paraskeva 30 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 მიხარია თუ მოგეწონათ იგივე ადგილები ზაფხულში: ეს ჩვენი ფორუმელისა და ძმის ბალუ 2-ის სახლია, ასე გამოიყურებოდა ზაფხულში... ილო, ბრატუხა შენი დაჩნი სახლი ბოძებიდან გადაუგდია თოვლს(ზემოთ ჩემს პოსტში სურათიც დევს). სამანქანო გზა რომ გაიხსნება ასვლა და პატრონობა უნდა... აუუუ, რა მაგარიააა!!! :yes: აი, ჩემი გურიაა!!! აბააა!!! B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 დედას ჰყავდა ოცი შვილი: ისარიონ, ბისარიონ, იდაკრი და ილარიონ, დაფა, დაირა, როსტომ, ყაირა, ჭიპიტონი, ჭაპიტონი, გულისა და მამიდონი, ანანასა, მანანასა, ჩხუბია და მარო, იპოლიტე,პოლისკარდე, სევასტი და ვანო. B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 ჩემი გურია --ლ. ლორია სოფლის შარამ გამარჯობა მითხრა, მე მოკლეზე ავედევნე ჭანჭრობს, ხეებს დარდი შეპარვიათ ყვითლად და ქვევრებში შემოდგომა მაჭრობს. და ჩამესმის მოლაღურის სტვენა, და გურული კრიმანჭული ლაღი, აქ ვერ ივლი თუ არ იცი ფრენა, თითქოს ზეცას ახდიაო თაღი. წყალს მოსთხოვ და გამოგიტანს ჭაჭას, გულს გაგიშლის მასპინძელი სუფრად, წამოხვალ და სადღაც სითბო დარჩა, სამოთხეში ვიყავიო სტუმრად. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 21, 2012 Report Share Posted May 21, 2012 ოზურგეთი პატარა მუნიციპალიტეტია 87 ათასი მცხოვრებით. სუპერმარკეტი ,,მოდერნი" ჩემი საყვარელი ბანკი(რადგან ხელფასს აქ ვიღებ ) გურიის სამხარეო სამმართველო ბაზარი საავადმყოფო ახალგახსნილი იუსტიციის სახლი იუსტიციის სახლის მშენებლობისას აღმოჩენილი მე-16_მე-17 საუკუნეების აბანოები საღდგომოდ პატარა ფესივალი ჩატარდა გურული ბაღნები(ჩინელი არაა აქოური ) სოფლის მეურნეობაში ახალი მიმართულება დაიბადა_ მოცვის კულტურის მოყვანა(ჩაის ადგილებზე მოცვის გაშენებას იწყებენ ) გაზაფხულზე ტრადიციული გახდა აშშ-დან სპეცრეისით შემოყვანილი პეპელას გამრავლება . ასე მოაქცევს ზრდასრულ ხეებს... შესაბამისი ღონისძიებები თუ არ ჩატარდა, მოსავალი ფაფუუუუუუუ, უფრო მეტიც_ ტყეები ფაფუუუუუუუუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, კურორტ ,,ბახმაროს" ქვემოთ შენდება ჰესი ,,ბახვი", რომლის პირველი ნაწილი წელს უნდა დასრულდეს(ამ ნაწილის სიმძლავრე 16,5 მეგავატი იქნება_,,ბახვი-2" და ,,ბახვი-3") ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 გურიის პარადოქსი ანუ როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი. "ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა". ამიტომაც გურია პარადოქსების მხარეა, თუ პარადოქსული. ამაზე ქვემოთ. გურია ნამდვილად არის ლამაზი. გურია არნახულად ღარიბია. შეიძლება იმიტომ, რომ წარუმატებული ექსპერიმენტების "საუკეთესო" პოლიგონია: იზაბელა (ცნობილი ადესად), დაფნა, ტუნგო და ფრანგულა მსხალი, სოფელ მერიის სამხედრო ქალაქი, შეკვეთილის ლაბორატორიები და ათასი წამოწყებული და ვერაღსრულები საქმე. ამის გამო გურულებს ხშირად აბრალებენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების და მოქმედების ხალხია, სიახლეებს გადამატებულად ამყოლი... და ისინი მართლები არიან. გურულები ხშირად წუწუნებენ, რომ ამხელა ნიჭის პატრონი ხალხია და განგებას შურს მათი – არასოდეს უმართლებთ... და ისინიც მართლები არიან. გურულებს უყვართ შრომა — ერთი ოთხმაცდაათს გადაცილებული გლეხი, ჩემს თვალწინ სასიკვდილო სარეცელზე, სრულიად უგონოდ იქნევდა ხელს — თითქოს თოხნიდა. მაგრამ გურია არნახულად ღარიბია. გურიის მთა და ბარი განსხვავდება, მე მათ სუნით ვცნობ, რადგან ორივეგან მიცხოვრია. ჩემთვის მთას ანწლის, შუაცეცხლით გაბოლილი კედლების და თხის კურკლის სუნი აქვს, ბარს — ოდნავ მომპალი მანდარინის, ერთნახადი არაყის და სკოლის მერხის. გურიაში არის ნისლიანი ბახმაროც და მაგნიტურ ქვიშიანი ურეკიც, ვაზიანი ბახვიც და ციტრუსიანი შრომა. (ზუსტად ასეთ ფრაზებს წააწყდებით ოთხმოციანი წლების "საიმიჯო ალბომებში", ვთქვათ მსგავსი სახელით — "მწვანე ოქროს ქვეყანა") ანუ გურია მდიდარიცაა. რა ამის პასუხია და მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ხოლო დაკრძალვის რიტუალში ნადვილად არის კარნავალურობის მიმზიდველი სიჭარბე. ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა — საწებლის რეცეპტიდან მომენტალურად მოთქმა-ვაებაზე გადასვლა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ორივე მდგომარეობა (საწებელი და ვაი-ვიში) ჩემთვის არნახულად ბუნებრივია. სწორედ ეს არის გურულობის პარადოქსი. გურულები გულწრფელები არიან მაშინ, როცა თავგანწირვით გაძალებენ ღვინოს და პურ-მარილს, ლამის დანას გაბჯენენ ყელზე, რომ რაც უნდა გეჩქარებოდეს, ქეიფი განაგრძო და მაშინაც, როცა უკვე წასულ სტუმარს ზედმეტი ჭამა-სმისა და ნამეტანი გვიანამდე დარჩენის გამო ლანძღავენ. (ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა დაცულია). გულწრფელები არიან როცა "ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეს" წყევლიან და როცა მისი "გურული წარმოშობით" ამაყობენ. და ასე შემდეგ. "რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?" ეს კითხვები ერთ მთლიანობად, სხაპასხუპით დაისმის და მათი ირიბი დატვირთვა დღემდე არ მინდა ამოვიცნო. გურიაში კეთილი ხალხი ცხოვრობს. გურულებს (ალბათ როგორც ყველა ქართველს) ზღვა არ უყვართ, ანუ არასდროს უყურებენ მას, როგორც სხვა საზღვაო ქვეყნის შვილები. რაღაც გაუცნობიერებელი შიში აშორებთ მასთან. ცხენოსანი გურული (გავიხსენოთ ამერიკული ოდისეა) რატომღაც უფრო ბუნებრივი სიტყვათშეთანხმებაა, ვიდრე ნაოსანი გურული. ზაფხულობით, ნაპირს სულ რაღაც სამიოდ კილომეტრით დაშორებული სოფლიდან ისეთივე მოწიწებით მიდიან საბანოდ, როგორც ვთქვათ კახეთიდან ჩამოსული სტუმრები, ფრაზა "ზღვაზე მივიდივარ" ამ ორი კუთხის მცხოვრებისთვის ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელია. კარგად მახსოვს საბჭოთა დროს ეგზომ პოპულარული დიზელის ავზები (გნებავთ "სალიარკის ბაკი"), რომელიც თითქმის ყველა ეზოში იდგა, როგორ დანანებით დაჭრეს და გადააკეთეს ე.წ. თურქულ ღუმელად — მეგონა ვინმე ახლობლის სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ. ასევე დიდი სიმძიმილი დაჭირდა ნაყანარზე (რომელიც ოდესღაც ნაჩაიარი იყო), თხილის გაშენებას (კიდეებზე კივის არც თუ წარმატებული დარგვის შემდეგ). გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ, პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს. გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოკრავ (წაკრავ, გამოკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე. სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს. ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი. სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი დგას. გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ. თვალის ჩაპაჭუნებაც. გურია "სიცოცხლის სამოსახლოა", რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს : "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა". ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 მაგარი სურათები გვაჩვენე გელა ძმა !!! :yes: ძალიან მაგარი ადგილები ყოფილა მანდ !!! მაგრად მომეწონა და ვისიამოვნე მათი ნახვით !!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 ჩვენი ეზო ჩვენი ქუხნა სახლი ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 აი გურიაა ძამა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 აი გურიაა ძამა კი, მასთეა ძამა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 ჩვენი ეზოს ადესა გზა სახლიდან ჭიშრისკენ ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 ა ძამა გურია და გურული კაცი.. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 (edited) ბახმარო-გომისმთის მთები გურული Edited September 4, 2012 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted September 5, 2012 Report Share Posted September 5, 2012 paraskeva ი ლ უ შ ა გაიხარეთ კარგი სურათებია ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted September 5, 2012 Report Share Posted September 5, 2012 რადგან შემოქმედის ეპარქიაა მთელი გურია, დავიწყოთ შემოქმედის საეპისკოპოსო ტაძრის სურათით, შემოქმედის მონასტერი ანუ იგივე ახალი ზარზმა, რატომ ზარზმა? იმიტომ რომ მესხეთ-ჯავახეთ-შავშეთ-ერუშეთ-ტაო-კლარჯეთს იგივე ძველ დიაოხს როცა შემოესეოდა მტერი, უმრავლესობა ხალხისა სწორედ გურია-აჭარას აფარებდა თავს და შემდეგ სახლდებოდნენ, სწორედ დიაოხების და კოლხების ნაერთი სისხლია გურული სისხლი , ერთერთი ეპიზოდია საქართველოს ისტორიიდიან როცა ზარზმა ააოხრეს, სიწმინდეები, სახარება,განძეულობა სწორედ შემოქმედში გადმოიტანეს და უწოდეს ახალი ზარზმა... ესეც ზამთარში შემოქმედის მონასტერი, სიტყვა შემოქმედი მოგეხსენებათ შემოქმედს-მამა ღმერთს ნიშნავს, შემოქმედის სახელზე არსად არ მოიძებნება საქრისტიანოში მონასტერი, როგორი მადლიანი სახელი აქვს და როგორ მოწიწებას, თავმდაბლობას და სიყვარულს გვასწავლის ეს სახელი... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 5, 2012 Report Share Posted September 5, 2012 კაია ილუშა, თუ რამე გაქვს კიდევ დადე ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted September 5, 2012 Report Share Posted September 5, 2012 (edited) გადავინაცვლოთ ბახვზე, ბახვი ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სოფელია გურიაში, მოგეხსენებათ ბერძნების, ასევე რომის იმპერიის გავლენა საქართველოზე და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოზე, უძველესი კოლხეთიდან მოყოლებული შუა სააკუნეებამდე, სწორედ ამ სოფლის სახელიც მათ უკავშირდება, კერძოდ ღვინის ღმერთის ბახუსის სახელს, ძველ წყაროებში არის აღნიშნული რომ ბახვში და ასკანაში განსაკუთრებით მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას და აქედან გამომდინარე უწოდეს მათ ეს სახელები დამპყრობლებმა, ასკანაც რომაულ-ბერძნული მითოლოგიიდანა და ბახუსის შთამომავალის უნასის ძის ასკანოსის სახელი იყო. ძველი კოლხური ყურძნის მოსავლის ღმერთის აგუნას ადგილსამყოფელი ბახვსა და სკანაში ყოფილა. კალანდას, ძველით ახალ წელს მარანში აგუნას საგალობლით ხვდებოდნენ: აგუნა, აგუნა გადმეიარე, ბახვი და ასკანა გადმეიარე, ჩვენს მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი, ჩვენს მამულში გოდორ-გოდორი, სხვის მამულში კიმპალ-კიმპალი... მოკლედ ეს წარმართული ტრადიციები იყო ყველა ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი და სახელი ბახვი იმის მანიშნებელია რომ აქ მევენახეობა მართლაც მაღალ დონეზე იყო, ახლაც ვცდილობთ ის უძველესი ჯიშები რომლებიც დავკარგეთ მაშინდელი მოურჩენელი დაავადებების გამო და ადესით ჩავანაცველთ აღვადგინოთ, აღადგინეს ასევე ადრინდელი ჩხავერის მეურნეობა.. ასევე ცნობილია ბახვის მანიფესტი, რასაც მოყვა აჯანყებები რუსეთის ძალადობის წინააღმდეგ, გავარდნენ ფიცხი გურულები ფირალად ტყეში და შიშის ზარს სცემდნენ რუსეთის ჟანდარმერიას... ბახვში დაიბადა და გაიზარდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელმაც მშობლიურ სოფელს გელათის სიდიდის ტაძარი აუშენა ძველი პატარა ხის ტაძრის ადგილას, მაგრამ კომუნისტებმა დაანგრიეს და მისი ქვებით სკოლა და კოლმეურნეობა ააშენეს.. უფლის წყალობით და მადლით ზვიად ცეცხლაძემ მშობლიურ სოფელს დაუბრუნა, აუშენა ეკლესია და დღეს მთელი სოფელი და არა მარტო, მთლიანი რეგიონი, საქართველო მადლობელია მისი... ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სოფელს ჩამოუდის მდინარე ბახვისწყალი მდინარე ბახვისწყალი სათავეს იღებს მესხეთის ქედიდან, გამოივლის ბახმაროს, მოქუხს კლდეებში, ხევებში და შემოდის სოფელ უკანავაში, მთისპირში სადაც ამჟამად აშენებენ ჰესს, შემდეგ ბახვში და შემდეგ უერთდება მდინარე სუფსას. ბახვისწყალი ბახმაროში.. ზოგი სურათი არ არის ჩემი გადაღებული, ვფიქრობ ამით მისი სურათი უფრო პოპულარული გახდება ), მაგრამ მაინც ბუდიშს ვუხდი ავტორს.. Edited September 5, 2012 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted November 11, 2012 Report Share Posted November 11, 2012 http://www.youtube.com/watch?v=mpJlmG_gwUM ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 11, 2012 Report Share Posted November 11, 2012 (edited) http://www.youtube.com/watch?v=mpJlmG_gwUM სად იპოვე ეკატერინე ეს ვიდეო?! დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო 22 წუთი გავატარე ფირალთა ეგ ისტორიები თითქმის ყველა, გადმოცემით-მონაყოლით ვიცოდი, მხოლოდ თოხისა და ფირალობის ამბავი დარჩიაზე მეგონა, თურმე მეხუზლასი ყოფილა პ.ს. უყურე შენ კირილეს?! რაფერ შეეთესა ამერიკულ მართლმსაჯულებას?! Edited November 11, 2012 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 ლომებს სიცოცხლე! ზემოთ პარასკევას პოსტებია(სიმღერები) სიმონა დოლიძეზე და სისონა დარჩიაზე. ჩემი რჩევა იქნება ისინი ჩართეთ და იმ ფონზე დაათვალიერეთ ქვემოთმდებარე სურათები. შაბათ დილით მე და ერთი ჩემნაირი რეკაშეტი გავეშურეთ გომის მთის დასალაშქავად, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ქუთაისელი საძმო შარშან ზაფხულში მყავდა აყვანილი ბჟუჟის ხეობაში. მაშინ ბჟუჟჰესამდე ავედით და იქედან გადმოვხედეთ არემარეს... შაბათს ჰესამდე ჩემი ტანჯულათი ავედით. იქ ძველისძველი(1953 წლის გამოშვება), მაგრამ ხოდზე მყოფი ვილისი დაგვხვდა, საბურავებს დავამატეთ და დაახლოებით 5 კმ კიდევ გავიწიეთ წინ. აქ გზაზე იმხელა ,,ზავალი" დაგვხვდა, რომ მას მაქნანა ვერ გადალახავდა. იძულებულები ვიყავით ფეხით შევდგომოდით აღმართებს. ბუნებრივია, პირველად მაინც სამანქანო გზაზე გავაგრძელეთ სვლა, რადგან რელიეფიცა და თოვლის სიმაღლე ამის საშუალებას გვაძლევდა. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? სამანქანო გზით ფეხით სვლა უსაფრთხო აღარ იყო, რადგან ერთი ფეხის დასხლეტა და.... ვერაფერი შეგვაჩერებდა... ამიტომ გზიდან გადავუხვიეთ და ტყით დავიწყეთ ასვლა, რადგან დაცურების შემთხვევაში ხეზე შემორჩენის ალბათობა მეტი იყო მივიწევთ წინ, ტყეს მელოტი ადგილები ცვლის. თოვლის სიმაღლე იზრდება, ტყვირთის წონა მატულობს(გვეჩვენება ) მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან თოვლი კაი გაყინულია და ფეხი საერთოდ არ გვეფლობოდა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. აქ ისევ ტყეში შევედით და დავისვენეთ. გაგახსენდება ამფერ ადგილებში სიმონა დოლიძე აბა რა ინება ვგავარ საუკუნისწინანდელ ყაჩაღს? წინ და წინ!!! გამოჩნდა ორიენტირები: ავაღწიეთ აპლურში, სადაც დიდ თოვლთან ერთად აი ეს სილამაზე დაგვხვდა: რაც უფრო ზემოთ მიიწევთ და ქვემოთ გადმოიხედავ ხოლმე, მით უფრო მეტად რწმუნდები იმაში, რომ მთა ამაყი და გულგოროზია! აქ ცოტათი, მარშრუტის კორექტირება მოგვიხდა რადგან შევამჩნიეთ მონაწყვეტი ზვავი და ღმერთის გარდა არავინ უწყიდა კიდევ რას დააპირებდა(სურათზე მარცხნივ დააკვირდით). მცირე შემოვლა დაგვჭირდა, თუმცა მონაწყვეტი თოვლის ქვემოთ გავლას მაინც ვერ ავერიდეთ სრულად. სურათის გადაღებაც გავრისკე \ ავაღწიეთ გომის მთის უმაღლეს წერტილამდე, სადაც წმინდა ჯვარი დგას! ქარები აქ თოვლს არ აჩერებს, ასე რომ მიწას ბალახბულახიც ეტყობა. შევედით კურორტზე, სადაც თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია ადგილისდა მიხედვით. შეამჩნევდით, ამ სურათში სახლის სახურავზე ვზივარ გავეშურეთ ჩვენი კოტეჯისაკენ... აი ისიც დარაბების მოხსნა და ა.შ. არ დაგვიწყია, რადგან მხოლოდ ერთი ღამით მოვედით: შარშან აპრილის ბოლოს გახლდით ამ ადგილებში თოვლის სიმცირისა და თბილი ამინდების გამო იგივე რეისი წელს მარტის დასაწყისში გვექნება(შაბათ-კვირას დავამთხვევთ). მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 გელა გამარჯობა ჯიგარო,მაგარი სურათებია ,რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ.ნადირობით თუ არი გელა მაქეთ რამე? ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 18, 2013 Author Report Share Posted February 18, 2013 გელა დაწერე აქ რო დააპირებთ წასვლას და შეიძლება შემოგიერთდეთ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 (edited) გელა გამარჯობა ჯიგარო,მაგარი სურათებია ,რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ.ნადირობით თუ არი გელა მაქეთ რამე? გაგიმარჯოს ძამა! ამ მომენტისათვის სანადირო არაფერია(ნებადართულ ობიექტებს ვგულისხმობ), თუმცა მწყერის სეზონს არა უშავდა... ქათამიც არ იყო წელს, იხვი კი დეკემბერ-იანვარში ჩანდა ცოტა, თებერვალში 0 :( Edited February 18, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 გელა დაწერე აქ რო დააპირებთ წასვლას და შეიძლება შემოგიერთდეთ კი გურიკა, გაგაგებინებ აუცილებლად ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 15, 2013 Report Share Posted March 15, 2013 გურულები ( გოჩა ცინცაძე) კერიის ცეცხლთან, წინაპრის რუდუნებით, მშვიდად ჩამომსხდარან ფიცხი გურულები: ნადგამოვლილნი და ძარღვედდაბერილნი, დაღლადაკარგულნი, ლხინად ატეხილნი. ქვევრი მოხდილი და გახაზირებული, სუფრაზე ნადუღი, მჭადი, ყველი , პური, ცეცხლზე თენჯერა, ლობიო შეპიწკული, ცივად დედალი და კეცზე ხაჭაპური. ჭინჭარი, ნიგოზით და ძმრით შეკმაზული, კათხაში მჭადისთვის ფქვილი მოზელილი, პწკალასთან,ჯორკოზე ჯაყვა მოკეცილი. ნადში ნამღერი ნადური დაყოლილი, „ქუხნას“ დაბინავებული ჭირნახული, ღორჯოსთან ერთად ტარანა შებოლილი, დოქში ღვინო ბორგავს წყნარი კრიმანჭულით. მანამდე კი ნარდი, დროის მოსაკლავი, ხალასი ხუმრობა, თამაშს აყოლილი, სადღაც შორს, ტურის ლივილი გულსაკლავი, ერკეთის ნიავს ანაზდად მოყოლილი. მამის ღიმილი , პატიჟი გარდუვალი, ბაბუას წარბთატყორცნა, ნისლივით იდუმალი, ძმის გვერდში დგომა, სიმტკიცით შეუვალი, ნენას თავმდაბლობა, სტუმრისთვის არნახული. მოსული სითამამე, ღვინით ტანაყრილი, სურების მთიდან ზეცისკენ ავარდნილი, ბახმაროსკენ ფირალად გავარდნილი, ზღვარგადასული მეგობრის სიყვარული. მთელი დღის ნაჯაფნი, ერთურთ შეხიდებით, გულმკერდმოღეღილნი, მაგრამ მორიდებით, პირველს უფალს ახსენებენ მოწიწებით, შემდეგ კი, მშვიდობას იტყვიან უთუოდ. სამშობლოს ადღეგრძელებენ აღტყინებით, წასულებსაც იხსენებენ დანანებით, მომავალს შეჰყურებენ ბავშვის თვალებით, ბავშვის თვალებით და ლომის გაქანებით. ბაბუ ცრემლს იწმინდავს ყაბალახის კიდით, ახსენდება დღენი შორეთს გარდასული, მთის კალმახივით ხელიდან გასხლეტილი, გაცვეთილი, მაგრამ მოვარაყებული. ქეიფიც ხურდება, ნიჭით დანამული, „ხასანბეგურას“ ანაცვლებს „ჰა,გიდელი“, სული ფორიაქობს, ლხინით დაბანგული, სურს , რომ გაარღვიოს გრძნობის ციტადელი. რაც არ უნდა წყენა ჰქონდეთ ერთმანეთის, სუფრა წალეკა ნატვრამ და სურვილებმა, უცხო სტუმრისთვის, უცებ შესახედი, ღვთიური ლხემა იციან გურულებმა. გუბაზეული სიმღერით დააძინეს, დაბადებიდან გიჟი და თავგასული, დილამდე გაგრძელდა სუფრის ქარბორბალა, მასპინძლისგან არგაშვებით ჩარაზული. ფეხი მოიკეცა დოქის პირზე ჭინკამ, თვალებში უყურებს ბახუსს, განაბული; კართან დაბანცალენს მთვრალი დიონისე, ღვინის ჭინკისაგან მხარზე დაღდასმული. მისი გადამკიდე, თავგზააბნეულმა, კარგად მოიხინეს ჩვენმა გურულებმა, დიდი პატივი სცეს მთელმა სახლეულმა, შეხმატკბილებულად,როგორც გუგულებმა. კერია დალოცეს ყველაწმიდის მადლით, ერთურთს ხელსა ჰხვევენ დიდი რუდუნებით, შემდეგ არხეინად შუკას გაჰყვებიან, სიყვარულით მთვრალი ჩემი გურულები. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 15, 2013 Report Share Posted March 15, 2013 კაია,მიყვარს გურია,გაიხარე ეკა,კარგი ლექსია!!!! ყოველ დილით სამტრედიიდან სამსახურში მივდივარ ფოთში,სამტრედიიდან ფოთში ორი გზა მიდის,ერთი მარანი,ქოლობანი, აბაშა,ნოსირი, სენაკი,თეკლათი,ქვალონი,ჭალადიდი,ფოთი,მეორე გურიიდან დაფნარი, საჯავახო,ჯაპანა,ქვიანი,შუხუთი,ლანჩხუთი,ლესა,ჯუმათი,სუფსა,გრიგოლეთი,ფოთი.პირველი უფრო სწორი და ოდნავ მოკლე გზაა,მეორე უფრო მიხვეულ-მოხვეული და მთაგორიანი,თითქოს აქვეა,ახლოს ყველაფერი,მაგრამ იმდენად განსხვავდება,გზის გასწვრივ პეიზაჟები ამ ორ გზაზე გაოცდები,დროის დეფიციტის გამო უფრო სწორი და მოკლე, სამეგრელოს გზით დავდივარ,მაგრამ განსაკუთრებით გაზაფხულზე მომენატრება ხოლმე აყვავებულ ტყემლებიანი გურიის ნახვა და გურიით დავდიდარ,ამ დროს ძალიან ლამაზია გურიის მთა-გორები!!!ოქტომბერ-ნოემბერში კატეგორიულად არ დავდივარ გურიის გზით,ამ დროს ჯერ დაუდუღებული ადესით მთვრალი გურულები შუა ტრასაზე დადიან და თუ გინდა ტანკით იყავი,გზას არავინ დაგითმობს!!!!მიყვარს გურია და გურულები!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.