Jump to content
Club-Monadire.Ge

ინგლისური სეტერი - ლავერაკი


Recommended Posts

ინგლისური სეტერი

 

 

fe62135c6674.jpg

 

სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ ძირს დაშვებას, დაჯდომას, დაწოლას ნიშნავს. სეტერების მომრავლება-მოშენება ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეებში ურთიერთიზოლირებულად ხდებოდა. ინგლისელი მონადირეები შავ-თეთრ შეფერილობას ანიჭებდნენ უპირატესობას, უელსელები _ თეთრს, ირლანდიელები _ წითელს, ჟღალს, შოტლანდიელები _ შავ ფერს, ოღონდ დრუნჩზე, მკერდზე და ფეხებზე რუჯით. რა თქმა უნდა, შეფერილობასთან ერთად სხვადასხვა კუთხის სეტერები თანდათან ერთმანეთისაგან გამორჩეულ სხვა თვისებებსაც იძენდნენ. ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს ისინი ოფიციალურად დაყვეს სამ დამოუკიდებელ ჯიშად: ინგლისურ, ირლანდიურ და შოტლანდიურ სეტერებად.

საკუთრივ ინგლისური სეტერის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული ედუარდ ლავერაკის (1798-1877) სახელთან, რომელმაც ამ ჯიშის მოშენება 1825 წლიდან დაიწყო. ინგლისურ სეტერს ბევრი ხომ დღემდე "ლავერაკს" ეძახის. ლავერაკისეული ძაღლები ჯმუხები, მუხლმოკლეები და გაწელილი ფორმატისანი იყვნენ. ახასიათებდათ მიწას გაკრული ქროლვა, მწოლიარე ნაბული, ძლიერი ყნოსვა, ნადირობის დაუოკებელი ჟინი და მოუღლელობა. თანამედროვე ინგლისური სეტერის ჩამოყალიბებაში უდავოა XIX საუკუნეში მოღვაწე მეორე ინგლისელი მომშენებლის _ პიურსელ ლუელინის წვლილიც. მის მიერ გამოყვანილი ინგლისური სეტერის ტიპი უფრო მსუბუქი, თხელი და მაღალფეხება ჩანდა, ამასთან განსაკუთრებული ყნოსვით და სისწრაფით გამოირჩეოდა.

ინგლისურ სეტერს ზემოთჩამოთვლილი ღირსებები დღემდე სრულად აქვს შენარჩუნებული. ამ ჯიშის საყოველთაო პოპულარობის მიზეზად მაინც საოცარი გონიერება, მოსიყვარულე ბუნება, დამყოლი ხასიათი და, უპირველეს ყოვლისა, მუშაობის გამორჩეულად ლამაზი სტილი _ განუმეორებელი პლასტიკა მიიჩნევა.

 

 

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

 

 

ინგლისური სეტერი _ შედარებით მუხლმოკლე, "ჩამჯდარი" აღნაგობის, მაგრამ ამასთან, საკმაოდ წინამაღალა ძაღლია. წინა და უკანა კიდურების სამოძრაო ბერკეტები მკვეთრად მახვილკუთხოვანი აქვს. კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და მკვრივ-ხმელია. ლაღი, შეუბოჭავი და ენერგიული მოძრაობებით გამოირჩევა. ნადირობისას ინგლისური სეტერის ქროლვაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ერთის მხრივ, ელეგანტურობა და სილამაზე, მეორეს მხრივ _ ძალ-ღონე და ამტანობა.

 

 

სქესის გამოხატულება

 

სხვაობა თვალნათლივ ჩანს. ხვადები უფრო ტანადები და ძვალსრულები არიან, ძუები _ შედარებით მომცროები და მსუბუქი აღნაგობისანი.

ნაკლი: ძუ _ ხვადის ტიპისა.

ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

 

 

ქცევა და ხასიათი

 

ინგლისური სეტერი ადამიანის მიმართ განსაკუთრებით ალერსიანი და მიმნდობია. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

 

 

ტანადობა

 

საშუალო სიმაღლისაა. მინდაომდე (ქედისძირამდე) ხვადების სიმაღლეა _ 56-64 სმ, ხოლო ძუების _ 53-62 სმ. გაწელილობის ინდექსია 107-108 (ხვადები) და დაახლოებით 110 (ძუები). მითითებულზე ნაკლები და 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული სიმაღლე ხინჯია.

 

 

შეფერილობა

 

ორფერები: თეთრ ფონზე გაბნეული შავი ან მოყვითალო ან მოწითალო-ნარინჯისფერი ან ყავისფერი წინწკლები, ხალები ან ლაქები.

სამფერები: თეთრ ფონზე შავი წინწკლები, ხალები ან ლაქები; ამასთან წარბზედა რკალები, ყურების შიდა ნაწილი და კიდურები შავთან ერთად შეფერილია აგრეთვე მოწითალო-ნარინჯისფერი წინწკლებითაც (ფორეჯებითაც). დაწინწკლულ, დაფორეჯებულ შეფერილობას, ტანზე დიდი ლაქებისა და ფართო ფოთლების გარეშე, ლაქებიანთან და ფოთლებიანთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. იშვიათად გვხვდება, მაგრამ დასაშვებია, სულ ერთიანად თეთრი ან ფოლადისფერი შეფერილობები. (ეს უკანასკნელი თეთრი და შავი ბეწვის თანაბარი მონაცვლეობითაა გაპირობებული) ამასთან, ძაღლის კიდურები ამ შემთხვევაშიც დაწინწკლული უნდა იყოს.

ხინჯი: ერთფერიანობა _ მთლიანად ყავისფერი ან მთლიანად შავი ან მთლიანად წითური ყველანაირი ელფერებით.

 

 

ბანალი

 

ინგლისური სეტერი მდიდრულად ჩაცმული ძაღლია. შემოსილია ხშირი, მბზინავი, ფაფუკი ბანლით. მეტწილად სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვი დასაშვებია თეძოებზე ოდნავ ტალღოვანიც რომ იყოს. თავზე და კიდურების წინა მხარეს მოკლეა, ტანზე კი გრძელი, წმინდა და ხასხასაა. ყურებზე, მკერდზე (ქვედა ნაწილი), წინა ფეხების უკანა მხარეს _ იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს _ კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, ასევე კუდის მუცელზე ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე ტანზე და ნაძეძებადაა ჩამოვარცხნილი; კუდზე კი მარაოსავით ჩამოშლილია.

ნაკლი: მწირი, სუსტად განვითარებული ბანალი; ზედმეტად ტალღოვანი ან დახუჭუჭებული ბეწვი; გახუნებული, ჩამქრალი ბეწვი.

ხინჯი: ხეშეში ბეწვი; ფეხებზე ნაძეძისა და კუდზე მარაოს არარსებობა.

 

 

ტყავი და ძვალ-კუნთოვანი სისტემა

 

ტყავი თხელია, მკვრივი, მომდგარი და ელასტიური. ჩონჩხი და კუნთები _ კარგად განვითარებული.

ნაკლი: არასაკმარისად განვითარებული ჩონჩხი და მუსკულატურა.

ხინჯი: ძვალმწირობა; სქელი, უხეში, დანაკეცებული ტყავი.

 

 

თავი

 

მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი.

ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა.

ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.

 

 

ყური

 

ზომიერად გრძელია, დაკიდული, თხელი და სალუქი, არაგანიერი, მომრგვალებული ბოლოებით, შემკულია წმინდა, კაზმული ბეწვით.

ინგლისურ სეტერს ყური საკმაოდ დაბლა უზის _ თვალის ხაზის გასწვრივ _ ლამაზად დანაკეცებული ეშვება და წინა კიდით მჭიდროდ ეკვრის ღაწვებს.

ნაკლი: მაღალზე დასმული ყური; მძიმე, დონდლო ყური;შეუფერებლად მოკლე ან გრძელი (როცა შეტოლებისას ცხვირის წვერს წვდება); ზედმეტად გრძელი ბეწვით შემოსილი ყური (8 სმ-ზე მეტით).

ხინჯი: ხრტილზე გადმოკიდული ყური; ხრტილზე გადმოკიდული და უკან გაცქვეტილი ყური.

 

 

თვალი

 

ზომიერად დიდია, მრგვალია, არაღრმად ჩამჯდარია მჭიდროდ მომდგარი უპეების სწორ ჭრილში. ფერად _ მუქი ყავისფერი ან კაკლისმურაბისფერია, რაც მეტად მუქია, მით უკეთესი. მბრწყინავია, ნაპერწკლიანია, აზრიანია _ მშვიდი, კეთილმოსურნე გამომეტყველებით.

ნაკლი: შორი-შორ განლაგებული თვალები ცერად გაჭრილი უპეებით. გადმოკარკლული ან ჩაცვენილი; მცირე ზომის თვალი; ღია ფერის თვალი; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპე.

ხინჯი: მოყვითალო თვალი ძაღლის ნებისმიერი შეფერილობისას.

 

 

კბილები

 

თეთრი, მაგარი საღი, კარგად განვითარებული; ერტმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ-ჩაწიკწიკებული.

კბილთაყრა მაკრატელისებურია.

 

 

კისერი

 

გრძელია, ხმელია და კუნთოვანი, კვეთში ოვალურია; ზედხედში ოდნავ გამობურცული; ქედი ეტყობა; კისერი მინდაოსკენ თანდათან ფართოვდება.

ნაკლი: მოკლე; მძიმე და გადატვირთული კისერი. ღაბაბიანი ყელ-კისერი.

ხინჯი: მომრგვალებული; ძალზე მსხვილი ან ძალზე მოკლე კისერი.

 

 

მკერდი

 

გრძელია; საკმაოდ ღრმაა და საკმაოდ ფართო; ჩამოშვებულია იდაყვებამდე ან უფრო დაბლა. ყაფაზი, გრძელი და რამდენადმე გამობურცული ნეკნებით, კარგად განვითარებულია. მკერდის შუაძვალი

მცირედ იკვეთება.

ნაკლი: ზედმეტად გაშლილი; ვიწრო; კასრისებურად მომრგვალებული მკერდი.

ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.

კარგადაა ამოზიდული, მკვეთრად გამოეყოფა ზურგის ხაზს, რელიეფურად დაკუნთულია. ბეჭი გრძელია, ბრტყელია და ცერად დახრილი, კორპუსს მიკრული. ბეჭისთავები მომრგვალებულია.

ნაკლი: ვიწრო; ძალიან გრძელი; დამძიმებული მინდაო. მოშვებული ბეჭები; წაწვეტებული ბეჭისთავები.

 

 

მუცელი

 

ზომიერადაა აკვალთული.

ნაკლი: ჩამოშვებული ან ძალზე ატაცული მუცელი.

 

 

ზურგი

 

მოკლეა, სწორია, ზომიერად ფართო და კუნთოვანი.

ნაკლი: ვიწრო; გადრეკილი (რბილი), ან მცირედ ამოკუზული ზურგი.

ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

 

 

წელი

 

ოდნავაა ამოდრეკილი, ფართოა და კუნთოვანი.

ნაკლი: გრძელი წელი; გასწორებული (თარაზული) წელი; თვალშისაცემად ამოდრეკილი წელი.

ხინჯი: იგივე _ მკვეთრად გამოხატული.

 

 

გავა

 

გრძელია, ფართოა და ოდნავ დაქანებული.

ნაკლი: ვიწრო; განუვითარებელი; თარაზული ან ჩათლილი გავა.

ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული.

 

 

წინა კიდურები

 

წინხედში ფეხები სწორია და ძაღლს ურთიერთპარალელურად უდგას. მხრები ღონივრად დაკუნთული აქვს; მხრის ბერკეტი თვალშისაცემად მახვილკუთხოვანია _ მხარ-ბეჭის შესახსრების კუთხე დაახლოებით 90 გრადუსია. წინამხარი განივჭრილში ოვალურია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან მიმართულია, კორპუსზე მიმჯდარია და ზუსტად მინდაოს ქვეშაა განლაგებული. ტერფი ღონიერია, მყარად და ოდნავ დახრილად დგას.

ნაკლი: შედარებით გაშლილი მხარ-ბეჭის კუთხე; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; ცოტათი შიგნით შებრუნებული (დამალული) ან განზე გამოყრილი იდაყვები; სუსტი ან შვეულად მდგარი, ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი (შიგნით შეტრიალებული), ან ბატატურა (გან-გან გადგმული) თათები.

ხინჯი: იგივე გადახრები _ მკვეთრად გამოხატული.

 

 

უკანა კიდურები

 

თეძოს და წვივის ძვალი გრძელია; მათი შესახსრების კუთხეები (მუხლისთავები) კარგად გამოხატულია; უკანა ტერფი მოკლეა და მშვიდად მყოფ ძაღლს თითქმის შვეულად უდგას; სანავარდოები (კოჭ-წვივის სახსრები) აუცილებლად უკან მიმართულია.

ნაკლი: ზედმეტად გამართული უკანა კიდურები; ერთმანეთთან ზედმეტად დაახლოებული ან მეტისმეტად დაშორებული სანავარდოები. "მორცხვი" დგომი _ შეტყუპული, ზედმეტად ახლომდგომი უკანა ფეხები.

ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ მკვეთრად გამოხატული. ბალიკარტები (მეხუთე თითი ბრჭყალითურთ).

 

 

თათი

 

ცოტათი ოვალური ფორმისაა; მიკუმულია _ ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული თითებით. თითებშუა სწორი ბანალია ამობუჩქული. ბალიშები სქელი და უხეში აქვს.

ნაკლი: გაბრტყელებული თათები; გაშლილი თათები.

 

კუდი

 

სწორია ან ხმლისებური, ნარნარად აგრძელებს ზურგის ხაზს; სიგრძეს რაც შეეხება, კუდის ბოლო მალა სანავარდო სახსარს ოდნავ უნდა ჩაცდეს. ძაღლს კუდი ზურგის ხაზის სიმაღლეზე ან ცოტა დაშვებული უჭირავს. კუდი შემოსილია სწორი ან ოდნავ შეტალღული (არავითარ შემთხვევაში _ ხუჭუჭა) ბანალით, რომელიც მარაოსებრ ჩამოშლილია _ ბეწვი, დაწყებული კუდის რიკიდან, თანდათანობით გრძელდება შუა ნაწილამდე, ბოლოსკენ კი ისევ მოკლდება.

ნაკლი: ზედმეტად გრძელი ან მოკლე; გვერდზე გადავარდნილი; აპრეხილი; ნამგლისებური კუდი.

ხინჯი: მოკაუჭებული კუდი.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

რო იცოდე დღეში რამდენჯერ ვუყურებ :friends:

 

ჩემს ძაღლს ცოტა ცუდი პერიოდი მოუწია წელზე მეტის უნდა დაიგეშოს :yes:

 

მარა პრინციპში ინგლისური სეტერი შედარებით გვიან იგეშება.

Link to post
Share on other sites

რო იცოდე დღეში რამდენჯერ ვუყურებ :hi:

 

ჩემს ძაღლს ცოტა ცუდი პერიოდი მოუწია წელზე მეტის უნდა დაიგეშოს :friends:

 

მარა პრინციპში ინგლისური სეტერი შედარებით გვიან იგეშება.

ინგლისელისთვის "გვიან" არ არსებობს, ის იმდენად ჭკვიანი და ინტელექტუალურია, რომ აქეთ გვასწავლის ნადირობას. არანორმალურად გრაციოზული და ხატოვანია ნადირიბაში სეტერი, ცხოვრებაში კი საუკეთესო მეგობარი და კომპანიონი... :yes:

Link to post
Share on other sites

ხო ნუ მაგას ვამბობ პრობლემა არ უნდა იყოსტქო წელიწადზე მეტისას რო უწევს დაგეშვა...

 

ისე ნადირობაზე მეტად მართლა მეგობარია პირველი სეტერი რო მყავდა თან დავყევი კინაღამ იმის სიკვდილს... ყველაზე მეტად ხასიათს ვამუღამებ რაღაცნაირი თან თბილები და თან თავდაჭერილები არიან ეტყობათ ინგლისელობა :haha:

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

http://pearl-wales.ru/

სეტერების მოყვარულებმა დაათვალიერეთ,საინტერესო ხაზის ძაღლსაშენია!!!!

ვუძღვნი ლევან მესხიძეს!!!! :*

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

პროფესიონალების რჩევა მჩირდება ბიჭებო,შეაფასეთ აბა როგორი ექსტერიერის ლეკვებია,მშობლები ორივე მაგრად ნადირობს,მარტო რო ლეკვია ბეტონზე იმის აყვანას გეგმავს ჩვენი ფორუმელი გიგა91,აბა დაყარეთ კომენტარები ...ბოლო სურათზე ლეკვების დედაა..

 

63e12c08a31a.jpg

 

a87113bdc3dc.jpg

 

796e30c706fd.jpg

 

aad6f8b7d2d3.jpg

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

რა მაგარი დამდგარა ავთია დონია,მალე გამოჯანმრთელდება და გააგრძელებთ ერთად ნადირობას !! :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

რა ჭკვიანი ვინმეა. საცოდაობა არ იქნება, მაგ დაავადება რომ აღმოაჩნდეს?! წარმოდგენაც არ მინდა

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გამარჯობათ მონადირეებო,ერთი კითხვა მაქვს,ინგლისური სეტერი მყავს და აი რა შევამჩნიე აგვისტოში,ივნისში ისეთი სიგრძის ბეწვი ქონდა,როგორიც უნდა ქონდეს სეტერს მაგრამ აგვისტოში რომ ჩავედი(გურიაში მყავს)ბეწვის სიგრძე ისე აღარ ქონდა,სადმე გაცვენილი კი არააქვს რომ დავარქვა დაავადება,უბრალოდ სიგრძე აღაარააქვს ისეთი რო ქონდა,თორემ ბეწვი ხშირია როგორც წესით უნდა ქონდეს,არადა მანამდეც მყავდა სეტერი 4 წლის უკან მომიკვდა და იმისათვის ეგეთი რამე არ შემიმჩნევია,ეს პერიოდულადა აქვს საერთოდ თუ რამე ჭირს?იქნებ ვინმემ მიპასუხოთ თორემ გასკდა გული,არც ვიტამინებს ვაკლებ და არც არაფერს,ასე იმიტომ ვმერვიულობ რომ ქონდა და აღარააქვს თორემ თავიდანვე დიდბეწვიანი რომ არ ყოფილიყო მაშინ აღარ ვინერვიულებდი ასე,თორემ მინახავს ბევრი კარგი და სუფთა სისხლის ლავერიაკები რომლებსაც განსხვავება ბეწვში ქონდათ.რათქმაუნდა ძაღლმა პირველ რიგში კარგად უნდა ინადიროს,მაგრამ ინგლისურ სეტერს რომ რაგაც ვიზუალურობაში გაუფუჭდება დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან ცუდი რამარის.

Edited by cin300
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჩვენი დუტა დაინტერესდა ინგლისური სეტერის ლეკვებით,ა ძამა შეარჩიე

 

 

http://www.english-setter.ru/senki.htm

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

duta

მერე შეკაიკაცო ვერ იტყვი თუ გინდა? ჩემი ლეკვი უკვე გაზდილი და გამზადებული საგეშად მამაჩემის ძმაკაცს მივეცი, მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემს სეტერები ნაკლებათ ევასება და ქათმებს შეეჩვია, ოღონდ კი არ ჭამდა მარტო კლავდა და კარებთან ალაგებდა, მეკიდე თბილიში ვერ გავზდიდი ისეთ პირობებში ვარ ჯერჯერობით, არადა საგეშად იყო უკვე გამზადებული, ისწავლა რაღაც-რაღაცეები. :(

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...