Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მატჩი

 

 

მატჩური ეწოდება შტეკერული ტიპის სამ მუხლოვან ანკესის ჯოხს.მატჩური ჯოხი ჩვეულებრივი ტელესკოპური ჯოხისაგან განსხავდება სიმსუბუქითა და მინიატურულობით.მატჩს ხმარობენ ძირითადად ნაპირიდან შორ დისტანციებზე და დიდ სიღრმეზე თევზაობისას.მატჩით თევზაობისას ხმარობენ მცოცავ ტივტივებს.სიღრმის მარეგულიატორებელი არის ძუაზე მჭიდროდ მჯდომი სილიკონის ფიქსატორი.ანკესის ეს სახეობა ტბებსა და წყალსაცავებზე სათევზაოდ იდეალური ვარიანტია

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ეს თემა რაღაცა ვერაა მთლად განვითარებული ძალიან მწირი იმფო დევს არადა დამწყებთა 90 პროცენტი ზუსტად რომ ტივტივით იწყებს და მერეც დიდი უმრავლესობა მისი ერთგული რჩება

Link to post
Share on other sites

ეს თემა რაღაცა ვერაა მთლად განვითარებული ძალიან მწირი იმფო დევს არადა დამწყებთა 90 პროცენტი ზუსტად რომ ტივტივით იწყებს და მერეც დიდი უმრავლესობა მისი ერთგული რჩება

 

ტივტივის თემა ცალკეა ოთია,მატჩის გარდა ტივტივაზე შტეკერული ჯოხით და ბოლონკათინაც შეიძლება ძამი.დამწყებმა ჯობია ტივტივაზე სხვა ჯოხით დაიწყოს,მატჩი ერთგვარ პროფესიონალიზმს მოითხოვს ხმარებაში.

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ზაზა გეთანხმები და სწორედ მაგაშია საქმე რომ პროფესიონალიზმს და ცოდნას რომ მოითხოვს იმფორმაციაც მეტი უნდა იდოს :yes:

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

ამ მეთოდით თევზაობა ინგლისელებმა დაიწყეს ტბებზე და მდინარეებზე, მერე იტალიელებმა ზღვას მოარგეს და დღესდღეობით საბერძნეთშიც დიდი პოპულარბით სარგებლობს.

ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ თევზს გაძლევს ისეთ პირობებში სადაც სხვა მეთოდი არ მუშაობს, ანუ არც დონკა და არც სპინინგი.

აღჭურვილობაც ძალიან მჩატე და "წვრილია", ჯოხიდან დაწყებული ნემსკავის ძუით დამთავრებული რომელიც 0,14 - 0,16 დიამერტისაა და 1- 1,3მ სიგრძის, სასურველია ფლუროკარბონის.

ეს ყველაფერი ძნელად შესამჩნევი ხდება "ჭკვიანი" თევზისთვისაც და შედეგიც იზრდება. სატყუარად იხმარება თეთრი მატლი და სხვადასვა ცომეული...

არის კიდევ ბევრი ნიუანსები და პარამეტრeბი რაც ამ მეთოდს ეხება და თუ რაიმე დაგაინტერესებთ აქ ვარ...

Edited by ნოდარი...
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...