Gurulo 154 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 Boss & Co ელიტარულ ინგლისურ ფირმათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Boss & Co. ამ ფირმაში გამოგონებული, დაყვანილი და გაუმჯობესებული საკეტი სისტემები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმები და ლულები დღესაც საუკეთესოდ ითვლებიან. ლულათა ვერტიკალურ წყობას და ერთ სასხლეტს საფუძველი აქ ჩაედო და დღემდე კლასიკად წარმოდგება მნახველისათვის. ფირმის დამაარსებელი თომას ბოსი დაიბადა 1790 წელს მეიარაღის უილიამ ბოსის ჯახში, რომელიც თავის მხრივ ჯოზეფ მენტონის საწარმოში მუშაობდა(ჯოზეფ მენტონს სამშობლოში დღესაც ყველა დროისა და ერის პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ). ჭაბუკმა თომასმა 14 წლის ასაკში დაიწყო მამისაგან ხელობის შესწავლა. მამის სიკვდილის შემდეგ კი უშუალოდ ჯოზეფ მენტონთან გააგრძელა სტაჟირება. 1812 წლიდან შემდგომი 4 წელი ამავე საწარმოში მუშაობდა. მართალია Boss & Co ფირმის დაარსების თარიღად 1812 წელია მიჩნეული, მაგრამ თომას ბოსმა უშუალოდ თავის ფირმაზე მუშაობა 1830 წლიდან დაიწყო. მენტონთან მუშაობის პერიოდში თომას ბოსი დიდ მეიარაღედ ჩამოყალიბდა. 1817 წლიდან ის უკვე ჯეიმს პერდეს თოფების აწყობაზე მუშაობდა(შეგახსენებთ, რომ პერდეც მენტონის მოსწავლე იყო). თომას ბოსი წელიწადში საშუალოდ 50- 75 თოფს აწყობდა. თომას ბოსის სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა ფირმის მმართველად მოიყვანა სტეფენ გრანტი, რომელიც თავისი ოსტატობითა და ამბიციებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ფირმის დამაარსებელს. გრანტის მმართველობისას ფირმის საქმეები კიდევ უფრო წარმატებით განვითარდა. 1872 წლიდან ფირმას სათავეში ჩაუდგა ედუარდ ჯეიმსი, შემდგომ ედუარდ ფილდს პადისონი. ახალი სისხლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა ფირმაში 1891 წელს ჯონ რობერტსონის მოსვლას. ეს მართლაც უნიკალური პიროვნება იყო, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ კორიფეებთან მუშაობდა, როგორებიცაა ჯოზეფ ვიტვორტი, ვესტლი რიჩარდსი, ჯეიმს პერდე უმცროსი, ჰენრი ჰოლანდი, სტეფენ გრანტი, ჯოზეფ ლანგი, ჰენრი აკტინი, უილიემ ევანსი, ჯონ რიგბი... ჯონ რობერტსონის სახელთანაა დაკავშირებული ფირმა ,,ბოსის" აღზევება. ჰორიზონტალურის ვერტიკალურად ტრანსფორმაცია სწორედ რობერტსონმა მოახდინა 1909 წელს. მას მოუწია ერთდროულად ტექნიკური და ესთეტიური პრობლემების გადაწყვეტა და ბრწყინვალედ გაართვა ამას თავი. მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მეიარაღეებმა დაიწყეს ერთსასხლეტიან მექამიზმზე მუშაობა სპორტული თოფებისათვის. მათი აზრით ერთ სასხლეტს(ორიანთან შედარებით) გააჩნია რიგი უპირატესობებისა: ა)მეორე( შემდგომი) გასროლა შესაძლებელია უფრო ჩქარა. ბ)გამოირიცხება საჩვენებელი თითის დაზიანება თოფის უკუცემისას წინა სასხლეტ კავზე. გ)არ ქმნის უხერხულობას ხელთათმანის გამოყენება. ამ სასხლეტების ექსპლოატაციისას გამოვლინდა ერთადერთი ნაკლი_ მსროლელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებს ერთსასხლეტიან იარაღს, უჭირს ორსასხლეტიანზე(ორკავიანზე) გადასვლა. მე-19 და მე-20 საუკუნის განმავლობაში ინგლისელმა კონსტრუქტორებმა დააპატენტეს 100-ზე მეტი ერთსასხლეტიანი მექანიზმი. თუმცა ჩვენს დრომდე ყველა მათგანს არ მოუღწევია(იგულისხმება პატენტი და არა მექანიზმი). ერთსასხლეტიანი სისტემა არის სელექტორული და არასელექტორული. სელექტორული სისტემა გულისხმობს ლულების თანმიმდევრობის გადამრთველს. ყველაზე განსაკუთრებულად ამ სისტემებს შორის ითვლება Boss & Co -ის ერთსასხლეტიანი მექანიზმი. 1894 წლის ნოემბერში ჯონ რობერტსონმა(ის Boss & Co -ის თანამფლობელი იყო) დააპატენტა არასელექტორული ერთსასხლეტიანი მექანიზმი( პატენტის № 22.894 26 ნოემბერი 1894 წ), რომელსაც გააჩნია 3 საფეხური. სასხლეტ კავზე პირველი დაჭერისას მოქმედებაში მოდის მარჯვენა(ქვედა) ჩაქუჩი, მეორე დაჭერისას ჩაქუჩის დაცემა არ ხდება ანუ არის ნეიტრალური და ბოლოს, მესამე დაჭერას მოქმედებაში მოჰყავს მარცხენა(ზედა) ჩაქუჩი. აღნიშნული სისტემა ყველა სხვა ანალოგიური სისტემისგან განსხვავებით საუკეთესოდ ითვალისწინებს ე. წ. ,,ადამიანის ფაქტორს”, კერძოდ, პირველი გასროლისას უკუცემის შემდეგ თოფი ბრუნდება საწყის პოზიციაში ანუ მიდის ისევ წინ. სწორედ ამ დროს საჩვენებელი თითი აგრძელებს მოძრაობას უკან და ხშირად ხდება მეორე გაუთვალისწინებელი დაჭერა სასხლეტ კავზე_ შესაბამისად გასროლაც. სამსაფეხურიანი ერთსასხლეტიანი სისტემის დროს სასხლეტ კავზე მეორე დაჭერა არის ,,ფუჭი”, ამიტომ გამორიცხულია შემთხვევითი გასროლა. 1898 წლის მაისში რობერტსონმა დააპატენტა მისი სამსაფეხურიანი სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა სელექტორულ გადართვასაც. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 13, 2012 Author Report Share Posted July 13, 2012 N1 ტყუპი გარნიტურიდან; ყალიბი 12, სავაზნე 65სმ, ლულის სიგრძე 71სმ. გამოშვებულია 1922 წელს. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 15, 2012 Report Share Posted July 15, 2012 სრულყოფილებაა,ოსტატობისა და დახვეწილი გემოვნების ზეიმი!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 5, 2013 Author Report Share Posted July 5, 2013 (edited) ჯონ რობერტსონს ამ დიდ კომპანიაში უზარმაზარი წვლილი რომ უდევს ამაზე აღარ განვმეორდები. მხოლოდ მოგახსენებთ, რომ ამ დიდ მეიარაღეს კომპანიის მმართველობის პერიოდში უნდოდა წარმოებაში ჩაეშვა შედარებით იაფი მოდელი... მას საკუთრებაში გააჩნდა მისი სახელით წოდებული სანადირო თოფი, რომელიც ბირმინჰემში იყო დამზადებული. აღნიშნული იარაღი ყველა იმ ტექნიკურ-ესტეტიურ მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებდა რაც საზოგადოდ მოეთხოვებოდათ ძვირფას ბრიტანულ თოფებს_ სწორედ ანალოგიურ მოდელში ხედავდა დიდი მაესტრო ბოსის საუკეთესო თოფების ალტერნატივას. რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2007 წელს, ფირმის მესვეურებმა გააცოცხლეს რობერტსონის ჩანაფიქრი და დღის სინათლე იხილეს მოდელებმა ROBERTSON GUN ლულების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგებით. Boss & Co-ის მმართველებმა მიზნად დაისახეს დაემზადებინათ კლასიკური და შედარებით იაფი თოფები(ხელით შრომის შემცირების ხარჯზე), რომლებიც ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ხელით ნაკეთებ საუკეთესო ესპანურ თოფებს. ლულის მასალა მაღალლეგირებული ფოლადი(ვერტიკალურების შეერთება მონობლოკის პრინციპით ხდება), ავტომატური მცველი, ეჟექტორზე, ერთ ან ორ სასხლეტზე, კაკალი უმაღლესი ხარისხისა, ხელით შესრულებული გრავირება. ROBERTSON GUN ლულათა ვერტიკალური წყობით ღირს 16000-დან 24000 მწვანემდე ხოლო ჰორიზონტალური წყობით კი 12000-დან 20000 მწვანემდე. ROBERTSON GUN პ.ს. როგორც ინგლისელთა მეფე გეორგ მეექვსე ამბობდა: ბოსის თოფები ძალიან ძვირია, თუმცა ძალიანაც კარგი! Edited July 5, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 5, 2013 Report Share Posted July 5, 2013 უფ,შე კაცო,აგი იაფია,აშენდი გელაია არ მევითქვი სული!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 5, 2013 Author Report Share Posted July 5, 2013 უფ,შე კაცო,აგი იაფია,აშენდი გელაია არ მევითქვი სული!!!!!! :haha: იაფია აბა რაია მაგი ფასი ჩვენდა პ.ს. ჩემზე კარგად იცი ბრატანა შენ რაცხა ღირს თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი ბოსი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 1, 2015 Author Report Share Posted September 1, 2015 (edited) Edited September 1, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.