Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 119
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.

 

გურიის სამთავროს გერბი

 

ca57506a70c4.jpg

 

ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.

ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.

გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია)

 

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.

ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.

ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.

არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია.

 

ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა.

XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა.

გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია.

 

1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ.

1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.

1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები.

 

გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები

ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.

Link to post
Share on other sites

გამზრდელი გურულად

 

 

 

 

ხოდა, აი ცხენიანი კაცი, ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი _ ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?!

_ რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო.

_ მოი შენ აგერ მეისვენე. ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარსე აი ულვაშიო!

ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყვარეს?!

მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი.

ერი პირობა ქე გეიკრა ხელი რიველველზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: შენი ჩაჩნური საქციელი უჩიტელმა გაარჩიოსო!

მივიდა უჩიტელთან აი დურაქი და მუუყვა ყორიფელი. ამის გაგონება და გადირია უჩიტელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი _ მესროლე და გამათავეო!

_ სასიკვდილე შენ კარა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო!

გამუუშალა ფეხი უჩიტელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში!

Link to post
Share on other sites

98596e4270f1.jpg

 

 

მივადგათ პწკალა და ევიდეთ ნალიაზე. მეიზუკუტურე აი ნაგულა და წევედით.არ აასკდე შენებურად. გამეიარე დროზე, ნუ აბანდალებ მაგ ფეხებს მალაზონივით. საკარია დახურე? მოჭვა არ გამოვიდეს. ფუფაიკა თუ ჩეიცვი? რავა, ჩხაპუტებით მოდიხარ? ნენა, გადამრევს. სამიდღემჩიო აბდალა ხარ ,ვინცხა ხარ. ვერ ხედავ,რაფერ როფას? გაგიშიშვლებია მაგ ყელი ყინტორია მამალივით.გაგიცივდება მაი ფიჟვერა. ნელა იარე,ნელა.მარცხი ელანძეა. თორემ ძნეყავ და იქნები დაფილინჯირებული და მისკირინჯებული. ნელა ადი პწაკალზე,მეიცა, გიპორჭიკებ.ჩარხი უნდა ყოლიფერს. ჩამეეტიე დროზე და წავიდეთ ჩვენ გაბარბალებულ სახლში.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ლომებს სიცოცხლე! :hi:

ზემოთ პარასკევას პოსტებია(სიმღერები) სიმონა დოლიძეზე და სისონა დარჩიაზე. ჩემი რჩევა იქნება ისინი ჩართეთ და იმ ფონზე დაათვალიერეთ ქვემოთმდებარე სურათები.

 

შაბათ დილით მე და ერთი ჩემნაირი რეკაშეტი გავეშურეთ გომის მთის დასალაშქავად, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

ქუთაისელი საძმო შარშან ზაფხულში მყავდა აყვანილი ბჟუჟის ხეობაში. მაშინ ბჟუჟჰესამდე ავედით და იქედან გადმოვხედეთ არემარეს...

შაბათს ჰესამდე ჩემი ტანჯულათი ავედით. იქ ძველისძველი(1953 წლის გამოშვება), მაგრამ ხოდზე მყოფი ვილისი დაგვხვდა, საბურავებს დავამატეთ და დაახლოებით 5 კმ კიდევ გავიწიეთ წინ. აქ გზაზე იმხელა ,,ზავალი" დაგვხვდა, რომ მას მაქნანა ვერ გადალახავდა. იძულებულები ვიყავით ფეხით შევდგომოდით აღმართებს.

 

40af9b508b62.jpg

 

e751c051ffd2.jpg

 

 

 

 

 

 

ბუნებრივია, პირველად მაინც სამანქანო გზაზე გავაგრძელეთ სვლა, რადგან რელიეფიცა და თოვლის სიმაღლე ამის საშუალებას გვაძლევდა.

 

 

1ea51a188430.jpg

 

 

 

 

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? სამანქანო გზით ფეხით სვლა უსაფრთხო აღარ იყო, რადგან ერთი ფეხის დასხლეტა და.... ვერაფერი შეგვაჩერებდა... ამიტომ გზიდან გადავუხვიეთ და ტყით დავიწყეთ ასვლა, რადგან დაცურების შემთხვევაში ხეზე შემორჩენის ალბათობა მეტი იყო :dance:

 

 

 

 

68878f7a8ebf.jpg

 

 

 

 

მივიწევთ წინ, ტყეს მელოტი ადგილები ცვლის. თოვლის სიმაღლე იზრდება, ტყვირთის წონა მატულობს(გვეჩვენება :e025: ) მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან თოვლი კაი გაყინულია და ფეხი საერთოდ არ გვეფლობოდა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.

 

 

 

d96cbbe50493.jpg

 

 

 

აქ ისევ ტყეში შევედით და დავისვენეთ. გაგახსენდება ამფერ ადგილებში სიმონა დოლიძე აბა რა ინება :pardon:

 

ვგავარ საუკუნისწინანდელ ყაჩაღს? :haha:

 

 

 

1ca77ab5ffdd.jpg

 

 

წინ და წინ!!! გამოჩნდა ორიენტირები:

 

 

d4e3ca7d87b3.jpg

 

 

ავაღწიეთ აპლურში, სადაც დიდ თოვლთან ერთად აი ეს სილამაზე დაგვხვდა:

 

 

e6226ce18bf6.jpg

 

 

915d6a82da23.jpg

 

 

რაც უფრო ზემოთ მიიწევთ და ქვემოთ გადმოიხედავ ხოლმე, მით უფრო მეტად რწმუნდები იმაში, რომ მთა ამაყი და გულგოროზია!

 

 

5fad16a0df97.jpg

 

 

 

აქ ცოტათი, მარშრუტის კორექტირება მოგვიხდა რადგან შევამჩნიეთ მონაწყვეტი ზვავი და ღმერთის გარდა არავინ უწყიდა კიდევ რას დააპირებდა(სურათზე მარცხნივ დააკვირდით).

 

 

58ec3b87ba82.jpg

 

 

 

 

მცირე შემოვლა დაგვჭირდა, თუმცა მონაწყვეტი თოვლის ქვემოთ გავლას მაინც ვერ ავერიდეთ სრულად. სურათის გადაღებაც გავრისკე :dance: \

 

 

214b16fd4fc6.jpg

 

 

 

 

 

 

ავაღწიეთ გომის მთის უმაღლეს წერტილამდე, სადაც წმინდა ჯვარი დგას! ქარები აქ თოვლს არ აჩერებს, ასე რომ მიწას ბალახბულახიც ეტყობა.

 

 

 

e031903e3c8e.jpg

 

 

 

შევედით კურორტზე, სადაც თოვლის საფარი საკმაოდ მაღალია ადგილისდა მიხედვით. შეამჩნევდით, ამ სურათში სახლის სახურავზე ვზივარ :91:

 

 

7e927ebe7835.jpg

 

 

 

გავეშურეთ ჩვენი კოტეჯისაკენ... აი ისიც

 

 

 

5ba3f96d385e.jpg

 

 

 

1fe940d63539.jpg

 

 

 

დარაბების მოხსნა და ა.შ. არ დაგვიწყია, რადგან მხოლოდ ერთი ღამით მოვედით:

 

 

 

d46392d06988.jpg

Link to post
Share on other sites

ჩვენი კოტეჯის გარშემო თოვლის სიმაღლე რომ ადვილად განსაზღვროთ ამ სურათს შემოგთავაზებთ.

 

 

69f18cf3e633.jpg

 

 

 

ხუთმერტიან თოვლზე სახელდახელო სუფრა გაიშალა... თევშზე თოვლი, მასში კი არყის ჭიქები ჩასაცივებლად... უუუფ, კაი იყო :yes:

ჩვენი ძმობის და კლუბის სადღეგრძელო 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!!!

 

 

bda230a7c5ad.jpg

 

 

 

 

ქვეშხედი თოვლის საფარის სიმაღლიდან :alfons:

 

 

 

 

7fb9fd92a21b.jpg

 

 

4b3a76aa9a97.jpg

 

 

cfaf1cbe5d40.jpg

 

 

საზოგადოდ აქ ძალიან დიდი თოვლი მოდის, ამიტომ არც თუ იშვიათია სახლების ბოძებიდან გადაგდება ან საერთოდ დანგრევაც კი. ამიტომ ყოველი დასასვენებელი სეზონის ბოლოს პატრონმა შემოვლა და კონტროლი უნდა ჩაატაროს სახლზე, რამეთუ მეორე წელს ასეთი შედეგისაგან მეტნაკლებად დაცული იყოს

 

 

38e4fa659c05.jpg

 

 

 

 

f2bbe997bb96.jpg

 

 

 

 

რამდენიმე ხედი საღამოს

 

 

 

f50e72f46762.jpg

 

 

 

140b936a37fe.jpg

 

 

დაღლილები ვიყავით. არაყი ბევრი არ დაგვჭირდა: ერთმა ლიტრამ დასაძინებლად გაგვამწესა... :e025: მეორე დღეს დაშვება დავიწყეთ

 

 

29162c27c761.jpg

 

 

 

 

23787d978d28.jpg

 

 

 

 

 

 

ამ ადგილზე ამოსვლისას არანაირი კვალი არ იყო, დაშვებისას კი აი რა ვნახეთ :flirt: დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ჩვენს ნაკვალევთან ნახევარ მეტრზე ევლო, თუმცა სახლთან მოსვლა ვერ გაებედა...

 

 

 

ddba54b27b4b.jpg

 

 

 

 

 

ამ ფონზე წინა დღით დაღლილობის გამო შემეზარა მისვლა და სურათის გადაღება. დაშვებისას კი არ გავმაზე...

 

 

 

3c2bd3601f06.jpg

 

 

 

 

 

 

რეზიუმე: სურათები იმ სილამაზის ნახევარსაც ვერ გადმოსცემს, რაც მე განვიცადე. :flirt:

Link to post
Share on other sites

მიხარია თუ მოგეწონათ :*

 

 

იგივე ადგილები ზაფხულში:

 

 

 

9ec91844dbcb.jpg

 

da71ecd1bd9e.jpg

 

65f8b9f2e145.jpg

 

9a6717b77b75.jpg

 

0229ab676f6b.jpg

 

564d6c6b3375.jpg

 

f24b8e9a0505.jpg

 

 

 

ეს ჩვენი ფორუმელისა და ძმის ბალუ 2-ის სახლია, ასე გამოიყურებოდა ზაფხულში...

ილო, ბრატუხა შენი დაჩნი სახლი ბოძებიდან გადაუგდია თოვლს(ზემოთ ჩემს პოსტში სურათიც დევს). სამანქანო გზა რომ გაიხსნება ასვლა და პატრონობა უნდა...

 

44178412942b.jpg

 

a08e29d76744.jpg

Link to post
Share on other sites

საღოლ გელა, კარგი და სამახსოვრო სურათები გადაგიღია. :yes:

 

წარმოვიდგინე და ზაფხულში მანდ ტყეს ისეთი სუნი ექნება, უსაჭმელოდაც გაძლებს კაცი.

Link to post
Share on other sites

ჩვენი კოტეჯის გარშემო თოვლის სიმაღლე რომ ადვილად განსაზღვროთ ამ სურათს შემოგთავაზებთ.

 

 

69f18cf3e633.jpg

 

 

 

ხუთმერტიან თოვლზე სახელდახელო სუფრა გაიშალა... თევშზე თოვლი, მასში კი არყის ჭიქები ჩასაცივებლად... უუუფ, კაი იყო :yes:

ჩვენი ძმობის და კლუბის სადღეგრძელო 2200 მეტრზე ზღვის დონიდან!!!

 

 

bda230a7c5ad.jpg

 

 

 

 

ქვეშხედი თოვლის საფარის სიმაღლიდან :alfons:

 

 

 

 

7fb9fd92a21b.jpg

 

 

4b3a76aa9a97.jpg

 

 

cfaf1cbe5d40.jpg

 

 

საზოგადოდ აქ ძალიან დიდი თოვლი მოდის, ამიტომ არც თუ იშვიათია სახლების ბოძებიდან გადაგდება ან საერთოდ დანგრევაც კი. ამიტომ ყოველი დასასვენებელი სეზონის ბოლოს პატრონმა შემოვლა და კონტროლი უნდა ჩაატაროს სახლზე, რამეთუ მეორე წელს ასეთი შედეგისაგან მეტნაკლებად დაცული იყოს

 

 

38e4fa659c05.jpg

 

 

 

 

f2bbe997bb96.jpg

 

 

 

 

რამდენიმე ხედი საღამოს

 

 

 

f50e72f46762.jpg

 

 

 

140b936a37fe.jpg

 

 

დაღლილები ვიყავით. არაყი ბევრი არ დაგვჭირდა: ერთმა ლიტრამ დასაძინებლად გაგვამწესა... :e025: მეორე დღეს დაშვება დავიწყეთ

 

 

29162c27c761.jpg

 

 

 

 

23787d978d28.jpg

 

 

 

 

 

 

ამ ადგილზე ამოსვლისას არანაირი კვალი არ იყო, დაშვებისას კი აი რა ვნახეთ :flirt: დაახლოებით ნახევარი კილომეტრი ჩვენს ნაკვალევთან ნახევარ მეტრზე ევლო, თუმცა სახლთან მოსვლა ვერ გაებედა...

 

 

 

ddba54b27b4b.jpg

 

 

 

 

 

ამ ფონზე წინა დღით დაღლილობის გამო შემეზარა მისვლა და სურათის გადაღება. დაშვებისას კი არ გავმაზე...

 

 

 

3c2bd3601f06.jpg

 

 

 

 

 

 

რეზიუმე: სურათები იმ სილამაზის ნახევარსაც ვერ გადმოსცემს, რაც მე განვიცადე. :flirt:

 

 

ზღაპრული ფოტოებია!!! :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...