BROWNING 349 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 ნაჯახები ყველანაირი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ქართული ნაჯახებით დავიწყოთ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედეთი Wetterlings 1882 წელს ინჯინერი ოტო ვატერლინგი შვედეთის ქალაქ Storvik-ში ჩადის, სადაც მის ძმას უკვე აქვს ნაჯახების მწარმოებელი პატარა კომპანია S. A. Wetterlings Manufaktur. ოტო ვატერლინგი ამერიკის სეერთებულ შტატებში ნაჯახის წარმოების შესასწავლად იყო წასული და სტორვიკში ჩასვლისთანავე ძმის წარმოებას სათავეში ჩაუდგა. უამრავი ახალი იდეა ჩამოიტანა შტატებიდან და მალე მსოფლიოში განთქმული ნაჯახების გამოშვებაც დაიწყეს. შვედური ფოლადს იყენებენ სილიცუმის, მოლიბდენის და მანგანუმის შემცველობით(58-59 როკველი სიმტკიცე). ხელით გამოჭედილი ნაჯახებია. WETTERLINGS SAW20H HUNTING AXE 20" კარგად ბალანსირებული სანადირო ნაჯახია. გამოიყენება ხის სახეთქადაც. ადვილი გამოსაყენებელია სატყავებლადაც. ასრულებს ჩაქუჩის ფუნქციასაც. ტარის სიგრძე 51სმ ნაჯახის პირის სიგრძე 15სმ წონა ერთ კილომდე ფასი 53$ უფრო პატარა ვარიანტია WETTERLINGS SAW13H WILDLIFE HUNTING AXE 13". უშვებენ საშუალო ზომის ნაჯახსაც. http://www.wetterlings.com/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედეთი Gränsfors Bruks Gränsfors Bruks AB ოჯახური კომპანიაა, რომელიც 1902 წელს დაარსდა შვედეთის ქალაქ Bergsjö-ში, სტოკჰოლმიდან 340 კმ-ში. ნაჯახებს ეს კომპანიაც ხელით ამზადებს, უმტკიცესი ფოლადისგან, რომელიც ამ კომპანიის სპეციალური ტექნოლოგიით იჭედება. 1986 წლიდან უკვე შტატებშიც გახსნეს ფილიალი (Summerville, South Carolina). ტრადიციულ სკანდინავიურ ნაჯახებს ამზადებენ. მონადირის ნაჯახი პირის ფორმა საშუალებას იძლევა ნადირი ადვილად გაატყავო. ასევე მოსახერხებელია ხეზე სამუშაოდ. ტარის სიგრძე 47სმ. პირის 9 სმ-მდე. წონა 700 გრამამდე. ამ ნაჯახს სვედეთის დიზაინის საზოგადოების უმაღლესი პრიზი აქვს აღებული. ტყის პატარა ნაჯახი ზომით მონადირის ნაჯახის მსგავსია თუმცა უფრო ტრადიციული ფორმის. ადვილად თავსდება ზურგჩანთაში. ტყის სკანდინავიური ნაჯახი ტრადიციული ნაჯახია, რომლითაც ხეების მოჭრაც არაა ძნელი. 62.5 სმ სიგრძის ტარი აქვს და 9.5 სმ სიგრძის პირი. იწონის 1 კგ-ს. http://www.gransfors.com/htm_eng/index.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ძალიან საინტერესო პატარა ცნობარი ნაჯახებზე ინგლისურად http://www.gransfors.com/htm_eng/index.html'>http://www.gransfors.com/htm_eng/index.html'>http://www.gransfors.com/htm_eng/index.html რუსულად http://www.gransfors.com/htm_eng/index.html ძველებური ჩრდილოევროპული ნაჯახები http://www.gransfors.com/htm_eng/index.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედეთი Mora სკანდინავიურ დანებში ამ კომპანიაზე უკვე დავწერე. სანადირო ნაჯახსაც უშვებს. პატარა ზომისაა, ზურგჩანთაში კარგად ეტევა და მაღალი ხარისხის ფოლადისგან მზადდება(პირადად გამოვცადე, მე მაქვს). პირი დაფარულია ანტიკოროზიული მასალით. ტარი მაღალი სიმტკიცის პლასტიკური შენაერთია. წონა 500გ. ასე ნაკრებად იყიდება საჩუქრად, დანა და ნაჯახი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინეთი Roselli Heimo Roselli-ის დანებზე უკვე დევს ინფორმაცია. ეს კომპანია კრუპის W75 ფოლადს იყენებს ნახშირბადის 0.7-0.8% შემცველობით და 59-62 რკ სიმტკიცით. როსელის სანადირო ნაჯახი ხელით გამოჭედილი ნაჯახია, არყის ხის ტარით, რომელიც ლაქითაა დაფარული. 95 სმ სიგრძისაა. ნაჯახის თავი ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს. მრავალფუნქციური ნაჯახია, გამოიყენება როგორც ნადირის გასატყავებლად-ასაქნელად, ასევე ბანაკში, ხეზე სამუშაოდ. წონა 1კგ. ფასი 105$. როსელის პატარა სანადირო ნაჯახი კომპაქტურია, ადვილად თავსდება ზურგჩანთაში, პირის დამცავი შალითითაა. 35 სმ სიგრძის ტარით. წონა 1კგ. ფასი 100$. http://www.moonrakerknives.co.uk/roselli.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინეთი Fiskars ასევე ცნობილი კომპანიაა და მაღალი ხარისხის ნაჯახებს აწარმოებს სედარებით დაბალ ფასებში. პირადად მაქვს გამოვდილი, აქ ბანაკში ფისკარსის ნაჯახებს ვხმარობთ და მშვენივრად მუსაობს ჭრაზეც და ჩეხვაზეც. პირის უკანა ნაწილი ჩაქუჩადაც გამოდგება. ფხას დიდხანს იჭერს და ადვილად ილესება. ტარი პლასტიკური მასალისაა, ზალიან მდგრადი და მტკიცე, პრაქტიკულად ვერ გატეხავ. Hatchet-14 inch 35 სმ-იანი ტარით, წონა 500გ-მდე. ფასი 30$ Hatchet-8 inch ხელის, პატარა ნაჯახი. გაჭირვების ტალკვესი , 20 სმ სიგრძის ტარით. წონა 500 გ-მდე, ფასი 34$. http://www.fiskars.ca/Products/Yard-and-Garden/Axes-and-Striking რეკომედაციას ვუწევ, უმაგრესი ფოლადი აქვთ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ამერიკის შეერთებული შტატები GERBER ცნობილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით მისი დანებითაა ცნობილი. ბანაკის ნაჯახი პოლიამიდის ტარით, პირი უჟანგავი ფოლადისაა, 8 სმ-იანი პირით, საერთო სიგრძე 40 სმ. ფასი 34$ სანადირო პატარა ნაჯახი ადვილად ეტევა ზურგჩანთაში, პირის სიგრძე 7სმ-მდე, საერთო სიგრძე 22 სმ. ფასი 28$ სასაჩუქრე კომბო http://www.gerbergear.com/content/search?SearchText=axes&tool_type=&filter_1=&filter_2=&filter_3=&filter_4=&filter_5=&filter_price=&force_type=0 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ამერიკის შეერთებული შტატები Smith and Wesson იარაღის ცნობილი კომპანიაა სანადირო პატარა ნაჯახი პირის სიგრძე 7 სმ-მდე. ტარი სინთეზური მასალისაა, საერთო სიგრძე 22 სმ-მდე, წონა 650 გ. ფასი 28$. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 კანადა, კვებეკი. Garant ეს კომპანია უკვე ასი წლისაა. სხვადასხვა პროდუქთან ერთად მაღალი ხარისხის ნაჯახებსაც აწარმოებს. ამ ნაჯახებმა წარმატებით გაუძლეს გამოცდას კანადის ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში და დიდი წარმატებიტაც სარგებლობენ ბაზარზე. იაგუარი 40 სმ სიგრძისაა, ხის ტარით, წონა 700გ-მდე. პირი ნაჭედი ფოლადისაა გრიზლი მონადირის ნაჯახია, 40 სმ სიგრძის, 650 გ წონის , ტარი მინის ბოჭკოა, თერმოპლასტიკური კაუჩუკით დაფარული, ხელის კარგად ჩასაჭიდებლად ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 აშშ Timberline ეს კომანიაც დანებითაა ცნობილი თავის გადასარჩენი პატარა ნაჯახი Russ Kommer-ის დიზაინი. კომპაქტური, ათ სანტიმეტრიანი პირით, ფოლადის მარკა 440(უჟანგავი). წონა 500 გ-მდე. ტარი პლასტიკური. საერთო სიგრძე 22.5 სმ. ფასი 39 $. Timberline Alaskan Combo სასაჩუქრო ვარიანტი დანით(ალიასკური კომბო). ფასი 65$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 აშშ Buck ცნობილი ამერიკული კომპანიაა, საშუალო და მაღალი ხარისხის მასობრივი წარმოების დანებს უშვებს ბანაკის ნაჯახი 8 სმ-იანი პირით, გამოჭედილი ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადისგან. პლასტიკური ტარით. საერთო სიგრძე 31 სმ-მდე. წონა 600 გ-მდე. ფასი 29$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 GRANSFORS BRUKS-ის სასროლი ნაჯახი 1.7 კგ-მდეა, 75სმ-დე სიგრძის ტარი, 15 სმ-დე პირი. ორივე პირი გალესილია http://www.gransfors.com/htm_eng/index.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ალიასკური სანადირო ნაჯახი. კომპანია Knives of Alaska ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 Samuel Staniforth Ltd შეფილდი, ინგლისი Traditional Arabic Fighting Axe (TACT - AXE) ტრადიციული არაბული საბრძოლო ნაჯახი. ნაჯახის ფორმა გადაღებულია დამასკოს(სირია) მუზეუმში წარმოდგენილი არაბული საბრძოლო ნაჯახებიდან. ტარის სიგრძე 35 სმ. ფასი £145.00 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 Ox-Head გერმანული სამჭედლოა Wuppertal-დან, დაარსებულია 1781 წელს. კარგ ბანაკის, ტყის და სადურგლო ნაჯახებს ამზადებენ Forestry Axe-ტყის ნაჯახი სასროლი ნაჯახი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 Marbles სანადირო ნაჯახი http://www.discountcutlery.net/en-us/dept_25853.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 უმაგრესი შვედური ნაჯახები, თან კარგი წიგნია ზოგადად ნაჯახზე და მის მოხმარებაზე http://www.gransfors.com/downloads/ryskyxbok/index.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 27, 2012 Author Report Share Posted January 27, 2012 ნაჯახის უსაფრტხოდ ხმარება http://img200.imageshack.us/img200/3465/nakaxi.gif ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 27, 2012 Author Report Share Posted January 27, 2012 უძლიერესი შვედური ნაჯახები http://www.fine-tools.com/grans.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 25, 2012 Author Report Share Posted March 25, 2012 კანადამ შემაყვარა ნაჯახები. ადგილობრივები მაგრად ხმარობენ. ნაჯახის და ასანთის გარეშე არ შედიან ტყეში. მეც არ ვიცილებ ზურგჩანთაში მორას პატარა ნაჯახს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 25, 2012 Report Share Posted March 25, 2012 BROWNING- ამერიკული ნაჯახების ფასების რამოდენიმე ციფრია ჩასასწორებელი, უშენოდ არ ვქენი და სხვებმაც იცოდნენ თუ რატომ. ეგ ფასები რომლებიც ინეტში ნახე, ყველა ჩაინიკების გამოშვებულია. Gerber-ის გრძელი ნაჯახი, ყველაზე მეტი ფასდაკლებით 39,99$-ია ხოლმე, ისიც შობის დღესასწაულისთვის. მოკლე თავის ქარქაშით იყიდება და ისიც მაგ ფასამდე ჩამოდის. აქ, რასაც ვნახულობ მაგ ფასებში ორივე ფინეთშია გამოშვებული. ასევე Smith&Wesson-ის კომბო, სატყავებელი დანა და ნაჯახი ღირს სეილზე მინიმუმ 50$. არ მიწყინოთ თქვენი ჭირიმე, ამიტომაც არ ვყიდულობ გამოწერით არაფერს. თუ რამე გამოვიწერე ადრე, ყველაფერი ჩაინიკებისა მომივიდა, ჰოდა მოვეშვი გამოწერას. მერე უკან ვუბრუნებდი და ეგეც ცალკე ხარჯია კიდევ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 25, 2012 Author Report Share Posted March 25, 2012 შეიძლება გიორგი, თუმცა ამერიკული საიტია ესეც http://www.camping-gear-outlet.com/wood-axes/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 25, 2012 Author Report Share Posted March 25, 2012 ეს კანადურია http://www.nextag.com/gerber-axe/stores-html ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.