sniper 0 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 გურია ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის სამთავროს გერბი ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას. გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია) პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“. ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს. ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია. ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა. XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა. გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ. 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. 1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები. გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ. გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 31, 2012 Report Share Posted January 31, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 თხა მაგარი კაცია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 http://www.youtube.com/watch?v=JLkzxOSQYkc&feature=related ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 გამზრდელი გურულად ხოდა, აი ცხენიანი კაცი, ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი _ ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?! _ რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო. _ მოი შენ აგერ მეისვენე. ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარსე აი ულვაშიო! ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყვარეს?! მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი. ერი პირობა ქე გეიკრა ხელი რიველველზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: შენი ჩაჩნური საქციელი უჩიტელმა გაარჩიოსო! მივიდა უჩიტელთან აი დურაქი და მუუყვა ყორიფელი. ამის გაგონება და გადირია უჩიტელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი _ მესროლე და გამათავეო! _ სასიკვდილე შენ კარა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო! გამუუშალა ფეხი უჩიტელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 მივადგათ პწკალა და ევიდეთ ნალიაზე. მეიზუკუტურე აი ნაგულა და წევედით.არ აასკდე შენებურად. გამეიარე დროზე, ნუ აბანდალებ მაგ ფეხებს მალაზონივით. საკარია დახურე? მოჭვა არ გამოვიდეს. ფუფაიკა თუ ჩეიცვი? რავა, ჩხაპუტებით მოდიხარ? ნენა, გადამრევს. სამიდღემჩიო აბდალა ხარ ,ვინცხა ხარ. ვერ ხედავ,რაფერ როფას? გაგიშიშვლებია მაგ ყელი ყინტორია მამალივით.გაგიცივდება მაი ფიჟვერა. ნელა იარე,ნელა.მარცხი ელანძეა. თორემ ძნეყავ და იქნები დაფილინჯირებული და მისკირინჯებული. ნელა ადი პწაკალზე,მეიცა, გიპორჭიკებ.ჩარხი უნდა ყოლიფერს. ჩამეეტიე დროზე და წავიდეთ ჩვენ გაბარბალებულ სახლში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 ლომებს სიცოცხლე! ზემოთ პარასკევას პოსტებია(სიმღერები) სიმონა დოლიძეზე და სისონა დარჩიაზე. ჩემი რჩევა იქნება ისინი ჩართეთ და იმ ფონზე დაათვალიერეთ ქვემოთმდებარე სურათები. შაბათ დილით მე და ერთი ჩემნაირი რეკაშეტი გავეშურეთ გომის მთის დასალაშქავად, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ქუთაისელი საძმო შარშან ზაფხულში მყავდა აყვანილი ბჟუჟის ხეობაში. მაშინ ბჟუჟჰესამდე ავედით და იქედან გადმოვხედეთ არემარეს... შაბათს ჰესამდე ჩემი ტანჯულათი ავედით. იქ ძველისძველი(1953 წლის გამოშვება), მაგრამ ხოდზე მყოფი ვილისი დაგვხვდა, საბურავებს დავამატეთ და დაახლოებით 5 კმ კიდევ გავიწიეთ წინ. აქ გზაზე იმხელა ,,ზავალი" დაგვხვდა, რომ მას მაქნანა ვერ გადალახავდა. იძულებულები ვიყავით ფეხით შევდგომოდით აღმართებს. ბუნებრივია, პირველად მაინც სამანქანო გზაზე გავაგრძელეთ სვლა, რადგან რელიეფიცა და თოვლის სიმაღლე ამის საშუალებას გვაძლევდა. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? სამანქანო გზით ფეხით სვლა უსაფრთხო აღარ იყო, რადგან ერთი ფეხის დასხლეტა და.... ვერაფერი შეგვაჩერებდა... ამიტომ გზიდან გადავუხვიეთ და ტყით დავიწყეთ ასვლა, რადგან დაცურების შემთხვევაში ხეზე შემორჩენის ალბათობა მეტი იყო მივიწევთ წინ, ტყეს მელოტი ადგილები ცვლის. თოვლის სიმაღლე იზრდება, ტყვირთის წონა მატულობს(გვეჩვენება ) მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან თოვლი კაი გაყინულია და ფეხი საერთოდ არ გვეფლობოდა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. აქ ისევ ტყეში შევედით და დავისვენეთ. გაგახსენდება ამფერ ადგილებში სიმონა დოლიძე აბა რა ინება ვგავარ საუკუნისწინანდელ ყაჩაღს? წინ და წინ!!! გამოჩნდა ორიენტირები: ავაღწიეთ აპლურში, სადაც დიდ თოვლთან ერთად აი ეს სილამაზე დაგვხვდა: რაც უფრო ზემოთ მიიწევთ და ქვემოთ გადმოიხედავ ხოლმე, მით უფრო მეტად რწმუნდები იმაში, რომ მთა ამაყი და გულგოროზია! აქ ცოტათი, მარშრუტის კორექტირება მოგვიხდა რადგან შევამჩნიეთ მონაწყვეტი ზვავი და ღმერთის გარდა არავინ უწყიდა კიდევ რას დააპირებდა(სურათზე მარცხნივ დააკვირდით). მცირე შემოვლა დაგვჭირდა, თუმცა მონაწყვეტი თოვლის ქვემოთ გავლას მაინც ვერ ავერიდეთ სრულად. სურათის გადაღებაც გავრისკე \ ავაღწიეთ გომის მთის უმაღლეს წერტილამდე, სადაც წმინდა ჯვარი დგას! ქარები აქ თოვლს არ აჩერებს, ასე რომ მიწას ბალახბულახიც ეტყობა. შევედით კურორტზე, სადაც თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია ადგილისდა მიხედვით. შეამჩნევდით, ამ სურათში სახლის სახურავზე ვზივარ გავეშურეთ ჩვენი კოტეჯისაკენ... აი ისიც დარაბების მოხსნა და ა.შ. არ დაგვიწყია, რადგან მხოლოდ ერთი ღამით მოვედით: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 ჩვენი კოტეჯის გარშემო თოვლის სიმაღლე რომ ადვილად განსაზღვროთ ამ სურათს შემოგთავაზებთ. ხუთმერტიან თოვლზე სახელდახელო სუფრა გაიშალა... თევშზე თოვლი, მასში კი არყის ჭიქები ჩასაცივებლად... უუუფ, კაი იყო ჩვენი ძმობის და კლუბის სადღეგრძელო 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!!! ქვეშხედი თოვლის საფარის სიმაღლიდან საზოგადოდ აქ ძალიან დიდი თოვლი მოდის, ამიტომ არც თუ იშვიათია სახლების ბოძებიდან გადაგდება ან საერთოდ დანგრევაც კი. ამიტომ ყოველი დასასვენებელი სეზონის ბოლოს პატრონმა შემოვლა და კონტროლი უნდა ჩაატაროს სახლზე, რამეთუ მეორე წელს ასეთი შედეგისაგან მეტნაკლებად დაცული იყოს რამდენიმე ხედი საღამოს დაღლილები ვიყავით. არაყი ბევრი არ დაგვჭირდა: ერთმა ლიტრამ დასაძინებლად გაგვამწესა... მეორე დღეს დაშვება დავიწყეთ ამ ადგილზე ამოსვლისას არანაირი კვალი არ იყო, დაშვებისას კი აი რა ვნახეთ დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ჩვენს ნაკვალევთან ნახევარ მეტრზე ევლო, თუმცა სახლთან მოსვლა ვერ გაებედა... ამ ფონზე წინა დღით დაღლილობის გამო შემეზარა მისვლა და სურათის გადაღება. დაშვებისას კი არ გავმაზე... რეზიუმე: სურათები იმ სილამაზის ნახევარსაც ვერ გადმოსცემს, რაც მე განვიცადე. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 ლამაზი სურათებია გელა, მაგარ სიამოვნებას მიიღებდი :yes: ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 მაგარია ძამა,მშურს შენი,მთელი თვის საკმარი საწვავი მიგიღია,გეიხარე გელა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 იფფ ულამაზესი ბუნებაა და მშვენიერი გასეირნებაა გელა თოვლში არყის ჭიქები მაგრად მომეწონა :D ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 მიხარია თუ მოგეწონათ იგივე ადგილები ზაფხულში: ეს ჩვენი ფორუმელისა და ძმის ბალუ 2-ის სახლია, ასე გამოიყურებოდა ზაფხულში... ილო, ბრატუხა შენი დაჩნი სახლი ბოძებიდან გადაუგდია თოვლს(ზემოთ ჩემს პოსტში სურათიც დევს). სამანქანო გზა რომ გაიხსნება ასვლა და პატრონობა უნდა... ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted April 30, 2012 Author Report Share Posted April 30, 2012 მაგარია გელა ცუდია რო ვერ წამოვედი მე :( ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 ვააა,გავგიჟდი კაცო,რა სილამაზეა!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 საღოლ გელა, კარგი და სამახსოვრო სურათები გადაგიღია. წარმოვიდგინე და ზაფხულში მანდ ტყეს ისეთი სუნი ექნება, უსაჭმელოდაც გაძლებს კაცი. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 საღოლ ქვისლო მაგარი ადგილები დაგვანახე. გეიხარე ძამა! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 უმაგრესია გელა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 1, 2012 Report Share Posted May 1, 2012 ჩვენი კოტეჯის გარშემო თოვლის სიმაღლე რომ ადვილად განსაზღვროთ ამ სურათს შემოგთავაზებთ. ხუთმერტიან თოვლზე სახელდახელო სუფრა გაიშალა... თევშზე თოვლი, მასში კი არყის ჭიქები ჩასაცივებლად... უუუფ, კაი იყო ჩვენი ძმობის და კლუბის სადღეგრძელო 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!!! ქვეშხედი თოვლის საფარის სიმაღლიდან საზოგადოდ აქ ძალიან დიდი თოვლი მოდის, ამიტომ არც თუ იშვიათია სახლების ბოძებიდან გადაგდება ან საერთოდ დანგრევაც კი. ამიტომ ყოველი დასასვენებელი სეზონის ბოლოს პატრონმა შემოვლა და კონტროლი უნდა ჩაატაროს სახლზე, რამეთუ მეორე წელს ასეთი შედეგისაგან მეტნაკლებად დაცული იყოს რამდენიმე ხედი საღამოს დაღლილები ვიყავით. არაყი ბევრი არ დაგვჭირდა: ერთმა ლიტრამ დასაძინებლად გაგვამწესა... მეორე დღეს დაშვება დავიწყეთ ამ ადგილზე ამოსვლისას არანაირი კვალი არ იყო, დაშვებისას კი აი რა ვნახეთ დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ჩვენს ნაკვალევთან ნახევარ მეტრზე ევლო, თუმცა სახლთან მოსვლა ვერ გაებედა... ამ ფონზე წინა დღით დაღლილობის გამო შემეზარა მისვლა და სურათის გადაღება. დაშვებისას კი არ გავმაზე... რეზიუმე: სურათები იმ სილამაზის ნახევარსაც ვერ გადმოსცემს, რაც მე განვიცადე. ზღაპრული ფოტოებია!!! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.