Jump to content
Club-Monadire.Ge

სპინინგი ( სპინინგის მეთოდით სათევზაო ჯოხი)


Recommended Posts

სპინინგი ( სპინინგის მეთოდით სათევზაო ჯოხი)

 

ინგლისური სიტყვა Spinning ქართულად ნიშნავს- სწრაფ ბრუნვად მოძრაობას, ტრიალს. აქედან გამომდინარე,

 

სპინინგით თევზაობას უწოდებენ თევზაობის იმ მეთოდს, რომლის დროსაც კოჭის ბრუნვითი მოძრაობებით ხდება

 

ძუის ამოხვევა და ხელოვნური სატყუარის გატარება. შესაბამისად, სპინინგს ან სპინინგის ჯოხს უწოდებენ ამ მეთოდით

 

სათევზაოდ შექმნილ ჯოხს და არავითარ შემთხვევაში ტივტივის ან ფსკერული მეთოდისათვის განკუთვნილ ჯოხს.

 

სპინინგით, ძირითადად ვთევზაობთ მტაცებლ თევზზე (ქარიყლაპია,ქორჭილა,კალმახი,ფარგა,ლოქო,ქაშაპი და

 

სხვა.)

 

სპინინგით თევზაობისას, გამოიყენება როგორც ხელოვნური სატყუარები(ვობლერი, ტრიალა, ყანყალა(კოვზი),

 

ჯიგი და სხვა), ასევე ცოცხალი ან მკვდარი თევზის აღკაზმულობა.

 

სპინინგის მეთოდით თევზაობისას, ვთევზაობთ სატყუარის გატარებით:წყლის ზედაპირზე, წყლის სხვადასხვა

 

ფენებში და ფსკერზე.

 

თანამედროვე სპინინგი(სპინინგის მეთოდით სათეცზაო ჯოხი)ძირითადად მზადდება შემდეგი

 

მასალებისაგან :მინაბოჭკო,კარბონი(carbon)და მათი ნაზავი ანუ ე.წ. კომპოზიტი.

 

სპინინგს(ჯოხს),გარდა სიგრძისა, გააჩნია დამატებითი მახასიათებლები ტესტი და წყობა.

 

სპინინგის ტესტს უწოდებენ, კონკრეტულ სპინინგზე გამოსაყენებლად დასაშვები სატყუარების წონების დიაპაზონს.

 

ეს მახასიათებელი, თითქმის ყოველთვის, გამოისახება სპინინგის ბლანკზე გრამებში(g)ან უნციებში(oz).

 

მაგალითად: 3-15g ან 0,1-0.5 oz. 1უნცია(oz)=28,3495გრამი.

 

თუ სპინინზე ნაჩვენებია ტესტი 3-15g,ეს ნიშნავს რომ მწარმოებლის მიერ, ამ სპინინგზე, რეკომენდირებულია 3-დან

 

15 გრამამდე წონის მქონე სატყარების გამოყენება(ტყორცნა). ამასთან, შეიძლება ამ ტესტის სპინინგით 1 გრამიანი

 

სატყუარაც გავისროლოთ და 25 გრამიანიც. თუმცა, კომფორტული ტყორცნისათვის პირველ შემთხვევაში სატყუარის

 

წონა არასაკმარისი იქნება, ხოლო მეორე შემთხვევაში, სატყუარის გადაჭარბებული წონის გამო, შესაძლებელია

 

სპინინგი დასაშვებზე მეტად მოიღუნოს და გატყდეს.

 

ზოგიერთი მწარმოებლის სპინინგის ბლანკებზე სიტყვა TEST-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშვნა cast weight ანუ

 

ქართულად:გასატყორცნი ან სასროლი წონა.

 

 

განვიხილოთ სპინინგის (ჯოხის) ე.წ. წყობის(строй) თემა.

 

მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შემთხვევაში(ეკონომიკურ პირობებს ვგულისხმობ) იძულებულები ვართ თევზაობის

 

სხვადასხვა პირობებს მოვარგოთ ჩვენი სპინინგები(ხშირ შემთხვევაში ერთადერთი), ზოგადად უნდა აღინიშნოს

 

რომ დახელოვნებული სპინინგისტები(ჩემზე არ მაქვს საუბარი ) ყოველი თევზაობის(განსხვავებულ პირობებში)

 

წინ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონკრეტული წყობის(ასევე ტესტის) სპინინგის ჯოხის შერჩევას. მაგალითად:

 

ცნობილია, რომ ჯიგის მეთოდით თევზაობისათვის უნდა შეირჩეს ე.წ. სწრაფი(Быстрый-Fast), შეიძლება ითქვას

 

ხისტი წყობის ჯოხი. მისი გამოყენება ასევე სასურველია პოპერის გატარებისას(პერიოდული სწრაფი გამოკვრებით -

 

«рывковым» методом)და ვობლერების ტვიჩინგის(სხადასხვანაირ ტაქტში სწრაფი გამოკვრებით) მეთოდით

 

გატარებისას.

 

ხოლო ე.წ ნელი (медленный- slow), შეიძლება ითქვას რბილი წყობის ჯოხი სასურველია გამოვიყენოთ ისეთ

 

თევზზე თევზაობისას, რომელსაც უფრო რბილი-ნაზიტუჩები გააჩნია(მაგალითად ქორჭილა, ქაშაპი). ამ

 

შემთხვევაში მისი გამოყვანა ნელი-რბილი ჯოხით უფრო შედეგიანია, რადგან ჯოხის ამორტიზაციის გაზრდილი

 

დიაპაზონის ხარჯზე, ნაკლებია თევზის ტუჩიდან ნესკავის(სამკავის) ამოგლეჯის ალბათობა. ზოგადად უნდა

 

აღინიშნოს რომ ნელი-რბილი წყობის ჯოხი უფრო უნივერსალურია და მისი გამოყენება უფრო ფართო

 

დიაპოზაონშია შესაძლებელი თუმცა გაცილებით ნაკლებად ინფორმატიულია და ნაკლებად მგძნობიარეა ვიდრე

 

სწრაფი წყობის ჯოხი. ასევე, ტყორცნა ნაკლებად ზუსტია სწრაფი წყობის სპინინგთან შედარებით.

 

ამ ორი წყობის ტიპის გარდა, კიდევ არსებობს შუალედური წყობის (კლასის) ჯოხები. მინდა გაგაცნოთ ყველა

 

ტიპი(თავიანთი აღნიშვნებით) და ჯოხის(ბლანკის) მოხრის პროცენტული მახასიათებლების მითითებით.

 

დატვირთვისას სპინინგის ბლანკის ღუნვადობის(წვერიდან) % მის სრულ სიგრძესთან მიმართებაში სხვადასხვა

 

წყობის სპინინგეგში გამოისახება შემდეგნაირად:

 

 

1)ძლიერ სწრაფი - Extra-fast. ბლანკზე გამოისახება- EF. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის -20-25%

 

 

2)სწრაფი - Fast. ბლანკზე გამოისახება - F. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის - 30%

 

3)საშუალო ან ზომიერი -

- Medium или Moderate ბლანკზე გამოისახება - М. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის - 40-50%

 

 

4)ნელი(რბილი) - Slow. ბლანკზე გამოისახება - S. ღუნვადობა ბლანკის ტიტქმის მთელ სიგრძეზე- 85-90%

 

ამათ გარდა კიდევ არსებოს შერეული წყობის სპინინგები. მაგალითად moderate—slow და moderate—fast ანუ

 

ზომიერად ნელი და ზომიერად სწრაფი.

 

fc36d68342e7.jpg

 

3b37960fb8e9.jpg

 

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ოფიციალურად დეკლალირებული ერთი

 

და იგივე წყობის(კლასის) სპინინგები, ხშირ შემთხვევაში, ამ მახასიათებლით პრაქტიკულად მნიშვნელოვნად

 

განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ სპინინგის შეძენისას სასურველია ხელით მოვსინჯოთ(სწრაფი მოქნევით)

 

და შევიგრძნოთ მისი წყობა.

 

ასევე, აღსანიშნავია რომ სწრაფი სპინინგი, სატყუარის ტყორცნისას, გამოირჩევა წვერის ძალზე მოკლე, სწრაფი

 

მოძრაობით და სატყუარის მყისიერი გაგზავნით(გასროლით), მაშირ როცა ნელი წყობის სპინინგის მოქნევისას მისი

 

ბლანკის მნიშვნელოვანი ნაწილი იდრიკება(იღუნება) და გასწორების სტადიაზე ხდება სატყუარის გასროლა.

 

 

 

 

 

ესეც

 

http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/313/#

 

P.S.

 

ამ პოსტის მომზადებისას ძირითადად გამოვიყენებულია ინფორმაცია სხვადასხვა სათევზაო ინტერნეტ

 

რესურსებიდან და ცოტა ჩემი პირადი დაკვირვებაც გაგიზიარეთ.

 

 

იმედი მაქვს ჩემზე გაცილებით გამოცდილი სპინინგისტებიც გაგვიზიარებენ თავიათ მოსაზრებებს ამ თემასთან

 

დაკავშირებით და ერთობლივი ძალებით განვავავითარებთ სპინინგის თემას.

 

:haha:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 274
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს სამოგზაურო სპინინგის ჯოხი (კოჭით და ძუით) იყო ჩამოფასებაზე და ავიღე. პრაქტიკულია, ზურგჩანთაში ეტევა.

Posted Images

მე მაინტერესებს თუ ხდება სპინინგის კოჭაზე რეზინის გამოყენება, ძუის ნაცვლად და საერთოდ ძუისა და რეზინის შედარებითი დახასიათება მათი გამოყენების თვალსაზრისით?! (ძალიან დილეtანtური xომ არ გამომივიდა შეკითხვა) :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

მე მაინტერესებს თუ ხდება სპინინგის კოჭაზე რეზინის გამოყენება, ძუის ნაცვლად და საერთოდ ძუისა და რეზინის შედარებითი დახასიათება მათი გამოყენების თვალსაზრისით?! (ძალიან დილეtანtური xომ არ გამომივიდა შეკითხვა) :haha: :haha:

 

მასეთი რამ არ მსმენია. სპინინგის კოჭაზე გამოიყენება ძუა ან წნული ძუა(თოკი).

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ბუნებაზე შეყვარებულებო!კეთილი იყოს ჩემი თათი თქვენ მინდორზე).დასავლეთში თევზაობის შესახებ ხომ არ იცით რაიმე?არ ვყოფილვარ საქართველოში რამოდენიმე წელიწადი და თქვენი რჩევა მჭირდება.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ბუნებაზე შეყვარებულებო!კეთილი იყოს ჩემი თათი თქვენ მინდორზე).დასავლეთში თევზაობის შესახებ ხომ არ იცით რაიმე?არ ვყოფილვარ საქართველოში რამოდენიმე წელიწადი და თქვენი რჩევა მჭირდება.

გაიხარე მეგობარო!!! კეთილი იყოს შენი ფეხი აქ!!!

Link to post
Share on other sites

მაგარია გიო,ბევრ დამწყებს დაეხმარება.ჩემი თხოვნა იქნება გაავრცო ვიდეოგაკვეთილები.მაგალითად ერთი სიუჟეტი სატყუარებზე,ერთიც სპინინგის გაწყობაზე და ასე შემდეგ.მადლობა. :yes:

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია,გეთანხმებით.რაც შეეხება ვიდეო-გაკვეთილებს.საქართველოში ახალბედა მეთევზესთან ერთად სტაჟიანიც ეხლა და ეხლა ითვისებს თევზაობის ისეთ სტილს,როგორიც არის ფიდერი და ფლაი-ფიშინგი.ანუ ამათი გაკვეთილები საინტერესო იქნება არა მარტო დამწყებისათვის,არამეტ სტაჟიანი მეთევზესთვისაც კი.

Link to post
Share on other sites

დისკოვერის ფილმი - გრაფიტის ანუ კარბონის(carbon) სპინინგის დამზადება

 

http://www.youtube.com/watch?v=Ig_i9VRuwBA

 

 

ესეც საინტერესოა - ბამბუკის სათევზაო ჯოხის დამზადება

 

http://www.youtube.com/watch?v=IZlfDlsW9Jw

 

 

P.S. აქ ნაჩვენები სათევზაო ჯოხები განკუთვნილი შოლტით(FLY fishing)თევზაობისათვის. თუმცა,

 

ნაჩვენები მასალებით, სპინინგის დამზადების ტექნოლოგიაც თითქმის იგივეა.

Link to post
Share on other sites

კომპანია Norstream-ის სპინინგის სარეკლამო რგოლი.

 

ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად გადაღებული.

 

Link to post
Share on other sites

სპინინგით სატყუარის ტყორცნის ტექნიკა-

 

 

წამოიდგინეთ, ნავსაყუდელის("პრიჩალი") მაგივრად მდინარის კალაპოტზე ხის გადმოშვებული ტოტები.

 

ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ტყორცნისას ინერციული კოჭა უფრო მოსახერხებელია.

 

ესეც-

 

Link to post
Share on other sites

საინტერესოა, ბლომად პრაქტიკა უნდა. მეშოლტეები აქ ინტენსიურად ემზადებიან ხოლმე მინდორში, სეზონის გახსნამდე. სპინინგისტსაც სჭირდება იგივე

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დღეს მივალაგე ჩემი სათამაშოები და სურათებიც გადაუღე .

10446391009127305219.jpg

ესეც სატყუარები.

09452853696894190467.jpg

 

:yes: მშვენიერია.

 

ისე, ჩემი არ იყოს, კარგი კოჭები არ გაწყენდა. რაც ჩანს, ცოტა დიდიებია მაგ სპინინგებისთვის.

Link to post
Share on other sites

კი რამაზ,ტუბუსი უკრაინიდანაა.

დავით მუქი შინდისფერი რომ არის (კოჭაზე ვამბობ)კასადაკას ინფინიტია 2000-იანი ლაითზე კარგია,ულტრალაითზეც წავა რააა. ;) ისე ერთი ცალი 1000-იანი მართლა არ მაწყენდა ზემსუბუქისთვის.დანარჩენები "ხრენ ევო ზნაეტ" წარმომავლობისაა,მაგრამ ყველა მუშაობს. :haha:

Link to post
Share on other sites

მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე

Link to post
Share on other sites

მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე

სურათზე როაქ რამაზის გამონადები კოჭასთან ერთად ისაა ხო ჩუბინ?არაუშავს სპინინგია ეგ,გემრიელად მოიხმარ.

Link to post
Share on other sites

მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე

 

იწყება ნელ-ნელა სპინინგის აქტიური სეზონი. დამიჯერე, სპინინგით(მეთოდი), ხელოვნურ სატყუარაზე, თევზის დაჭერის სიამოვნებას ვერც ერთი სხვა ხეხით თევზაობისას მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება.

Link to post
Share on other sites

კარგია კარგი !!!!!დრაკონი გილოცავ შენაძენებს,ბევრი კარგი ეგზემპლიარი დაგეჭიროს!!! ყოჩაღ ძმებო!! აბა თქვენ იცით.სპინინგი მაგარია. :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

სამოგზაურო(კომპაქტური, პორტატული) სპინინგი.

 

მართლაც კარგი ჯოხია, უცნობილესი კომპანიის მიერ დამზადებული.

 

 

მე მეხუთე წელია ასეთი მაქვს http://www.amazon.com/Okuma-VS-605-20-Voyager-Spinning-Travel/dp/B000MQTJW2/ref=sr_1_2?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1333403857&sr=1-2

კმაყოფილი ვარ. ხუთ მუხლიანია, ტესტი 2-10გრ , სიგრძე 182 სმ. ღირდა 40$ მაშინაც და ახლაც . ამ ფასში ნორმალური კოჭაც(1000-1500 ზომის) მოყვება.

ქაშაპზე, ქორჭილაზე და კალმახზე :yes: .

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...