laika 0 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 ინგლისური პოინტერი პოინტერი წარმომავლობა. სავარაუდოდ, პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი ნაგაზი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. იგი იყო სწრაფი, დაუღალავი ძაღლი, ნადირის ძებნისას იყენებდა მხოლოდ ზედა ალღოს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან (ფოქსჰაუნდებთან, გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ.) და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში, დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლი. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტერის ჯიშის ფორმირება დასრულდა. 1891 წელს დაფუძნდა პოინტერის მოყვარულთა კლუბი. პოინტერები ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ჯიშის დახასიათება. პოინტერი – ძლიერი, აქტიური, სწრაფი, გამძლე ნაგაზია, რომელიც ორ ძირითად თვისებას ითავსებს: ძებნის მაღალ სიჩქარეს და უბადლო ალღოს. პოინტერი ყველაზე კარგადა ნადირობას შეგუებულია სწორ, გაშლილ მიდამოებში. მისი ნაბული – ეფექტური, დამაჯერებელი, “მკვდარია”. იმ მომენტში, როდესაც ძაღლი დგება ნაბულში, იგი თითქოს ქანდაკებად გადაიქცევა: სხეული ქვავდება, კუნთები დაძაბულია, წინ გამოწეული თავი და უხეში კუდი წარმოქმნიან ერთ ხაზს. პოინტერი – შესანიშნავი მონადირეა საველე, ჭაობის და ტყის ფრთოსან ნადირზე. მშვიდი და კეთილშობილური ხასიათი ხდიან მას სასიამოვნო კომპანიონად. ეს ჯიში საჭიროებს რბილ და მომთმენ წვრთნას. პოინტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. აღწერა. პოინტერის თავი რელიეფური ზოლებითაა, მშრალი. თავის ქალა ზომიერი სიგრძისაა, ბრტყელი და საკმაოდ ფართოა ყურებს შორის. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. კეფის ბექი გამოხატულია, დრუნჩი ზომიერად გრძელია, პროფილში – მართკუთხა, ტუჩები თხელია, თვალები – მომრგვალო ფორმის, თაფლისფერი ან ღია-თაფლისფერი ფერის, ბეწვის საფარველის ლაქების შეფერილობის შესაბამისად. ყურები დასმულია მაღლა, საკმაოდ მოკლეა, თხელი, დაკიდებული, მჭიდროდ მიკრობილი თავთან, მომრგვალებული დაბოლოებებით. კორპუსი კვადრატული ფორმატისაა, კისერი – გრძელი, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. მკერდი ფართოა, ღრმა და აღწევს იდაყვებს. თეძოები მკვრივია, ზურგი – სწორი, წელი – ძლიერი, მოკლე, კუნთოვანი, ოდნავ ამობურცული. გავა გრძელია, ოდნავ დამრეცი. კიდურები კუნთოვანია, ძლიერი ჩონჩხით. თათები ოვალურია, ძალიან მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი – მოქნილი, მოძრავი, საშუალო სიგრძის, სქელი საფუძველთან და შევიწროებული ბოლოსკენ. ძაღლი მას ზურგის დონეზე ატარებს და არასოდეს ღუნავს ზედა ნაწილისკენ. პოინტერის ბეწვი თხელი, მოკლე, მკვრივი, გლუვი, სწორი და ძალიან ბზინვარეა. შეფერილობა: ერთიანი, ყავისფერი, შავი, წითელი, ზოგჯერ თეთრი ლაქებით მკერდსა და თათებზე. ამლაკი: შავ-ამლეკი, ყავისფერ-ამლეკი, წითელ-ამლეკი, წინწკლებით. დაშვებულია სამფეროვანი (სხვადასხვა ფერის შეხამება) შეფერილობა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 63-69 სმ, ძუ – 61-66 სმ. წონა: 20-30 კგ. ყოლა და მოვლა პოინტერს მშვენივრად შეუძლია ცხოვრება ქალაქში, თუმცა ესაჭიროება სივრცე და აქტიური ფიზიკური გაკვეთილები. ეს ჯიში მგრძნობიარეა სიცივისადმი და გაძლიერებული სინესტისადმი. აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ჯაგრისით. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 პოინტერი მინდვრის მეფეა ციტირება Link to post Share on other sites
tedo_axodnik 0 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 გამარჯობათ ყველას,ძალიან კარგი ფორუმია პირველიგში ამას ვიტყოდი,,,და რაც შეეხება პოინტერს ამ უნიკალურ ჯიშს ულამზესი ექსტერიერის და ძალიან მაღალი არისტოკრატიული ძებნის მანერით და ნაბულით გამოირჩევა,მე პირადათ მყავს ეს უნიკალური ჯიში და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც საოცრებაა,მინდა ვუთხრა ყველა იმ მონადირეს რომ იყოლიოს პოინტერი,მიუხედავად მისი ადგლი მდებარეობისა და რელიეფური მდგომარებისა ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით მისი ნადირობის მაღალი კლასით.მართლაც რომ შეუდარებელია პ ო ი ნ ტ ე რ ი ციტირება Link to post Share on other sites
tedo_axodnik 0 Posted February 16, 2012 Report Share Posted February 16, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
tedo_axodnik 0 Posted February 16, 2012 Report Share Posted February 16, 2012 ეს ჩემი პოინტერი,,სახელად პერი,არაჩვეულებრივია ნადირობისას,, ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 აი ვისაც პოინტერის თავი აინტერსებს როგორი უნდა იყოს!არის კლასიკა თუ არა???? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 რაო?? პოინტერი წყალში არ შედისო??? მოარბებინებს თუ არა იხვს! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 ჯაბას ვენაცვალე იცი რა ძაღლი, მაგრამ პოინტერებში მეფე ხარ ძმაო! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 30, 2012 Report Share Posted July 30, 2012 პოინტერის ლეკვები ხომ არ უნდა ვინმეს,არ მოგერიდოთ,აგერაა ბატონო: http://ikiladnas.ru/news_full.php?nid=99 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 30, 2012 Report Share Posted July 30, 2012 პოინტერის ლეკვები ხომ არ უნდა ვინმეს,არ მოგერიდოთ,აგერაა ბატონო: http://ikiladnas.ru/news_full.php?nid=99 ვაიმე ცუდათ ვარ ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted July 30, 2012 Report Share Posted July 30, 2012 პოინტერის ლეკვები ხომ არ უნდა ვინმეს,არ მოგერიდოთ,აგერაა ბატონო: http://ikiladnas.ru/news_full.php?nid=99 ვაა რა კარგები არიანნ! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 30, 2012 Report Share Posted July 30, 2012 მე და ჩემი ქორიჯი ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 30, 2012 Report Share Posted July 30, 2012 მე და ჩემი ქორიჯი მაგარია ძმაო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 courage კარგი ძაღლი გყავს! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 მართლა კარგია,საღოლ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 31, 2012 Author Report Share Posted July 31, 2012 კარგია!! ბევრჯერ ესიამოვნებინოს შენთვის,ნადირობის კომპანიონობაში !! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 გაეხარეთ, მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მეც და ქორიჯიც დამწყებები ვართ და ვნახოთ როგორ დავიწყებთ ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 საიტზე მოცემული ლეკვები ბრაკებია!ძალიან ახლო წარსულამდე სულ რამოდენიმე წლის წინ პოინტერი რომელსაც ყური ორ ფერში აქვს იბრაკებოდა,ახლა დაუშვეს სტანდარტში მაგრამ მაინც არასასურველ ნიშნად მიიჩნევა!ანუ თუ რინგზე დარჩა 2 პოინტერი რომელმაც შიძლება უმაღლესი შეფასება დაიმსახუროს ისეთს დააყენებენ წინ რომელსაც ყური ერთ ფერში აქვს ციტირება Link to post Share on other sites
DaTo-KiZo 0 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 რამდენად შევიძენ პოინტერის ლეკვს? ძაან მომწონს ეს ჯიში და მინდა ვიყოლიო. მონადირე არ ვარ და შესაბამისად დიდად არ მაინტერესებს საგვარეულოს მიღწევები. უბრალოდ პოინტერი იყოს :D ბათუმში არ იცით რომ ყიდდეს ვინმე? ერთი ვიცი მარა 300 $-ს ნამდვილად ვერ მივცემ :( ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2012 Report Share Posted July 31, 2012 300 ლარი გეყოფა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2012 Report Share Posted August 1, 2012 რამდენად შევიძენ პოინტერის ლეკვს? ძაან მომწონს ეს ჯიში და მინდა ვიყოლიო. მონადირე არ ვარ და შესაბამისად დიდად არ მაინტერესებს საგვარეულოს მიღწევები. უბრალოდ პოინტერი იყოს :D ბათუმში არ იცით რომ ყიდდეს ვინმე? ერთი ვიცი მარა 300 $-ს ნამდვილად ვერ მივცემ :( ბათუმში ჩვენ ფორუმელს ყავს ძალიან კარგი პოინტერები!ტელეფონის ნომერს მოვძებნი და პირადში მოგწერ ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 1, 2012 Report Share Posted August 1, 2012 ბათუმში ჩვენ ფორუმელს ყავს ძალიან კარგი პოინტერები!ტელეფონის ნომერს მოვძებნი და პირადში მოგწერ ვის ყავს ჯაბა? ყიდის? თუ ყიდის რა ფასში? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 1, 2012 Report Share Posted August 1, 2012 ჯაბა ის პოინტერები სურათები რომ არის , მამუკამ რომ დადო ლინკი, რატომ არიან ბრაკები? ყურები რომ ერთ ფერში არ აქვს ეგ რისი ნიშანია რომ რაღაც უზის? ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 1, 2012 Report Share Posted August 1, 2012 http://huntdogs.ru/puppy_details.php?bc_tovar_id=1651 http://huntdogs.ru/puppy_details.php?bc_tovar_id=1650 ეს მაგ პიონტერის ლეკვების უფრო დაწვრილებითი მონაცემებია,საგვარეულო ნუსხებით,მშობლების მონაცემებით(თუ მშობლების სახელებზე დააწკაპებთ მათ სურათებს და სხვა მონაცემებს გახსნის)ფასით,რომელიც საკმაოდ ძვირი 30000 რუბლია რაც 1000 დოლარს შეადგენს,არ მგონია ამ ფასიანი ლეკვები ბრაკები იყოს!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.