Jump to content
Club-Monadire.Ge

სპინინგი ( სპინინგის მეთოდით სათევზაო ჯოხი)


Recommended Posts

  • Replies 274
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს სამოგზაურო სპინინგის ჯოხი (კოჭით და ძუით) იყო ჩამოფასებაზე და ავიღე. პრაქტიკულია, ზურგჩანთაში ეტევა.

Posted Images

ისეთი ჯოხები ტუ არის, კომბინირებული მუხლებით რომ იყოს, სხვდასხვა სიგრძის მიღება რომ შეიძლებოდეს.

არა თორნიკე,მასეთი სპინინგები არაა.სპინინგი არის ტელესკოპური ან შტეკერული ორი ამ სამი მუხლისაგან შემდგარი

Link to post
Share on other sites

ძირი რომ იყოს მაგალითად 1,2 მ და რამდენიმე სიგრძის მეორე მუხლი იყოს, 1მ 0,8მ 0,6მ. არადა კაი იქნებოდა, მე როგორც ვანგარიშობ მაქსიმუმ 2 მეტრიანი მინდა, 170- 200სმ ეს შუალედი.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

კაი გაკვეთილია გიორგი. ასავსები ტივტივით ქაშაპზე მაქვს მინაღები კარგი შედეგები.

მულტიპლიკატორიან სპინინგს მოვკარი თვალი,ვერ დაამუღამე? კაი არტილერია გაქვს :yes::*

Link to post
Share on other sites

ავთო

 

გაიხარე ავთანდილ. :hi:

 

პოლმა რამოდენიმე გაკვეთილი მომცა ინერციულებზე და ცოტა რაღაც მოვახერხე, თავიდან მაგარი ამშალა, მაგრამ ექსპერიმენტებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, ამიტომ არის მიყუდებული :e025: , არადა კაი თანხა ვთხლიშე კოჭაში და ჯოხში.

 

ისევ სტანდარტულებს მივაწვები, მაგას ვინმეს ვაჩუქებ, ისეთს, ვისაც ჩემზე მეტი ნერვები და დრო აქვს. :d030:

 

 

datoxaran1

 

თუ ნახეთ ეგ ვიდეო, შედით ჩემს YOUTUBE-ის ბლოგზე და იქ მაქვს რამოდენიმე ვიდეო, მდინარეზე თევზაობის შესახებ, რამოდენიმეში აღწერილი მაქვს, თუ როგორ შეიძლება გადასავსები ტივტივით მდინარეებზე თევზაობა.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
http://www.amazon.com/Plano-Connectable-Satchel-Stowaway-Handle/dp/B0007RF4DE/ref=pd_sbs_sg_23?ie=UTF8&refRID=0C78NV9TXR7DJSP405GW მეგობრებო თუიცით ამ ფასში ისინიც შედის რაც სურათზეა? ან თქვენ სად ყიდულობთ სასპინინგე სატყეარებს?
Link to post
Share on other sites

irakli.bilis

:hi:

 

 

მე მგონი შენც ხვდები რომ მარტო ყუთის ფასია ეგ , და თავის სატყუარებიანადაც რომ იყოს მასე ნაყიდი სატყუარები არ გამოგადგება იმიტომ, რომ ნორმალური ხარისხის სატყუარები ცალი ღირს 5 დოლარიდან და მაგ ყუთის გავსებას კი სჭირდება 300$-ის სატყუარები :d030:

 

სატყუარები იყიდება ზოგი აქ სათევზაო მარაზიებში , და უფრო მრავალფეროვანი არჩევანი კი ინტერნეტსაიტებზე, ზოგი ა.შ.შ.-ში ზოგი უკრაინაში.:)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გამარჯობათ ბატონებო. კეთილი იყოს ჩემი ფეხის შემობიჯება თქვენს სამყაროში. :hi:

 

რომ არ მოგატყუოთ, ცოტა მიჭირს პირველი პოსტის ჩამოყალიბება. ბევრ თემას გავეცანი ამ განყოფილებაში და იგრძნობა რამხელა სამეგობროა შეკრებილი აქ.:)ჩემი სახელია თეიმურაზი (ეს ოფიციალურად :) )

 

თევზაობასთან ბავშვობაში გურულ ,,ბალოტში" (ამის ზუსტი შესატყვისი ქართული სიტყვა ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, ჭაობი კიდე სხვა რამეა:) ) ხელით დაჭერილი კარასის, მდინარეში ასევე ხელით დაჭერილი ქორჭილის, ქაშაპის და კრასნაპიორკის, ჩემი მეზობლის წყალსატევიდან ანკესით დაჭერილი (ხშირად ამ მეზობლის ნების გაუთვალისწინებლად:) )კობრის და ამურის მეტი, არაფერი მაკავშირებს. ნუ ღორჯოები თავისთავად:)

 

ბუნებაში ხეტიალი და ნადირობა კი ყოველთვის მიყვრდა. მე და ბატონ გურულოს ხშირად დაგვიფრთხვია იხვები და სხვა ფრთოსნები:)

 

ეს ნადირობის სეზონი ისედაც პატარაა და ამ იხვმა, ქედანმა და ბატმა კიდევ რაღაც საეჭვოდ გადაეჩვია ჩვენსკენ ჩამოფრენას. ჰოდა მოიკლო ბუნებაში გასეირნების მიზეზმა. ეხლა უთოფოდ რო დავიწყო ტყე-ღრეში ხეტიალი, ისედაც ალმაცერდ გვიყურებენ გურულებს და არ გამოვა ეგ საქმე:) ასე, რომ, უნდა შემოგეკედლოთ პატივცემულ მეთევზეებს:)

 

იმედია არ მიწყენენ თევზაობის სხვა სტილის მიმდევრები, მაგრამ ჩემი აზრით, სპინინგი სხვებთან შედარებით, გაცლებით საინტერესოდ გამოიყურება. ვატყობ აქ შეიძლება თევზთან საინტერესო ,,თამაშის" გაბმა.

 

ეხლა აღჭურვილობის შეძენის პროცესში ვარ და მჭირდება თქვენი დახმარება. ამ განყოფილებაში გახსნილი თემების წაკითხვით გარკვეული შთაბეჭდლება შემექნმა, ბატონმა ლევანმაც მომცა გარკვეული რჩევები, სხვა ფორუმებსაც (ქართულსაც და რუსულსაც) გავეცანი ცოტაოდენი და რაღაც პირველადი შთაბეჭდილება შევიქმენი.

 

მინდა სპინინგის ჯოხების (თუ ტერმინოლოგიას არასწორად გამოვიყენებ, პირველ ეტაპზე უნდა მაპატიოთ) შეძენა. რაღაცეები მოვძებნე, ჩემი აზით რაც შეიძლება გამომადგეს და იქნებ თქვენც მირჩიოთ თქვენი გაოცდილებიდან გამოდინარე, რომელი ჯოხის შეძენა ჯობს. ვიცი, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რაზე და რა პირობებში ვაპირებ თევზაობას და ამის შეახებ მომდევნო პოსტში დაწვრილებით დავწერ.

Edited by akila
Link to post
Share on other sites

სპინინგით თევზაობას ვაპირებ გურიასა და აჭარაში, შესაბამისად რა თევზიცაა აქ გავრცელებული, ქარიყლაპია, ქორჭილა, ქაშაპი. იმედია ზღვაში მოვსინჯავ ძალებს, როგორც აქ გამოთქმული მოსაზრებებიდან დავასკვენი, ზღვაშიც მრავლად არის თევზი, რომეიც სპინინგით იჭირება.

 

მინდა 2 სპინინგი შევიძინო, ულტრალაითი და მედიუმ-ლაითი ან მედიუმ-ჰევი. ეს პირველ ეტაპზე და მერე მივყვები ნელნელა:)

 

რამდენიმე სპინიგი შევარჩიე და მაინტერესებს მათ შესახებ თქვენი აზრი. მხოლოდ 2 ფირმის სპინინგების შესწავლა მოვახერხე, ისიც ნაწილობრივ. ესენია: დაივა და შიმანო.

 

დაივას ულტრალაითი სპინინგი ისე მომეწონა, სხვა არც მიძებნია ბევრი. ფასიც ნორმაური აქვს და მახასიათებლებიც. აი ეს:

 

http://www.ebay.com/itm/NEW-Daiwa-PSO704ULFS-TR-Presso-UL-Spin-Rod-Ultralight-7-Pack-Travel-Rod-5pc-/331181957873?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item4d1bfba2f1

 

NEW Daiwa PSO704ULFS-TR Presso UL Spin Rod Ultralight 7' Pack Travel Rod 5pc

ეს არის დაახლოებით210 სანტიმეტრი. აქვს კიდევ 10 სანტიმეტრით მოკლე ვარიანტი PSO664ULFS-TR Presso.

 

სხვა მახასიათებლები ორივეს ერთნაირი აქვს:სიგრძე 210სმ, წყობა სწრაფი, რგოლი 9, იყოფა 4 ნაწილად,მე-7 სერიის გრაფიტი, 0,875-10,5 გრამი. ფასი 70 $ ამერიკაში.

 

გამოდგება ეს სპინინგი? მე იმით მომეწონა რომ საკმაოდ პატარა წონის სატყუარების სროლაც შეიძლება და 10 გრამიც არაა ცოტა, რო რამ იყოს ნორმალურ ვობერს ან სხვა სატყუარასაც ისვრის. რომელი ჯობს რომ ვიყიდო, 200 სანტიმეტრიანი თუ 210 სანტიმეტრიანი. სხვა უფრო ნორმალური სპინინგის პოვნა ხო არ იქნება შესაძლებელი ზემოაღნიშნულ პარამეტრებთან რომ იყოს ახლოს?

 

მედიუმ სპინინგებში, გაცილებით მეტი არჩევანი და შესაბამისად დაბნეულობა მაქვს:)

Edited by akila
Link to post
Share on other sites

ულტრა ლაითის ყიდვას ჯერ ნუ იჩქარებ ძამა. დახვეწე ტექნიკა მედიუმლაითით და მერე თვითონ გეტყვის საქმე ყველაფერს.

Link to post
Share on other sites

მადლობა ავთო გამოხმაურებისთვის. დინჯი გურული გინახავს ძამა, ერთბაშად გვინდა ყველაფრის ათვისება :e025:

 

ხუმრობა იქეთ იყოს და თავიდან მეც ეგრე ვფიქრობდი (რა თქმა უნდა აქ გამოთქმული აზრების გაცნობის შემდეგ), მაგრამ ვერ ავცდები ულტრალაითის ყიდვას ვატყობ. ლევანი ამბობს აჭარაში შესაძლებელია ქაშაპზე თევზაობაო და მედიუმ ლაითით მოხერხდება მაგაზე თევზაობა? მე რაც აქ წავიკითხე, ქაშაპის სატყუარები მცირე წონისაა და მედიუმის ტესტი, როგორც წესი მასზე მძიმეა.

 

ამიტომ გადავწყვიტე ორივე ვიყიდო ულტრალაითიც და მედიუმიც.

 

ულტრალაითს ვფიქრობ 0.8 - 10.5 ტესტით და მედიუმს 10-30 ტესტით. მეთქი გააბალანსებენ ერთმანეთს და მექნება შესაძლებლობა 30 გრამამდე ნებისმიერი სატყუარა გამოვიყენოთქო.

Edited by akila
Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს თემურ შენს მოსვლას ჩვენთან. მაგარია აქტიური თევზაობა და სპინინგი. მე თვითონ საშუალო მოყვარული ვარ თევზაობაში და რამდენად გამოგადგება ჩემი რჩევა რა მოგახსენო :haha: ერთი ესაა, საქართველოში საქაშაპე მდინარეები არაა ისეთი წყალუხვი და ისეთი ფართე მაინცდამაინც 30 მეტრზე ჭირდებოდეს სატყუარას სროლა. გადასარევია ულტრალაიტი, ისეთი შეგრძნებაა თევზი რომ დაჯდება გგონია ხელით მიჭირავსო. მარა ვფიქრობ ჩვენთან მედიუმიც საკმარისია. ამას გარდა უილტრას ტესტი ზოგიერთ კომპანიის ჯოხებში 1 გრამიდან იწყება, ზოგჯერ უფრო ქვემოდანაც. მე ვხმარობ 5-20 ტესტიანს 2.1 მ სიგრძით და კმაყოფილი ვარ. 1500-ნი კოჭა 2 მაქოთი. ერთზე წნული მიყენია 0.16 მეორეზე მონო 0.18. ესაა სულ და დავსდევ ამ თევზებს და ვარ :haha:

Link to post
Share on other sites

akila მოგესალმებით!

 

ჩაგერთვებით. :) ზოგადი წარმოდგენა თემაზე სწორად გაქვთ ჩამოყალიბებული.

 

ყველაფერი დანარჩენი კი გემოვნების, პრაქტიკული გამოცდილების, სრულყოფილებისაკენ სწრაფვის(თევზაობისგან მისაღებ სიამოვნებას და კომფორტს ვგულისხმობ) და მატერიალური შესაძლებლობის ამბავია.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ კარგო ხალხნო, ყველას დიდი მადლობა გამოხამაურებისა და რჩევებისათვის :)

 

ლევან პრაქტიკოსის რჩევებია საინტერესო, თორემ თეორიულად იმდენ რამეს წაიკითხავ კაცი ინტერნეტში, თევზაობის გურუ გახდები კაცი მდინარის ნაპირზე მიუსვლელად:D

 

ზაზას რჩევის გათვალისწინებით, სხვა ულტრალაითი უნდა მოვძებნო, მგონი აქვს დაივას სპინმატიკი, რომელიც 2 ნაწილად იშლება და ტესტიც ნორმალური აქვს.

 

DMORAL, გეთანხმებით, ყველანაირი მიმართულების განმსაზღვრელი პრაქტიკაა, უბრალოდ არ მინდა ,,პოლისჯოხით" დავიწყო თევზაობა:D მხოლოდ 2 ფირმის (დაივა და შიმანო) სპინინგები დავათვალიერე და იმდენი მოდელია შემოთავაზებული, თავგზა ამებნა. თან მწარმოებლის რეკლამას ზოგადად სკეპტიკურად ვუყურებ (მით უფრო თვითონ მწარმოებლის რეპუტაციაც როცა არ ვიცი).

 

მედიუმებში რამდენიმე სპინინგი ავარჩიე და იქნებ გქონდათ რომელიმე მათგანთან შეხება, რომლის შეძენას მირჩევდით?

 

1, http://www.ebay.com/itm/DAIWA-Cielo-Casting-Rod-610-Medium-heavy-CEL610MhFB-NEW-2013-worming-rod-/400538903876?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item5d41faa544

DAIWA Cielo Casting Rod 6'10" Medium heavy CEL610MhFB

CEL6101MHFB MH F 6'10" 1 10 - 20 1/4 - 1 9

 

 

CEL721MHFB MH F 7'2" 1 10 - 20 1/4 - 1 9

 

ფასი 129 დოლარი.

 

2, http://www.ebay.com/itm/DAIWA-PROCYON-PCN702MHFS-7-MEDIUM-HEAVY-2-PIECE-SPINNING-ROD-/400300355163?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item5d33c2ae5b

 

DAIWA PROCYON PCN702MHFS 7' MEDIUM HEAVY 2 PIECE SPINNING ROD

 

IM-7 Graphite construction

 

Fuji® "O-ring" aluminum oxide guides

PCN 702MHFS MH F 7' 2 8 - 17 1/4 - 1 9

 

Fasi 60 dolari.

 

3. http://www.waveinn.com/nautical-fishing/shimano-yasei-red-dropshot/23188/p#

 

Shimano Yasei Red Dropshot

მოდელი: syards24, სიგრძე 240სმ, დაკეცილი 123 სმ. წონა 140 გრ, რგოლი 10, იყოფა 2 ნაწილად, 7-28 გრამი. ფასი 52 $.

 

4. http://www.waveinn.com/nautical-fishing/shimano-beastmaster-cx/23181/p

 

Shimano Beastmaster CX

მოდელი: sbmcx24m, სიგრძე 240სმ, დაკეცილი 124 სმ. წონა 145 გრ, რგოლი 10, იყოფა 2 ნაწილად, 10-30 გრამი. ფასი 83 $.

 

5 , http://www.waveinn.com/nautical-fishing/shimano-catana-cx-spinning/30698/p#

Shimano Catana CX Spinning

 

მოდელი: skatcx24m, სიგრძე 240სმ, დაკეცილი 124 სმ. წონა 165 გრ, რგოლი 7, იყოფა 2 ნაწილად, 10-30 გრამი. ფასი 39 $.

 

 

ამ Shimano Beastmaster CX რუსების სარეიტინგო საიტი რომ არის, იქაც ნორმალური გამოხმაურება აქვს და ხომ არ იცით, რეალურად ნორმალური სპინინგია?

Edited by akila
Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 1 month later...

დღეს მეგობარმა,კიევში,მიყიდა ახალი სპინი Favorite Synapse , SYS 742 M, 2.24m 5-20g M-Fast .თვის ბოლოს აქ უნდა მქონდეს წესით.ერთ სულზე ვარ რა).

Тип

Спиннинговое удилище

Катушкодержатель

Fuji VSS

Рукоять EVA

Кольца Fuji Titanium

Длина 2,24 m

Транспортировочная длинна 1,15 m

Количество частей 2

Тест, гр 5-20

Строй Mod.fast

Вес, гр 91

 

d9bab3f29094.jpg

 

aab7d64b0020.jpg

 

437c8e507de6.jpg

 

fe1bb3de11fc.jpg

 

b1afe4746f58.jpg

 

9bb05b4d6518.jpg

 

 

ასევე რაღაცეებს ვაყოლეფო.ამათ შორის ლიპ-გრიპის

31f899a75e91.jpg

 

ერთი სიტყვით,თვის ბოლოდან,საცხოვრებლად ტბაზე გადავდივარ)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...