Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა იტალიაში


Recommended Posts

  • Replies 1,1k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჯალნახზე მთაში...08.09.2018  

გუშნ ვიჯექი ჩემთვის და მირეკავს მეგობარი ასეა მაღაზიაში ვარო და რამე ოხ არ გინდაო და გვერდი ვერ ავუარე 93 ცენტად ჩამოფასებულ ტრიალებს :)

არმენ დავაყენე ის საკისარებიდა ინერციით ადრე თუ 3 4 ბრუნს აკეთებდა ახლა გაორმაგდა მადლობა ეს ჩემი ტასიკოა სულ ჩემთან ერთადაა როცა მდინარეზე ვთევზაობ

Posted Images

pescatore

 

ყოჩაღ!!! მშვენივრად გითევზავია!

 

და თან რა კარგი ზომის სტავრიდაა. ჩვენთან უფრო პატარებია.

 

:yes::hi:

Link to post
Share on other sites

DMORAL

ძირითადად სკუმბრია არის,სტავრიდა ალბათ 20% იქნება,არადა სტავრიდა ბევრად უფრო ძლიერი ყოფილა...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

საღოლ არმენ, მართლაც რომ მაგარი სიამოვნებაა გაშლილ ზღვაში თევზაობა, ოღონდ კაი ამინდში ძმაო და არა ისეთში, ბოლოს რომ ვიყავი. :e025:

 

რაც შეეხება კამერას და ა.შ., ყველას მოგვდის იაღლიშები.

Link to post
Share on other sites

აუ რა დაპრიწკინდებოდა მაგ თევზი...ტკუცავ ახალ ტყემალში, ღომზე რას წავიდოდაააა.

ვახო ეგ თევზი ცოტა შევინახე,დანარჩენი დავარიგე,შებოლილიც უმაგრესია,ეგაა მარტო როცა ხარ ხალისი არ აქვს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ბიჭებო! მართლა კარგად გავერთე,ყველაზე მეტი ჩვენ ორმა დავიჭირეთ,იმიტომ რომ სპეც-სატყუარა :d030: გვქონდა წაღებული,იქ კი გაძლევენ დამარილებულ ლიფსიტს და ყველა იმით თევზაობდა,მაგრამ შარშანდელიდან მახსოვდა რომ კალმარის ნაჭრებზე მოდიოდა კარგად და თან წავიღე და არ ვინანე,ძალიან გამძლე სატყუარაა,ერთი ნაჭრით 7-8 თევზს ვიჭერდი,როდესაც 2-3 ლიფსიტით 1 ცალს იჭერდენ,ანუ დროს არ ვკარგავდით სატყუარის გამოსაცვლელად...

Link to post
Share on other sites

მშვენიერი გასვლა მოგიწყვიათ არმენ კარგად ისიამოვნებდით! :hi: :hi: ეეხ როგორ მენატრება ზღვაზე თევზაობა!

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ ბოლოს ქაშაპზე თევზაობით ვიყავი დაკავებული,მივაგენი რამოდენიმე ადგილს,სადაც შეიძლება მოკლე გასვლების მოწყობა,რამოდენიმეჯერ ვიყავი გასული,ხან მარტო და ხან მეგობართან ერთად,ბევრი კარგი კადრები გადავიღე და ბევრი ვერა,ხან ვიდეოს ბატარეის გამოცლის გამო(უკვე გამოვასწორე ეს საკითხი) და ხან მეხსიერების გადატვირთვის გამო,ავთო რომ იტყვის(კარტა პამიაწი) :* ბევრჯერ ჩართული დამრჩა თევზაობით გატაცებულმა..

ყიუტუბმა ძალიან გაააფუჭა ვიდეოს ხარისხი,ორიგინალი ძალიან მაგარია(თუ იცით ვინმემ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება იქნებ მიმასწავლოთ)..full hd-ით გადაღებილია და ძალიან უხარისხო გამოდის იუტუბზე ატვირთული.

ერთ ვიდეოში 2 ბიჭი ჩანს,ერთი ინვალიდის ეტლით არის,ტყუპები არიან თევზაობისას გავიცანი,3 წლის წინ შეემთხვა უბედური შემთხვევა და არ იციან თუ ადგება ფეხზე,ძალიან უყვარს თევზაობა და ცოტა რაღაცეები ვაჩუკქეთ მე და მამუკამ(მეგობარმა)ვიცი სადაც ცხოვრობს და ერთი კარგი ანკესი უნდა ვაჩუქო,ხიდიდან თევზაობდა და დღე არ გავა რომ არ გამახსენდეს,არვიცი ამას რატომ ვწერ აქ,ალბათ იმიტომ რომ ყველამ დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია..

ახლა ახალი სპინინგი და კოჭა შევიძინე ქაშაპისთვის და უახლოეს დღეებში გავტესტავ...

 

1418de94e6b4.jpg

 

545bea0e6272.jpg

 

bceb045a01bc.jpg

 

 

 

 

ესეც ვიდეო

 

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ბედნიერებაა რომ ასეთი ხალხი კiდევ არსებობს, გაიხარე ძმაო, და კეთილ და კარგ საქმეებში ხელი მოგემართოს თავადაც! ველით ახალ შედეგებს ახალი ანკესითაც :clapping:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ბიჭებო! გავტესტე ახალი სპინინგის ჯოხი,ახალი აი ეს okuma-ს კოჭაც

d7e937a25f34.jpg

 

 

 

 

 

დავამატე და მშვენიერი რამ გამოვიდა...,5-6 ცალი დავიჭირე სულ,და ეს ვიდეოში რომ არის ყველაზე დიდი იყო,პატარა ტრიალაზე ვითევზავე და ჯოხმაც და კოჭამაც მაგრად მასიამოვნეს...

 

 

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ "ვკვდებოდი", :d030: /საშინელი გადაღლილი მოვედი ამ დილით, ანუ წაქცევაზე რომ არიან ხოლმე, მაგ კონდიციაში გახლდით :haha: / მაინც ვუყურე შენს ვიდეოს არმენ.

 

ყოჩაღ ძმაო, ლამაზი ფილმი გამოვიდა.

 

UL-ის ჯოხია ხომ?

კოჭაც 1000-ი სერიისა სჩანს.

 

salamandra- ზური, გახსოვს ხომ ის ფილმი, "სისხლი დაინახა და შეჭამსო", შენი სეხნია რომ ამბობს?

არმენი წავიყვანეთ სპინინგისტებმა, მაგას აწი არაფერი აღარ "ეშველება". :d030:

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ბიჭებო!!!

ზურა საძალიხევში არის ბლომად ქაშაპი,ერთხელ მაგრად ვიჭირე,ეგაა ფეხით არის ბევრი სასიარულო...და საერთოდ ყვირილის საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთშიც ძალიან ბევრი კარგი საქაშაპე ადგილებია..

გიორგი ახალი ჯოხი კი UL-ი არის.იტალიური მწარმოებელი tubertini-ს,0-10 ტესტი 2,70 მეტრის სიგრძე.ძალიან მგრძნობიარეა,ახლა რამე წნული ძუა უნდა შევარჩიო 0.10-ზე ნაკლები რომ იყოს,0,10 მაქვს მეორე ჯოხზე.კოჭა ძალიან მომეწონა,okuma ultralight 10,ძალიან მჩატეა და მყარი ბრუნი აქვს.

გიორგი მე არაფერი არ მეშელება მის მერე რაც ანკესს მოვკიდე ხელი :karochera: ,თევზაობის სახეობებს რაც შეეხება,ერთიდან მეორეზე გადავდივარ სეზონის და ხასიათის მიხედვით.. :old:

Link to post
Share on other sites

pescatore

არმენ ულტრალაითზე წნული რად გინდა ???? დააყენე კარგი სასპინინგე 0.16 ან 0.18 მმ. მონოფილი და სადავედ 50-60 სანტიმეტრი 0.14 ან 0.16 მმ. ფლუროკარბონი.არაა საჭირო წნული.შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება

 

 

საუკეთესო სასპინინგე ძუა.0.16 მმ.კილოიანი ქარიყლაპიები მყავს გამოყვანილი

 

0cf48cf14631.jpg

Link to post
Share on other sites

ზურა ვიცი უკეთესი შედეგი იქნება,მაგრამ ამ ბოლოს იმდენი სატყუარა დავკარგე წყლის დონეებმა აიწია :e025: ახლა გამოწერილი მაქვს ახალი რაღაცეები და თითოს კარგი წნული ძუის ფასი აქვს,ამისთვის მინდა წნული,სადაც ქაშაპებს ვიჭერ 2 ჯერ ქარიყლაპია დაჯდა,ერთი ახლოს მოვიყვანე,2 კგ-მდე იქნებოდა და რომ მოიქნია წაიღო ყველაფერი,მერე ისეთი ადგილებია ნაპირთან ვერ ჩახვალ,ხშირად თევზის ამოყვანა ანკესით მიწევს და ამიტომ ვკარგავ უამრავ არც თუ ისე იაფიან სატყუარებს...სადავეს საეროდ არ უკეთებ...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...