Gurulo 154 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 E.J. Churcill group, Ltd ფირმა დარსებულია ედვინ ჯონ ჩერჩილის მიერ 1891 წელს ლონდონში. ამ პერიოდისათვის ედვინი უკვე მაღალი კლასის ოსტატად იყო აღიარებული. პირველი აღიარება მან ჯეფერთან და ბეიკერთან მუშაობისას მიიღო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ჩერჩილის თოფები წარმატებით კონკურირებდა ჰოლანდისა და პერდეს თოფებთან სპორტული შეჯიბრებების დროს. ჩერჩილის პირველი თოფები მხოლოდ ლულათა ჰორიზონტალური წყობით გამოდიოდა(უმეტესად შიდა ჩახმახებზე). ვერტიკალურები ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. ჰარი ჩერჩილი(დამფუძნებლის შვილი) წარმატებით გამოდიოდა სპორტულ შეჯიბრებებზე და კარგად წარმოადგენდა ფირმის პროდუქციას, რითაც ხელს უწყობდა საოჯახო ბიზნესის განვითარებას. 1910 წელს ფირმაში მოდის დამფუძნებლის ძმისშვილი რობერტი(ამ დროისათვის ჰარი ჩერჩილი გარდაცვლილი იყო), რომლის მმართველობის დროსაც ფირმა უპირატესად სანადირო პროდუქციაზე აკეთებს აქცენტს(სპორტულების გამოშვება არ შეუწყვეტია). რობერტ ჩერჩილი ბრწყინვალე მსროლელი იყო და შესაბამისად თოფებისადმი მაღალ მოთხოვნებს აყენებდა. მას კარგად ესმოდა რა იყო საჭირო წარმატებული გასროლისათვის. ყველაფერმა ამან პროდუქციის ხარისხისადმი განსაკუთრებული ყურადღება განაპირობა. შედეგად ფირმამ ბაზრის საკმაოდ დიდი სეგმენტის მოპოვება შეძლო და ლონდონის 10 საუკეთესო მწარმოებელთა რიგში შევიდა. ჩერჩილის თოფები შედარებით მცირე წონითა და მოკლე ლულებით გამოირჩეოდნენ. 1910-იანი წლების ბოლოსა და 1920-იანი წლების დასაწყისში ამ ფირმაში ბევრი ესქპერიმენტი ტარდებოდა ისეთი მოდელის შესაქმნელად, რომელიც მსუბუქი და მოკლელულიანი იქნებოდა. ექსპერიმენტები ძირითადად ვაზნების სხვადასხვა ტიპით ტარდებოდა. 1920 წელს გამოუშვეს ცნობილი მოდელი Churchill XXV GameGun, რომელსაც 25 დიუმის სიგრძის ლულები(635 მმ) და შედარებით მცირე მასა ჰქონდა. სწორედ ლულის სიგრძის პარამეტრით უწოდეს მათ XXV. ამ აღნიშვნას სამიზნე თამასაზე ასვამდნენ სავაზნის ზემოთ. ამ მოდელის ყალიბებია 12,16 და 20. ლულებზე დააყენეს საკუარი კონსტრუქციის სამიზნე თამასა ChurchillRib, რომელიც განივ კვეთში ტრაპეციას წარმოადგენს(ვიწრო მხარე ზემოთ). ასეთი კონსტრუქციის სამიზნე თამასის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სინათლის დიფუზიის გამო თამასის ზედა ნაწილი მსროლელის თვალთახედვაში უფრო მკვეთრად ჩანს. შემდეგში ასეთი კონსტრუქციის სამიზნე თამასა უფრო გრძელ ლლულებზეც გამოჩნდა, თუმცა მოკლეებზე ის აუცილებელია. აღნიშნული თამასა დროთა განმავლობაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ დიდი ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი გამოყენება აქტიურად დაიწყეს(მ.შ თანამედროვე მოდელებზეც). მეოცე საუკუნის მიწურულს საწარმო მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვა ლონდონურ ფირმებთან. 1971 წელს ის გაერთიანდა გრანტისა და ლანგის ტანდემთან, მაგრამ სავაჭრო მარკა შეინარჩუნა. გარკვეული წლების შემდეგ ჩერჩილი კვლავ დამოუკიდებელი მწარმოებელი ხდება. მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე თანამედროვე მოდელის შესახებ: ძალიან ელეგანტურია ჩერჩილის Premiere სერიის გლუვლულიანები, რომლებიც 12 და 20 ყალიბის გამოდის. შემკვეთის სურვილისამებრ შეიძლება დამზადდეს 16 ან 28 ყალიბიც. მათი საკეტები გვერდით დაფებზეა განლაგებული განურჩევლად იმისა ლულათა წყობა ვერტიკალურია თუ ჰორიზონტალური. საკეტებს ე.წ. შიფტები არ აქვს(მეორენაირად ,,ყრუ საიდლოკს" ეძახიან). გლუვლულიანების ლულათა სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ 711მმ,762მმ ან 635მმ-ა; სავაზნის სიგრძე 70მმ ან 76მმ; აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ინგლისში ჯერ კიდევ პოპულარულია 65მმ-იანი სავაზნე. შემკვეთის სურვილისამებრ, ჩერჩილი ასეთი სავაზნითაც უშვებს თავის ნაწარმს. ყველა ლულა გამოცდილია მაღალ წნევებზე(1200კგ/სმ2). 12 ყალიბის Premiere-ის ჰორიზონტალურები 2,89კგ-ს იწონიან, 20 ყალიბისა_ 2,66კგ-ს. ვერტიკალურებს კი ცოტათი მეტი წონა აქვთ. ჩერჩილის imperial-ის სერიის თოფების საკეტები დამოუკიდებელ საფუძველზეა და შესრულებულია სტილში Round Bodi, რაც გულისხმობს კალაპოტის მომრგვალებულ ფორმებს. ჩერჩილის გლუვლულიანებს, კარაბინებსა და შტუცერებს გრავირებას უკეთებენ ცნობილი ოსტატები პეტერ კუსაკი და ფილიპ გრიფნი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Premier №10044 ექსკლუზივი. ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1190მმ, ლულის სიგრძე 735მმ, სავაზნე 70მმ, წონა 2,81 კგ, ექსტრაქტორზე, ლულათა შეყენების მაჩვენებელი თოფის გრავირება შესრულებულია ფ.გრიფნის მიერ. Premier №10148 ექსკლუზივი ყალიბი 20, საერთო სიგრძე 1145მმ, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, წონა 2,5 კგ, ექსტრაქტორზე, ლულათა შეყენების მაჩვენებელი თოფის გრავირება შესრულებულია ფ.გრიფნის მიერ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 25, 2012 Author Report Share Posted February 25, 2012 Continental რამდენიმე წელია ფირმა ესპანელ მეიარაღეებთან თანამშრომლობით(არიეტა) ამზადებს გლუვლულიანი თოფების სერიას Continental სახელწოდებით. ისინი ადრინდელი მოდელების მარკირებით(Hercules, Regal და Crown) გამოდის, თუმცა სრულიად განსხვავებულია ძველი, სახელგანთქმული თოფებისაგან. პირველ რიგში განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თოფები საიდლოკებია(გამომდინარე აქედან უფრო ძვირიც). ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 711 ან 762მმ,მ სავაზნე 70მმ, V-სებური საბრძოლო ზამბარა(მდებარეობა ჩახმახის წინ), ეჟექტორეებზე, ორ სასხლეტზე, ავტომატური მცველი, ინგლისური ტიპის კონდახი. მოდელი Regal-ის კალაპოტი მომრგვალებულია(სტილი Round Body), მოდელი Hercules-ის საბრძოლო ზამბარების შეყენება ლულის დაკეტვისას ხდება(self opening) გრავირებისა და ღირებულების შესაბამისად სერია Continental-ის მოდელები შემდეგი რიგით მოდიან: ყველაზე ძვირფასი მოდელია Continental Hercules, შემდეგ Continental Regal, ხოლო შემდეგ Continental Crown. Continental Hercules Continental Regal Continental Crown ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 (edited) ფასი: 5000-6000 გირვანქა სტერლინგი ფასი: 2000-3000 გირვანქა სტერლინგი Edited December 13, 2012 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.