Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა იტალიაში


Recommended Posts

გიორგი არ მითევზავია ღვიძლზე არასდროს მაგრამ ვიცი რომ კარგი სატყუარა არის,ამავდროულად დათოს და ზურას ვუპასუხებ მიზეზებს თუ რატომ არ ვთევზავობ PO-ზე ლოქოზე.პირველი მიზეზი ის არის რომ ლოქოს თავისი აღჭურვილობა უნდა(მძიმე არტილერია) რაც მე ამჯამად ან არ გამაჩნია ან გამაჩნია ნაწილობრივ.მოგეხსენებათ რა ზომების ლოქოები იჭირება ამ მდინარეში.მერე და ლოქო ძირითადად ღამე მოდის და ღამე მე თითქმის არ გავდივარ აქ სათევზაოდ ბევრი მიზეზების გამო.ისე მაქვს გეგმაში კარგი ბომბორა ლოქოს დაგდება ამ ფორუმზე და იმედია მოვახერხებ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,1k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჯალნახზე მთაში...08.09.2018  

გუშნ ვიჯექი ჩემთვის და მირეკავს მეგობარი ასეა მაღაზიაში ვარო და რამე ოხ არ გინდაო და გვერდი ვერ ავუარე 93 ცენტად ჩამოფასებულ ტრიალებს :)

არმენ დავაყენე ის საკისარებიდა ინერციით ადრე თუ 3 4 ბრუნს აკეთებდა ახლა გაორმაგდა მადლობა ეს ჩემი ტასიკოა სულ ჩემთან ერთადაა როცა მდინარეზე ვთევზაობ

Posted Images

გიორგი არ მითევზავია ღვიძლზე არასდროს მაგრამ ვიცი რომ კარგი სატყუარა არის,ამავდროულად დათოს და ზურას ვუპასუხებ მიზეზებს თუ რატომ არ ვთევზავობ PO-ზე ლოქოზე.პირველი მიზეზი ის არის რომ ლოქოს თავისი აღჭურვილობა უნდა(მძიმე არტილერია) რაც მე ამჯამად ან არ გამაჩნია ან გამაჩნია ნაწილობრივ.მოგეხსენებათ რა ზომების ლოქოები იჭირება ამ მდინარეში.მერე და ლოქო ძირითადად ღამე მოდის და ღამე მე თითქმის არ გავდივარ აქ სათევზაოდ ბევრი მიზეზების გამო.ისე მაქვს გეგმაში კარგი ბომბორა ლოქოს დაგდება ამ ფორუმზე და იმედია მოვახერხებ.

 

გაიხარე!!!

 

:hi:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ნეტა მასე იყოს ავთო :* ...ვერ ვიცლი სამწუხაროდ სათევზაოდ :karochera: ,აქ დასვენებები არის და როდესაც სხვებისთვის დასვენება არის მაშინ გვიწევს ბევრი მუშაობა,მინდოდა გუშინ გასვლა,მაგრამ ამინდმა შემიშალა ხელი.ამ ზამთარში ბობმორა წვერა უბდა დავიჭირო.რამოდენიმეჯერ ვიყავინ ტბებზე ცისარტყელა კალმახზე,მაგრამ არც გადამიღია სურათები,ერთნაირები გამოდის ყველა გასვლა...

დაკარგვით არ დავკარგულვარ,ეგაა ხელცარიელი შემოსვლა არ მჩვევია...

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 3 weeks later...
  • 1 month later...

მოგესალმებით ყველას! დავით თევზაობით ვერ ვთევზაობ სხვადასხვა მიზეზების გამო..ყველაზე მთავარი კი დროის უქონლობა არის,და თუ დრო გამიჩნდა ამინდი მიტევს მაგ დროს...შეხმატკბილებულები არიან ჩემს წინააღმდეგ დრო და ამინდი... :karochera:

მაგრამ სამაგიეროდ ვემზადები ახალი სეზონისთვის...კარგი რამეები შევიძინე,ზოგი კიდე გეგმაშია.

გუშინ ერთ გამოფენაზე ვიყავი padova არის ასეთი ქალაქი,ჩემიდან 100 კმ-შია,თავისუფალი დროის და დასვენების აქსესუარების ანუ ტურისტის გამოფენა იყო,და რადგან სათევზაო აქსესუარებიც იყო ცხრილში მაგიტომ გადავწყვიტე წასვლა.

კარგი გამოფენა იყო,ბევრი სიახლეები იყო,უფრო საკამპერო და სანაოსნო აქსესუარები იყო,სამწუხაროდ სათევზაო ინვენტარის მხოლოდ ერთი კუთხე იხო და ისიც ძირითადად ზღვაზე სათევზაო ინვენტარი იყო

 

72c829614c9b.jpg

 

beb476eaf5b3.jpg

 

a15a06a37d78.jpg

 

a6f173cbd634.jpg

 

500fd1e41a3b.jpg

 

263b861c8aa4.jpg

 

63dba6f604ff.jpg

 

c8b87df99da7.jpg

 

b15c97b810f7.jpg

 

6e43eea71fd4.jpg

 

034618e7cafa.jpg

 

fdc188f4e423.jpg

 

0d16c60ab2b4.jpg

 

0e7856d4aca3.jpg

 

8d3077757493.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

78c2416e067f.jpg

 

3547d674c6c2.jpg

 

e09d2556e501.jpg

 

a30da81f82c7.jpg

 

8ba9a0a92bbf.jpg

 

bcb74fd23e55.jpg

 

3b2ce6ac2289.jpg

 

d9256dbe04c2.jpg

 

ზემოთ TRENDEX/ის სატყუარები რომ არიან,ძალიან მაგარი ჩანდა,იქვე პატარა ბასეინი ქონდათ და იქ გავატარე,მაგარი იმიტაცია აქვს,შეძენას ვაპირებდი,მაგრამ უკანა სამკავის მისამაგრებელი ფაქტიურად პლასტმასზე იყო მიმაგრებული და ამ პლასტმასს კი არასაიმედო ღერძი იკავებდა და მაგიტომ შევეშვი.

ახლო მომავალში სხვა ქალაქი არის GARDA ქვია ზედ მაგარ ტბაზე LAGO DI GARDA ზე არის და იქ იქნება მხოლოდ სათევზაო ინვენტარის გამოფენა,მინდა ერთი კარგი გასაბერი ნავი შევიძინო...

...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ამ გამოფენაზე ისეთი ნავი პატარა ელექტროძრავი რომ ემაგრებოდეს,600 ევროდან იწყებოდა რაც ძვირი არის ჩეი აზრით.ინტ-ში ბევრად იაფად იყიდი...

Link to post
Share on other sites

მართლა ძვირია ძმაო, რა არის ვერ გავიგე, ვალები აქვთ? :e025:

 

შედი აბა კაბელასის საითზე, არც ეგენი არიან დიდი ხვითოები, მაგრამ ხარისხიანი და ნაკლებფასიანის ნახვაც შეიძლება.

 

ამაზონზე და იბეიზეც დაძებნე.

 

ისე ჰქენი, რაიმე დღესასწაულს რომ ემთხვოდეს, მაგ დროს მაგრა აკლებენ ფასებს.

 

პ.ს. ჩინური რომ გაჩუქონ, ხელი არ მოჰკიდო.

ერთი წლის მერე გადაგდებაში მოგიწევს ფულის გადახდა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

იდოს აქაც..

ვიყავი შაბათს PO-ზე ფიდერით,ადიდებული არის უკვე 3-4 თვეა და ცოტა დაიკლო ამ კვირის განმავლობაში,ძლივ მოვძებნე მისადგომი,მიუხედავად იმისა რომ იმ ადგილამდე მანქანით მისვლა აკრძალულია დასვენების დღეებში,ისე ვიყავი უკვე რომ არ მეთევზავა ალბათ გავაფრენდი.მოგახსენებთ რომ ამ პერიოდში PO-ზე დაწყებული უნდა იყოს კეფალზე თევზაობის სეზონი,მაგრამ იმის გამო რომ წყლის დონე ისევ ძალიან მაღალი არის კეფალის სეზონს დააგვიანდება,ყოფველი შემთხვევისთვის მქონდა ერთი ჯოხი კეფალზე გაწყობილი და როგორც ველოდი ნაგვის მეტი ვერაფერი ვერ დავიჭირე.

ახლა რაც ფიდერს შეეხება,საკმაოდ გამახალისა ფიდერმა,იქ სადაც ვითევზავე ამ დროს პლაჟი უნდა ყოფილიყო.ანუ სილიანი ფსკერი იყო და სიღრმე 3-3.5 მეტრის ფარგლებში იყო.საღამოს 5 საათზე მივედი,რადგან ვიცოდი სადაც უნდა მეთევზავა იმის შესაბამისი საკვები და საკვებური წავიღე.ძალიან მინდოდა თევზი დამეჭირა,კაპარჭინა არ აცლიდა სხვა თევზს,პატარებს ეგრევე უშვებდი,მოზრდილები თევზაობის დასრულების შემდეგ გაუშვი.სხვა თევზი კი წვერა და ჟერეხი დავიჭირე,ჯერეხიც ბუზის მატლზე მოვიდა,სუფთა რომ ყოფილიყო წყალი შეიძლებოდა სპინინგით გასვლა იმ ადგილას,მაგრამ ჯერჯერობით არ ღირს.

ესეც რამოდენიმე სურათი.ვიდეოკამერა შეგნებულად არ წავიღე,ძალიან მაცდენს...

 

 

 

615d57ddbebf.jpg

 

940041114ae1.jpg

 

d573845d67f1.jpg

 

5f12b7cfcaef.jpg

 

d0f6d18b08c7.jpg

 

d8b1da227ce9.jpg

Link to post
Share on other sites

საღოლ არმენ, კაი თებზები დაგიჭერია. :yes: :yes:

 

ამინდები აქაც არ ვარგოდა კაი ხანი, მაგრამ ეს ბოლო 4 დღეა აგვადუღა სიცხემ.

Link to post
Share on other sites

რა უნდა ვიკითხო...

 

ახლახანს უკრაინელები(კიევი) იყვნენ აქ სტუმრად, ჰოდა მაგრად წუხან მათი ეკომდგომარეობის შესახებ_ ჰაერი დაჭუჭყიანებულიაო, წყალიცო, თევზიცო, ნიადაგიცო. თქვენთან ლიმონათსაც კი უგემრიელესი გემო აქვსო(ღვინო ხომ ვაფშემც ძალიან მოეწონათ :alfons: ).

 

 

ჰოდა რა მაინტერესებს: ხომ კაია მაგ ასპექტში PO-ს თებზი?

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მადლობა ბიჭებო!!!

გურულო პო-ც და სხვა მდინარეებიც სადაც თევზაობა დაშვებული არის ეკოლოგიურ ნორმბს აკმაყოფილებენ,ანუ მათში დაჭერილი თევზი თავისუფლად შეიძლება მიირთვა.მე ჭიათურიდან ვარ და წყლის დაბინძურება ვიცი რასაც ნიშნავს,რაც მანგანუმის მოპოვება დაიწყო დღემდე ეს სიტუაცია არის,ახლა ლაპარაკობენ რაღაცას თითქოს 2014 წელს ფილტრებს აყენებენო,ვნახოთ 2014 -მოვა.აქ ნებისმიერ მცირე თუ მსხვილ საწარმოს თავისი დეპურატორები(წყლის საწმენდი სისტემები) აქვთ,ბევრ საკვებ და სხვა საწარმოებში მიწევს მუშაობა და ვხედავ როგორ ყურადღებას აქცევენ ბუნების დაცვას,პატარა მაიმუნობისთვის შეიძლება საწარმო დაუხურონ,ამიტომ უზარმაზარ ფულს ხარჯავენ ამ საწმენდი სისტემებისთვის,ეს არა მხოლოდ წყალს,ჰაერსაც ეხება.თუ მოვახერხე სურათებს გადავიღებ და სადმე შესაბამის თემაში დავდებ...

Link to post
Share on other sites

აუცილებლად გადაუღე სურათები არმენ და დადე იმიტომ რომ გამწმენდი ნაგებობები ერთ ერთი პრიორიტეტული თემაა ცივილიზებული ქვეყნისათვის.ბრაკონიერობასთან ბრძოლა კარგია მაგრამ თუ ეკოლოგიური სიტუაცია არ გამოსწორდა კაპიკის ფასიც არაა აქვს ამ ბრძოლას.ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბრაკონიერობასთან ბრძოლა ერთობლივად უნდა წყდებოდეს.......

Link to post
Share on other sites

იდოს აქაც..

ვიყავი შაბათს PO-ზე ფიდერით,............

...........................................

 

მალადეც არმენ! კარგი გასვლა გქონია :clapping:

 

იქნებ ამ თევზების მიმზადების რაიმე შენებური (ან იქაური) რეცეპტი გაგვიძიარო :hi3:

Link to post
Share on other sites

ვაა გივი :* გაუმარჯოს შენს გამოჩენას! B)

კობა რომ ვთქვა რომ არიქა და მაგარი მზარეული ვარო,ყველაზე დიდი ტყული იქნება ჩემიდან :e025: მე რასაც ვაკეთებ ეს არის რომ ვბოლავ,ძალიან მიყვარს შებოლილი თევზი,და ხანდახან თუ დავამარილებ,დანარჩენი მე არ მეხება.

პირველ სურათში კალმახია სურათის თარიღი არასწორია,მეორეში კეფალი

 

4e7f7224d7dc.jpg

 

f4708abe1274.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...