Gurulo 154 Posted October 24, 2015 Report Share Posted October 24, 2015 :yes: ნოდარი ლექსებს მარტო საბავშვოებს წერდა მეგონა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 7, 2016 Report Share Posted January 7, 2016 სოფ.ბუკისციხე https://www.facebook.com/veriko.asi/videos/891897044259902/?pnref=story (აუცილებლად სანახავი) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 31, 2016 Report Share Posted January 31, 2016 Amazing nature of Western Georgia (Guria,Erketi.) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 4, 2016 Report Share Posted February 4, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 4, 2016 Report Share Posted February 4, 2016 ნაღდი გურული ტრაფარეტი! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 25, 2016 Report Share Posted March 25, 2016 აააა ამფერი საგზაო ნიშნები დააყენეს გურიის სოფლებში ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 25, 2016 Report Share Posted March 25, 2016 აააა ამფერი საგზაო ნიშნები დააყენეს გურიის სოფლებში B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2016 Report Share Posted April 7, 2016 http://rustavi2.com/ka/video/14350?v=2 გურული ქორწილი ნანუკას შოუში აპრილი 06, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 8, 2016 Report Share Posted April 8, 2016 აააა ამფერი საგზაო ნიშნები დააყენეს გურიის სოფლებში ეს ტრაფარეტი ცემ სოფელში დგას, ჩოხატაურის რაიონი,სოფ.სამების ასახვევთან :D შენ გადაიღე გელა? :D :D ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 8, 2016 Report Share Posted April 8, 2016 ეს ტრაფარეტი ცემ სოფელში დგას, ჩოხატაურის რაიონი,სოფ.სამების ასახვევთან :D შენ გადაიღე გელა? :D :D არა გივიკო, მე არ გადამიღია. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 23, 2016 Report Share Posted April 23, 2016 როგორ სჯიდნენ გურიაში ქმრის მოღალატე ცოლს და ჩექმების ქურდს 900-იანი წლების დასაწყისის გურულების სასამართლოს შესახებ ირაკლი მახარაძის ახალ წიგნში "გურიის რესპუბლიკა" საინტერესო ჩანაწერია: ,,გურიის ზოგიერთ საზოგადოებაში სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს "დამამცირებელი ფორმები” ჰქონდა: ღალატში შემჩნეული ქალი – მთლად შიშველი, საყვარელს მხრებზე აკიდებული უნდა წაეყვანა ქმრის სახლამდე, ან ვირზე შემჯდარ შიშველ საყვარლებს მთელი სოფელი უნდა ჩამოევლოთ და საკუთარი ცოდვის შესახებ ყველასთვის მოეთხროთ; ჩექმების ქურდს აიძულებდნენ ხელებზე წამოეცვა მოპარული ნივთი და ისე გაევლო მთელი სოფელი და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში მსგავსი განაჩენების გამოტანა შეაჩერეს (მსგავს მთოდებს იყენებდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ,,ესეთი გასამართლება გურიაში სცოდინაითო.” ). თუ ყაჩაღობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს – პირველ შემთხვევაში მას აპატიებდნენ, მაგრამ აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეეშვებოდა ამ საქმეს, ორმაგად დასჯიდნენ." http://gurianews.com/_/left_wide/37564_162_ka/rogor_sjidnen_guriaSi_qmris_moRalate_cols_da_Ceqmebis_qurds.html ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 26, 2016 Report Share Posted April 26, 2016 (edited) "ვეფხისტყაოსანი" გურულად არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი, კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი, თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი, ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც. არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი, აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი, ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები, გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები... სახელად ერქვა თინაი, აი ქი უნდა იცოდეთ, რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით იწოდა, ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს გესამანიებს, პაწ-პაწე იჭუჭუნეს და თითო სტაქანიც დალიეს. როსტომამ უთხრა ვეზირებს: დამაყურეთ თქვენ, რა ხთება - რავარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე გახმება, იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი დადგება, ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება. დავბერდი აწი, ბიჭებო, დღეი არ დამრჩა მაღალი, ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ ახალი, რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა სკვარამი, ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ ვარამი! აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენები: როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ შტერები. დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ, რას ვიზამთ? ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ მევიკლავთ მაგიზა! რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა დაბადა, იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-პაპადან. მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის ერთი მენდალი, ლეკვი და ლომი ერთია, მამალია თუ დედალი. სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი ქვიოდა, უშველებელი ყაძახი თლათ მთვარესავით ღვიოდა, წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი ქი იყო, საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია თინიკო. მარა რათ გინდა? ამ ამბავს ვერ გუუმხელდა ვერავის, რომ ვერ ნახავდა, კტებოდა ცრემლი სტობოდა ყელამდის, როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე, მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაცი ელანძე. რავარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ თინათინსო, გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო. აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას ჩოვუკრავო, ბოლოს და ბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ მოვუკრავო... ერთ დილას ხალხში გავრცელდა გასაკვირალი ამბავი, როსტომას უთქვამს: თინიკო თქვენი მეფეა ახალი, ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს ყოლისფერს, მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მე კიდო მოგისმენთ! ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში არკაცი, იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და კარკაცი, ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო იქოურობა, თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო ყურობა. რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა, ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა, როსტომამ უთხრა: მამები უნდა შეცვალონ შვილებმა, გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას! რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს, შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს, აპა შენ იცი, ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ, თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ! გურული ვერსიის ავტორი გიორგი ჩხაიძე Edited April 26, 2016 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted May 21, 2016 Report Share Posted May 21, 2016 ა ძამა ა!!! თუკი შუუძლია ვინცხებს გურულებსგამეტი ამის უკეთესათ გამევიდეს წინამ!!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 4, 2016 Report Share Posted September 4, 2016 განძი გურიაში - ბუზის არაყი, რომელიც ცოფსაც ერევა "მამაჩემს სოფელში "მობრძანდის" ეძახდნენ, - ჭიშკართან კაცი ტყვილა რომ გეივლიდა, შინ შემოიპატიჟებდა და სუფრასაც გაუშლიდა" "გურულებს რომ არ გვეხუმრა, ყურის ძირში გვყავდა თურქი და რა გაუძლებდა მაგას!" გურიაში ოქროს არქეოლოგები სულ ტყუილად ეძებენ, არ არის! თუმცა, ეს ამბავი გურულებს დიდად არ ადარდებთ, - მაგი ოქრო კი კაია, მარა მიწაში უნდა იჩიჩქნო, ჩვენ კი წინაპარმა იმფერი ოქრო დაგვიტოვა, ერთი დეეწაფე და ცაში აგაფრენსო! ამ გურულ აქსიომაზე ვისაც რა უნდა, ის იფიქროს, მაგრამ შემოქმედური ერთი სირჩა თაფლის არაყი, მგონი, მართლა საკმარისია პრობლემების თავიდან მოსაშორებლად. ცისკენ აფრენა სხვა კი არაფერია! თუ ამას გურული "კრიმანჭულიც" ემატება, მაშინ ხომ!.. ამ სოფელში გამოხდილი თაფლის არაყი უნიკალურად ითვლება. თუმცა, "ცაში გაფრენა" ნამდვილად არ გამომივიდა. ჩემდა ჭირად ანტირაბიული აცრა მქონდა ჩატარებული და თაფლის არაყს პირიც ვერ დავაკარე. - რაიზა არ სვამ შენ მაგას? - ჩამეძია ტარიელ ბურჭულაძე და კამკამა არყიან ჭიქას ცალი თვალით გახედა. - აცრა მაქვს გაკეთებული, შეიძლება, ანაფილაქსიური შოკი დამემართოს, ან გავიგუდო. - რაის აცრა - ცოფის?! - მიხვდა ის, - ბაღნებს გეფიცები, მაგი აცრა ხუთი დღის გაკეთებული მქონდა, აი არაყი რომ დავლიე და მეტყობა რამე სიკვდილის?!. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი! - არხეინად მომიგო და დამისაბუთა: - რატომ, თუ იცი? შემოქმედის არაყში, რაც ღმერთმა მოიფიქრა, ყოლიფერი სიკეთეა! ჩვენს სოფელს გარშემო ორი მთა აკრავს - აჭარის და გურიის. ამ მთებში რაც ყვავილია, ყველას მტვერი ფუტკარს ჩვენთან მოაქვს. ამდენი ყვავილის ნექტარს რომ შესვამ, ცოფი ვერ დაგჯაბნის.…არ გჯერა ხო? აგი ყველაფერი ჩვენს ისტორიულ წიგნებშიც წერია და წაიკითხე. - თედო სახოკია წერს, თაფლის არაყს "ბუზის არაყი" ჰქვიაო. - მაგი ხუმრობით. გურულებს რომ არ გვეხუმრა, ყურის ძირში გვყავდა თურქი და რა გაუძლებდა მაგას! ვითომ არ ვსვამთო, მარა თურქებს ახლაც ტაციაობა აქვთ ბათუმის რესტორნებში შემოქმედის თაფლის არაყზე. თაფლისგან არაყს სხვა სოფლებშიც ხდიან, მარა მისი არომატი ჩვენთან რას მივა. როცა სვამ, კი არ გწვავს, გამაღლებს, - ჯანის სამკურნალოა და დარდის გასაქარვებელი. ადრე სტუმარი რომ გვეწვეოდა, ერთ-ორ ჭიქა არაყს, თხილს ან ჯანჯუხას მივართმევდით, რომ გუნებაზე მოსულიყო. ამასობაში ოჯახში ხაჭაპურის ცხობა და დასაკლავი ქათმის კრიახი მიდიოდა. ქეიფი მერე იწყებოდა. ბევრგან ახლაც ასეა. - მშვიდობის სადღეგრძელოს როდისღა სვამდით, პირველ "ერთ-ორ" ჭიქა არაყზე? - გაშლილ სუფრაზე! მაგი სადღეგრძელო მასე მშრალად არ ითქმოდა, ფაქტობრივად ლოცვა იყო: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება". მერე "ღმერთი" მოაშორეს და მარტო "მშვიდობა" დარჩა. გურულებს რომ დაგვცინოდნენ, პირველს მშვიდობას ადღეგრძელებენო, ხომ დადგა იმფერი დრო, მშვიდობა რომ სანატრელი გაგვიხდა?! - დადგა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, თქვენისთანა გლეხი დარჩა და რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, იმავეს აკეთებს - რაც კარგი გვქონდა, ინახავს. - მაგი მასეა. მე ქართულ სიმღერასაც ვინახავ. ჩემი ოთხივე შვილი ქართულ სიმღერებს მღერის, მამაჩემი, კუკურა ბურჭულაძე, ცნობილი მომღერალი იყო. ამბობდა, - ჩემზე ცნობილი მომღერალი ვარლამ სიმონიშვილი გუნდს სიმღერას რომ ასწავლიდა, ნალიის ქვეშ შემძვრალი ვისმენდიო. მამაჩემს სოფელში "მობრძანდის" ეძახდნენ, - ჭიშკართან კაცი ტყვილა რომ გეივლიდა, შინ შემოიპატიჟებდა და სუფრასაც გაუშლიდა. - კი ამბობთ, ჩვენისთანა არაყს ვერსად დაამზადებენო, მაგრამ მაინც მასწავლეთ რეცეპტი, ფუტკარი სხვასაც ჰყავს, თუ ვერ გაგეჯიბრებიან, ეცდებიან მაინც, მოგბაძონ. - ფუტკარი ფიჭაში რომ თაფლს აბინავებს, ნაწილში ჭეოსაც ასხამს. ეს ჭეო ყვავილების მტვერია, მაგით ბარტყებს ზრდის. ზოგ სკაში ორი-სამი კილო ჭეო გროვდება. თაფლის არყისთვის აგი ჭეო, ფიჭა და თაფლი ერთად უნდა დავჭყლიტოთ საარყე ქვაბში, ჩავამატოთ წყალი და დავდგათ, სანამ ბუნებრივად არ ადუღდება. რომ ადუღდება,M მერე გამოვხადოთ. ე, სულ აგია, მარა ამას გურიის მთები რომ დააკლდება, არაფერიც არ გამოვა. მითხრა ბატონმა ტარიელმა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა. Aამ თვალებში აჭარა- გურიის მთებიც დავინახე, ღმერთთან ატანილი სანთელიც და მეცხრე ცაც. მასალის გამოყენების პირობები ეთერ ერაძე http://www.kvirispalitra.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 16, 2017 Report Share Posted January 16, 2017 ახლა გურიას მამყოფა, იქ შემახვედრა კალანდა! ბუხარში ცეცხლი ენთოს და ტაბლაზე ეწყოს ბარაქა! ეგება გარეთ ბარდნიდეს, სიკეთის გავხსნა დარაბა, ნეტა გურიას მამყოფა, იქ შემახვედრა კალანდა! /ლექსო პაიკიძე/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 11, 2017 Report Share Posted July 11, 2017 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 23, 2017 Report Share Posted October 23, 2017 საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირი ტრადიციები არსებობს, მათ შორის ჭირისა თუ ლხინის შემთხვევაშიც.ალბათ, ყველას გაგვიგონია ჭირი და ლხინი თანაზიარი არისო და რადგან ეს უკვე ვისწავლეთ, იმის ცოდნაც ყველა კუთხეში აქვთ როგორ უნდა შევიმსუბუქოთ უსაშველო ტკივილი, რასაც ჭირი და ახლობელი ადამიანის დაღუპვა ჰქვია. ვინც გურიასა თუ სამეგრელოში დაკრძალვას დასწრებია, გადაჭარბებულად არ ჩათვლის, რომ ამ ცერემონიალს `თეატრალური~ ვუწოდოთ. გურიაში ბევრი ისეთი კურიოზი ყოფილა დროთა განმავლობაში, რომ დღესაც ხალისით ჰყვებიან ენამოსწრებული გურულები. გურიაში ადრე ტირილის სხვადასხვა სახეობა ყოფილა: `კაი ტირილი~, `ტირილის გადადება~, `ნიშნით ტირილი~, `ბრძანებით ტირილი~ და სხვა. ჟამთა სვლა მართალია ყველაფერს უცვლის ელფერს, მაგრამ საფუძველს მაინც ვერ არყევს. ხშირად გაიგონებთ `ამან და ამან კაი ტირილი გაუმართა თავის მიცვალებულსო~, იგულისხმება, რომ ცერემონიალი ჩატარებული იყო ყველა წესის დაცვით. ამ ფაცი-ფუცსა და სამზადისში კი ჭირიც მსუბუქდება. ალბათ, სწორედ ამ ყველაფრისათვის იყო მოგონილი გურულ ტირილში ის ამბები, რაც წლების შემდეგ ღიმილსაც კი იწვევს. როგორი იყო `ბრძანებით ტირილი~, ამის მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას თავად ლევან თავდგირიძის ოჯახში მომხდარი ფაქტი. მოვიდა შიკრიკი და თავადის მეუღლეს ამცნო სამწუხარო ამბავი _ ძმის გარდაცვალება. ქალბატონი აივანთან მივიდა, ჩამოეყრდნო და მოახლე გოგოს გასძახა: სად ხარ გოგო, შე სასიკვდილე. გოგო საიდანღაც შეშინებული გამოძვრა, ეზოში დადგა და ქალბატონს თვალებში შეაჩერდა. ქალბატონმა თავსაბურაბი შეისწორა, თან გოგოს უბრძანა: _ წადი გუგუნავასკენ გადაიკივლე, შალიკაშვილისკენ გადაიკივლე, ვაი და უი, ჩემს საყვარელ ქალბატონს ძმა მოუკტაო! წავიდა გოგო, მოიარა სოფელი კივილ-კივილით, ვალდებული იყო ეტირა, ეტირებოდა თუ არა. დაქირავებული მოტირალი ქალები ყველა სოფელში ჰყავდათ, თანაც ისეთები, რომ დაკრძალვაზე მოსუული ხალხი სახლში თვალებდასიებული ბრუნდებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო იყო გლეხის ქალების მიერ დატირება. თუმცა, არც თავადები აკლებდნენ ხელს. ნინო გურული ყველა გლეხის ოჯახში დადიოდა ტირილებში და ტიროდა მათი გულის მოსაგებად. მოტირალების დაქირავებას `ვექილობით~ ტირილს ეძახდნენ. ისინი აღვარღვარებდნენ ცრემლს სიტყვაძუნწი ჭირისუფლის ნაცვლად. აქედან მოდის გურიაში საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: `ყველას სატირალი ცენტერაძის მალაზონმა იტირაო! განსაკუთრებული შემთხვევების დროს არსებობდა ტირილის `გადადება~ - თუ გარდაცვალება ახალ წელს, ბედობას ან ქორწილის დღეს დაემთხვეოდა, გურული ცოცხალი თავით წივილ-კივილს არ გამართავდა. მიცვალებულს მიტკალში შეახვევდნენ, აღარსად გაიქცევა აწიო, ქორწილს გადაიხდიდნენ და როცა მაყარი ჭიშკარს გაიხურავდა მიცვალებულიც `გამოჩნდებოდა~. ოზურგეთში, ხნიერ ხალხს დღესაც ახსოვს სირინოზა დარჩიას ტირილი. ბერიკაცი მაინცდამიანც იმ დღეს მოკვდა, როცა ოჯახში ქორწილი იყო დანიშნული. ჭირისუფალმა იგი ბახმაროდან ჩამოტანილ თოვლში შეინახა, სეფა გაშალეს, ლაზათიანი ქორწილი გადაიხადეს. მეორე დღეს ყველაფერი რომ მოჭუჭკეს, სირინოზა შეიცხადეს ისე, რომ კივილის ხმა ცას წვდებოდა. კიდევ ნამდვილი ამბები, რომლებიც შემდეგ ანეკდოტად იქცა: პანაშვიდზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ბავშვებმა გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს და მიცვალებულს წრე მეორედ დაარტყეს. ჭირისუფალმა მათ მიაძახა _ რაია, ბაღნებო, აი თქვენ იოლკა ხომ არ გგონიათ?! ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში ოჯახის უფროს მოკვდა, დედა ეუბნება შვილის: _ მეიტანე მაგ პალტო უყვარდა, უნდა ჩავატანო, მაი კაშნიც მეიტანე, ლურჯი ჯემპრიც, სპორტულებიც, აი ჟაკეტიც ჩოუტანიე სადმე. _ წევედი მე, ეუბნება შვილი დედას. _ სა მიხვალ, ამ შუაღამეზე?! _ მეორე კუბო უნდა მევიტანო, ერთში აღარ ეტევა. _ რაია ბიჭო, რაცხას ხმარობდა მთელი სიცოცხლე და რაცხა უყვარდა იგი არ უნდა ჩავატანო? _ ხოდა, ჩაგატან დედაჩემო შენც და ეგ იქნება! ბოლოს ერთი ცვლილება ამ ცერემონიალთან დაკავშირებით, რომელიც ახლახანს დამკვიდრდა _ ქელეხის გადახდა ე.წ. სარიტუალო დარბაზებში. ეს წესი შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული, შესაძლოა ზედმეტად მდიდარ ოჯახებს არ სურთ სახლის არევ-დარევა და იოლად გამოსვლა ურჩევნიათ, ზოგიც მეზობლის ან ახლობლის ნიშნის მოგებით აკეთებს ამას, ზოგიც კიდევ იმიტომ, რომ უბანში, სადაც ცერემონიალი უნდა ჩატარდეს ე.წ. `მოსამსახურეების~ ნაკლებობაა, ეს დღევანდელი ცხოვრებითაა განპირობებული, რომ ყველა სადღაც არის გადახვეწილი. ერთი ასეთი შემთხვევიდან ვბრუნდებოდით, ერთი მეზობელი ეუბნება მეორეს: _ რა კაი დეიწყეს დარბაზში ხარჯის გაკეთება, არ გინდოდა ამ დუგუნა სიცხეში ლობიეს და ფლავის ჩახანასთან გაჩერება? _ აბა, ქალო! _ ეთანხმება მეორე. _ მაი ყველაფერი კაი, _ საუბარში ერთვება კიდევ ერთი მეზობელი მამაკაცი, რომელსაც ძირითადად ასეთი საქმეები აქვს მინდობილი უბანში. რა სჯობია, არც დეიღლები, მკტარსაც მშვიდად იტირებ, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მარა მე იმის მეშინია, აწი თავად ტირილის გადახდა არ დეიწყონ დარბაზში და მკვდარი არ ჩამეიყვანონ აქანე. მარინა ჩხაიძე http://hodaara.ge ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 1, 2018 Report Share Posted June 1, 2018 გურულის აფირმაცია მე ვარ ნაპოლეონ ბონაპარტე, ვახტანგიე ვარ გორგასალი, კიდო მაკედონელი ვარ, მე ვარ რემბო და ჯეკი ჩანი, და სტივენა რომ იყო სიგელა, იმფერიც მე ვარ, მე ვარ გრეგორიე პეკიე და შონია კონერა და ჯეიმს ბონდაა თუ ვინცხა ჯანდაბაა იგიც მე ვარ.!!! პუტინი, მედვედევი და ობამა ვარ სამივე ე რთად გადაფსკვნილ, ჩაკვარახჭინებულები ე მასე ვკრიმანჭულობ... სოროსიც მე ვარ საროსიც, სოდიც, კუდიც, და ყოლიფერი მაგფერი მე ვარ:! და კიდო მასონა რომაა, იგიც მე ვარ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 2, 2018 Report Share Posted September 2, 2018 ელგუჯა ბერძენიშვილი - ხასანბეგურა რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი ხმის რეჟისორი – რომეო ტერ-გრიგორიანი კონსულტანტი – ანზორ ერქომაიშვილი რედაქტორი – შოვინა ქაცარავა მონაწილეობენ: გიგოლა თალაკვაძე, გიზო სიხარულიძე, ზაზა ლებანიძე, მალხაზ გორგილაძე, ზურაბ ცინცქილაძე, რევაზ ჩხიკვიშვილი. ჩაწერილია 1986 წელს https://1tv.ge/audio/elguja-berdzenishvili-khasanbegura/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 11, 2021 Report Share Posted December 11, 2021 სიკეთის კეთებას რა უნდა ბიძია?!-ადექი დილას, დოუყარე საჭმელი ქათმებს, ღორებს, ძროხა გადადენე საძოვარზე, ძაღლს აჭამე, მერე ქე მოტრიალდი სახლში, გაახურე შეშის „ფეჩი“ ბოვშებს რომ არ შეცივდეთ. ღმერთის დიდება თქვი და ქე გადაკარი, ერთი ჭიქა ცოლიკაური, მეიტეხე ჭადი და ჩააწე ლობიოში და ამისთვისაც მადლობა გადოუხადე ღმერთს, ქერო გაახსენდი და დღეს საჭმლის გარეშე არ დაგტოვა, დოუძახე ახალგაღვიძებულ ბოვშებს, გაატანე საგზალი სკოლაში მიმავალს, ქალს დოუძახე დაუყვავე და უთხარი, რომ ამდენი წელი გევიდა და ქე მოხვედით აქამდე და არც აწია საშიში რამე, ანუეგეშე ქალი, მშიშარა და მოწუწუნე კაცზე მეტად არაფერი ეზარება ქალს, პატარა შემართებას თუ მიცემ მთებს გადადგამს, ასეა მისი ტვინი მოწყობილი, ადექი მერე გამეისახე პირჯვარი და შეუდექი საქმეს, ორი ხელი და ორი ფეხი რომ გაქვს, რამ უნდა გაგაჩეროს კაცი ტყუილა, გადი გარეთ იქაც დაგხვდება ქვეყნის გასაკეთებლი სიკეთე, მეზობელს კაი გამარჯობა უთხარი და მშვიდობა უსურვე, ესაა მთავარი, თუ გლახა სახით დეინახო? ქე კითხე რა ამბავია მის თავს. ზოგი მისთაანა უჟმურია, გლახაც, რომ არ სჭირდეს მაინც ქე ჩამოტირის სახე, ეეე, მაგისთანები არ უყვარს ღმერთს, თუ კი არავინე არ მომკვდარა და ავად არავინ გყავს, რა ჯანდაბამ მოგიჯღანა ეგ სახე, -მაგისთანა კაცსაც უთხარი კაი გამარჯობა და შენი სიხარული გადადე, ზოგს შეიძლება სულელი ეგონო ან უდარდელი მარა ღმერთმა ხო იცის რაცხა ხარ, მარა მეორე შამოგხვდება იმნაირი გულიანი მეზობელი სულ გადაგესარკება გული, მაშინ მიხვდები თლა წასული, რომ არაა ჩვენი საქმე..სიკეთის კეთებას რა უნდა ბიძია..სიკეთე საცხა გულის კუნჭულში უნდა აცხოვრო და რავარც ჰაერი გჭირდება ისე უნდა გინდოდეს მისი კეთება, ფული კი არაა ყველაფერი..ფული ქონდა ჩემ მეზობელ ხახუტა ლოლაძეს მარა ქე არის მისი სახლკარი დაქცეული და ეზო მოჯეგილი, ფული კი არა გული ჭირდება ადამიანს გული...მინდა ყველა დაგვაფიქროს ამ სიტყვებმა, მართლა რაზე ვუთვლით ისედაც ხანმოკლე წუთისოფელს დღეებს და რატომ ვანგარიშობთ ფულით..იქნებ სიკეთის კეთებას მართლაც არაფერი ჭირდება, მხოლოდ გული!!! /.........../ საკრიმანჭულო საზოგადოება ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.