Jump to content
Club-Monadire.Ge

ჩვენი სანადირო დანები


Recommended Posts

  • Replies 223
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გილოცავ, მაგარია.

 

 

 

3599c91c717d.jpg

13042b92be21.jpg

აბა რას იტყვით ვარგა? ჯერ არ გამილესია ცოტა მინდა კიდე გავაპრიალო და მერე გავლესავ

Link to post
Share on other sites

მადლობთ. ესეიგი ტყუილად არ მიწვალია :) ტარზე რას მირჩევთ ლაკი ხო არ წავუსვა სველი ხელის მოკიდების დროს რომ არ დაილაქოს თან ამას შუაში ხომ რკინა აქვს და აქეთ იქედან აქვს დაკრული კაკალი და იმ რკინასაც ხომ დაიცავს ლაკი დაჯანგებისგან?

Link to post
Share on other sites

დაჟანგვის მხრივ რა ხდება თორნიკე, დაამუშავე ამ მხრივ? მეც მქონდა ერთი დანა რესორისგან.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

არა შკულკით მაქვს გაპრიალებული სხვა არაფერი გამიკეთებია. პირს კი გავწმენდავ ხოლმე მაგრამ ტარში არ მინდა ჩაჟანგდეს რკინა და მაგიტომ ვამბობ ლაკი წავუსვა თქო ან სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო?

Link to post
Share on other sites

რესორს ეგ მინუსი აქვს, სულ მშრალი უნდა იყოს დანა. ტარში შეგიძლია რამე ძლიერი წებო იხმარო - ეპოქსიდი მაგალითად, ოღონდ ვეღარ დაშლი მერე. დაჟანგვა კიდე განულდება 100%-ით მენდე.

Link to post
Share on other sites

თორნიკე.

 

 

დაგიგვიანე მეორე წერილის მოწერა, ნამდვილად არ მქონდა დრო.

 

კარგი რამე გამოსულა. :yes: :yes:

ტარს რაც შეეხება, დანიური ხის მკვებავი ზეთებია, /DANISH OIL/, ისინი გადაუსვი შალის ნაჭერით.

კაი ხანი შეინახავს.

ამ ლინკზე ნახე, იარაღზეც გამოგადგება, კონდახს და ტიბჟირს პირვანდელ მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

http://www.amazon.com/Watco-Danish-Oil-Finish-Natural/dp/B00176TCU0

Link to post
Share on other sites

მადლობთ. ესეიგი ტყუილად არ მიწვალია :) ტარზე რას მირჩევთ ლაკი ხო არ წავუსვა სველი ხელის მოკიდების დროს რომ არ დაილაქოს თან ამას შუაში ხომ რკინა აქვს და აქეთ იქედან აქვს დაკრული კაკალი და იმ რკინასაც ხომ დაიცავს ლაკი დაჯანგებისგან?

თორნიკე გიქე ნამუშევარი. კარგია. ცოტა პოლირება და სუპერია. ახლა ტარს რაც შეეხება. აიღე ნიგოზი ,დანაყე და ზეთი გამოწურე. ზეთი დადგი და რომ დაილექავს სუფთა ჭურჭელში ისე გადაასხი რომ ნალექი არ გაყვეს.

შემდეგ ეს ზეთი სქლად წაუსვი ტარზე,დანა ისეთ ადგილზე დადე რომ მტვერისაგან დაცული იყოს. როცა ნახავ რომ ზეთი შეშრა და ხელზე აღარ გადადის კიდევ წაუსვი. 2 წასმის შემდეგ ინტერვალი 10 დღე გააკეთე და ისევ გაიმეორე . ყოველი ზეთის გასობის წინ შალის ნაჭრით გააპრიალე ტარი.5-6 ასეთი პროცედურა და შენი კაკლის ტარი ისეთ სახეს მიიღებს თავად გაგიკვირდება.

პროცესი ხანგრძლივია მაგრამ ისეთი სანდო რომ ვერცერთი სუპერ ლაქი ვერ მოგცემს ასეთ შედეგს. :old:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

რა მეეჭვება იცი ავთია, ბრონზის/ლატუნის/ დეტალი რომ აქვს ჩაყოლებული ტარსა და პირს შუა, მაგის მუდმივად გაპრიალებულ მდგომარეობაში შენახვა გაუჭირდება.

 

მქონდა ფრანგული სტილის "კორტიკი"/მუშკეტერები ატარებდნენ/ ჩემით გავაკეთე ის დანა.

ბრონზა ვიხმარე მეც და შემაღონა მაგ დეტალმა, წარამარა გაპრიალება უწევდა.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

ხო ეგ თავისტკივილია . მაგას ელექტროძრავის ხვიების საიზოლაციო ლაქი უნდა . საკმაოდ დიდი ხნით ინახავს.

Link to post
Share on other sites

ბრონზა და ლატუნი სხვადასხვა ფერადი ლითონებია.

ბრონზა მყიფეა, მისი სახარატო ჩარხზე დამუშავებისას ფხვნილის სახის ნარჩენი გვაქვს, ხოლო ლატუნი ზამბარასავით ბურბუშელას სტოვებს და დრეკადობაც გააჩნია.

 

ერთიც და მეორეც გამოიყენება დანების და იარაღების წარმოებაში, მაგრამ სპეციალური დამუშავება სჭირდებათ, რათა თავისი ბუნებრივი ფერი შეინარჩუნონ.

ერთერთი მეთოდი ზემოთ დასწერა ავთანდილმა.

ელექტროლიზის საშუალებით არის კიდევ შესაძლებელი, მაგრამ კუსტარულ პირობებში ძნელია იმ ხელსაწყოების და ხსნარების შეძენა-შენახვა, ფართობი და ფინანსები სჭირდება.

ამიტომ, ჩვენს პირობებში უმჯობესია ასეთი მცირე დეტალები უჟანგავი ფოლადისგან გაკეთდეს.

Link to post
Share on other sites

ჩამოვიდა

 

Zero Tolerance 0350 Stonewash(Kershaw). Ken Onion -ის დიზაინი. უძლიერესი პირი აქვს, 3მმ სისქის, 8.2სმ სიგრძე. ჭდე(გასახსნელი) არ მომწონს მხოლოდ პირზე. აქვს SpeedSafe გახსნის მექანიზმი და უცებ იხსნება ცერა თითით. ძალიან ბასრია.

post-3-0-28649300-1384215867_thumb.jpg

post-3-0-71840200-1384215890_thumb.jpg

post-3-0-89870400-1384215913_thumb.jpg

post-3-0-92630300-1384215936_thumb.jpg

post-3-0-51757400-1384215960_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ჩამოვიდა

 

Zero Tolerance 0350 Stonewash(Kershaw). Ken Onion -ის დიზაინი. უძლიერესი პირი აქვს, 3მმ სისქის, 8.2სმ სიგრძე. ჭდე(გასახსნელი) არ მომწონს მხოლოდ პირზე. აქვს SpeedSafe გახსნის მექანიზმი და უცებ იხსნება ცერა თითით. ძალიან ბასრია.

 

გილოცავ....!!!!!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...