებულობს მონაწილეობას და ხშირად ბევრი ძაღლიც. ეს განსაკუთრებით ტოვლიან პერიოდს ეხება, როცა ნაკვალევების საფუძველზე ადვილად შეგიძლია დააფიქსირო, სად, ტყის რომელ მონაკვეთში იმყოფება ლოსი, ან ლოსების ჯგუფი. ამ მიზნით, მონადირეების გარკვეული ნაწილი (უმთავრესად ეგერები ან ნადირობის ორგანიზატორები, თუ კომერციული ნადირობა ტარდება), დაზვერვას აწარმოებს - გარშემო უვლის ტყის იმ მონაკვეთს, სადაც ცხოველების შემავალი ნაკვალევია და თუ გამოსასვლელი ნაკვალევი არაა, ყენდება ე.წ. "მსროლელთა ხაზი" (стрелковая линя) და "ზაგონშიკები". მს
  20. მყვირალობის პერიოდში უმთავრესად ინდივიდუალური ნადირობა მიმდინარეობს, ტროფეის მოპოვების მიზნით. ამ დროს მონადირეები ცდილობენ მოიტყუონ მამრი ცხენირმები სხვადასხვა ხერხით. უმთავრესად ხმის იმიტაციით (როგორც მამრის, ასევე მდედრის), ანდა დამტვრეული ტოტების შრიალით. ინტერნეტში ბევრია ინფორმაცია ლოსებზე და ამ პერიოდში მათ მოქმედებაზე. ამიტომ არ მოგაბეზრებთ თავს ზედმეტი ინფორმაციით. რუსეთში ცხენირემზე ნადირობის მეორე ეტაპი იწყება 1 ოქტომბერს და გრძელდება 31 დეკემბრამდე (წინათ 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდებოდა) და შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ე.წ. "ზაგონით". ამ პერიოდში უმთავრესა
  21. გავაგრძელებ... რუსეთში ცხენირემზე ნადირობის სეზონი იხსნება აგვისტოს ბოლოს. ამ დროს ცხენირმებს დაჯვარების (მყვირალობის) პერიოდი უდგებათ (ეგრეთ წოდებული "гон") და ნადირობა ნებადართულია მხოლოდ მამრ ცხენირემზე. რასაკვირველია, ასეთი ნადირობისთვის სპეციალური ლიცენზიაა საჭირო, რომელიც უმრავლესობა მონადირისთვის მიუწვდომელი სურვილია. საქმე იმაშია, რომ, ცხოველებზე ნადირობის ლიცენზიები (ლოსზე, ტახზე, ირემზე, შველზე, დათვზე და ა.შ.) პირველ რიგში გაიცემა სანადირო მეურნეობებზე, ორგანიზაციებზე, კერძო სავარგულებზე და ისიც მცირე რაოდენობით. ლიცენზიის რაოდენობა დამოკიდებულია სანადირო ტერიტორიაზე ჩატარებული
  22. კი ავთო, მაგრა გასაკვირი ისაა, რომ, მაგ ბელგიელი ისეთი აღფრთოვანებული იყო ასეთი სუფრით, რომ შემდეგში სულ ჩემს სიმამრს იხსენებდა
×
×
  • Create New...