Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

W.W. Greener

 

8b1660661d1b.jpg

 

იარაღის წარმოებაში ტექნიკურმა გადაწყვეტებმა მე-19 საუკუნეში იმ დონეს მიაღწია, რომ დღესაც იმდროინდელი ხის ნაყოფს ვაგემოვნებთ. პირველ რიგში აღნიშნული ინგლისელ ოსტატებს ეხებათ, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უილიამ ველინგტონ გრინერს ეკუთვნის.

ეს გვარი საიარაღო წარმოებაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვიდა და თანდათან დიდ, ავტორიტეტულ მეიარაღე დინასტისად ჩამოყალიბდა. წარმატების საფუძველი უფროსმა უილიამ გრინერმა ჩაყარა(მენტონის მოსწავლე), რომელმაც 1829 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო ნიუკასლში, ხოლო 1844 წელს კი დაფუძნდა ბირმინგემში. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა თოფებზე პირველი წარწერა ,,გრინერი_ პრინც ალბერტის კარის ოსტატი".

უფროსი გრინერი ნიჭიერი ოსტატი იყო, თუმცა ცნობილი უფრო მეტად მონოგრაფიების ხარჯზე გახდა. მისი პირველი წიგნი ,,The Gun'' გამოქვეყნდა 1834 წელს. შემდეგ გრინერმა მისი სხვა ნაშრომებიც გამოაქვეყნა ,,The Science of Gunneri" 1841 წელს და 1858 წელს ,, Gunneri in 1858" .

უფროსი გრინერის გამოგონებაა სპეციალური ტყვია, რომელიც ლულაში მოძრაობისას წნევის ზემოქმედებით ფართოვდება.

 

8518b066739b.jpg

 

1851 წელს წარმოებაში შემოდის შვილი, უილიამ ველინგტონ გრინერი, რომლის პირველი პატენტიც სასხლეტ სისტემას ეხება. 1864 წელს შვილმა გრინერმა დააპატენტა ქვედა გასახსნელი ბერკეტი; 1869 წელს მან დააპატენტა შიდა სასხლეტები; 1880 წელს საცდელ ეგზემპლიარად წარმოადგინა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც იხსნებოდა მარჯვნივ.

1865 წლით თარიღდება გრინერის ყველაზე დიდი და ფუნდამენტალური გამოგონება ე.წ. გრინერის ჭანჭიკი.

იგი წარმოადგენს ლულათა ზედა ჩაკეტვის უმყარეს სისტემას. სამიზნე თამასის ვერტიკალური გაგრძელება, რომელსაც ჰორიზონტალურად აქვს მრგვალი ნახვრეტი, ჩადის კალაპოტის შესაბამის ჭრილში და იკეტება მრგვალი ჭანჭიკით. ჭანჭიკი იმართება გადასახსნელი ბერკეტით.

ამ საკეტის მოდიფიცირების შედეგად შეიქმნა ,,სკოტის ჭანჭიკი" 1874 წელს და კესტნერის ,,ორმაგი ჭანჭიკი", რომელიც უმეტესობა გერმანულ ვერტიკალურებზე გვხვდება.

გრინერის ჭანჭიკი საკეტების სხვა სახეებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ძალიან მყარ და საიმედო დაკეტვას, რომელიც იარაღის ლულათა რყევის პირობებშიც კი უსაფრთხო გასროლის საწინდარია.

შვილი გრინერიც მამის მსგავსად ნაშრომების გამოქვეყნებით იყო დაკავებული. სხვადასხვა წლებში(1871წ,1876წ, 1881წ, 1910წ) მას გამოქვეყნებული აქვს 4 სხვადასხვა ნაშრომი.

1890 წელს გრინერის საწარმო უდიდესი იყო ინგლისში, ხოლო 1923 წელს კი ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საწარმო გახდა სანადირო და სპორტული თოფების წარმოებაში. შემკვეთებისათვის მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტით კომპანიას ბადალი არ ყავდა. ამხელა მრავალფეროვნება დღესაც კი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ საწარმოს.

გრინერის თოფების სავიზიტო ბარათია მცველის განლაგება კონდახის მარცხენა მხარეს.

 

077fab5dc3f4.jpg

 

 

7c63709879d4.jpg

 

 

ფირმას მაღალი კლასის იარღთან ერთად ნაწარმოები აქვს მსოფლიო შედევრები. ეს თოფი Saint George (წმინდა გიორგი) სახელითაა ცნობილი და როგორც მისი წარმოების ისტორიული პირველწყარო იუწყება: თოფის კონდახი გაეთებულია კავკასიური კაკალით(უნდა ვივარაუდოთ ქართული კაკალით) . ამ თოფზე წმინდა გიორგისა და ურჩხულის ბრძოლის რელიეფური გრავირებაა. 1910 წელს აღნიშნული თოფი ერთ-ერთი ტრანსპორტირებისას დაიკარგა. 1990 წლიდან ფირმამ ამ თოფების წარმოება კვლავ განაახლა.

 

b5161ddb7bc3.jpg

 

 

ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე გრინერის მორიგი შედევრია აღბეჭდილი.

 

595f4312e461.jpg

 

გრინერის თოფებს გააჩნიათ ძალიან მაღალი რესურსი და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები. იარაღის თანამედროვე ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია, რომელიც კარნახობს მწარმოებლებს იარღთან ერთად სხვადასხვა ნივთების წარმოებას. გრინერი თავის ნაწარმის სახრახნისებით, ზუმბებით, ცრუ ვაზნებითა და სხვა აქსესუარებით აკომპლექტებს.

 

225fddc9e86a.jpg

f378e2b43a71.jpg

 

 

 

 

დღეისათვის ფირმის მფლობელია გრეჰემ გრინერი, რომელიც დინასტიის მეხუთე წარმომადგენელია. ფირმა უშვებს თითქმის ყველა თავის ადრინდელ მოდელსა და თანამედროვე მოდიფიკაციებს.

 

 

fbe7b8f76b3e.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მინდა მოგითხროთ რამდენიმე შტრიხი ამ თოფის დამზადებისა და კომპანიის ისტორიიდან

 

595f4312e461.jpg

 

1900 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენა ჩარატდა, რომელიც ერთგავრი შეჯამება იყო საუკუნის მიღწევებისა კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში. გამოფენაში მონაწილეობდა 76 ათასი წარმომადგენელი და მუშაობის რამდენიმე თვის განმავლობაში დამთვალიერებელთა რიხვმა 50 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ამ გრანდიოზული ღონისძიების ერთ-ერთი საგამოფენო სტენდი გრინერს უნდა დაეკავებინა...

 

1899 წლის დასაწყისში, როცა ფირმა და მისი ხელმძღვანელი პოპულარობის ზენიტში იყვნენ, უილიამ გრინერმა დაიბარა საწარმოს ოსტატთა ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ საგამოფენო ეგზემპლიარებს აკეთებდნენ, და დაუსახა ამოცანა_ დაემზადებინათ თოფი დამასკური ლულებით გარე ჩახმახებზე, რომელიც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე იქნებოდა წარდგენილი. იარაღი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ კარგი თოფი, არამედ შედევრი, რომლის სადარი არავის ექნებოდა წარმოდგენილი. ამ თოფმა მიიღო ნომერი 48336.

ცნობისათვის: საგამოფენო ეგზემპლიარებზე მომუშავე ოსტატები ყველაზე მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი ოსტატებია, მათი ჯამაგირი 5-ჯერ მეტი გახლდათ სერიულ თოფების მწარმოებელ ოსტატებთან შედარებით.

მოულოდნელად, 1899 წლის ოქტომბერში ოსტატებმა მიიღეს ბრძანება შეეწყვიტათ საგამოფენო თოფის დამზადება. (ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია)...

მეოცე საუკუნე კომპანიას კარგს არაფერს უქადდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პროდუქციაზე მოთხოვნილებამ იკლო; 1920-30-იან წლებში წარმოების მოცულობა შემცირდა; მეორე მსოფლიო ომმა და შემდგომმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ფირმას. იძულებული გახდნენ წარმოება შეეწყვიტათ.

1965 წელს ფირმა გაიყიდა... ინგლისურმა ,,ვებლიმ" შეიძინა საიარაღო განყოფილება და რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა გრინერის მოდელებს...

გაიყიდა ოჯახის(გრინერების) საიარაღო კოლექციაც, რომლებშიც უიშვიათესი და სამუზეუმო ექსპონატები ჭარბობდა. კოლექციის მყიდველი გახლდათ ამერიკელი ველ ფორგეტი. მან ყველაფერი აშშ-ში გადაზიდა გარდა რამდენიმე ყუთისა, რომლებშიც დაუმთავრებელი კალაპოტები და ნაწილები ეწყო. ფორგეტმა თავის ბირმინგემელ პარტნიორს ბრაიან ებსს თხოვა მოეძებნა მყიდველი, ვინც ყუთების შიგთავსს შეიძენდა.

თავის მხრივ ბრაიანმა მიმართა წარსულში გრინერის კომპანიაში მომუშავე ოსტატ დევიდ დრაიჰერსტს, რათა აღეწერა ყუთების შიგთავსი. დევიდ დრაიჰერსტი იარაღის უბადლო მცოდნე გახლავთ(აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის ,,როიალის" გვერდითი დაფები მისი ქმნილებაა) და შესრულებული სამუშაოს ჰონორარის სანაცვლოდ შეიძინა ამავე ყუთებში არსებული მოდელი DH75-ის 4 ცალი ნამზადი და ჩახმახიანი თოფი N 48336-ის დაუმთავრებელი ნაწილები. შემდგომში დევიდ დრაიჰერსტი აღნიშნავდა: ,,კომპანია გრინერში მუშაობის პერიოდში თოფი N 48336-ის დეტალებს დირექტორის კაბინეტში ვხედავდი ხოლმე და ყოველ ჯერზე ვშეშდებოდი მათი შემხედვარე!!!"

დაუმთავრებელმა თოფმა დევიდ დრაიჰერსტის კაბინეტში დაჰყო კიდევ 31 წელი...

1985 წელს კომპანია გრინერი გამოსყიდული(დაბრუნებული) იქნა გრეჰემ გრინერის(უილიამ გრინერის შვილთა-შვილთა -შვილი), დევიდ დრაიჰერსტის, რიჩარდ ტენდისა და კენ რიჩარდსონის მიერ. ახალმა მმართველებმა აღადგინეს წარმოება და მოდელთა რიგი. 1990 წლიდან ფირმამ განაახლა მოდელ Saint George-ის წარმოება და ახალი სახელი უწოდა New St George. თოფის გრავირება ალან და პოლ ბრაუნებს ხვდათ წილად. ეს ნამდვილი სენსაცია იყო და შეკვეთებმაც არ დაახანეს...

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანელმა კოლექციონერმა ფირმას შეუკვეთა ერთდროულად რამდენიმე თოფი. კოლექციონერის მორიგი ვიზიტისას მისი ყურადღება მიიპყრო დაუმთავრებელმა თოფმა ნომრით 48336. მან თხოვა გრეჰემ გრინერს დაემზადებინა საგამოფენო სამეული, რომელშიც მთავარი იქნებოდა ეს ჩახმახიანი, ხოლო დანარჩენი ორი კი პირველის დამატება გახდებოდა(დამატებითი თოფების პროტოტიპები გახდებოდნენ St. Louis და St. George).

დამზადება დაიწყო და აღსანიშნავია, რომ ყველაფერი კეთდებოდა მეცხრამეტე საუკუნის ტექნოლოგიით(რაღა თქმა უნდა ხელით). გრავირება ალან ბრაუნმა შეასრულა.

 

შეკვეთა დასრულდა 2007 წელს. შეიძლება ითქვას, რომ თოფის დამზადებას დააგვიანდა 108 წელი.

 

ნაკეთობის დასრულების შემდეგ დევიდ დრაიჰერტმა წარმოთქვა: ,,უილიამ გრინერს ახლა რომ ენახა ჩვენი შრომის შედეგი, დაგვეთანხმებოდა, რომ ასეთი შედევრისათვის უფრო მეტი ლოდინიც შესაძლებელია"

 

 

7bcef0a6b20c.jpg

 

 

სურათზე: კომპანიის ახალი მმართველობა,

მარცხნიდან მარჯვნივ: რიჩარდ ტენდი, დევიდ დრაიჰერსტი, გრეჰემ გრინერი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

W.W. Greener

 

 

1c23581fca61.jpg

 

წარმოებულია 1929 წელს, ყალიბი 12/70, ლულის სიგრძე 66სმ, ჩოკები: მარჯვენა 0,2 მარცხენა 0,7; არხის დიამეტრი 18,52; წარწერა ლულასა და კალაპოტზე შესრულებულია ოქროთი; კონდახზე ოქროს მედალიონით; კონდახის ,,ცრემლი-რომბი" და ტიბჟირის წვერი შესრულებულია შავი კამეჩის რქისაგან. წონა3,04კგ.

 

 

 

1f7291c4d002.jpg

 

 

b353a34f3a04.jpg

Link to post
Share on other sites

თემის გარეთ კითხვა მაქვს გურულო შენთან, ასეთი: ზემოაღნიშნულ თოფის მსგავსად, ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის თოფებიდან რომელს გამოარჩევდი და რატომ?(შენი აზრი მაინტერესებს) წარმოიდგინე ჯეკ-პოტი მოვხსენით და აღარ ვიცით რომელი "მათგანი" ვიყიდოთ, რომელს იყიდდი მსწრაფლ? :haha: მე ჯერჯერობით ვინჩენცო ბერნანდელის ხიბლში ვარ :phil_25:

Link to post
Share on other sites

თემის გარეთ კითხვა მაქვს გურულო შენთან, ასეთი: ზემოაღნიშნულ თოფის მსგავსად, ექსკლუზიური უმაღლესი ხარისხის თოფებიდან რომელს გამოარჩევდი და რატომ?(შენი აზრი მაინტერესებს) წარმოიდგინე ჯეკ-პოტი მოვხსენით და აღარ ვიცით რომელი "მათგანი" ვიყიდოთ, რომელს იყიდდი მსწრაფლ? :haha: მე ჯერჯერობით ვინჩენცო ბერნანდელის ხიბლში ვარ :phil_25:

 

 

ო რა შეკითხვები იცი ხოლმე თორნიკე?! :hi::alfons:

 

 

დაზუსტებით და კონკრეტულად ვერავინ გეტყვის ინდივიდუალური ბერნარდელი ჯობია კონკრეტულ ლანკასტერს, კონკრეტულ ჰოლანდს, პერდეს, ლებოს, ივო ფაბის ნაქარგს თუ რომელიმე სხვას, რადგან ჯერ მყიდველი უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა(მარტო ფარა გქონდეს მეშოკით არ კმარა), რისთვის უნდა და ა.შ.

 

დავიწყოთ იქედან რომ ექსკლუზიური თოფი მის პატრონთან შესისხლხორცებული უნდა იყოს, ფაქტიურად მისი სხეულის გაგრძელებაა, მისი მხატვრული და სულიერი ფანტაზიების დაკმაყოფილება უნდა შეეძლოს და ა.შ და ა.შ.

 

 

მე რომ ჯეკპოტი მოვიგო(დიდი ჯეკპოტი, ძალიან დიდი(ნატვრაში ამომხდება სული!!!) :haha: ) ვიყიდდი პერდეს ჰორიზონტალს, ბოსის ვერტიკალს და ჰოლანდის შტუცერს(პირველ ორს სრულ საკეტებზე, მესამეს შებრუნებულ საბრძოლო ზამბარაზე).

ახლა მოგახსენებ რა კრიტერიუმებით ვსარგებლობ: ვაფანატებ ინგლისურ თოფებზე; მათ შორის ეს სამი ფირმა არის ისტორიის დიდი წილი, პრესტიჟის დიდი წილი და შანსი არაა რომელიმე ჩემი ინდივიდუალური ფანტაზია ვერ დააკმაყოფილონ ამ ფირმის ოსტატებმა. სამთავე თოფს ექნებოდა ქართული კაკლის უმაღლესი კონდიციის კონდახ-ტიბჯირი, მედალიონი ტარზე და გრავიორის ხელმოწერა.

 

 

 

ვაიმე გამისკდა გული ბიჯო!!! :haha: ვეღარ ვწერ ვერაფერს კრუნჩხვები მომივიდა :d030:

Link to post
Share on other sites

ეს ბოლოს დადებული გრინერიც მაგარი დახვეწილი რამეა,ლულის სიგრძე და ჩოკის ზომებიც რა იდეალურადაა შერჩეული,მეძებარი ძაღლით ფრინველზე სანადიროდ!!!!ჩაიხუტებ გულში,წაიგდებ წინ კარგად დაყენებულ მეძებარს და ,,......წავალ ქარში,როგორც მოცარტი,სულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით!!,,.ბიჯო,თორნიკე,აგი თოფები იცი რატომაა გულში ჩასახუტებელი????იმიტომ რომ ამათ სამხრე ღვედი არ უკეთდებათ,მხარზე ვერ გადაიკიდებ,გულში უნდა ჩაიხუტო,გულში!!!!!! :hi::*

Link to post
Share on other sites

ხო მამუ მეც მსგავსი ფიქრები მაქვს ე.ი. არ შევმცდარვარ. ჩემი სურვილი ასეთია: ისეთი თოფი ვიქონიო რომ ხელმოცარულიც რომ დავბრუნდე ნადირობიდან გული არ დამწყდეს, ცხვირი არ ჩამვუშვა და იმით ვიყო ბედნიერი რომ ამ სილამაზესთან ერთად ვიხეტიალე. ნამდვილად ბედნიერებაა მსგავსი თოფის ფლობა.

Link to post
Share on other sites

ხო მამუ მეც მსგავსი ფიქრები მაქვს ე.ი. არ შევმცდარვარ. ჩემი სურვილი ასეთია: ისეთი თოფი ვიქონიო რომ ხელმოცარულიც რომ დავბრუნდე ნადირობიდან გული არ დამწყდეს, ცხვირი არ ჩამვუშვა და იმით ვიყო ბედნიერი რომ ამ სილამაზესთან ერთად ვიხეტიალე. ნამდვილად ბედნიერებაა მსგავსი თოფის ფლობა.

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

გელა ძამია,კოზმის ნახევრადავტომატი დაამატე,თუ ჯეკპოტია,ჯეკპოტი იყოს!!!!! :*

 

 

მართალი ხარ მამუ!!! B) იხვები,იხვები... სადაა იხვები?!

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ მამუ!!! B) იხვები,იხვები... სადაა იხვები?!

,,...გრეშნო სმეიატსა ნად ბოლნიმ ჩელოვეკომ!!!!,, :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

როგორც სანადირო იარაღის მოყვარულებს მოეხსენებათ, გრინერმა თავისი ყველაზე დიდი გამოგონება_მისი სახელობის ურდული 1865 წელს დააპროექტა, ხოლო აქედან ორ წელში დააპატენტა ის(ბრიტანული პატენტი N1339 1867წ). თუმცა ურდულის წარმოებაში ჩაშვებას ხელი შეუშალა ერთ-ერთი ფრანგი მეიარაღის განცხადებამ, აქაოდა მის მიერ ანალოგიური საკეტის უფრო ადრეული გამოგონების თაობაზე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრანგი მეიარაღე სულ სხვა, მოძველებულ სისტემას გულისხმობდა, კაჟიან საკეტზე(!!!). ამით გაუგებრობა ამოიწურა.

1873 წელს გრინერმა თავისი ურდული გააერთიანა ქვედა ომაგ პერდესთან და დააპატენტა აღნიშნული სისტემა "სამმაგი საკეტი" "Treble Wedge Fast Action".

 

Treble Wedge Fast Action

2e9ff324e2e5.png

პატენტში მოცემული გახლდათ სამი სხვადასხვა ვარიანტი: პირველი_ ურდული ზედა ბერკეტითა და ქვედა ორმაგი პერდეთი, მეორე_ ურდული ქვედა ბერკეტითა და T-სებური ჯოუნსის საკეტითა და მესამე_ ურდული ვერტიკალური წყობის ლულებისათვის.

უილიამ ველინგტონ გრინერის, თითქმის ბრმა ადამიანის ბოლო გამოგონება გახლდათ 1895 წლის ბრიტანული პატენტი N 228 1895წ. ის გულისხმობდა სამიზნე თამასის გაგრძელების დაყოფას ორ ნაწილად. ნაწილებს შორის დაცილება 3 მილიმეტრი გახლდათ. აღნიშნულმა საკეტმა რაღაც განსაკუთრებული სიმყარე ვერ შემატა Treble Wedge Fast Action-ს, თუმცა საფუძვლად დაედო მორიგ დიდ გამოგონებას:

1904 წელს გერმანელმა მეიარაღემ ჰუსტავ კერსტენმა გრინერის 1873 წლის პატენტის მესამე ექსპერიმენტული ურდული(ვერტიკალური წყობის ლულებისათვის) და 1895 წლის პატენტები გააერთიანა და მიიღო ახალი საკეტი რომელსაც მეორენაირად "ორმაგ გრინერსაც" ეძახიან. კერსტენის საკეტი მარტივი და ამავე დროს ძალიან მყარი გამოდგა. ჰუსტავ კერსტენის "ორმაგი გრინერი" წარმატებით დგება ლულათა ვერტიკალური წყობის გლუვლულიანებზე, ხრახნილებსა და კომბინირებულებზე.

 

სურათზე: ზემოთ_ გრინერის 1895 წლის პატენტი; ქვემოთ_ კერსტენის "ორმაგი გრინერი"

6db34d270074.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მე ვნახე გელა ამ ორი თვის წინ გრეიფელტის ვერტიკალი,16 კალიბრიანი კერსტენის ურდულით,მაგარი მყარი რამეა,ვერ დაარყევ გინდა კედელს ურტყი!!!ცოტა მოუვლელი ქონდა პატრონს!!!

გელა რა მაინტერესებს,გრინერის ,,წმინდა გიორგის,, სურათი არ არსებობს??მაგრად მაინტერესებს ნახვა!!

Link to post
Share on other sites

 

გელა რა მაინტერესებს,გრინერის ,,წმინდა გიორგის,, სურათი არ არსებობს??მაგრად მაინტერესებს ნახვა!!

1587226c165b.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...