-
Content Count
5.702 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
გიორგი last won the day on January 17 2022
გიორგი had the most liked content!
Community Reputation
46 ExcellentAbout გიორგი
-
Rank
კლუბის წევრი
- დაბ. დღე 09/29/1967
პროფილის ინფორმაცია
-
სქესი
კაცი
-
ადგილი:
RUISI 4 EVER!!!!!!!!!!!!!!!
-
ინტერესები
ბუნება მიყვარს ძალიან, ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყვე, ძალღონეს არ დავიშურებ მის დასაცავად.
პროფილის სტუმრები
The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.
-
ეს მდინარის თევზია, ფხიანი კი არის, მაგრამ ძალიან გემრიელია. ხორხოშინა მარილში მქონდა 3 დღე და მერე ჩემს გაკეთებულ გალიაში გავკიდე გასაშრობად. მე მარილიანს ვერიდები, სხვებს დავურიგგე.
-
რა გაძლებს ორი კვირა?😢 ხელები მექავება.🤣 პირველში კალმახის სეზონი იხსნება და ვერ ვიძინებ, პატარა ბავშვი ვხდები მაგ დროისთვის. ყველაფერი გამზადებული მაქვს. საწყალი კალმახები.😢 ილოცეთ მათი სულებისთვის ძმებო, მაგრამ გირჩევთ დრო არ დაკარგოთ.🤣 გავავსებ აქაურობას ისევ მკვდარი თევზებით.🤣
-
ვნახოთ თუ გამოვა. https://www.facebook.com/watch?v=633034558051278
-
მონადირეების სამზარეულოს თემაში ქაბაბით და შებოლილი იხვით გაგიმასპინძლდით. აქ შებოლილ ქაშაყს მოგართმევთ, ესენი იხვის შემდეგ შევბოლე. ამათ 2.5 საათი მოუნდა. ზურგზე გადავსერე, რათა ყველგან გაჟღენთილიყო. მთელი ღამე მქონდა მარინადში. ესენიც ლაგერის ლუდში გავაჩერე ერთი დღით, მეორე დღეს ცივ წყალში კარგად გავრეცხე, გავამშრალე და ვდურთე შესაბოლში. ძალიან გემრიელი გამოვიდა ღვინოზე შებოლილი.
-
ნახავს ამ სურათებს და რა გაუძლებს მერე მაგას? პატონი კობა თოდუა, სხვა გზა არ მაქვს ჯიმა. ადრე დავდე ჩვენი მონადირეების ფორუმზე მსგავსი სურათები და მარგალებს ვინ ასწავლის ზრდილობას? -რა უქენი ჯიმა ამ იხვსო? -რა ვქნა ძმაო, ახალგაზრდობიდან არ მომწონს დიდ მკერდიანი და დიდ კურტუმოებიანი ქალები მეთქი. სხვა ვერ მიხვდა. მოკლედ მკერდზე ქონები და საერთოდ კურტუმოც მოვაჭერი. ისიც მონადირეა და უცებ შეამჩნია "დამახინჯებული" იხვი. ჰო, აი როგორ ვუფრთხილდები ჩემს ხალხს. ახალი წლები მოდის და ქალი თუ კაცი მინიმუმ 7-8კგ-ს ისე მოიმატებთ ვითომც არაფერ
-
ქაბაბების "სეტყვა" უნდა დავუშვა. რამოდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. ფარშს ვაკეთბ 1X2-ზე, ანუ 1 -შველი, 2 -გარეული ღორი. არ დამიწყოთ ახლა რატომ კლავ და ა.შ. ხორციანს რამეს როცა მიირთმევთ, ჩათვალეთ რომ თავზე გადგევართ და გიყურებთ. არავითარი მწვანილები. მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, პაპრიკა. გატარებულ ფარშს ბევრი მოზელვა სჭირდება, მაგრად უნდა "სცემოთ"წინააღმდეგ შემთხვევაში შამფურიდან ჩამოგივარდებათ. ერთი ღამით მაცივარში ვაჩ
-
გილოცავ კატო.🥰 შენს გულს რომ გაუხარდება ისე გეცხოვროს. შენთან ერთად ყველა კატოს მივულოცავ დღევანდელ დღეს. პ.ს. ექსკლუზივი მაქვს ყველა ეკატერინესთან, მხოლოდ მე შემიძლია მათ დავუძახო სახელი კატო.🥰
-
ერიჰააა. ავთია რა გჭირს? მე მგონი ქევხომ ზომაში გაგასწრო. პ.ს. გენაცვალეთ და მენატრებით.
-
თითქმის ყველა დედალია. გადაასხლეთ თქვენს ტბაში. მერე შენი დაჭერილი დამანახვე.
-
12:24-მდე გავძელი და ვუყურე, მერე ნაწლავების ჭამა რომ დააპირა და ესა დელიკატესიაო, გარეთ გავეშვი.
-
ეგ არი რაა. შენ მაინც და დანარჩენებმაც იციან რა დონის "ჩიტირეკია" ვარ. ვკითხულობ სხვების მოსაზრებებსაც და ვერა რაა.😢
-
გასვლით კი გავედი ძამა სადღაც 3-4-ჯერ, ოღონდ ცხოველზე, მაგრამ სულ ფურები მხვდებოდა. ფურზე აკრძალულია ნადირობა!!! იქ ვერავინ შემამოწმებს, მაგრამ არ დავარღვევ კანონს, კანონმორჩილი ვარ. მერეა და პატარა ბიჭი ხომ არ ვარ ჰაერში დამეწყო სროლა?🤣 პ.ს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სრულად აღვიდგინე ყველაფერი. ოღონდ ჯერჯერობით მაინც ვიცავ დიეტას.
-
როგორი დასაჯერებელია?! შარშან თოფი არ მისვრია. გამოვიღებ სეიფიდან, გავწმინდავ, შევდებ უკან.😢 მეუღლე მეუბნება: -გაცვდა ბიჭო თოფები, შეეშვი მაგ საცოდავ რკინებს.🤣
-
ესეც 2019-ის რთველი ორეგონში.
-
მეოცე წელია წამოსული ვარ და ერთი მტკაველი მიწა არ გამიყიდია, პირიქით, კიდევ დავიმატე ნაკვეთები. დიდი ბაღები მაქვს რუისში, მამაჩემი ვეღარ უვლის, ჩემს უმცროს ძმას რა უნდა, თვითონაც არ იცის, სხვა გზა აღარ იყო და გავაქირავე, ისეთებს მივეცი, ძალიან მაგრად რომ მოუვლიან. მე არაფერი მინდა, ჩემს მშობლებს მისცემენ თანხას. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ორნაირი ლეღვი მაქვს, ოქროსფერმა თავი გაიგიჟა, ძალიან გაძლიერდა და იმდენს ისხამს, დავბერე მეზობლები და ნაცნობები ლეღვით, ბლომად მურაბა გავაკეთე, კარგია ზამთარში ბუხრის პირას ჩაისთან ერთად. აი მეორე ძირი დამეჩაგრა, ეს მუქი ყავისფერია, როგ