Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. ერთხელ ბელგიიდან მყავდა სახლში სტუმრები, არადა ამ დროს სიმამრიც ჩვენთან იყო სტუმრად. ეს ბელგიელები ფრანგი წარმოშობის იყვნენ და როგორც ფრანგების უმრავლესობას, სუფრის და ღვინის კულტი გამჯდარი ქონდათ სისხლში. ჩვენ ქართველებს თავი მოგვაქვს იმით, რომ, ღვინის დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ვითომ მაგრა ვერკვევით ღვინო და ყურძენში, მაგრამ სინამდვილეში ქართველების უმრავლესობა მხოლოდ "დამისხი-დალიეს" დონეზე თუ ერკვევა ღვინოში. ფრანგების უმრავლესობა კი ცდილობს ღრმად ჩაწვდეს ღვინის ისტორიას და მის ნაირსახეობას, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რაიმე რეალური შეხება (მუშაობის და ბიზნესის სახით)ღვინო და ყურძენთ
  2. რეცეპტიც მოგეყოლებინა ვახო! სურათზე ზაან "გემრიელად" გამოიყურება
  3. მადლობა, მამუ!
  4. არ ვიცი, არ მიცდია არასდროს რომ ჩამეხრაკა. გავსინჯავ როგორმე . მადლობა, გიო! ძაღლის მაგივრობას მე თვითონ ვწევდი გიო :D ჯესიკას დედის გარეშე ვერ დავტოვებდი, ყოველ 2-3 საათში ჭამა უნდა
  5. გილოცავ გიგა! სულ წარმატებები გქონოდეს ძმაო!
  6. საგანგაშო არაფერია. ის წარწერა, რაც თქვენ გაწუხებთ ეხება ჩიპს და არავითარი კავშირი არა აქვს ძაღლის დაჯვარება-გამრავლებასთან.
  7. რამოდენიმეჯერ შევძელი გავსულიყავი ტყის ქათმის გადაფრენაზე
  8. პატარები ძააან "გემრიელები" არიან. მითუმეტეს ეხლა უკვე საინტერესო პერიოდი უდგება - ფეხზე დადგა, თვალები გაახილა...ყველაფერი აინტერესებს
  9. მეც ვღებულობდი მასეთ "ოპერაციაში" მონაწილეობას ვიცი გიო, ნანახი მაქვს ტელევიზორში ეჭვი არ მეპარება მაგაში
  10. სამწუხაროდ ის დაჭრილი ბატი ვერ ვიპოვე. შემასწრო ტყეში და იქ დამეკარგა (ტყე დაჭაობებული იყო, მე კიდევ მოკლეყელიანი ჩექმებით ვიყავი). აი სად ვინანე, რომ ძაღლი არ მყავდა წამოყვანილი, მაგრამ მეორე მხრივ კარმენი სახლში საპატიო მიზეზების გამო იყო დარჩენილი/ აი ეს მიზეზიც: პატარა ჯესი (ჯესიკა), რომელიც ყოველ 3-4 საათში საჭმელს ითხოვს. შემდეგში ამას მოვთხოვ იმ გაქცეული ბატის ანაზღაურებას
  11. ავთო, მამუკა - გაიხარეთ!
  12. ინდაურს პატარობისას ხელიდან ვკვებავდი ბებიასთან ერთად და მაგაზე როგორ ვინადირებ გიო . უფრო სწორედ ძალით ვტენიდით ხანდისხან საკვებს, ზუსტად არ მახსოვს რატომ, ალბათ რაიმე ვიტამინებს ან წამლებს ურევდა ბებია საჭმელში. შენი თავი მანახა ერთი და არც ინდაური მინდა და არც სხვა არაფერი
  13. საჩხერე, გადაგეღო ბარემ იმ გვერდზეც სურათი, სადაც ეს წერია. არა მგონია, რომ ამ წინადადებას, რაც შენ და შენს მეგობარს აწუხებს, რაიმე რეალური კავშირი ქონდეს სტერილიზაციასთან. სტერლიზაციის შემდეგ არავითარ გამრავლებაზე (ლეკვების ყოლაზე) ფიქრიც ზედმეტია. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქმე ეხება ჩიპირების შემდგომ თარიღს, რადგანაც საბუთი გაცემულია ჩიპირებასთან დაკავშირებით. რამდენი ხნისაა ძაღლი?
  14. რაღა ბევრი გავაგრძელო და, სამშაბათს, სეზონის გახსნის მეოთხე დღეს, დილით ადრე გავედი ისევ იმ ადგილას, სადაც გახსნაზე ვიყავი. როგორც ვივარაუდე ჩემს გარდა არავინ არ იყო ახლო-მახლო. ბატებიც არ ჩანდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ, ერთი ცალი მაინც გადაიფრენდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელის შემშლელი არავინ არ იყო, შანსი მექნებოდა წარმატებით ნადირობის. მასეც გამოვიდა. დიდხანს მექნა საცდელი სანამ პირველ ბატებს ვნახავდი შორიდან. სულმოუთქმენლად ველოდი, გაისვრიდა ვინმე თუ არა სანამ ისინი ჩემამდე მოაღწევდნენ. საბედნიეროდ იმ დღეს ნადირობის მსურველი არავინ არ აღმოჩნდა და ბატების პატარა
  15. საერთოდ ჩვენთან, სეზონის გახსნის პირველ დღეებში თუ არის ბატი, თორემ მერე იშვიათად თუ შეხვდები. ნადირობის დღეები მაქვს მხედველობაში, თორემ, სეზონის დახურვის შემდეგ შენ გენაცვალე, მოფრინავს ოხრად. ისე ჩვენთან შეიმჩნევა ბატის გადმოფრენის 3 ეტაპი. პირველი ეტაპი სეზონის გახსნამდე იწყება და ძლიარ არის ამინდზე დამოკიდებული. წელს თოვლისა და ყინვის ნაკლებობის გამო მინდვრები და მდინარეები ადრე "გაიხსნა", რამაც საშუალება მისცა ბატებს ადვილად მოეპოვებინათ საკვები და ღამის თავშესაფარი. როგორც უმრავლესობამ იცით, ბატები, უსაფრთხეობის მიზნით, ღამეს უმეტესად წყალსაცავში ან წყალსაცავთან ათევენ. ჯერ დაფრინდები
  16. მე გიო, იქ ერთი პიროვნების პატივსაცემად წავედი. ჩემი მეზობელია და გული ვერ გავუტეხე, რადგანაც ბევრი კარგი მახსოვს მაგისგან. ადგილობრივია, ჩემზე გაცილებით უფროსია და როცა მე ამ ადგილებში დავიწყე ნადირობა (ჩემი ნადირობის პრაქტიკის პირველ წლებში) დავყავდი ჩემთვის უცნობ ადგილებში. სმა უყვარს და ამფოსნებიც მასეთი ყავს უმრავლესობა. ნერვები კი მომიშალეს ნადირობის დროს (დაკარგულ ტექსტში მეწერა დაწვრილებით), მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მაგისთვის. მე ჩემი გავისწორე, არც ისე ცუდად წავინადირე (ბატის მონადირება არც ისე ადვილია), ამ თემის გასახსნელი მატერიალები დავაგროვე და მაგენი რომ არ იყვნენ
  17. სანამ მანქანასთან დავბრუნდებოდით, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი ორგანიზმის ტემპერატურა გაუსწორდა ჰაერის ტემპერატურას. ჰაერის ტემპერატურა კი ისეთი იყო, რომ მალე თოვლი წამოვიდა. სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი, დავურტყი 200 გრამი ...ჩაი და დავუბერე ბანაკში იმის აზრით, რომ კოცონთან ძვლებს გავითბობდი და ტანსაცმელსაც გავაშრობდი. მაგრამ, ჩემს ოცნებას აღდგომა არ ეწერა - კოცონი თოვლჭყაპისგან და თოვლისგან ჩამქრალა, ღიად დატოვებული პროდუქტი და სხვა ყველაფერიც დასველებულა, ბატი მოუპარავთ ... კაროჩე, იქ დარჩენა სუფთა გაცივების "წამალი" იყო, მითუმეტეს რომ, ჩემი ჩუჩელები თოვლით დაიფარა და ნადირობას აზ
  18. ჭაობში დაახლოებით 5 საათი ვიბოდიალეთ, მაგრამ მეტი ვერაფერი ვერ მოვინადირეთ, თუმცა სანსი კი გვქონდა რამოდენიმე. მე ბიწებისთვის ვცდილობდი და მეტი არ მისვრია, მაგენმა კი რამოდენიმეჯერ ააცდინეს მიზანს. ბოლოს აცივდა, ორგანიზმმაც იგრძნო სოველი ფეხებით სიარულის შედეგი, თანაც მალე ბატების საღამოს გადმოფრენა უნდა დაწყებულიყო და ამიტომ დავბრუნდით მანქანისკენ. მანქანასთან გადავუღე სურათები ჩემს 2 მონაპოვარს, რადგანაც ვიცოდი რომ სახლამდე მაგენი ვერ მიმყვებოდნენ და თქვენც დამრჩებოდით ფოტომასალის გარეშე ამ სურათში კარგად ჩანს რა დონეზე მაქვს დასველებული ფეხები
  19. კი, მაგენიც კარგი "მონადირეები" ყოფილან :d030:
  20. ესეც თახვის ხელოვნება ამ ადგილს ერთ დროს მანქანით გადავდიოდი
  21. როგორც უკვე ავღნიშნე, მე სადილობას და ქეიფს ჭაობში ჩასვლა ვარჩივნე და არც მინანია. ცოტა მუხლიც გავშალე, ნაცნობი ადგილები მოვინახულე, ჩემი ბიჭის ამხანაგებიც ჩავიყვანე (არასდროს არ ყოფილან მაგეთ ადგილებში), თვალი და გული გავახარე...თამაც ერთი იხვიც მოვინადირე. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ჩემს არყოფნაში ჭაობი ძალიან შეცვლილა და ეს პირველ რიგში თახვების დამსახურებაა. იმ ადგილებში,სადაც მანქანით დავდიოდი, ძლივს შევედი ფეხით. სამჯერ ჩავვარდი წყალში, მიუხედავად იმისა, რომ "ბალოტნიკები" (რეზინის გრძელყელიანი ჩექმები) მეცვა. პირველად სულ ახალი შესული ვიყავი, მაგრამ მაგის გულისთვის ხომ არ დ
  22. ეს ის ბატია, რომელიც ჩემმა "კომპანიონებმა" მოინადირეს. დაკარგულ ტექსტში მეწერა, რომ, ბაგა-ბუგი ბევრი გაქონდათ, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი მოხსნეს, თანაც დაკლეს კინაღამ ერთმანეთი, არა მე ჩამოვაგდე და არა მეო (ბატი დაიჭრა და 300-400 მრტრში ჩამოვარდა. ჩამოვარდნამდე ალბათ 20-30-ჯერ კი ესროლეს და ამოტომ საკამათო გახდა, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი მომპოვებელი). საბოლოოდ ყველაფერი "სამართლიანად" გადაწყდა - მონადირეთა ნაწილმა, რომელმაც ვერ დაამტკიცა თავიანთი უპირატესობა მაგ ბატის მოპოვებაში, განაწყენებულებმა ბანაკი დატოვა, "გამარჯვებულმა" მხარემ კი ქეიფი გააგრძელა, მითუმეტეს რომ უკვე საბაბიც ქონდათ, მოპოვებ
  23. კარგი, არა უშავს რა. სურათებს აღვადგენ, ტექსტი კი იყოს ისე
  24. ვახო, შემატყობინე შესძლებ დაკარგული ინფორმაციის და სურატების დაბრუნებას, თუ თავიდან ვიწვალო
×
×
  • Create New...