Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შვედეთი

 

 

Wetterlings

 

 

233767650f3d.jpg

 

 

 

1882 წელს ინჯინერი ოტო ვატერლინგი შვედეთის ქალაქ Storvik-ში ჩადის, სადაც მის ძმას უკვე აქვს ნაჯახების მწარმოებელი პატარა კომპანია S. A. Wetterlings Manufaktur. ოტო ვატერლინგი ამერიკის სეერთებულ შტატებში ნაჯახის წარმოების შესასწავლად იყო წასული და სტორვიკში ჩასვლისთანავე ძმის წარმოებას სათავეში ჩაუდგა. უამრავი ახალი იდეა ჩამოიტანა შტატებიდან და მალე მსოფლიოში განთქმული ნაჯახების გამოშვებაც დაიწყეს.

 

შვედური ფოლადს იყენებენ სილიცუმის, მოლიბდენის და მანგანუმის შემცველობით(58-59 როკველი სიმტკიცე).

ხელით გამოჭედილი ნაჯახებია.

 

 

WETTERLINGS SAW20H HUNTING AXE 20"

 

კარგად ბალანსირებული სანადირო ნაჯახია. გამოიყენება ხის სახეთქადაც. ადვილი გამოსაყენებელია სატყავებლადაც. ასრულებს ჩაქუჩის ფუნქციასაც.

 

ტარის სიგრძე 51სმ

ნაჯახის პირის სიგრძე 15სმ

წონა ერთ კილომდე

 

ფასი 53$

 

 

c3749ffb1d6c.jpg

 

უფრო პატარა ვარიანტია WETTERLINGS SAW13H WILDLIFE HUNTING AXE 13".

 

bc75417f3f71.jpg

 

უშვებენ საშუალო ზომის ნაჯახსაც.

 

 

 

http://www.wetterlings.com/

Link to post
Share on other sites

შვედეთი

 

Gränsfors Bruks

 

 

 

86aba6728b4d.jpg

 

 

 

 

Gränsfors Bruks AB ოჯახური კომპანიაა, რომელიც 1902 წელს დაარსდა შვედეთის ქალაქ Bergsjö-ში, სტოკჰოლმიდან 340 კმ-ში. ნაჯახებს ეს კომპანიაც ხელით ამზადებს, უმტკიცესი ფოლადისგან, რომელიც ამ კომპანიის სპეციალური ტექნოლოგიით იჭედება. 1986 წლიდან უკვე შტატებშიც გახსნეს ფილიალი (Summerville, South Carolina). ტრადიციულ სკანდინავიურ ნაჯახებს ამზადებენ.

 

მონადირის ნაჯახი

 

პირის ფორმა საშუალებას იძლევა ნადირი ადვილად გაატყავო. ასევე მოსახერხებელია ხეზე სამუშაოდ. ტარის სიგრძე 47სმ. პირის 9 სმ-მდე. წონა 700 გრამამდე.

ამ ნაჯახს სვედეთის დიზაინის საზოგადოების უმაღლესი პრიზი აქვს აღებული.

 

 

6046c66fa01a.jpg

 

ტყის პატარა ნაჯახი

 

ზომით მონადირის ნაჯახის მსგავსია თუმცა უფრო ტრადიციული ფორმის. ადვილად თავსდება ზურგჩანთაში.

 

 

b96475574f3d.jpg

 

ტყის სკანდინავიური ნაჯახი

 

 

ტრადიციული ნაჯახია, რომლითაც ხეების მოჭრაც არაა ძნელი. 62.5 სმ სიგრძის ტარი აქვს და 9.5 სმ სიგრძის პირი. იწონის 1 კგ-ს.

 

 

b03a7365e4c1.jpg

 

 

http://www.gransfors.com/htm_eng/index.html

Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო პატარა ცნობარი ნაჯახებზე

 

ინგლისურად

 

http://www.gransfors.com/htm_eng/index.html'>http://www.gransfors.com/htm_eng/index.html'>http://www.gransfors.com/htm_eng/index.html

 

რუსულად

 

http://www.gransfors.com/htm_eng/index.html

 

 

ძველებური ჩრდილოევროპული ნაჯახები

 

http://www.gransfors.com/htm_eng/index.html

Link to post
Share on other sites

შვედეთი

 

Mora

 

სკანდინავიურ დანებში ამ კომპანიაზე უკვე დავწერე. სანადირო ნაჯახსაც უშვებს. პატარა ზომისაა, ზურგჩანთაში კარგად ეტევა და მაღალი ხარისხის ფოლადისგან მზადდება(პირადად გამოვცადე, მე მაქვს). პირი დაფარულია ანტიკოროზიული მასალით. ტარი მაღალი სიმტკიცის პლასტიკური შენაერთია. წონა 500გ.

 

43e1b6affd0c.jpg

 

 

ასე ნაკრებად იყიდება საჩუქრად, დანა და ნაჯახი

Link to post
Share on other sites

ფინეთი

 

Roselli

 

 

 

b4849b65412b.jpg

 

 

 

Heimo Roselli-ის დანებზე უკვე დევს ინფორმაცია. ეს კომპანია კრუპის W75 ფოლადს იყენებს ნახშირბადის 0.7-0.8% შემცველობით და 59-62 რკ სიმტკიცით.

 

როსელის სანადირო ნაჯახი

 

ხელით გამოჭედილი ნაჯახია, არყის ხის ტარით, რომელიც ლაქითაა დაფარული. 95 სმ სიგრძისაა. ნაჯახის თავი ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს. მრავალფუნქციური ნაჯახია, გამოიყენება როგორც ნადირის გასატყავებლად-ასაქნელად, ასევე ბანაკში, ხეზე სამუშაოდ. წონა 1კგ. ფასი 105$.

 

7832069b8abb.jpg

 

 

 

როსელის პატარა სანადირო ნაჯახი

 

კომპაქტურია, ადვილად თავსდება ზურგჩანთაში, პირის დამცავი შალითითაა. 35 სმ სიგრძის ტარით. წონა 1კგ. ფასი 100$.

 

 

3a917c445b84.jpg

 

 

http://www.moonrakerknives.co.uk/roselli.htm

Link to post
Share on other sites

ფინეთი

 

Fiskars

 

 

 

ასევე ცნობილი კომპანიაა და მაღალი ხარისხის ნაჯახებს აწარმოებს სედარებით დაბალ ფასებში. პირადად მაქვს გამოვდილი, აქ ბანაკში ფისკარსის ნაჯახებს ვხმარობთ და მშვენივრად მუსაობს ჭრაზეც და ჩეხვაზეც. პირის უკანა ნაწილი ჩაქუჩადაც გამოდგება. ფხას დიდხანს იჭერს და ადვილად ილესება. ტარი პლასტიკური მასალისაა, ზალიან მდგრადი და მტკიცე, პრაქტიკულად ვერ გატეხავ.

 

 

Hatchet-14 inch

 

35 სმ-იანი ტარით, წონა 500გ-მდე. ფასი 30$

 

6ad79dd1dbf2.jpg

 

 

 

Hatchet-8 inch

 

ხელის, პატარა ნაჯახი. გაჭირვების ტალკვესი , 20 სმ სიგრძის ტარით. წონა 500 გ-მდე, ფასი 34$.

 

64025eb84580.jpg

 

 

http://www.fiskars.ca/Products/Yard-and-Garden/Axes-and-Striking

 

 

რეკომედაციას ვუწევ, უმაგრესი ფოლადი აქვთ

Link to post
Share on other sites

ამერიკის შეერთებული შტატები

 

GERBER

 

 

af0df3390293.jpg

 

 

 

ცნობილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით მისი დანებითაა ცნობილი.

 

 

ბანაკის ნაჯახი

 

პოლიამიდის ტარით, პირი უჟანგავი ფოლადისაა, 8 სმ-იანი პირით, საერთო სიგრძე 40 სმ. ფასი 34$

 

 

e1f75b8e5111.jpg

 

 

 

სანადირო პატარა ნაჯახი

 

ადვილად ეტევა ზურგჩანთაში, პირის სიგრძე 7სმ-მდე, საერთო სიგრძე 22 სმ. ფასი 28$

 

fe2b64ac901d.jpg

 

სასაჩუქრე კომბო

 

806984bba5f6.jpg

 

 

http://www.gerbergear.com/content/search?SearchText=axes&tool_type=&filter_1=&filter_2=&filter_3=&filter_4=&filter_5=&filter_price=&force_type=0

Link to post
Share on other sites

ამერიკის შეერთებული შტატები

 

Smith and Wesson

 

იარაღის ცნობილი კომპანიაა

 

სანადირო პატარა ნაჯახი

 

პირის სიგრძე 7 სმ-მდე. ტარი სინთეზური მასალისაა, საერთო სიგრძე 22 სმ-მდე, წონა 650 გ. ფასი 28$.

 

 

bb4c0492ba37.jpg

Link to post
Share on other sites

კანადა, კვებეკი.

 

Garant

 

ეს კომპანია უკვე ასი წლისაა. სხვადასხვა პროდუქთან ერთად მაღალი ხარისხის ნაჯახებსაც აწარმოებს. ამ ნაჯახებმა წარმატებით გაუძლეს გამოცდას კანადის ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში და დიდი წარმატებიტაც სარგებლობენ ბაზარზე.

 

 

იაგუარი

 

40 სმ სიგრძისაა, ხის ტარით, წონა 700გ-მდე. პირი ნაჭედი ფოლადისაა

 

 

ca65e0104c6f.jpg

 

 

გრიზლი

 

მონადირის ნაჯახია, 40 სმ სიგრძის, 650 გ წონის , ტარი მინის ბოჭკოა, თერმოპლასტიკური კაუჩუკით დაფარული, ხელის კარგად ჩასაჭიდებლად

 

dc78b85d8a31.jpg

Link to post
Share on other sites

აშშ

 

Timberline

 

 

 

ეს კომანიაც დანებითაა ცნობილი

 

 

თავის გადასარჩენი პატარა ნაჯახი

 

Russ Kommer-ის დიზაინი. კომპაქტური, ათ სანტიმეტრიანი პირით, ფოლადის მარკა 440(უჟანგავი). წონა 500 გ-მდე. ტარი პლასტიკური. საერთო სიგრძე 22.5 სმ. ფასი 39 $.

 

 

259c290dbcef.jpg

 

 

Timberline Alaskan Combo

 

სასაჩუქრო ვარიანტი დანით(ალიასკური კომბო). ფასი 65$

 

6787e9ff9e1a.jpg

Link to post
Share on other sites

აშშ

 

Buck

 

 

 

ცნობილი ამერიკული კომპანიაა, საშუალო და მაღალი ხარისხის მასობრივი წარმოების დანებს უშვებს

 

 

ბანაკის ნაჯახი

 

8 სმ-იანი პირით, გამოჭედილი ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადისგან. პლასტიკური ტარით. საერთო სიგრძე 31 სმ-მდე. წონა 600 გ-მდე. ფასი 29$

 

 

290b298e5ce4.jpg

Link to post
Share on other sites

GRANSFORS BRUKS-ის სასროლი ნაჯახი

 

 

 

 

 

1.7 კგ-მდეა, 75სმ-დე სიგრძის ტარი, 15 სმ-დე პირი. ორივე პირი გალესილია

 

 

http://www.gransfors.com/htm_eng/index.html

Link to post
Share on other sites

Samuel Staniforth Ltd

 

შეფილდი, ინგლისი

 

 

 

Traditional Arabic Fighting Axe (TACT - AXE)

ტრადიციული არაბული საბრძოლო ნაჯახი. ნაჯახის ფორმა გადაღებულია დამასკოს(სირია) მუზეუმში წარმოდგენილი არაბული საბრძოლო ნაჯახებიდან. ტარის სიგრძე 35 სმ. ფასი £145.00

 

01d62ce40283.jpg

Link to post
Share on other sites

Ox-Head

 

 

გერმანული სამჭედლოა Wuppertal-დან, დაარსებულია 1781 წელს. კარგ ბანაკის, ტყის და სადურგლო ნაჯახებს ამზადებენ

 

 

 

Forestry Axe-ტყის ნაჯახი

 

3e0d33ee969f.jpg

 

სასროლი ნაჯახი

 

 

6f40e3856450.jpg

Link to post
Share on other sites

უმაგრესი შვედური ნაჯახები, თან კარგი წიგნია ზოგადად ნაჯახზე და მის მოხმარებაზე

http://www.gransfors.com/downloads/ryskyxbok/index.html

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კანადამ შემაყვარა ნაჯახები. ადგილობრივები მაგრად ხმარობენ. ნაჯახის და ასანთის გარეშე არ შედიან ტყეში. მეც არ ვიცილებ ზურგჩანთაში მორას პატარა ნაჯახს.

 

 

 

23db0f815179.jpg

 

32874791be15.jpg

Link to post
Share on other sites

BROWNING- ამერიკული ნაჯახების ფასების რამოდენიმე ციფრია ჩასასწორებელი, უშენოდ არ ვქენი და სხვებმაც იცოდნენ თუ რატომ.

 

ეგ ფასები რომლებიც ინეტში ნახე, ყველა ჩაინიკების გამოშვებულია.

 

Gerber-ის გრძელი ნაჯახი, ყველაზე მეტი ფასდაკლებით 39,99$-ია ხოლმე, ისიც შობის დღესასწაულისთვის.

მოკლე თავის ქარქაშით იყიდება და ისიც მაგ ფასამდე ჩამოდის.

აქ, რასაც ვნახულობ მაგ ფასებში ორივე ფინეთშია გამოშვებული.

 

ასევე Smith&Wesson-ის კომბო, სატყავებელი დანა და ნაჯახი ღირს სეილზე მინიმუმ 50$.

 

 

არ მიწყინოთ თქვენი ჭირიმე, ამიტომაც არ ვყიდულობ გამოწერით არაფერს.

თუ რამე გამოვიწერე ადრე, ყველაფერი ჩაინიკებისა მომივიდა, ჰოდა მოვეშვი გამოწერას.

მერე უკან ვუბრუნებდი და ეგეც ცალკე ხარჯია კიდევ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...