გიორგი 46 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 ძველქართულად რომელ დაავადებას ერქვა " წმინდა სენი" ? შავი ჭირი და კეთრი იყო, რომელმაც ბოლო მოუღო ძალიან ბევრ ქართველს. უფრო შავი ჭირი. პ.ს. ქოლერაც და მალარიაც იყო, მაგრამ ეს დასავლეთში, მე 19 საუკუნის დასწყისში. ტუბერკულოზიც. ჯანდაბა ავადმყოფობას, კარგად ყოფნა სჯობია. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 შავი ჭირი და კეთრი იყო, რომელმაც ბოლო მოუღო ძალიან ბევრ ქართველს. უფრო შავი ჭირი. პ.ს. ქოლერაც და მალარიაც იყო, მაგრამ ეს დასავლეთში, მე 19 საუკუნის დასწყისში. ტუბერკულოზიც. ჯანდაბა ავადმყოფობას, კარგად ყოფნა სჯობია. ა რ ა !!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 მაშინ "ყვავილა", ანუ "ბატონები". ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 წითელა ბატონები. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 წითელა ბატონები. ა რ ა!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 ეპილეფსია, ანუ ძველქართულად ,სევდის ქარები, სხვანაირად კიდევ "წმინდა სენად" იწოდებოდა და მიაჩნდათ, რომ ეპილეფსიური გულყრისთვის დამახასიათებელი გონების დაკარგვის დროს ადამიანის სული უშუალოდ ღმერთთან საუბრობდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 ძირითადად დედუქციის მეთოდით მიდის აქ შეკითხვის გამოცნობა ეკატერინე. რა სწრაფები ხართ ეს გურულები, გეცლია ცოტა. მაგას ეპილეპსია კი არა, ბნედა და გულყრა ერქვა ადრე. თქვენ მომიღებთ ბოლოს. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 ძირითადად დედუქციის მეთოდით მიდის აქ შეკითხვის გამოცნობა ეკატერინე. რა სწრაფები ხართ ეს გურულები, გეცლია ცოტა. მაგას ეპილეპსია კი არა, ბნედა და გულყრა ერქვა ადრე. თქვენ მომიღებთ ბოლოს. :d030: მართლა ასე ერქვა. გურული ვარ და რა ვქნაააა..... ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 აუუ გუშინწინ მოვასულიერე კაცი ეპილეფსიის შეტევა ქონდა.. პირველად მქონდა პრაქტიკაში ეპილეფსიის შეტევასტან "შეტაკება" :D :D ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 აუუ გუშინწინ მოვასულიერე კაცი ეპილეფსიის შეტევა ქონდა.. პირველად მქონდა პრაქტიკაში ეპილეფსიის შეტევასტან "შეტაკება" :D :D მქონია რამდენჯერმე, გამოuცდელისთვის საშინელებაა. ცოდნა უნდა, შეწუხება არ შეიძლება ძალიან. ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted July 19, 2012 Report Share Posted July 19, 2012 არა რა შეიძლება და არა ეგ კი ვიცი არაერთხელ მისწავლია პრაქტიკების დროს მარა... რეალობა ვაფშე სხვაა უცბად წინ რო ვიგაცა ღნავილით გადავარდება.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 22, 2012 Report Share Posted July 22, 2012 გრიგოლ რობაქიძე საკრალური წყობა ოქროს ხანაში იყო წმინდა იერარქია დადგენილი. ქართული ყოფაც ამ იერარქიით იყო იმთავითვე დამყარებული. უთვალავი მაგალითებიდან აქ მხოლოდ რამოდენიმე. ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია მანდილოსანს ხელზე "ვაკოცოთ", ღვთისმშობელ მარიამის ხატს კი უნდა "ვეამბოროთ"; იქ "კოცნა", აქ "ამბორი", ვინაიდან მანდილოსანი ერთია და ღვთისმშობელი კიდევ სხვა, თუმცა ორივე ქალია. ჩვენ შეგვიძლია სადმე დარბაზში "ვიმღეროთ", სალოცავში კი უნდა "ვიგალობოთ"; იქ "სიმღერა", აქ "გალობა", რადგან დარბაზი ერთია და სალოცავი კიდევ სხვა, თუმცა ორივე შენობაა. ჩვენ ვხმარობთ საერო წიგნისათვის "მხედრულს", საღვთო წერილისათვის კი "ხუცურს", რათა ზღვარი იყოს გავლებული საეროსა და საღვთოს შორის. მე შემიძლია მივმართო ვინმეს : "ბატონო გიორგი!" შემიძლია ასე მივმართო ღმერთს: "ბატონო ღმერთო?" ეს საშინელება იქნება ქართველისათვის. და აი, ღვთის მიმართ ჩვენ ვხმარობთ: "უფალო!" და საოცრება: "უფლება" ქართულში "ბატონისაგან" კი არ მოდის, არამედ "უფლისაგან." ქართული გაგებით, მაშასადამე, უფლება საკრალური ბუნების ყოფილა, სწორედ ისე, როგორც ეს ესმოდათ ოქროს ხანაში. ამას ქართული მითიური თქმულებანიც ადასტურებენ. უძველეს დროში, მოგვითხრობს ერთი თქმულება, დვალთა მთაზე მეფენი ისხდნენ დროდადრო; ისინი ცდილობდნენ ერთი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაჭირათო. რა მიზნით? თავიანთ ხალხთ ბედი მართებულად რომ წარემართად. აზრი ამ თქმულებისა ნათელია: მეფემ თავისი მიწიერი ძალა ციური მადლით უნდა ანოყიეროს და ამტკიცოს. ეს მადლი აქ ვარსკვლავის სახით ვლინდება. თვითონ ვარსკვლავი "ხატია" გრალისა; პირინეის გრალის ვარიანტით გრალი ქვაა, გვირგვინიდან ამოვარდნილი ციდან მოსხლეტილი ლიუციფერისა. და აი ამ ვარსკვლავ-ქვას იჭერენ თქმულების მეფენი. თამარ დედოფალს, მეორე თქმულებით, ჰქონდა იმავ დვალის მთაზე კოშკი; საცა ერთ სკივრში ასეთი ვარსკვლავი ესვენა, ციდან მიღებული. ერთხელ, როცა დედოფალი შინ არ იყო, მსახური გოგო მიეპარა სკივრს, ახადა მას სახურავი, ვარსკვლავი ამოვარდა და გაფრინდა ცისკენაო. ამ თქმულებაში სხვა აზრიცაა: ვიგინდარას არ შეუძლია მიეკაროს საკრალურს; თანვე ისიცაა ნაგულისხმევი, რომ "მეუფლე" საკრალურისა "მუდამ ფხიზელი" უნდა იყოს("Egregoroi"), რათა ხელიდან, ასე ვთქვათ, არ "გაუშვას" იგი. არც ერთს ტრადიციაში ეს წყობა საკრალურისა არ ჩამოსხმულა ისე ღრმად და მძლავრად, როგორც ეს არის გამოკვეთილი უგენიალეს ქართულ სახელდებაში "ხელმწიფე." აი კიდევ ერთი პოემა ქართული ხილვისა, ერთი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმული. რატომ მაინც და მაინც "მწიფე"? ხელი, რადგან ხელი სდებს ზღვარს კულტურის მხრივ ადამიანსა და ცხოველს შორის; ვინ უნდა გზნებდეს ამ ზღვარს უკიდურეს, თუ არა მმართველი, მეთაური ტომისა თუ ხალხის? რად უნდა იყოს მისი ხელი მწიფე? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი და მარჯვე-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ წერეთლის აზრით, "მწიფე" ნიშნავს "მიწვდომასაც." მაშასადამე "მწიფე ხელით" ნაგულისხმევია "მწვდომელიც": ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის მიუწვდომელია. ხოლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელდებით ნააზრი; იგი კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. ოქროს ხანაში მმართველი მეფეც იყო და მღვდელიც. ქართული გაგებით ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ითქვა, "ფლობა" გამოვლინებულია "უფლისაგან". მფლობელი, მაშასადამე, "მღვდელიცაა". იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვა "მღვდელი" წარმოსდგება სიტყვისაგან "ღუდვა", რაიცა "წვას" ნიშნავს. მღვდელი ანუ მწველი. იგულისხმება წვა არა მარტო გარეგანი: წვა შესაწირავი ცხოველისა, არამედ შინაგანიც: წვა წადილით ღვთიურის მისაღებათ. მფლობელი-როგორც მეფე და მღვდელი ერთს პიროვნებაში-კურთხეულად ითვლება: იგი ჰფენდა ირგვლივ გარდამქმნელ ძალას სხივოსანს: მარჯს, გერმანული შესატყვისით "ჰაილ"(Heil), რაიც ხელდასმით გადადიოდა სხვაზე. რენე გენონის მოწმობით, ამ ძალა-გადავლენას არაბულ-ებრაულად "ბარაქაჰ" ეწოდება. ეს სიტყვა ქართულ სიტყვაშიც გვხვდება და სწორედ ხელთან დაკავშირებით უმთავრესად: "ბარაქიანი ხელი", ნაგულისხმევია კურთხეული ხელი, მადლის გამომვლინებელი. რა არის ეს ხელი კურთხეული, თუ არ იგივე "მწიფე ხელი"? დიახ, ქართული სახელდებით, "ხელმწიფე", მოცემულია პლასტიურად მთელი კონცეპცია "Priester-König"-ისა, მღვდელ მეფის. ასე გვირგვინდება საკრალური წყობა შენს პირველ ხილვაში, კარდუ, რაიცა აქ ყველაზე უფრო გარკვეულად ქმედებაში გამოსჩანს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 22, 2012 Report Share Posted July 22, 2012 არც ერთს ტრადიციაში ეს წყობა საკრალურისა არ ჩამოსხმულა ისე ღრმად და მძლავრად, როგორც ეს არის გამოკვეთილი უგენიალეს ქართულ სახელდებაში "ხელმწიფე." აი კიდევ ერთი პოემა ქართული ხილვისა, ერთი სიტყვით თუ ერთ სიტყვაში გამოთქმული. რატომ მაინც და მაინც "მწიფე"? ხელი, რადგან ხელი სდებს ზღვარს კულტურის მხრივ ადამიანსა და ცხოველს შორის; ვინ უნდა გზნებდეს ამ ზღვარს უკიდურეს, თუ არა მმართველი, მეთაური ტომისა თუ ხალხის? რად უნდა იყოს მისი ხელი მწიფე? ოქროს ხანაში მმართველი ეგულვებოდათ მდიდრად და უხვად-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიმდიდრესა და სიუხვეს? ოქროს ხანაში მმართველი იყო ძლიერი და მარჯვე-რას ნიშნავს "მწიფე ხელი", თუ არა სიძლიერესა და მარჯს? მიხეილ წერეთლის აზრით, "მწიფე" ნიშნავს "მიწვდომასაც." მაშასადამე "მწიფე ხელით" ნაგულისხმევია "მწვდომელიც": ესე იგი ის, ვინც წვდება მას, რაიც სხვისათვის მიუწვდომელია. ხოლო ამით არ თავდება ხელმწიფის სახელდებით ნააზრი; იგი კიდევ უფრო მეტს, უფრო გულისხმიერს მოასწავებს. მწიფეო!!! მადლობა ეკატერინე! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 23, 2012 Report Share Posted July 23, 2012 გურია და სოციალიზმი /გრიგოლ რობაქიძე/ ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს „მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს: იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო მიმზიდველია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი. ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად „ქართული”. გურული ქართველი ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხატულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც „ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები, რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხდებოდა კიდევ: ძველ მესხთა შაირობა გურულებისთვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება. ამაყია გურული: გურიაში ძალზედ არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა — „რჩეულობა” — გურულთა „რასის” მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არ არის განსხვავება „ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი „მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა „რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, — ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთს ხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი. მჩატე და ფიცხია გურული. ბევრს ეს თვისება სიღრმის უქონლობად მიაჩნია. არ არის მართალი. გურულის სიმჩატე და სიფიცხე სხვა გვარია, ვიდრე სიმჩატე და სიფიცხე „პირვანდელი” (კულტურა გაუვლელი) სამხრეთელისა. პირიქით: გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის: მას მხოლოდ „ემჩატება” კულტურული სვლა, მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატიული ზვიადობის. მართალია, გურული ვერ შექმნის გერმანელის სიღრმეს, რომლის სიძლიერე შეიძლება მხოლოდ უზარმაზარმა, დაკორძილმა და დაგრაგნილმა ხემ გადმოგვცეს, მაგრამ გურულს არც უყვარს „გრაგნილი საკორძე”... მისი გენია უფრო პლასტიური ზოლებით იკვეთება, — და ხალხთა შორის გურული უფრო რომაულ რასას ენათესავება, კერძოდ ესპანელებს, თავის ქედმაღალი ტემპერამენტით. ერთადერთი დამაფიქრებელი გურულის ნიჭში შემდეგია: გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, აქ არ არის „უფრსკრული გათხრილი პიროვნებასა და მასსას” შორის.თუ მივიღებთ როგორც ბევრს ჰგონია, ვითომ კულტურის ზრდაში არის საჭირო ერთგვარი მანძილი „პიროვნებასა” და „მასსას” შორის, მაშინ გურულის შემოქმედება, რასაკვირველია, საეჭვო გახდება სიძლიერეში. ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემაა და არა დადგენლი ფაქტი. ჩემი პირდი მოსაზრება ამგვარია: გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება და მისთვის გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი. მაგრამ, როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს” ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ გურულთა შორის აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავსა ჰყოფს „შემოქმედ პიროვნებასა” და „ფართო მასას” შორის. აღნიშნულ დახასიათებას თითქოს ერთი ფაქტი ეწინააღმდეგება: როგორ? გურია და არისტოკრატია?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება არისტოკრატიული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს. ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა-ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, მახარაძეები, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, სილიბისტრო ჯიბლაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, კილაძეები, ლალიონი-მამულაშვილი... ასეთია ფაქტი, მაგრამ მე მგონია, ეს ფაქტი ოდნავაც არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დახასიათებას: პირიქით, იგი სავსებით გამოდის უკანასკნელისაგან. წარმოიდგინეთ მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან სწორედ ისინი არიან გამზადილნი სოციალიზმის მისაღებად: მათ სხვაზე უფრო ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა, ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან. ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და გემოს არ ცოდნა, — „როდემდის ვიცადოთ?” აი მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები: ისინი გამოვიდნენ სოციალისტებად, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი. თანვე ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მათ მიერ სოცილიზმის მიღებას ხელს უწყობდა უთუოდ ზემოაღნიშნული თვისება: ერთნაირად დაჯილდოება ნიჭით. ეს „ერთნაირობა” ფსიქოლოგიური პირობაა სოციალიზმის მიღებისათვის და მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია: ყველაფერი შეიძლება ამოშალოთ გურულში, მაგრამ „წარჩინებულობის”, „რჩეულობის” გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის: გურულის სიამაყე „პათოსია მანძილის” (იგულისხმება „ჩემსა” და „სხვებს” შორის). 1917 წელი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 23, 2012 Report Share Posted July 23, 2012 ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და გემოს არ ცოდნა, — „როდემდის ვიცადოთ?” აი მათი დამახასიათებელი საკითხი. როდემდის ვიცადოთ! მადლობა ეკა. :hi3: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 24, 2012 Report Share Posted July 24, 2012 ვაჟა-ფშაველა კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება... მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე. პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად. ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ... პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერიa კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა. 1905 წ. ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted October 19, 2012 Author Report Share Posted October 19, 2012 აბა გამოიცანით რომელ ციფრშია ქათამი.... ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 პირველშია ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 მე ვფიქრობ 5 სურათში. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 GuRo... პირველში ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 N3 - მესამეში, თვალი ჩანს ქათმის ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 GuRo... 3 სურათში მაგრათ გავს კურდღლის თავს ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 მესამეა ძმაო მესამე, აი ვნახოთ ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 გურო გვეკაიფება მგონი და არცერთში არაა მანდ ქათამი :d030: ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 3 სურათში კურდღელია უეჭველი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.