Jump to content
Club-Monadire.Ge

სანადირო დანები


Recommended Posts

გერმანული თქმულება: კარგ მონადირეს, აუცილებლად კარგი დანა აქვს

 

 

 

 

 

 

ბრაუნინგის საიუბილეო თვითგადარჩენის დანა

 

sbdk8.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ფრანკონია სამონადირეო მაღაზიაა, მიუნხენში მაქვს ნანახი მისი ერთი ფილიალი. უმაგრესი რამეებია, ოღონდ ფასიც უმაგრესი აქვს. ეს მისი დანებია

 

 

http://www.frankonia...tegorylist.html

Link to post
Share on other sites

ნახეთ მორას 2010 წლის მოდელი. 12C27 ფოლადი, 2.5მმ სისქით და 11 სმ სიგრძით. 58 როკველი სიმტკიცით

 

http://www.workwearcanada.com/products/det...cfm?product=425

Link to post
Share on other sites

ეს დანა პროფესიონალი მონადირეებისთვის სექმნა ფალკნივენმა, მაგარი დიზაინი აქვს

 

 

http://www.fallkniven.com/en/shop/details/425/23/fixed-blades/hunting-knives/phk

Link to post
Share on other sites

GERBER-მა გამოუშვა ახალი დანები FreemenTM S30V, დასაკეცი და ფიქსირებულ პირიანებიც. მთავარი სიახლე ისაა რომ 440C-ს ნაცვლად ფოლადი S30V-ია, რაც დანებს მეტ ანტიკოროზიულობას, ნაკლებ სიმყიფეს და 45%-ით ფხის უკეთ დაჭერას ანიჭებს. დანის პირი:6-9სმ. მე პირადად მაგრად მომეწონა

 

 

http://b.pix.ge/m/uq7j7.jpg

 

 

http://b.pix.ge/a/3se24.jpg

 

 

http://b.pix.ge/s/acokp.jpg

Link to post
Share on other sites

კუკრი(ხუკრი, ხუკური) ნეპალური დანაა(თუმცა ამ ფორმის საბრზოლო იარაღს ევროპაშიც იყენებდნენ), რომელსაც გარდა ჩვეულებრივი სახელსაწყო დანიშნულებისა საბრძოლო ფუნქციებიც ჰქონდა(და აქვს). ამ ტიპის დანებითაა აღჭურვილი ცნობილი გურხას ქვედანაყოფები (იდოეთი, სინგაპური, ნეპალი-ყოფილი ბრიტანული ჯარის სპეციალური ნაწილები). კუკრი ნეპალური ქორწილის აუცილებელი ატრიბუტია. ხშირად მას ''გურხას დანა''-ს უწოდებენ. ამ დანას სხვადასხვა რელიგიურ ცერემონიებშიც იყენებენ.

კუკრის პირის სიგრძე 26-45 სმ-ია. საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის უფრო გრძელპირიანები გამოიყენება. პირის სისქე 2-5მმ-ია. პირის ტართან შეერთებამდე პატარა ამოჭრილი ჭდეა, რათა სისხლის პირიდან ტარზე ჩამოწვეთება ავიცილოთ თავიდან. პირი ფოლადია(სხვადასხვა სახის). ტარი ხისაა, კამეჩის რქის ან სპილოს ძვლის.

კუკრი დღესაც პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში.

Link to post
Share on other sites

Kizlyar

 

შეიქმნა Kizlyar Ltd. -ს სახელით 1992 წელს ''ენერგორემონტის'' ბაზაზე. 1995 წელს მიიღო სახელმწიფო ლიცენზია ცივი იარაღის საწარმოებლად და ეგრევე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე უბრალო მონადირე-მეთევზეებში. იყენებს დაღესტნის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ცივი იარაღის დამზადების საქმეში. 2001 წელს სტ.პეტერბურგში შეიქმნა ''ყიზლარის'' ფილიალი, რომელიც მაღალი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის სხვადასხვა მუზეუმებისთვის, რისთვისაც იყენებს ძვირფას მეტალებს და წარმოების უძველეს ტექნიკას. ამ დანებს მირებული აქვთ მრავალი ჯილდო საერთაშორისო გამოფენებზე.

 

გამოყენებული ფოლადია:

 

რუსული 65×13

 

ფრანგული z60

 

დამასკური ფოლადი

 

სატარე მასალად იყენებენ კავკასიურ კაკალს, რქებს, ძვლებს, ებონიტს და ა.შ. ქარქაში პოლიმერის ან ტყავისაა.

Link to post
Share on other sites

რადგან რუსულ დანებზე მიდგა საქმე, ზლატოუსტის(ურალი) ქარხანა რომ არ ვახსენოთ არ გამოვა.

 

ზლატოუსტის დანები 2002 წლიდან როსარმის(როსორუჟიე) სახელით გამოდის.

 

ზლატოუსტის სკოლა ივან ბუშუევის(იგივე ივანკო-კრილატკო) ჩამოყალიბებულია. პირველი დოკუმენტები ზლატოუსტთან დაკავშირებით 1751 წელს უკავშირდება. თუმცა ამ ქარხნის სერიოზულ წარმოებად ჩამოყალიბება 1815 წელს განხორციელდა, როცა ალექსანდრე პირველმა გერმანიიდან(Zolingen და Klingeltall-დან) მოიწვია ცივი იარაღის სპეციალისტებისერიული წარმოების დასაწყებად. 1817 წელს ქარხანაში მოვიდა ცნობილი მეიარაღე პაველ ანოსოვი. მას უკავშირდება ცნობილი ამოსოვის ბულატის(დამასკური ფოლადის მოდიფიკაცია) შექმნა(1833). მანვე 1844 წელს გამოსცა მისი ცნობილი წიგნი ''დამასკური ფოლადის შესახებ''. ზლატოუსტის ქარხანა უშვებდა დანებს, ხმლებს, ხანჯლებს და რუსული არმიის ბევრი გამოჩენილი მეომარი ჯილდოვდებოდა ამ ქარხნის იარაღით.

 

 

სანადირო დანებს დღეს ძირითადად 110x18MШД , 40x10C2M და დამასკური ფოლადისგან ამზადებენ.

ფოლადი 1.1-1.2% ნახშირბადს, 16.5-18% ქრომს, 3%-ზე მეტ მოლიბდენს, 0.5-0.1% მანგანუმს ასევე ტიტანს, ნიკელს და სპილენძს შეიცავს. სიმტკიცე 58 როკველამდე ადის. სატარე მასალად ნიგოზი, არყი და მიკარტა გამოიყენება.

 

გთავაზობთ ზლატოუსტის რამდენიმე სანადირო დანას(სხვა ტიპის დანებსაც უშვებენ)

Link to post
Share on other sites

SOG-ის დანები.

 

ძალიან ცნობილი დანებია, ამერიკული(Lynnwood, Washington ), Spencer Frazer-ის დიზაინით.

განსაკუტრებით პოპულარულია ამ კომპანიის თავისგადასარჩენი (survival) და სამხედრო დანები. ამ კომპანიის დანები რამდენიმე ქვეყნის არმიის შეიარაღებაშიცაა

 

http://sogknives.com/store/products.html

Link to post
Share on other sites

შეფილდის(Sheffield, დიდი ბრიტანეთი) ფოლადი უძველესი დროიდან იტვლება ერთერთ საუკეთესო მასალად. შეფილდის დანები ისევე განთქმულია როგორც ზოლინგენის და მორასი.

დღეს J. Adams Ltd დანის მკეთებლების მეექვსე ტაობაა. 1700 წლის 27 აპრილს იღებს სათავეს ამ კომპანიის ისტორია. ამზადებენ ყველა სახის დანას.

 

განსაკუთერებით ცნობილია Bowie-ის ტიპის დანები

(აი ეს გინდა ავთო გრიზლისთვის )

 

 

http://www.sheffieldknives.co.uk/acatalog/...ary_Knives.html

 

 

 

http://img34.imageshack.us/img34/134/12scottishdirk.jpg

Link to post
Share on other sites

ზოლინგენის განთქმული ფოლადი მეთექვსმეტე საუკუნიდანაა ცნობილი. თვითონ ქალაქი ზოლინგენი(გერმანია), 1374 წელსაა დაარსებული. ზოლინგენის ხმლები და დანები მთელ მსოფლიოში იყო განთქმული.

 

სრული ისტორია აქაა

 

http://www.worldknives.com/info/knives-of-...germany-43.html

 

კომპანიის ვებგვერდი

 

http://www.knives-from-solingen.com/ja.htm

Link to post
Share on other sites

ოპინელების ოჯახი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან მუსაობენ მეტალზე. 1890 წლიდან დაიწყო დანის მასობრივი გამოშვება Albiez-le-Vieux-ში, Saint-Jean-de-Maurienne -სტან ახლომდებარე სოფელში, სავუას რეგიონი საფრანგეთი(ალპებში). ყველა სახის ხის მასალას იყენებენ. ფოლადი ორი ტიპისაა, ნახშირბადის მარალშემცველობის და უჯანგავი. გამოდის სხვადასხვა ნომრების სახით(ზომის მიხედვით).ძალიან გავრცელებული ჯიბის დანაა არა მარტო საფრანგეთში.

 

 

 

http://img510.imageshack.us/img510/2046/800pxopinel.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...