Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

baxa

ის ბადეები PVA ცელოფნებია,წყალში იხსნება,კარგია ხანგძლივი თევზაობისთვის,მაგალითად ღამე თუ თევზაობ,ფიდერით წარამარა სასროლად საკვებური ჯობია...

Link to post
Share on other sites
  • Replies 527
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამარჯობათ მეგობრებო...ვერ მოვიცალე აქამდე რომ აქ შემოვსულიყავი და დეტალურად ამეხსნა ყველაფერი... როგორც მოგეხსენებათ 7-8 ივლისს აქ იტალიაში კერძოდ ფერრარას პროვონციის  ოსტელატოში ჩატარდა მე 8 მს

მეორე დღეს უფრო მხნედ გავედით წყალსაცავზე,დილას ავიღეთ სატყუარები და გავეშურეთ ჩვენი ბოქსისკენ,ისევ ისე მიუდექით საქმეს,6 კაცი თევზაობდა 3 განსხვავებული დასაკვებით,წესით კენკვას უნდა მოემატა,მაგრამარც

მოვიდა ტურნირის დღეც...დილას 5 ზე თენგო უკვე გარაჟში იყო და ამზადებდა დასაკვებს, 6 საათზე საუზმე უკვე მზად იყო და საუზმის შემდეგ გავეშურეთ წყალსაცავზე.მე და თენგო სატყუარებს და დასაკვებს მივხედეთ,ამ დ

Posted Images

წალკისთვის ძირითად ძუაზე (3-იანი) სადავე რამდენიანი დავაყენო და შენი მონტაჟის მიხედვით კარმუშკიდან სადავემდე რამხელა მანძილი ავიღო და სადავე რამხელა? იზვინი რა კი გაგიხურე მაგრამ შენი პოსტები მაგრად დამეხმარა :)

სადავის სიგრძის არჩევა თევზის აქტიურობაზეა დამოკიდებული.თუ თევზი აქტიურია სადავეს მოკლეს ვაკეთებთ ,ასე 30-40 სმ.თუ თევზი ფრთხილობს სადავე შეიძლება 1,5 მ იყოს.წალკაში ხრამულზე და კარჩხანაზე სადავე 0,12-0,14 მმ იხმარე

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 7 months later...

გამარჯობათ. ფსკერულისთვის როგორიც არის მეთოდი ფიდერი, კოპტონი, ჩვეულებრივი "დომკა"ამ მეთოდით სათევზაოდ ჩვეულებრივი ძუის მაგივრად ჩაბწვნილი კაპრონის ძუა რომ გამოვიყენო მისაღებია ?

Link to post
Share on other sites

ჭოკიანი

"ჩაბწვნილი კაპრონის ძუა"-ში ალბათ წნულს(плетёнка)გულისხმობ. ძუასთან შედარებით ბევრი პლიუსი აქვს ნამდვილად, მაგალითად ფიდერზე, რომლის "ჩარტყმის" ინდიკატორი არის წვერი (ქვივერი), საჭიროა მაქსიმალურად ხისტი ძუა, რადგან დისტანციაზე 50+ ჩვეულებრივ ძუა წელვადობიდან გამომდინარე ქვივერამდე ინფორმაციის ნაწილს კარგავს, ანუ სატყუარის პატარა რხევა, შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს. წნული თავისი სიხისტიდან გამომდინარე გადმოგცემს პატარა შეხებსაც კი (მთავარია ქვივერი სწორ მდგომარეობაში იყოს). წნულის პლიუსი ასევე არის ის, რომ მაღალი ტესტის წნული არის ბევრად თხელი, რაც ზრდის სროლის დისტანციას და შედარებით ადვილად ჭრის ქარს, შესაბამისან ნაკლებად წარმოიქმნება ძუის რკალი.

Link to post
Share on other sites

ჭოკიანი

"ჩაბწვნილი კაპრონის ძუა"-ში ალბათ წნულს(плетёнка)გულისხმობ. ძუასთან შედარებით ბევრი პლიუსი აქვს ნამდვილად, მაგალითად ფიდერზე, რომლის "ჩარტყმის" ინდიკატორი არის წვერი (ქვივერი), საჭიროა მაქსიმალურად ხისტი ძუა, რადგან დისტანციაზე 50+ ჩვეულებრივ ძუა წელვადობიდან გამომდინარე ქვივერამდე ინფორმაციის ნაწილს კარგავს, ანუ სატყუარის პატარა რხევა, შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს. წნული თავისი სიხისტიდან გამომდინარე გადმოგცემს პატარა შეხებსაც კი (მთავარია ქვივერი სწორ მდგომარეობაში იყოს). წნულის პლიუსი ასევე არის ის, რომ მაღალი ტესტის წნული არის ბევრად თხელი, რაც ზრდის სროლის დისტანციას და შედარებით ადვილად ჭრის ქარს, შესაბამისან ნაკლებად წარმოიქმნება ძუის რკალი.

მადლობა, კი სწორად მომიხვდით ! Edited by ჭოკიანი
Link to post
Share on other sites

მდინარეზე სათევზაოდ ხრამულზე, წვერაზე, შამაიაზე,რებეცზე და ა.შ დასაკვებად რა საკვები გამოვიყენო ? და კიდევ ფლეტ საკვებურები გამომადგება მდინარეზე როგორიც არის რიონი ? იაფფასიან ტელესკოპური ჯოხით რომ დავიწყო რამე შედეგს მივაღწევ აქცს აზრი ახლო დისტანციაზე 10-25 მეტრი ? მადლობა წინასწარ.იმედია არ მოგაწყინეთ ჩემი კითხვებით თავი ძალიან მაინტერესებს ფსკერული მეთოდით თევზაობა .

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

გამარჯობათ.ეს ანკესი თუ გამოდგება ფიდერისთვის დამწყები ვარ და მირჩიეთ ;) ეს ლინკი ერთი მეთევზე საუბრობს ორ ანკესზე და ერთ ერთი ისაა რაზეც ვსაუბრობ https://fion.ru/obzor/295/ ანკესი-волгарь телефидер აი მონაცემებიც https://foxfishing.ru/udilishcha/fidernie/volganka-volgar-/telefider-3-0m-do-70gr/

Link to post
Share on other sites

კოლხური წვერა რა სატყუარაზე მოდის?და ფიდერით რა საკვებით და როგორ შეიძლება დაჭერა?

ამ პერიოდში წვერასათვის საუკეთესო სატყუარა გუდის ყველია კუბიკებად დაჭრილი.

Link to post
Share on other sites

ივნისიდან?

უფრო ივლისში და აგვისტოში.ივნისში კი სხვა და სხვა ჭიები,ბუზის მატლი,რუისელა და მედღეურა..

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ,აბა მირჩიეთ გ სტრიმის საკვებიდან რომელია კარგი კარჩხანაზე და წვრილ თევზზე კარგი და კიდევ პლასტელინზე ვიხმარო გ სტრიმის საკვები თუ გალია საკვებურაზეც მუშაობს კარგად მოჯლედ გამიზიარეთ ყველა ინფორმაცია რაც იცით ამ საკვებზე ახლა პლასტელინი პლასტელინიდან რომელი არომატია საუკეთესო საქართველოს წყლებზე და რა არომატით რა თევზი იჭირება?მადლობაა წინასწარ

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ,დამწყები ვარ და ამ კოჭაზე რას იტყვით და 8ბბ რას ნიშნავს 8 ბალს?https://m.aliexpress.com/s/item/32648998473.html?trace=storeDetail2msiteDetail

Edited by GiorgiC
Link to post
Share on other sites

გამარჯობათ,დამწყები ვარ და ამ კოჭაზე რას იტყვით და 8ბბ რას ნიშნავს 8 ბალს?https://m.aliexpress.com/s/item/32648998473.html?trace=storeDetail2msiteDetail

 

დამწყებისთვის კარგია. თევზაობისას თავად უკეთ მიხვდები როგორი გჭირდება.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ბიჭებო ეს კოჭა შევიძინე და გამოდგება დამწყებისთვის??ან თუ გქონიათ ამდაგვარი და როგორია???ესეც ლინკი

 

http://s.aliexpress.com/BfmEVVFF

Edited by GiorgiC
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

გამარჯობათ მეგობრებო...ვერ მოვიცალე აქამდე რომ აქ შემოვსულიყავი და დეტალურად ამეხსნა ყველაფერი...

როგორც მოგეხსენებათ 7-8 ივლისს აქ იტალიაში კერძოდ ფერრარას პროვონციის  ოსტელატოში ჩატარდა მე 8 მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში,და რაც მთავარია ამ ტურნირში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმა.

2-3 თვით ადრე დამიკავშირდენ ჩვენი ბიჭები და რაიმე სახის დახმარება მთხოვეს,რადგან ფიდერითაც ვთევზაობ და ოსტელატოც არც თუ ისე შორს არის ჩემიდან (110 კმ).რათქმაუნდა დავთანხმდი.პირველივე კონტაქტის შემდეგ გუნდშიც დამპატიჯეს და ჩვენი ნაკრების ოფიციალური წევრის გავხდი.

ოსტელატოს წყალსაცავი ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში,აქ ძალიან ბევრი ტურნირი ჩატარებულა და თითქმის ყველა მოწინავე სპორტსმენი იტალიელი და უცხოელი იცნობს ამ წყალსაცავს რაც საირიგაციო კანალს წარმოადგენს,სიფართე 80-90 მეტრი,სიღრმე 1,5-2,5 მეტრი.ძირითადი თევზი კაპარჭინა,ბლიკა,კარასი,თეთრულა,კობრი,ფარგა,2 სახეობის ლოქო(მდინარის ლოქო რომელიც არ იყო ჩათვლაში) და თევზი კატა აქაურად (pescegatto).

ამ წყალსაცავზე მე არასდროს არ ვიყავი არც ნათევზავები და არც ნამყოფი.რაღაც ინფორმაციები მოვძებნეთ ჩვენი გუნდის ბიჭების და ზურა მოდებაძის(სალამანდრას) მეშვეობით და ერთ დღეს დაზვერვის მიზნით ვესტუმრე ამ წყალსაცავს.იქ ერთი სან მარინოელი სპორტსმენი მეთევზე გავიცანი რომელიც ბოლომდე დაგვიდგა გვერდში და ძალიან ბევრ საკითხში დაგვეხმარა.

მის შემდეგ რამოდენიმეჯერ ჩავედი უკვე სათევზაოდ,რადგან ის მონაკვეთი დახურეს 1 თვით ადრე, 200-300 მეტრით ზემოთ ვითევზავე.ჩვენმა ზურამ დასაკვები შეარჩია იმ დასაკვებებში რაზეც აქ მიმიწვდებოდა ხელი,და პირველი გასვლა ზურასთან ერთად(ინტერნეტით ჩამერთო) დავიწყე.ფსკერი შლამიანი ქონდა და საკმაოდ რთული სათევზაო გამოვიდა ფსკერულით,ცოცხალი სატყუარა შლამში ძვრებოდა და იმალებოდა,მიუხედავად ყველაფრის კარგი ზომის კაპარჭინები და კარასები დავიჭირე,15-17 კგ ფარგლებში.

მომდევნო გასვლებში უკვე ექსპერიმენტები ვატარე და უკვე ცოცხალი კომპონენტებიც შეურიე,ზურა რათქმაუნდა პირდაპირ ეთერში მყავდა.ბიჭებს ვაბარებდი რაპორტს საღამოობით,ნელ-ნელა გამოიკვეთა გზა რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავით.

გარდა ძირითადი ინფორმაციის შეგროვების,სხვა საკითხებიც იყო მოსაგვარებელი:პლატფორმები,რომლიც საქართველოდან ჩამოტანას ახლის ყიდვის ფასი ჯდებოდა,სასტუმროს მოძებნა,რომელზეც გუნდის წევრები თაობდენ,მანქანების ქირაობის,,რესტორნის და ასე შემდეგ.ნელნელა ყველაფერი დალაგდა და 30 ივნისს ჩვენი ბიჭები დაეშვენ ბოლონიის აეროპორტში.

გუნდის წევრებს პირადად არცერთს არ ვიცნობდი,რამოდენიმესთან მქონდა მიმოწერა რიგ საკითხების გამო,აეროპორტშივე მოვშინაურდით,და ეგრევე საქმეზე გადავედით,მე და გიგა გაბრიაძე წავედით ფურგონის წამოსაყვანად,რომელიც უკვე დაჯავშნული ქონდა,და პირველი პრობლემებიც სწორებ მანდ დაგვეწყო,საკრებიტო ბარათს ითხოვდენ და სხვა ბარათს არ იღებდენ,არადა 1 საათში უნდა დაიკეტოს ოფისი,კიდევ კარგი ერთ გუნდის წევრს არტურ ვართარეზოვს რომელიც დარჩა აეროპორტში მეორე მანქანის გამოსაყვანად ქონდა საკრედიტო ბარათი,და ცოტახანში მოვიდა ოფისში და გააფორმეს ხელშეკრულება.მერე აეროპორტში დავბრუნდით უკვე 3 მანქანით და წამოვიყვანეთ ყველა.

აეროპორტიდან ყველა რეჯჯიო ემილიაში წავედით სათევზაო მაღაზია ობიეტივო პესკა-ში რომელიც ცოცხალი კომპონენტის მომარაგებელი იყო ამ ტურნირის,თან 3 პლატფორმა უნდა წამოგვეღო რომლებიც მათთან ვიქირავეთ,(დანარჩენი 3 მე მქონდა უკვე დაბანაკებული სასტუმროს გარაჟში)

პატარა ბავშვს რომ შეუშვებ სათამაშოების მაღაზიაში ისე ვიყავით ყველა,ასორტიმენტიც კარგი ქონდათ და ფასებიც მისაღები,ბოლოს კარგი ფასდაკლებებიც გაგვიკეთეს.მაღაზიას თავისი ინკუბატორი-ქარხანა ქონდა მატლის გამოსაყვანი და კვირაში 250 კგ მატლს ამუშავებდა და ყიდდა,გარდა მაგისა ფაქტიურად ყველა სახეობის სატყუარა შემოქონდა და უამრავ ტურნირებს ემსახურებოდა,ანუ შეუკვეთავდი და ტურნირზე მოგიტანდენ ტურნირამდე.ამ ბიჭებს პირველი დღიდან დაწყებული ყველა დილა-საღამოს ვნახულობდით,ტურნირის შესასვლელთან მინი-მაღაზია ააწყვეს და საღამოს უკვეთავდით ის რაც გვინდოდა და დილას 6 საათზე გვხდებოდა მოტანილი.

ძლივს გამოვედით ამ მაღაზიიდან და გავეშურეთ ოსტელატოსკენ,170 კმ იყო გასავლელი და ფასიან გზაზე ეგრევე დავკარგეთ ერთი მანქანა რომელიც აცდა გზას და სხვა მიმართულებით წავიდა,დაუკავშირდით და მოვრიგდით რომ ოსტელატოში ჩამოვიდოდნენ და იქ შევხდებოდით.

სასტუმროში პირველი დღე სხვაგან მოგვიწია მისვლა რადგან მეორე დღეს უნდა დაეცალათ ოთახები სხვა ჯგუფს,კარგი წყნარი ადგილი იყო,შუა ბუნებაში,მაგრამ მხოლოდ ერთი აბაზანა ქონდა,საღამოს რესტორანში წავედით სადაც კარგად დავნაყდით ,დავისვენეთ და შინ დავბრუნდით.

მეორე დღეს კვირა იყო და რაღაც რეგიონალური ტურნირი დარდებოდა ამ წყალსაცავზე 5-6 კმ ზემოთ, და იქ წავედით საყურებლად,ნაწილი იქ დარჩა და მე და 4 გუნდის წევრები ვერონაში წამოვედით ერთი ჩვენი 20 წლის თანამემამულის ნიკა თოდუას სანახავად,რომელიც აქ მკურნალობს და რომლისთვისაც ბიჭებს გუნდის ნაკრების ფორმა ქონდათ შეკერილი,გზად სპორტულ მაღაზიაში შევიარეთ და კარგი ანკესი უყიდეს კიდე ნიკას.რეანიმაციაში წევს ნიკა და ძალიან გაეხარდა ჩვენი დანახვა,საჩუქარიც ძალიან გაეხარდა რადგან ძალიან უყვარს თევზაობა.

მერე ცოტა ვერონაში გავიარეთ,ჩემთან შემოვიარეთ გზად და საღამოს უკვე ახალ სასტუმროში დავბრუნდით რომელიც ოსტელატოს ცენტრში და  წყალსაცავიდან 2-3 კმ-ში მდებარეობდა.

ორშაბათიდან საბრძოლო განწყობით გავეშურეთ წყალსაცავზე.თენგო ბინიაშვილი იყო ჩვენი ორგანიზატორი,და მინდა ვთქვა რომ უმაღლეს დონეზე შეასრულა თავისი მოვალება,ძალიან ენერგიულად,თანმიმდევრულად და მოწესრიგებულად მიუდგა საქმეს თავიდანვე და ბოლომდე მიიყვანა.დილას ბოქსი მოგვცეს,ავიღეთ სატყუარები და შეუდექით საქმეს,პირველი რაც იყო დასაზაუსებელი იყო დასაკვების ამორჩევა,3 ვარიანტი გვქონდა და ტურნირირამდე უნდა გამოგვერჩია რომელს დავტოვებდით: იყო სენსასის 1 კომბინაცია და ვდე-ს 2 კომბინაცია.სატყუარაც რამოდენიმენაირი გვქონდა და ცოცხალი კომპონენტიც.პირველი დღე უფრო წყალსაცავთან გაცნობითი ხასიათის იყო ,ყველამ რაღაცა იჭირა,ყველა ექსპერიმენტებს ატარებდა,ზოგმა დიდი კაპარჭინები იჭირა,ზოგმა საშუალო ზომის ბლიკები,ერთი სიტყვით მოეწონათ წყალსაცავი,ერთადერთი რაც აწუხებდათ სიცხე იყო,მაგრამ ისე იყვნენ ჩართულები,დიდად არ მიუქცევიათ ამაზე ყურადღება.

გაგრძელება იქნება

 

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

მეორე დღეს უფრო მხნედ გავედით წყალსაცავზე,დილას ავიღეთ სატყუარები და გავეშურეთ ჩვენი ბოქსისკენ,ისევ ისე მიუდექით საქმეს,6 კაცი თევზაობდა 3 განსხვავებული დასაკვებით,წესით კენკვას უნდა მოემატა,მაგრამარც თუ ისე სახარბიელო კენკვა იყო,მითუმეტეს უკეთესი მე 4 ბოქსი გვქონდა წინა დღის მე 17-სთან შედარებით,ესპანელების და პორტუგალიელებს შორის მოვხდით,დილის 7 დან საღამოს 5 მდე წყალსაცავზე ვიყავით, ვარჯიში ტურნირის ტემპში მიმდინარეობდა ანუ 9:50 ისმოდა საყვირი,10 წუთი დასაკვები დრო და 15:00 დასრულების საყვირი და აწონვა.აწონვის შემდეგ ჩვენები კიდე აგრძელებდენ ვარჯიშს.

საღამოს შეუკვეთეთ სატყარები და ცოცხალი კომპონენტი და მომდევნო დილას ისევ ჩვეული განრიგით მივადექით წყალსაცავს,მე 11 ბოქსში ირლანდიასა და ბელარუსის შორის მოვხდით.ღამე ახალი ნაწვიმარი იყო და თევზაობა სრულიად განსხვავეული გამოვიდა,წინა დეების სტრატეგიამ საერთოდ არ იმუშავა და 2 დღის ანალიზი გადაიშალა საერთოდ,ფაქტიურად თავიდან მოგვიწია ყველაფრის ჩამოყალიბება,მაგრამ ვინც სტაბილურად იჭერდენ იმათმა ამ დღესაც სტაბილურობა შეინარჩუნეს.დიმა ჯარიაშვილამა ერთი დიდი კობრი დასვა სიმინდზე,ალბათ 8-10 კგ იქნებოდა,თითქმის 1 საათი იწვალა,უკვე ბადესთან ყავდა და 0,11 სდავემ ვერ გაუძლო და გაწყდა...უკან დასადგომი ადგილი აღარ იყო იმდენი ხალხი მოგროვდა.ოთხშაბათს რესტორანი დახურული იყო,დასვენების დღე ქონდა და თავიდანვე იყო ჩაფიქრებული რომ ამ საღამოს ჩემთან წავიდოდით,ასეც მოვიქეცით და ქართულ სამზარეულოს მონატრებულ ბიჭებს ცოტა მშობლიური გემო შევახსენეთ.

ხუთშაბათს ჩვეულებრივი ვარჯიშის დღე გვქონდა,მაგრამ დამთავრებისთანავე უნდა წამოვსულიყავით რადგან 18:00 საათზე ოფიციალური გახსნა იყო ამ ჩემპიონატის.უკვე რაღაცეები გაირკვა,მაგალითად ის რომ ვარჯიშის პირველი საათი იყო საკმაოდ აქტიური თევზი,ანუ ეგრევე მოდიოდა კარგად ზედმეტი დაკვების გარეშე,და საღამოს ბოლო 1-1,5 საათი ძალიან აქტიურდებოდა,თან მე 18 ბოქსი შეგვხდა ინგლისის და ირლანდიის შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან ამ ჩემპიონატზეც და საერთოდ ფიდერში ინგლისელები ითვლებიან ფავორიტებად,რამდენადაც ტურნირი უახლოვდებოდა იმდენად უარესდებოდა კენკვა და უფრო ძნელი იყო სწორი მიმართულების ნახვა.

საღამოს გახსნა იყო ოსტელატოს ცენტრში,ყველამ ჩავიცვით გუნდის მაისურები და შორტები და მოედანს მივეშურეთ.ძალიან საინტერესო და ლამაზი გახსნა იყო,ყველა მონაწილე ქვეყნები სრული შემადგენლობებით დაესწრენ ამ ღონისძიებას და ძალიან ბევრი მაყურებელი. ნამდვილად საოცარი შეგრძნება გვქონდ ყველას.ჯერ პატარა ქუჩას დაურტყით წრე და მერე მთავარ მოედანზე დავლაგდით ჩვენთვის  წინასწარ მონიშნულ მონაკვეთებში.ყველა ქვეყანა სათითაოდ წარმოადგინეს პოდიუმზე თავიანთი ჰიმნის ქვეშ.ძალიან აფორიაქებულები და დიდი სიამაყის გრძნობით ავედით ჩვენც.შემდეგ იყო ფიპსედის პრეზიდენტის  და სხვა წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა და კონცერტით დასრულდა ეს ღონისძიება.

პარასკევს 24 ბოქსი მოგვიწია,ანუ ერთერთი უარესი ბოქსი,ისევ ინგლისი გვყავდა მეზობლად და სან მარინო.ამდენი ვარჯიშის განმავლობაში ყველაზე სტაბილურად 2 მეთევზე მამუკა გეგეჩკორი და ზაზა ხუციშვილი იჭერდა,სხვებიც ზოგჯერ ჯობნიდენ,მაგრამ ეს ორი მეთევზე სტაბილურად იჭერდენ მიუხედავად სად მოხვდებოდნენ და რა დასაკვებს ხმარობდენ.ამ დღეს ზაზას ბოქსის ბოლო სექტორი შეხვდა და შემდეგ უკვე ინგლისელი სპორტსმენი იჯდა.ზაზამ ბევრი იწვალა მაგრამ მაინც მიაგნო გასაღებს და როდესაც დაიწყო თევზის ბადეში ჩაშვება ინგლისელები მოვარდენ დიდი ფოტოაპარატით და სურათები უღეს ზაზას და მერე ყველა ერთად ათვალიერებდენ თუ რითი თევზაობდა.

ერთი სიტყვით ასე თუ ისე ტურნირისთვის უკვე მოვემზადეთ.ბიჭებს კომპლექსი მოხსნილი ქონდათ და განწყობაც კარგი იყო.საღამოს რესტორანში აღარ წავედით,ვთხოვეთ სასტუმროს მეპატრონეს და სამზარეულო დაგვითბო,ვიყიდეთ მზა საჭმელი და დიდი საბოლოო ბრიფინგინგიც იქვე ჩავატარეთ.სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ და გვიან ღამე დავიშალეთ.

 

Link to post
Share on other sites

მოვიდა ტურნირის დღეც...დილას 5 ზე თენგო უკვე გარაჟში იყო და ამზადებდა დასაკვებს, 6 საათზე საუზმე უკვე მზად იყო და საუზმის შემდეგ გავეშურეთ წყალსაცავზე.მე და თენგო სატყუარებს და დასაკვებს მივხედეთ,ამ დღის ადგილები უკვე მოგვცეს და განვალაგეთ ყველა თავის სექტორის მიხედვით,ტურნირი უკვე იმით განსხვავდება ვარჯიშიდან რომ აქ ყველა სექტორში მოხვდა თითო სპორტსმენი და მთელ მონაკვეთზე გვიწევდა მოძრაობა.აქ უკვე ველოსიპეტები გამოგვადგენ.

ბიჭები მოემზადენ და საყვირის ხმაც გაისმა..დაიწყეს ინტენსიური დაკვება,დიდი ბრძოლა დაიწყო!!! პირველი საათის შედეგი არც თუ ისე კარგი იყო,მერე ნელნელა გაუმჯობესდადა საღამოსკენ კიდე უფრო კარგად დაიწყო კენკვა მაგრამ სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენთან...ბევრი სირბილი მოგვიწია 4 კაცს,რაზიები გვქონდა და ერთმანეთს ინფორმაციებს ვაწვდიდით.გაისმა საყვიის ხმაც და პირველი ტური დასრულდა...დაიწყო აწონვა და აწონვის შედეგად მე 13 ადგილზე გავედით,რაც ძალიან კარგი შედეგი იყო,მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა.გავიგეთ რომ საუკეთესო სედეგი რუსეთის გუნდმა მოიპოვა,რაც ამ ტურნირის სიურპრიზი აღმოჩნდა.შეუკვეთეთ მომდევნო დღის სატყუარა და ცოცხალი კომპონენტი და წამოვედით სასტუმროში

საღამოს ბრიფინგი გვქონდა და გავაანალიზეთ დღის შედეგი.რაღაც ცვლილებები შევიტანეთ და მომდევნო დღის სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ.

დილას ისევ ყველა სტარტზე ვიყავით.მთავარი მიზანი იყო ჩვენი შედეგის შენარჩუნება ან წინ წასვლა,გავიარეთ მომზადების პროცედურა გაისმა საყვირის ხმა და მეორე დღის ბრძოლაც . დანარჩენი გუნდების წევრების მთელი ყურადღება უკვე რუსეთის გუნდის წევრებზე იყო გადატანილი,იკვეთებოდა 2 მსოფლიო ჩემპიონის კანდიდათი რუსეთის გუნდიდან და 1 გერმანიის გუნდიდან რადგან ეს სამივე ორივე დღის განმავლობაში პირველები იყვნენ თავიანთ ზონებში(სულ 5 ზონა იყო რომლებიც ნახევარზონებად იყო დაყოფილი) გაისმა საყვირის ხმა და დასრულდა შეჯიბრი..ძალიან ცუდი პროგნოზი გვქონდა ჩვენი გუნდის შედეგებიდან გამომდინარე,უკვე ოცეულში თუ მოვხდებოდით ესეც კარგი იყო ჩვენთვის და საბოლოო შედეგები რომ გამოაქვეყნეს მე15 ადგილზე გავედით,ცოტა წინა დღის მე 13 ადგილმა გვიშველა და ცოტა ზოგი ჩვენი ბიჭების კარგმა შედეგმა თავიანთ ზონებში გამოასწორა მდგომარეობა.ასე რომ 29 გუნდი გავყავით შუაზე,და ეს ძალიან დიდი შედეგია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველად მივიღეთ მონაწილეობა ამხელა რანგის ტურნირში,და გადავასწარით ძალიან ძლიერი გუნდები,მათ შორის იტალიის გუნდი,რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და თან მასპინძელი,რომელიც ამ წყალსაცავს თავიანთი ხუთი თითივით იცნობდენ.

დასრულდა ყველაფერი,ერთმანეთს მიულოცეთ ჩვენი შედეგი და დაჯილდოების ცერემონიალს დავესწარით...პირველზე რუსეთის ნაკრები გავიდა,მართლა ძალიან მომზადებულები იყვნენ და ნამდვილად დაიმსახურეს გამარჯვება.პირადში გერმანელმა აიღო ოქრო და ვერცხლი და ბრინჯაოც რუსებს შეხვდათ.

დაჯილდოების შემდეგ სასტუმროში წამოვედით,მე მეგობარმა დამიტოვა თავისის ფურგონი ჩემი ბარგი რომ წამომეღო,ჩავალაგე ყველაფერი და ყველა ერთად ბანკეტზე წავედით.ძალიან კარგი ბანკეტი იყო,ფიდერის ვარსკვლავებთან ურთიერთობა,სურათების გადაღება და მერე დარბაზში გამარჯვებული გუნდების ოვაციებით შეხვედრა.

ბანკეტის დასრულებამდე მე დავემშვიდობე ჩემს ახალ შეძენილ მეგობრებს,ძალიან კარგ ხალხს,კარგ მეთევზე სპორტსმენებს,რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს რომ ჩვენი გუნდი ასე ლამაზად წარედგინათ ამ ჩემპიონატზე,მათი სახით მე ნამდვილი მეგობრები შევიძინე...გენაცვალეთ ბიჭებო!!!

ბიჭები იმ ღამეს დარჩენ სასტუმროში და მეორე დღეს დაბრუნდენ საქართველოში..

დარწმუნებული ვარ რომ ეს სპორტული სახეობა ზალიან მაგრად განვითარდება ჩევენს ქვეყანაში რადგან ძალიან დიდი მონდომება იგრძნობოდა ყველა მათგანში და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო სხვა ბიჭებისგან ვინც ვერ ჩამოვიდა და საქართველოდან გვგულშემატკივრებდა.მთავარია სხვა ფაქტორების გამოსწორება რაც ჩვენი ბიჭებბის განვითარებაში ხელს უშლის:სავარჯიშო წყალსაცავები,ფინანსური მხარდაჭერა და ასე შემდეგ..

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ბიჭებს ამ ლამაზი დღეებისთვის!!!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...