Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Holland & Holland

 

 

83d3c53ca900.jpg

 

 

შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.

ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.

 

d0c3dbe80058.jpg

 

 

 

ცოტა რამ ისტორიიდან

 

არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული.

ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს(პირველ სპეციალიზაციას ზუმბიანი თოზები წარმოადგენდა). მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს.

ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო(რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა

 

0fcd67418175.jpg

 

რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში.

1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland.

ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ ,,ფილდის" მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში(ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.

 

 

პატენტები

 

1883 წელს ჰენრი ჰოლანდმა და ჯ. რობერტსონმა შექმნეს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ВР № 23), რომელშიც მარჯვენა ჩახმახის შეყენება ხდება თოფის გადახსნისას, ხოლო მარცხენა ჩახმახისა კი დაკეტვისას;

1886 წლის 27 აპრილს დღის სინათლე იხილა პირველმა პარადოქსმა, რომელიც Holland & Holland-ის სახელით გამოვიდა (ჯორჯ ვინსენტ ფოსბერის 1885 წლის პატენტის მიხედვით);

1893 წელს ჰენრი ჰოლანდმა შეიმუშავა ეჟექტორის მექანიზმი (ВР № 800), რომელიც მოდელ ,,როიალისათვის" იყო განკუთვნილი. დღემდე ამ მექანიზმს მეიარაღეები საუკეთესოდ თვლიან;

1908 წელს ჰენრი ჰოლანდმა საწარმოს მმართველ თომას ვუდვარდთან ერთად დააპატენტა საიდლოკი (ВР № 11319), რომელიც ხელით იხსნება(სახსნელი ბერკეტი მარცხენა დაფაზეა);

bd4dd83ba08a.jpg

 

 

1911 წლის ოქტომბერში ჰენრი ჰოლანდმა და უ.მენსფილდმა დააპატენტეს ორსაფეხურიანი ჩოკი(ВР № 23832), რომელმაც გააუმჯობესა სიბურჯღლე წვრილი და საშუალო ზომის საფანტის გამოყენებისას;

1922 წლის მაისში ჰენრი ჰოლანდმა უ.მენსფილდთან ერთად დააპატენტა საიდლოკი(ВР № 202405), რომელშიც შეყენება თოფის დაკეტვისას ხდება(self-opening);

 

 

 

 

შეფასება

 

მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო_ უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!!

მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელია უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო_ არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.

 

f91251b299f9.jpg

მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ.

ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი ,,ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”.

Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა.

 

8a5c2f0b3b0a.jpg

 

ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სამამულო ომში წავიდა, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული(საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური წლების(!!!) შემდეგაც. ,,როიალი" აღჭურვილია სასხლეტი კავის დაშვების მარეგულირებლით.

 

 

cc2dffe8f8b0.jpg

 

 

1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა.

1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი(1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია ,,შანელი").

ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური(ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი ,,ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ.

ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული(ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს. ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან(კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება.

2002 წელს ფირმამ გამოუშვა მოდელი Round Action, რომელიც არასრულ ანუ შებრუნებულ საკეტებზეა. აღნიშნული სახელით გამოდის გლუვლულიანები და შტუცერები(სრულსაკეტიანთან შედარებით იაფია). შტუცერების ყალიბები 7მმ Н&Н Mag; .275 Н&Н Mag; .300 Н&Н Mag;

9,3х74R; .375 Н&Н Mag; .465 Н&Н Mag; .700 N.E.

 

 

45b7cc1ab830.jpg

 

 

 

დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.

ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან.

ფირმა მრავალპროფილიანი საწარმოა, სადაც გლუვლულიანების, შტუცერებისა და კარაბინების გარდა აწარმოებენ სანადირო აქსესუარებს, ვაზნებსა და ტანსაცმელს.

 

 

 

5693d5cf2ef6.jpg

Link to post
Share on other sites

ამ ცოტა ხნის წინ მე და მამუკას გვქონდა მსჯელობა თემაზე: აწერს თუ არა ჰოლანდი რაიმე სხვას მისი იარაღის აბრევიატურაზე. მაშინ შევთანხმდით, რომ ეს ფირმა იმდენად უფრთხილდება პრესტიჟს, რომ ნაწერით Holland & Holland ყველაფერია ნათქვამი.

სიტყვები ,,მსგავსი" ,,ნაირი" ,,მიახლოებული" და მისთანანი მეასლეებისათვის აქვს გადალოცილი

 

ამის დასტურად მოვიყვან 2 მოდელს(დააკვირდით კაგად წარწერებს)

 

 

სამეფო(როიალი)

 

cac7956cdfcb.jpg

მოდელი Side-by-side ვარიანტი Royal, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 73,5 სმ, საერთო სიგრძე 118,5 სმ, წონა3კგ, კონდახი კაკლის ინგლუსური (მემარჯვნესათვის) სამიზნე თამასა მთლიანი, სასხლეტები 2, საკიდი სარტყლის გარეშე, ლულების გადართვის სელექტორის გარეშე, ეჟექტორიანი, ტიბჟირი სტანდარტული, განთავსებულია ტყავის კეისში.

 

c14b61e19d9b.jpg

 

e393313fa744.jpg

 

14f9101bcb05.jpg

f405220db0a6.jpg

a4fc85f6dda9.jpg

5637e9c96097.jpg

 

28e56ef0a700.jpg

 

----------------------------------------------------------------------------

 

მოდელი Over-and-under ლულების ვერტიკალური განლაგებით ვარიანტი Sporting

 

dd9d618fdbe9.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 76სმ, საერთო სიგრძე 122სმ, წონა 3 კგ, კონდახი კაკლის სტანდარტული პისტოლეტური(მემარჯვნიასათვის), სამიზნე თამასა ვენტილირებადი, საკიდი სარტყელის გარეშე, ლულათა გადართვის სელექტორით, ერთსასხლეტიანი, ეჟექტორიანი, ტიბჟირი ,,სპორტინგი", განთავსებულია ტყავის კეისში.

 

4132867c141f.jpg

 

 

b4d99295976a.jpg

 

 

ab13dcc2f26c.jpg

 

 

9d794a58792e.jpg

 

 

1851a6f5116c.jpg

 

 

 

 

სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი იმდენად ბუნებრივად ,,ზის" ფარში, რომ მისი აღმოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვიცით სად რა უნდა ვეძებოთ

 

47d2bb6a70e0.jpg56f6d53841e6.jpg

Link to post
Share on other sites

მოდელი De Luxe

 

 

ყალიბი .500/.465 H&H NE; ლულის სიგრძე 61სმ; საერთო სიგრძე 107სმ; წონა 5კგ; კონდახი კაკლის, გერმანული სალოყით(მემარჯვენეთათვის); სტანდარტული ტიბჟირით; სამიზნე თამასა შემოკლებული; ორსასხლეტიანი; ეჟექტორზე; სელექტორის გარეშე; დაკომპლექტებულია საკიდი სარტყელით; განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

 

 

 

e7e49a0b2afb.jpg

 

 

 

ab58cf9ab4af.jpg

 

 

 

e3cac63d6c53.jpg

 

 

 

d8c996065a2a.jpg

 

 

37772201f09a.jpg

 

 

23f1dcd60049.jpg

 

 

0750a8f801ee.jpg

 

 

 

როგორც ხედავთ ეს მოდელი საკიდი სარტყელითაა დაკომპლექტებული(სარტყელი უშუალოდ არ ჩანს, მაგრამ ანტაბკას პირველ სურათზე ხომ ხედავთ?!).

Link to post
Share on other sites

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ჰოლანდ-ჰოლანდს ნახევარავრომატები? ვპასუხობ:

 

ამ უდიდეს ფირმას თვითდამტენები არ აქვს, არ ქონია და მეიმედება, რომ არც არასოდეს ექნება!!! :haha:

 

 

 

---------------------------

 

აქვე წარმოგიდგენთ ერთ-ერთ იშვიათ ექსპესს, რომელსაც ბოქსლოკის საკეტზეა.

 

41b39c5e08ca.jpg

 

ყალიბი .360, გრავირება_ ოქროს ინკუსტაცია, დამზადებულია 1885 წელს; სერიული ნომერი № 8376

Link to post
Share on other sites

Holland & Holland Royal Brevis

 

 

c8b28960a071.jpg

 

ფირმამ 1930 წლის თებერვალში დაარეგისტრირა მოდელი Royal Brevis(ლათ._ მოკლე). მისი ლულის სიგრძე 26,5 დიუმს ანუ 67,3 სმ-ს შეადგენდა, 12 ყალიბის წონა იყო 2,78-2,83 კგ. ეს მოდელი გამოდიოდა 16 ყალიბისაც.

ყალიბის მიუხედავად სავაზნის სიგრძე შეადგენდა 63,5 სმ-ს და აღჭურვილი იყო Self-Opening საკეტით. მომხმარებელმა ეს სიახლე გარკვეული სიფრთხილით მიიღო და ფირმამ 1932 წელს განაცხადა, რომ Royal Brevis სახელით 28 დიუმის(ანუ 711მმ) სიგრძის ლულებიან მოდელებსაც გამოუშვებდა. შესაბამისად ლულის სიგრძის მატების შედეგად გაიზარდა იარაღის წონაც. მაგ, 12 ყალიბი ავიდა 2,89კგ-ზე(გრძელლულიანი Royal Brevis მოდელები წყვილებიც გამოდიოდა).

რამდენიმე წლის შემდეგ 71,1 სმ სიგრძის ლულებიან მოდელებს დასახელებაში სიტყვა Brevis ჩამოშორდა, თუმცა 67,3 სიგრძის ლულებიან მოდელებზე მაინც დარჩა.

მოკლელულიანი Royal Brevis თოფები კოლექციონერთა ოცნება გახდა...

 

 

07f032629a1f.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ფირმა ყველა დროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საიუბილეო და საგამოფენო იარაღს.

 

წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის შუა წლებში დამზადებულ თოფებს(ოთხეული), რომელიც აშშ-ს 1861-1865 წლების სამოქალაქო ომს მიეძღვნა. თითოეულ თოფზე ამოტვიფრულია შესაბამისად რ. ე' ლის, ჯ. ბრაუნის, ს. გრანტის და აბრაამ ლინკოლნის პორტრეტები

 

 

b941c9f84d18.jpg

 

 

c3a6022c458d.jpg

 

 

5d6a36e514b3.jpg

 

 

 

8cde097552de.jpg

Link to post
Share on other sites

საინტერესო ვიდეოა გელა, მალადეც! ამ თემაში შემოსული ადამიანი კიდევ ვერცერთი გულგრილი ვერ დარჩება ამ ხლობნევის ნიმუშებისგან :yes:;)

Link to post
Share on other sites

,,მასტერ რუჟიოს,,ბოლო ნომერში ამოვიკითხე:,,ჰოლანდ ჰოლანდის,,მოსკოვის სალონმა გასაყიდად წარმოადგინა კლასიკური ორლულიანი შტუცერი ,,როიალი,,გათვლილი ,,აფრიკული,, კალიბრის ტყვიაზე 600 ნიტრო ექსპრესი.წლების განმავლობაში,1980-ანი წლების ბოლომდე,ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ტყვიად ითვლებოდა.ბოლო ასწლეულის მანძილზე ,,ჰოლანდ ჰოლანდმა,, მსგავსი 30 ცალამდე შტუცერი დაამზადა.რა თქმა უნდა ყველა მათგანი თავისებურად უნიკალური იყო.წარმოდგენილ შტუცერს განასხვავებს ღრმა რელიეფური გრავირება ,,გოთურ,, სტილში.მისი წონა 7 კილოგრამს აღემატება,ხოლო ფასი სულ რაღაც 249000 ევროა,რა ვქნა ჩევირბინო ვითომ მოსკოვში???!!! :old::haha::hi:

Link to post
Share on other sites

კი ჩაირბინე მამუკას ვენაცვალე და მეც წამომიძღვანიე ეგდოს სახლში ხომ იცი ოჯახი ხრამია. :haha::hi:

Link to post
Share on other sites

Н&Н .700 N.E.

 

 

baae49905d13.jpg

 

1980-1990 წლებში კომპანია ახალ(კიდევ უფრო მაღალ) ხარისხობრივ დონეზე ავიდა. 1986 წელს საწარმოში დაინერგა CNC(Computer Numerical Control) ტექნოლოგია, რომელმაც ძვირადღირებული ხელით შრომა შეამცირა და უახლეს კომპიუტერულ მიღწევებზე დაყრდნობით გააადვილა წარმოება-კონტროლის ფუნქცია. აქედან სამ წელიწადში ჰოლანდმა დაამზადა ნიტროექსპრესი, არა მხოლოდ დიდი, არამედ უზარმაზარი ყალიბით .700 N.E.

ამ შტუცერისაგან ნასროლი ტყვია ზღაპრული ენერგიით გამოირჩევა. მისი შემაჩერებელი ძალა უდრის .458 Win Mag და .470 N.E. ტყვიათა ენერგიების ჯამს(!!!). გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ამ ყალიბთაგანს(.458 Win Mag და .470 N.E.) ძალუძს მარტორქის ან სპილოს შეჩერება...

თოფის წონა დაახლოებით 8კგ-ა. ხოლო ამ ყალიბის სტანდარტული ტყვია 64,8 გრამს იწონის, საწყისი ენერგიით 11279 ჯოული და საწყისი სიჩქარით 560მ/წმ.

 

შედარებითი ფოტოც წარმოგიდგინეთ

 

 

66f92388110f.jpg

 

 

თოფის ფასი 70 000 გირვანქა სტერლინგიდან იწყება.

 

 

 

 

პ.ს. ამ შტუცერით უფრო მეტად დაინტერესებული მკითხველისათვის: იხილეთ თემა Ziegenhahn & Sohn(გერმანია).

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...
  • 1 year later...

Holland & Holland Royal 12 ყალიბი

 

 

322dfc46bdb5.jpg

 

კალაპოტის ზედა ნაწილში ამშვენებს წარწერა "Model De Luxe"; ლულის სიგრძე 29 დიუმი; წონა 3,4კგ.

 

ფასი დაახლოებით 70 000 გირვანქა სტერლინგი :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

სალამი, საქართველოში გვყვავს ისეთი მცოდნე ხალხი ვინც ამ თოფებს შეაფასებს? ან ყავს ამ თოფებს კლიენტი საქართველოში?

Link to post
Share on other sites

სალამი, საქართველოში გვყვავს ისეთი მცოდნე ხალხი ვინც ამ თოფებს შეაფასებს? ან ყავს ამ თოფებს კლიენტი საქართველოში?

 

კლიენტის რა გითხრა(რეალური ფასის გადამხდელს ვგულისხმობ), თუმცა შემფასებლები მოიძებნებიან, მაგალითად, ოთარ ლომთაძე.

Link to post
Share on other sites

საქართველოში კარგ იარაღს ყოველთვის ყავდა მოყვარული და დამფასებელი,ჰოლანდისა და პერდეს თოფების რაოდენობით,ერთ სულ მოსახლეზე,საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მარტო.ძალიან დაგვაზარალა ავად სახსენებელმა 90-ანმა წლებმა,როცა ბევრი ძვირფასი თოფი გაიტანეს საქართველოდან!!!

Link to post
Share on other sites

დათა2015!!სხვა ფორუმზე ვნახე თქვენი თოფების სურათები,პირველი ყველა მონაცემით გერმანული თოფია,მინახავს მსგავსი და ის ოტო რაიფი იყო,ესეც დიდი ალბათობით ოტო რაიფია!!მეორე ჰოლანდია,წყალი არ გაუვა!!!უფრო კონკრეტული ინფორმაციისათვის მიმართეთ ბატონებს:ოთარ ლომთაძეს,გია კიკაჩეიშვილს ან თეიმურაზ ლომინაძეს,ამ სამი ადამიანის მაღალი კომპეტენცია უდაოა!!!!

Link to post
Share on other sites

რატომ ღირს ასე ძვირი? ან მეორენაირად: ძვირია კი?

 

 

ჰოლანდის და ზოგადად ლონდონური წარმოშობის იარაღის წარმოებაზე საშუალოდ იხარჯება 1200კაც/საათი შრომა, რომელიც უმაღლესი კატეგორიის შრომას გულისხმობს.

არ წარმოიდგინოს ვინმემ, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ, ოსტატობას მოწყურებულ კაცს ერთ-ორ წელს ასწავლიან "ხელობას" და ეგრევე მიუშვებენ ჩარხებთან თოფის გასაკეთებლად...

დაახლოებით 7-8 წლის ბიჭუნას ასწავლიან ნელა და საფუძვლიანად. კურსის დამთავრების შემდეგ პირველ ორ წელიწადს შრომაში ფულს არ უხდიან და ამავე დროს არც სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეს არ ავალებენ. ამ ვადების შემდეგ მიუშვებენ მეორეხარისხოვან დეტალებთან და აქაც უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წარმოებული დეტალების უმეტესობა წუნდებული ხდება, რამეთუ ლონდონური წარმოშობის დეტალი უმაგრესი რამე უნდა იყოს...

ასე ნელ-ნელა და თანდათანობით სწავლობს ოსტატი "ხელობას".

best London guns-ის მაღალი ფასი განპირობებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით და უმაღლესი კვალიფიკაციის ხელით შრომით.

ახლა დავფიქრდეთ, მართლა ასე ძვირია ლონდონური თოფი?!

მაგალითისათვის ავიღოთ 60 000 დოლარიანი ნაკეთობა.

ამ თოფის დაუღალავი ექსპლოატაციის პირობებშიც კი, თუ გავისვრით 10 000-15 000 ვაზნას წელიწადში, ის გვემსახურება დაახლოებით 150 წელიწადს. ჰოდა რა გამოდის წელიწადში?! 400 დოლარი.

ასეთივე დაუნდობელი ექსპლოატაციის პირობებში, თოფები, რომლებიც 3 000 დოლარი ღირს და რესურსი 50 000 გასროლა აქვს, გვემსახურება 3,5 წელიწადს და წელიწადში გამოუვა 850 დოლარი.

 

რა გამოდის?!

ლონდონური თოფის ყიდვისას წელიწადი ძალიან ინტენსიური ნადირობა ან სპორტი მიჯდება 400 დოლარი, ხოლო საშუალოფასიანი იტალიური თოფი კი წელიწადში 850 დოლარი.

თვალნათელია ხომ განსხვავება?

არაფერს ვამბობ პრესტიჟულობაზე, კლასზე, ბრენდზე, ისტორიაზე და ა.შ.

 

და ბოლოს, ებრაელს უთქვია, თუ არ ვცდები: "მე იმდენად მდიდარი არა ვარ რო იაფფასიანი ვიყიდოო!" :hi:

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

როგორ მივაკვლიო ამ კარგ ხალხს ხომ ვერ მეტყვით?

 

და კიდევ მაინტერესებს ანუ ე.წ. "პადძელკაა?" უკვე მეორეჯერ მესმის მსგავსი ამბავი რომ თოფს გოლანი აწერია და გერმანულია...

 

Gurulo

 

ეგ ინგლისელების ნათქვამია ;)

Link to post
Share on other sites

მსგავს წარწერებიანი გერმანული თოფები,ომისშემდგომი, რეპარაციადაკისრებული გერმანიის ნაწარმია,რამოდენიმე მეიარაღე ოტო რაიფი,შტრემპელი და კიდევ რამოდენიმე აკეთებდნენ,კარგ,ლუქს კლასის თოფებს და გერმანული დამღების,ფოლადის მარკის და მეიარაღის სახელის გვერდით ათავსებდნენ სრულიად აბსურდულ და უადგილო წარწერებს,ჰოლანდ ჰოლანდი,ან ნამდვილი ჰოლანდ ჰოლანდი და სხვა,ეს წარწერები ან თავისებური პროტესტის გამოხატვა იყო,ან უბრალო მარკეტინგული სვლა და სპეცგანათლებასთან მწყრალად მყოფ რუს სამხედროებს ,,აბოლებდნენ,,!!ჩემმა ახლობელმა ახლახან იყიდა საკმაოდ ლამაზი ოტო რაიფი,ორი ლულით,16 და 12 კალიბრის,მაღალმხატვრული გაფორმებით,მაგრამ კოროზიისგან დაზიანებული,მიიტანა ქუთაისში და დიდი კვლევა ძიების შემდგომ მოწმობაში ,,ჰოლანდ-ჰოლანდი,, ჩაუწერეს,მიუხედავად იმისა რომ თოფს გერმანული საგამოცდო სადგურის დამღები აქვს,კრუპის ფოლადითაა დამზადებული და გარკვევით აწერია ,,ოტო რაიფი,,აბსურდია,მაგრამ ფაქტია!!!ამ იმფორმაციის დიდი ნაწილი ოთარ ლომთაძის წიგნში მაქვს ამოკითხული,თუმცა ის ოტო რაიფი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ,,მაიმარკეტზეც,, დიდი ხანია ერთი ასეთი თოფი ჰოლანდის ფასად იყიდება,თუმცა ვინ იყიდის!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

ფასს თოფის მდგომარეობა,ბაზარზე მასზე მოთხოვნილება და ბაზრის ყიდვისუნარიანობა განსაზღვრავს,ანუ მონადირის პოზიციიდან რამდენად პრაქტიკული და გამოყენებადია,კოლექციონერის პოზიციიდან რამდენად ბრენდული,იშვიათი და ღირებულია,უბრალო მოყვარულის პოზიციიდან რამდენად მოეწონება და რა ფულად უღირს!!!

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...