Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ესეც ჭოროხზე დაჭერილი სარკისებრი კობრი, სატყუარა ნაკელის ჭია, ფსკერული მოწყობილობით საკვებურის გამოყენებით (ფიდერ მეთოდი)

 

26pck.jpg

 

be6wl.jpg

 

p0j9s.jpg

 

 

2,8 კილო აჩვენა სასწორმა

Link to post
Share on other sites
  • Replies 527
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამარჯობათ მეგობრებო...ვერ მოვიცალე აქამდე რომ აქ შემოვსულიყავი და დეტალურად ამეხსნა ყველაფერი... როგორც მოგეხსენებათ 7-8 ივლისს აქ იტალიაში კერძოდ ფერრარას პროვონციის  ოსტელატოში ჩატარდა მე 8 მს

მეორე დღეს უფრო მხნედ გავედით წყალსაცავზე,დილას ავიღეთ სატყუარები და გავეშურეთ ჩვენი ბოქსისკენ,ისევ ისე მიუდექით საქმეს,6 კაცი თევზაობდა 3 განსხვავებული დასაკვებით,წესით კენკვას უნდა მოემატა,მაგრამარც

მოვიდა ტურნირის დღეც...დილას 5 ზე თენგო უკვე გარაჟში იყო და ამზადებდა დასაკვებს, 6 საათზე საუზმე უკვე მზად იყო და საუზმის შემდეგ გავეშურეთ წყალსაცავზე.მე და თენგო სატყუარებს და დასაკვებს მივხედეთ,ამ დ

Posted Images

მაგარია ლევან !!!! ჯიგარი ხარ !!! ა ბატონო,ფიდერი მხეცი რამეა ! :yes: ჩემმა ცოლმა რომ დაინახა ეს ამხელა კობრი(ფეხმძიმეთაა)უი რა გემრიელი იქნებაო ! :d030:ყოჩაღ ლევან!:yes: :yes: :yes::hi:

Link to post
Share on other sites

შენ ლეო ჩემი არ იყოს სხვა ანკესს აღარ კიდებ ხელს გეტყობა. :e025:

კაი კობრი გაგიბაჭრია საღოლ. :yes:

მეც ხშირად დავდივარ,მინდა კარგად ავითვისო ფიდერი და ვატყობ გამომდის კიდეც. ვიჭერ წვერას ,ვიმბას და ქაშაპს. გუშინწინ 800 გრამიანი კარჩხანა დავიჭირე.რო შევხედე პირველად კობრი მეგონა იმოდენა ჩანდა. :blink:

Link to post
Share on other sites

ლეუშ საღო,მაგარია ძაან,თევზაობაში ბედს ვანიჭებ მე დიდ უპირატესობას,ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ,ცოდნა საჭიროა რა თქმა უნდა მაგრამ ტუნდაც ის ორაგული რო დავიჭირე,ან გველთევზა ბედია რა,30 მეთევზე რო ზის და შენ რო დაგიჯდება აი მაგას აქვს მუღამი,მაგარია ლევან,გისიამოვნია ძმაო,ღმერთმა სუ ბევრი და ბევრი ეგეთი იშვიათი ეგზემპლიარები B)

Link to post
Share on other sites

მალადეც ლევან :yes: საიდან გადაიპარა მდინარეში ნეტა :)

 

 

ჭოროხში კობრი და საზანი ბლომადაა ქვემო დინებაში, მარა ეს საიდან მოხვდა არ ვიცი, ადრინდელი გამრავლებულია ალბათ. ისე საჩოკი რ გვქონდა წაღებული და 5 წუთი აწვალა, ბოლოს ნაპირთან მოყვანილს სტაცა ხელი ლაყუჩებში ძმაკაცმა.

Link to post
Share on other sites

იცოცხლეთ ბიჭებო.საიდან არის ჭოროხში ნაღდად არ ვიცი მარა რომ არის ფაქტია და ქეც მივაჟვამპალე ზედ. მაგაზე დიდებიცაა გაცილებით და რაც მთავარია ძალიან მრავალფეროვანი იქთიოფაუნაა ჭოროხში. ფიდერმა ზღვაზე თევზაობა მიმავიწყა რომ ვუყურებ B)

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ მესხიძეებო!

 

მაგარი კობრია! ეტყობა, გამოქცეულია რომელიმე ტბორიდან, კულტურული ფორმაა.

 

მიუხედავად ჩემი ბათუმში ყოფნისა(მივლინებაში ვარ), სამწუხაროდ ვერ შევძელი სათევზაოდ გავყოლოდი ლევანის და აჩიკოს.

 

ისე, ცოტა მეც ვისპინინგე და თბილისში რომ ჩამოვალ დავდებ რეპორტს და ფოტო მასალას.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

საღოლ ლევან! ბევრი დაგეჭიროს მაგაზე უკეთესებიც!!! ფიდერს თუ გადაეკიდე შეიძლება კიდევაც ითევზავო სხვა მეთოდით,მაგრამ ფიდერს არ გადადებ გვერდზე.

ვიყავი მეც წინა კვირას და კარგი წვერები და 2 კარგი კაპარჭინა დავიჭირე,დამენანა გასაშვებად და მარილში ჩავდე,უჯანგავის სეტკისგან კარგი კონტეინერისმაგვარი გავაკეთე და შიგ ჩამოვკიდე,კაპარჭინა კი ვიცი რაც გამოვა,მაგრამ როგორც ზურამ მითხრა წვერაც კარგი გამოვაო და ვნახოთ.

Link to post
Share on other sites

გილოცავ ლევან,მაგარი კობრია.კარგად გასიამოვნებდა .

აქვე მინდა დავდო თენგოს(DENტისტ) მიერ ფიდერზე გადაღებული ვიდეოები,ძალიან სასარგებლო და ინფორმაციულია მათთვის ვისაჩ ფიდერი აინტერესებს.

იმედია არ მიწყენთ ამ ვიდეოების დადებას.

ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული და მარჯვნივ ზედა ორი ვიდეოც თენგოს ეკუთვნის.

Link to post
Share on other sites

გილოცავ ლევან,მაგარი კობრია.კარგად გასიამოვნებდა .

აქვე მინდა დავდო თენგოს(DENტისტ) მიერ ფიდერზე გადაღებული ვიდეოები,ძალიან სასარგებლო და ინფორმაციულია მათთვის ვისაჩ ფიდერი აინტერესებს.

იმედია არ მიწყენთ ამ ვიდეოების დადებას.

ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული და მარჯვნივ ზედა ორი ვიდეოც თენგოს ეკუთვნის.

კარგი ვიდეო არის,მითუმეტეს ხრამული კარგი სათევზაო ობიექტია...საკვებსაც კარგად იღებს და მებრძოლიც არის :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ესეც ჭოროხზე დაჭერილი სარკისებრი კობრი, სატყუარა ნაკელის ჭია, ფსკერული მოწყობილობით საკვებურის გამოყენებით (ფიდერ მეთოდი)

 

26pck.jpg

 

be6wl.jpg

 

p0j9s.jpg

 

 

2,8 კილო აჩვენა სასწორმა

 

ბრაუნინგმა მომასწავლა ეს თემა, გაიხაროს ისე, როგორც მე მიხარია ეხლა ლევანის დანახვა თავის ნადავლთან ერთად.

 

გილოცავ ლევან, მშვენიერი "სარკე" აგიღია და კი გაქვს პირ-სახე სარკესავით გაბდრღვიალებული ძმაო.

 

ეგ ერთი და სხვა მრავალი ლეო.

 

ძალიან გამიხარდა ძამია ხელდამშვენებულს და მხიარულს რომ გხედავ.

Link to post
Share on other sites

რაც მართალი მართალია გიო ისე, მაგ სურათში კიდე დავაწყვე სახე და მთლად გადარეული ღიმილი არ მაქ. :haha: მაგარი მდინარეა ჭოროხი ძალიან. ძალიან უხვთევზიანია და კარგადაც მოდის თუ დაამუღამებ სწორად ჭერას.

Link to post
Share on other sites

გუშინ სამეფო საჩუქარი მომართვა ერთმა ჩემმა ახლობელმა! ინგლისური მსუბუქი ფიდერი,ანუ პიკერი

 

Preston Competition picker rod - 9ft (2.70 м.)უმაგრესი ჯოხია.საშვალო სიხისტე აქვს და სიგრძე 2.70 სმ.ორი წვერი მოყვება და ორი წვერი კიდევ მოაყოლა.ერთი სიტყვით პატარა და საშვალო ზომის მდინარეებზეა ზედ გამოჭრილი...

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

იწევს ჩემი კლასი ზემოთ ნელ ნელა . ;)

 

შაორზე ფიდერი კაი შედეგებს იძლევა.

 

 

9145070e9438.jpg

 

9fdb682d56db.jpg

 

97ac36fbc42e.jpg

 

 

7548f0f8b8ea.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...