Jump to content
Club-Monadire.Ge

გერმანული უხეშბანლიანი მეძებარი-დრათჰაარი


Recommended Posts

  • Replies 744
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

პირველ აპრილს დავრთე ამ ხვადზე,თბილისში ვიყავი ცხვედიანთან და ეგ შეურჩია,თქვენი აზრი მაინტერესებს მამუკა,როგორი ხვადია?

Link to post
Share on other sites

კარგი ხვადი ჩანს,თუმცა სურათები უხარისხოა.კარგია რომ ცხვედიანთან გყავდა,ალბათ პასპორტსაც აუღებდი,მოგვიყევი,რა შეფასება მისცეს,ეგ ხვადი ვისია,რა საგვარეულო აქვს,ძალიან მაინტერესებს!!! :yes:ალბათ დართვის აქტსაც შეადგენდნენ,შესაბამისად ლეკვებზეც გაიცემა დაბადების მოწმობები!!!!საღოლ,კარგია!!!!

Link to post
Share on other sites

ხო ცუდად ჩანს მე მომეწონა თან მაგარი მოვლილია,მოკლედ საბუთი დაჯდა 35 ლარი,ექსტერიერში ძლ.კარგი ჩაუწერა,დართვის აქტიც შეადგინა ,ლეკვებს რომ იზამს დაურეკავ და ვეტყვი როდის რამდენი სურათები მაჩვენე ინტერნეტითო,ერთი ლეკვის დარეგისტრირება 10 ლარი რის შემდეგაც აიღებ საგვარეულოს და 6 თვის შემდეგ პასპორტს 35 ლარად.თუ მოვახერხე მინდა ჩავიდე გამოფენაზე,ერთ კინოლოგს დაურეკა ბესოს[შვიდი პოინტერი ყავდა სახლში გასაწვრთნელად ეტყობა კარგად იცის მისი საქმე 800 ლარს იღებს თითოში] ვინც შემდეგ ხვადის პატრონთან დამაკავშირა და მიმიყვანა ირაკლისთან ვერაზე ცხოვრობს გვარი არ მახსოვს,საგვარეულო როგორც დათომ მითხრა ძალიან მაგარი აქვს და ეს ძაღლიც მაგრად ნადირობს პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები აქვს,მოკლედ ისღა დამჩენია 40 დღე დაველოდო

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია ეს ყველაფერი,ისე ხვადის პასპორტის ასლი წამოგეღო კარგი იქნებოდა,შევეხმიანოთ ერთმანეთს,თუ შევძლებთ გამოფენაზე ერთად წავიდეთ,40 დღე რას უნდა ელოდო ვერ მივხვდი,ძაღლის ფეხმძიმობა 61-63 დღე გრძელდება!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

თუ გადავწყვიტე წასვლა შეგეხმიანები აუცილებლად,პირველში დავრთე ანუ 40 დღემდე დარჩა დაახლოებით ამას ვგულიეხმობდი

Link to post
Share on other sites

თუ გადავწყვიტე წასვლა შეგეხმიანები აუცილებლად,პირველში დავრთე ანუ 40 დღემდე დარჩა დაახლოებით ამას ვგულიეხმობდი

შაკო პირველი ხარისხის დიპლომში თუ საველე დიპლომს გულისხმობ,მოუტყუებია ძმაო,საქართველოში ბოლო 12-14 წელია პორველი ხარისხის დიპლომი არ ქონდა არცერთ ძაღლს,შარშან აიღო ბესო გვასალიას ძაღლმა ინგლისურმა სეტერმა

Link to post
Share on other sites

შაკო პირველი ხარისხის დიპლომში თუ საველე დიპლომს გულისხმობ,მოუტყუებია ძმაო,საქართველოში ბოლო 12-14 წელია პორველი ხარისხის დიპლომი არ ქონდა არცერთ ძაღლს,შარშან აიღო ბესო გვასალიას ძაღლმა ინგლისურმა სეტერმა

ჯაბა მართალია,შარშანდელი პირველი ხარისხის დიპლომიც სენსაცია იყო!!!!

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ეხლა დაურეკე ცხვედიანს და არ ყოლიათ საველეზეო,ტრაბახა პატრონის მონაგონია.მარა მაგრად დაახასიათა ნანახი მაქვს როგორ ნადირობსო

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ეხლა დაურეკე ცხვედიანს და არ ყოლიათ საველეზეო,ტრაბახა პატრონის მონაგონია.მარა მაგრად დაახასიათა ნანახი მაქვს როგორ ნადირობსო

ესეგი არც მეორე ხარისხის არ ქონია რახან საველეზე არ ჰყოლიათ!შაკო რა მისამართზე გყავდა თბილისში თუ გახსოვს?

Link to post
Share on other sites

შეიძლება ექსტერიერი იგულისხმა და მე ცუდად გავიგე

არა შაკო პირველი მეორე და მესამე ხარისხი მარტო საველეზე გაიცემა,ექსტერიერზე შეფასებები ფრიადი,ძლიერი კარგი,კარგი და დამაკმაყოფილებელია.რამოდენიმეჯერ რომ მიიღებს შეფასებებს თითონ შენი ძაღლი და მისი შვილები მერე უკვე გადავა ელიტა კლასში,

Link to post
Share on other sites

საველე არ ქონია საერთოდ,ზუსტი მისამართი არ ვიცი,თუ გჭირდება ან დაგჭირდა გავიგებ,შენ სად ცხოვრობ?

Link to post
Share on other sites

მე თბილისში ვცხოვრობ,მაინტერესებს ეგ ძაღლი ვიზუალურად როგორია,სურათებში არ ჩანს კარგად

Link to post
Share on other sites

კარგად ვერ ვერკვევი თბილისის ქუჩებში,ვერაზე კი ავედით ქვაფენილიან გზაზე,მოკლედ ბესოს ნომერს მოგცემ ვინც ძაღლის პატრონთან დამაკავშირა,მან იცის მისამართი:595 94-40-86,პოინტერიც ყავს ზაან მაგარი

Link to post
Share on other sites

კარგად ვერ ვერკვევი თბილისის ქუჩებში,ვერაზე კი ავედით ქვაფენილიან გზაზე,მოკლედ ბესოს ნომერს მოგცემ ვინც ძაღლის პატრონთან დამაკავშირა,მან იცის მისამართი:595 94-40-86,პოინტერიც ყავს ზაან მაგარი

მადლობა შაკო

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჩემ გერმანელს კიდე ერთი გერმანელი უნდა დაუმატო აუცილებლად,წყლის ლომი და ნამდვილი იხვმასტერი გერმანული დრათჰაარი !!

 

 

გერმანელების ფანი ვარ,რამდენი საუკეთესო ჯიში ყავთ გამოყვანილი !!

Link to post
Share on other sites

სტანდარტი

-------------------------

 

DEUTSCH DRAHTHAAR

გერმანული დრატჰაარი

(გერმანული ხისტბეწვიანი მეძებარი)

 

 

 

წარმოშობა: გერმანია.

 

დანიშნულება: როგორც მრავალმხრივი გამოყენების ფრინველზე სანადირო ძაღლს, გერმანულ ხისტბეწვიან მეძებარს მოეთხოვება ჯიშისთვის დამახასიათებელი ყველა თვისების ქონა - იგი უნდა გამოდგებოდეს ყველანაირი სამუშაოსთვის მინდორში, ტყესა და წყალში, როგორც სროლამდე, ასევე მის შემდეგ.

 

F.C.I. - ს კლასიფიკაცია: 7 ჯგუფი - მეძებრები. სექცია 1.1 - კონტინენტალური მეძებრები, რომელთაც მოეთხოვებათ საველე გამოცდები.

 

მოკლე ისტორია: გერმანული დრატჰაარის გამოყვანას საფუძვლად დაედო "ჰეგევალდის" (სიგიზმუნდ ფრაიჰერ ფონ ზედლიცი და ნოიკირხი) იდეა - შეექმნათ მუყაითი და ეფექტურად მომუშავე გერმანული ხისტბეწვიანი მეძებრის ჯიში. თავდაპირველად, ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს (კორტალსის გრიფონი). მომდევნო საუკუნის დასაწყისიდან კი, დაიწყო ახალი ჯიშის მიზანმიმართულად მოშენება. იგი ეფუძნებოდა პრინციპს - "საველე ღირსებები განსაზღვრავს ტიპს" და სელექციაში არჩევანის თავისუფლებას. შედეგად, სულ მოკლე დროში, უხეშბალნიანი მეძებრის ჯიშების (პუდელპოინტერი, კორტალსის გრიფონი, შტიხელჰაარი) საუკეთესო წარმომადგენლების მონაწილეობით, აგრეთვე გერმანული კურცჰაარის სისხლის შერევით, გამოყვანილ იქნა ახალი ჯიში, რომელიც გამოირჩეოდა ყველანაირ ამინდში გამოსადეგი, წყალშეუვალი ბალნის საფარითა და მრავალმხრივი სანადირო თვისებებით. ამ ღირსებების გამოისობით, რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გერმანული დრატჰაარი გახდა ყველაზე პოპულარული და საიმედო, მეძებრების დანარჩენ ჯიშთა შორის, როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

 

საერთო გარეგნობა: კეთილშობილური იერის მეძებარია, ყურადღებიანი და ენერგიული გამომეტყველებით; ტანი სრულად აქვს დაცული უხეში ბალნის საფარით; მოძრაობს ენერგიულად, გრძელი ნაბიჯებით, ნარნარად და მოხდენილად.

 

ძირითადი პროპორციები: ტანის სიგრძე და სიმაღლე მინდაოში შეძლებისდაგვარად თანაბარია . სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს სიმაღლეს 3 სმ-მდე.

 

ქცევა და ტემპერამენტი: ძლიერი, თავშეკავებული, გაწონასწორებული ხასიათი; არ უფრთხის ნადირ-ფრინველს, თოფის გასროლას; არც მფრთხალია და არც აგრესიული.

 

თავი: პროპორციულობით შეესაბამება ძაღლის ზომებსა და სქესს. დრუნჩის ზედა ხაზი ოდნავ დაქანებულია.

 

ქალას ნაწილი:

ქალა: ზემოდან ბრტყელია, გვერდებში ოდნავ მომრგვალებული, ზომიერი სიგანის, კარგად განვითარებული წარბზედა რკალებით.

შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: თვალსაჩინოდ მკაფიოდ გამოხატული.

 

სახის ნაწილი:

ცხვირი: კარგად პიგმენტირებული, შეხამებულია ძაღლის შეფერილობასთან, ფართო ნესტოებით.

დრუნჩი: გრძელი, ფართე, ძლიერი და ღრმა, ოდნავ შესამჩნევი კეხით.

ლაშები: სქელი, ყბებზე მჭიდროდ მომდგარი, სილოხის ნიშნების გარეშე, კარგადაა პიგმენტირებული - შეფერილობის შესაბამისად.

ყბები და კბილები: კბილები მსხვილია, ყბები - ძლიერი, სრულყოფილი მაკრატლისებური თანკბილვით, როდესაც ყბის მიმართ მართობულად განლაგებული ზედა მჭრელები მჭიდროდ ფარავენ ასევე მართობულად მდგარ ქვედა მჭრელებს. კბილების რაოდენობა (42) შეესაბამება სრულ ფორმულას.

თვალები: სასურველია იყოს, რაც შეიძლება მუქი; არც ღრმად ჩამჯდარია და არც გადმოკარკლული; ყურადღებიანი, ცოცხალი გამომეტყველებით. შეფერილი ქუთუთოები მჭიდროდაა მომდგარი.

ყურები: საშუალო ზომის, მაღლა და ფართედ დასმული, არაა დახვეული.

 

კისერი: საშუალო სიგრძის, ძლიერ კუნთიანი, ქეჩოში ოდნავ ამობურცული, ყელის მიდამოში - ხმელი, ღაბაბის გარეშე.

 

ტანი:

ზურგის ხაზი: მინდაოდან სწორხაზოვნად, ოდნავ დაქანებული.

მინდაო: აზიდული.

ზურგი: მძლავრი და კუნთიანი.

წელი: მოკლე, ფართე და კუნთიანი.

გავა: გრძელი და განიერი, ოდნავ დაქანებული, ძლიერ დაკუნთული. მენჯი - ფართო.

მკერდი: განიერი და ღრმა; კარგად განვითარებული, გამობურცული წინა ნაწილით. მკერდის ძვალი ვრცელდება შეძლებისდაგვარად უკან. ნეკნები კარგადაა მორკალული.

ქვედა ხაზი და მუცელი: მოხდენილი რკალის სახით თანდათანობით გადადის კარგად აკრეფილ მუცელში.

 

კუდი: აგრძელებს ზურგის ხაზს, უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ აშვერილია, მაგრამ არაუმეტეს; ზედმეტად არც მსხვილია და არც წვრილი. სანადიროდ გამოყენებისთვის ამოკლებენ (ქვეყნებში, სადაც დამოკლება აკრძალულია კანონით, კუდი შეიძლება ბუნებრივი სიგრძისა დაუტოვონ. ამ შემთხვევაში, იგი უნდა აღწევდეს კოჭამდე და სწორი ან ოდნავ ხმლისებური ფორმისა იყოს).

 

კიდურები:

 

წინა კიდურები:

ზოგადი დახასიათება: წინხედში სწორია და პარალელური, გვერდიდან - ტანქვეშ მოქცეული. მანძილი იდაყვიდან მიწამდე და მინდაოდან იდაყვამდე დაახლოებით თანაბარია.

ბეჭი: ირიბად განლაგებული ბეჭის ძვალი კარგად ვრცელდება უკანა მიმართულებით. ძლიერ არის დაკუნთული, მხართან ერთად ქმნის კარგად გამოხატულ კუთხეს.

მხარი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული ხმელი მუსკულატურით.

იდაყვი: ტანთან მიჯრილი, არც გამოშვერილია და არც დამალული. მხარსა და წინამხარს შორის შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.

წინამხარი: ხმელი, შვეულად მდგარი, ძვალსრული.

მაჯის სახსარი: მტკიცე.

წინა ტერფი: ოდნავ დახრილი.

წინა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

 

უკანა კიდურები:

ზოგადი დახასიათება: უკნიდან სწორია და პარალელური, მუხლისა და კოჭის სახსრებში კარგად გამოხატული კუთხეებით, სრულად განვითარებული ჩონჩხით.

ბარძაყი: გრძელი, ფართე და კუნთიანი. მენჯთან შესახსრების კუთხე კარგადაა გამოხატული.

მუხლი: ძლიერი, ბარძაყსა და კანჭს შორის კარგად გამოხატული კუთხით.

კანჭი: გრძელი და კუნთიანი, თვალნათლივი მყესებით.

კოჭი: მტკიცე.

უკანა ტერფი: მოკლე და შვეულად მდგარი.

უკანა თათები: მომრგვალო-ოვალური ფორმის, კარგად შეკრული; საკმაოდ სქელი, უხეში, მკვრივი და კარგად შეფერილი ბალიშებით; განლაგებულია პარალელურად, არც შეტრიალებულია და არც გამოტრიალებული, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

 

მოძრაობა: გრძელი ნაბიჯისა და ძლიერი ბიძგის მეშვეობით ფარავს დიდ სივრცეს; წინა და უკანა კიდურებს ადგამს სწორხაზოვნად და პარალელურად; მოძრაობს გამართულად, ლაღად.

 

კანი: მკვრივი, ტანზე მჭიდროდაა მიკრული, ნაოჭების გარეშე.

 

ბალნის საფარი:

 

ბალანი: ხისტია, უხეში, ტანზე კარგად მიჯრილი და ხშირი, დაახლოებით 2-4 სმ სიგრძის. თივთიკი ხშირია, წყალშეუვალი. ტანის მოხაზულობის აღქმას ხელს არ უნდა უშლიდეს წაგრძელებული ბეწვი. მისი სიუხეშისა და სიხშირის გამოისობით, ძაღლი მაქსიმალურადაა დაცული უამინდობისა და დაზიანებებისგან. კიდურების, ასევე მკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილები შემოსილია შედარებით მოკლე, მაგრამ უფრო ხშირი ბალნით. თავსა და ყურებზე ბეწვი მოკლეა, მაგრამ ამავე დროს - უფრო ხშირი და არანაკლებ უხეში. ამოშვერილი წარბები და კარგად განვითარებული, არცთუ ზედმეტად გრძელი და შეძლებისდაგვარად უხეში წვერულვაში ხაზს უსვამს დამახასიათებელ იერს.

 

შეფერილობა:

* ჭაღარა ყავისფერი, ფოთლებით ან მის გარეშე.

* ჭაღარა შავი, ფოთლებით ან მის გარეშე.

* ყავისფერი, მკერდზე თეთრი ლაქით ან მის გარეშე.

* ღია ჭაღარა.

სხვა შეფერილობები არ დაიშვება.

 

ზომები:

სიმაღლე მინდაოში:

ხვადები: 61-68 სმ.

ძუები: 57-64 სმ.

 

 

ნაკლები: ნებისმიერი გადახრა ზემოთაღნიშნული მაჩვენებლებიდან, განიხილება ნაკლად და ფასდება გამოხატულების ხარისხისა და ძაღლის ჯანმრთელობაზე ან შრომისუნარიანობაზე ზემოქმედების შესაბამისად.

 

სერიოზული ნაკლები (ხინჯები):

* მოკლე, ვიწრო ან წაწვეტებული დრუნჩი.

* სუსტი თანკბილვა (სრულად ან ნაწილობრივ მარწუხისებური).

* ლოხი ქუთუთოები.

* ჩავარდნილი ან კუზიანი ზურგი.

* აშკარა გავამაღლობა.

* აშკარად გამოყრილი ან დამალული იდაყვები.

* უკანა კიდურების კასრისებური, ბატატურა ან ახლო-ახლო განლაგება, როგორც დგომში, ასევე მოძრაობისას.

* მუდმივი იორღა - ნაბიჯით ან ჩორთით სვლისას, გახევებული ან მოკლე ნაბიჯით მოძრაობა.

* რბილი ბეწვი, თივთიკის არქონა.

 

მადისკვალიფიცირებელი ხინჯები:

* ფსიქიკის სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება - განსაკუთრებით, თოფის ხმის ან ნადირ-ფრინველისადმი შიში, სიავე, გაუწონასწორებელი აგზნებადი ხასიათი, შიშის გამო კბენა.

* გადამცდარი ან ამომცდარი თანკბილვა, ასიმეტრიული თანკბილვა, კბილნაკლულობა გარდა P1-სა, ეშვების ძლიერ ახლო განლაგება.

* ენტროპია(ჩაბრუნებული ქუთუთო), ექტროპია(გადმობრუნებული ქუთუთო), სხვადასხვა ფერის თვალები.

* თანდაყოლილი მოკლე ან გატეხილი კუდი.

* პიგმენტაციის ნაკლოვანებები.

 

აშკარად გამოხატული ფიზიკური ნაკლოვანების ან ქცევითი გადახრების მქონე ძაღლი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

 

შენიშვნა: ხვადებს უნდა ჰქონდეთ გარეგნულად ნორმალურად განვითარებული და სრულად ჩამოშვებული ორივე სათესლე ჯირკვალი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...