Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ადრე იეტმა მითხრა კაი რამე SMITH & WESSON-ის ნაწარმზე, კომბო ვიყიდე მაშინ/სატყავებელი დანა და ნაჯახი/.

 

ანდერძად ვტოვებ :haha: , არც გაიფიქროთ, ყიდვას ვინ სჩივის, ხელშიც არ აიღოთ.

 

დანამ მაგრად გარეკა, კარგად მუშაობს, მაგრამ ნაჯახი გამოდგა დებილი და ბლაგვი.

ერთი დამუშავება და პირი დაიჭყლინტა :haha: რასაც ჰქვია.

 

სად ვატარო "ტაჩილა" ტყეში? :haha:

 

გადააშორეთ, ურჩიეთ სხვებსაც, არ დახარჯონ არცერთი თეთრი ამ ნაგავში.

 

პ.ს. მაინც ვერ გავიგე რა ფოლადია CH100, CH200 და ა.შ. დავანგრიე ინეტი და არ არსებობს ასეთი ლითონი.

C-ნახშირბადია, H-წყალბადი, რა ფორმულა მოიგონეს ამ ტარტაროზებმა, ვერაფრით ვერ ვხვდები. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გეუბნებოდი გიორგი ცუდი მოგონებები მაკავშირებს სმიტ ვესონის ცივ იარაღთან და დააბრუნე თუ შეგიძლიათქო.

 

ეგ არაფერი, ღმერთმა მაგაზე მეტი იმედგაცრუება არ განახოს ;)

Link to post
Share on other sites

პ.ს. მაინც ვერ გავიგე რა ფოლადია CH100, CH200 და ა.შ. დავანგრიე ინეტი და არ არსებობს ასეთი ლითონი.

C-ნახშირბადია, H-წყალბადი, რა ფორმულა მოიგონეს ამ ტარტაროზებმა, ვერაფრით ვერ ვხვდები. :karochera:

 

გიორგი მაშინ დავძებნე ეგ ლითონები და როგოც მახსოვს უჟანგავი ქვაბების, თავსახურების, კარის სახელურების და მსგავსი რაღაცეებისთვის იყენებენ.

 

ყველაზე იაფი უჟანგავი ფოლადია რა.

 

შესაძლებლობებს კი ხედავ.

Link to post
Share on other sites

გიორგი, ჩვენი წინაპრების სიბრძნე ხომ გახსოვს: პური მეპურეს გამოაცხობინე და ერთი პური მისთვის არ დაგენონოსო...

 

სმითი არ არის ნაჯახის მეპურე. ვოტერლინგი, გრანდფორსი, ფისკარსი, თუნდაც გერბერი კი ბატონო. სამაგიეროდ სკანდინავიელები ვერ უშვებენ სმითისნაირ რევოლვერს.

 

ტრადიცია ბევრს ნიშნავს.

Link to post
Share on other sites

გიორგი, ჩათვალე რომ კაი ფისკარსი ზურგჩანთაში გაქვს. მალე გამოვუშვებ, ოღონდ იმერული არ დამიწყო ახლა აქ :alfons:

Link to post
Share on other sites

გიორგი, ჩათვალე რომ კაი ფისკარსი ზურგჩანთაში გაქვს. მალე გამოვუშვებ, ოღონდ იმერული არ დამიწყო ახლა აქ :alfons:

 

 

ვაიიიიიიიიიიიიი, არც გაბედო.

 

ყველამ იცოდეთ, კაცი არ გამიშვია სახლიდან, რომ რაიმე სანადირო ან სათევზაო არ გამეტანებინოს.

ეს ვაჟბატონი გახლავთ, რომელიც ხელცარიელი წავიდა ჩემგან. :karochera:

მიზეზად მოიდო, ჩუმადანს "ბაგაჟში" ვერ ჩავაბარებო, დრო არ მექნება გადაჯდომისასო.

Link to post
Share on other sites

მაიცა აბა დაივას სპინინგი, კოჭით, ვისი ნაჩუქარი იყო, წყნარი ოკეანიდა ატლანტიკამდე რომ ვატარე? :alfons: არყის მათარა? :alfons:

 

მოკლედ და კონკრეტულად, დღეს საღამოს დავდებ შენი ნაჯახის სურათს, ჩემს სახლში გადაღებულს :haha: მოვიძიე და უმაგრესი მიმოხილვები აქვს(თავადაც გამომიცდია, მაგრამ მაინც).

 

 

ვაიიიიიიიიიიიიი, არც გაბედო.

 

ყველამ იცოდეთ, კაცი არ გამიშვია სახლიდან, რომ რაიმე სანადირო ან სათევზაო არ გამეტანებინოს.

ეს ვაჟბატონი გახლავთ, რომელიც ხელცარიელი წავიდა ჩემგან. :karochera:

მიზეზად მოიდო, ჩუმადანს "ბაგაჟში" ვერ ჩავაბარებო, დრო არ მექნება გადაჯდომისასო.

Link to post
Share on other sites

იიიიიიიჰჰჰჰჰჰ, ეგენი არ ითვლება. :dato:

 

შენთვის გადანახული გერბერის ხერხიანი მაჩეტე ეხლაც ხელუხლებელი მიდევს. :karochera:

 

არ შეწუხდე ძმურად გთხოვ. :friends:

 

ავლესე ეს და გავატანინებ ერთ სეზონს კიდევ, მერე ჰაიდა დონეიშენზე, ამის ვინმეზე ჩუქება არ შეიძლება, არ ვიზავ მაგ საქმეს, არ ვარგა არაფრად. ვინცხა გაჭირვებული იყიდის მერე აქაურ გუდვილში 3$-ად და ჩამბარებელს "მოიკითხავს". :haha:

ბუჩქებში მოსასროლადაც მენანება კაცო, სხვა თუ არაფერი ბუნებას დავანაგვიანებ.

Link to post
Share on other sites

გიორგის ფისკარსი სახლში მაქვს. მონადირულია. ზურგჩანთაში თავისუფლად ეტევა, უშეშოდ ნაღდად არ დაგტოვებს, ხარს დაჩეხავ ისეთი ფოლადი აქვს, თუ გაჭირდა, თავდაცვისთვისაც გამოდგება. პირის დამცავი ჩარჩოც აქვს. ამ შემოდგომაზე წაქცეული ირმის გვერდით მიაგდე და სურათები გვაჯახე. იმ კვირაში გავალ ფოსტაში გამოსაგზავნად.

 

 

81842a4a4b6d.jpg

Link to post
Share on other sites

ეს ჩემზე ჯიუტი ყოფილა.

 

 

არ დამიწყო იმერულიო და ჩამიტარა ბაღდათური.

 

 

დამაცა, გაჩვენებ მე შენ რუისულს. :dato:

Link to post
Share on other sites

ამას ქვია ოქრო გული და სული კაცებისა!!!!!!!!!! :friends: ეს ორივეს თქვენ ჩემო ძამიებო. ძალიან მაგარ ხასიათზე დავდექი ამ სიკეთის წაკითხვისას.

Link to post
Share on other sites

Hultafors

 

შვედები არიან. ნაჯახს 1697 წლიდან ჭედენ. მარალნახშირბადოვანი, ხელით გამოჭედილი ფოლადი(58-59 როკველი), კარგი ბალანსი, ხის ტარი.

 

 

 

11b4a9068589.jpg

 

297d83804d28.jpg

 

b22ca2146634.jpg

Link to post
Share on other sites

HUDSON'S BAY

 

ამერიკული კომპანიაა(ისე მოგეხსენებათ გეოგრაფიული ჰიუდსონის ყურე კანადელებისაა, ამ სახელის ძალიან ცნობილი კომპანია უდიდესი მოვაჭრე იყო ბეწვეულის).

 

ფოლადი 5160.წონა 1კგ. სიგრძე 56სმ

 

32e4933621ac.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან მეძნელება იმ გრძნობის გადმოცემა, რომელიც ეხლა მაქვს.

დღეს მომივიდა BROWNING-ის საჩუქარი.

ნაჯახის გარდა სათევზაო სატყუარებიც გამოუგზავნია.

 

არ ვიცი, მოგვიწევს ისევ შეხვედრა და ნეკნებს გატკენ ისე ჩაგეხუტები, ძალიან გამიხარდა.

ხელში დამიჯდაო ზუსტად ისეთია.

 

პირობას ვდებ, სანამ რქიანს არ დავდებ და მასზე არ იხილავთ, ხელს არ მოვკიდებ მანამდე.

/ვრეკავ უოლოსთან/ :haha:

 

სიკეთით გადამეხადოს ძმაო.

 

593c6015f7f3.jpg

 

2fce73c2b312.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ვახტანგ, ახლა უნდა გაცინო.

 

გუშინწინ შემოვდივარ გარაჟში და მაშინვე თვალს მოაკლდა შენი ნაჩუქარი ნაჯახი.

 

სანადირო დანები რომ მაქვს აჩონჩხლილი კარადაზე, ეგეც იქა ჰკიდია.

 

ავიშალე მაშინვე.

 

შევარდი სახლში ღრიალით, ვინ მოკიდა ხელითქო.

 

თეონა გამოვიდა თავის ოთახიდან და მომაწოდა, აგერ არის, ნუ ყვირიხარო.

 

რაში დაგჭირდა გოგო, რად გინდოდათქო?

 

 

 

 

ეხლა რა ხდება.

 

ჩემზე ადრე მოსულა, შემოსულა ეზოს კარებიდან და დაუნახავს გარაჟის უკანა კარები ღია, იფიქრა ვინმე უცხო ხომ არ არის სახლშიო და ნაჯახი აუღია.

 

მეთქი რომ ყოფილიყო ვინმე დაარტყავდითქო?

 

-აბა რას ვიზავდიო.

 

ნუ, ტიპიური რუისელია რა. :d030:

Link to post
Share on other sites

ნუ, ტიპიური რუისელია რა.

 

გადავარდი სკამიდან :d030:

 

გიხაროდეს გიო ჯიგარი ქართველი გეზრდება :yes: აბა ამერიკელი ბავშვები ბეიზბოლის ჯოხს მოიძებნიდა :e025:

 

რა ჯობია ჩვენებურ, ძველ მამაპაპურ საშუალებას? B) :d030::-)

Link to post
Share on other sites

დათუნია, შენ წარმოიდგინე და ბეისბოლის ალუმინის ბიტაც იქვე იდო, ამან ნაჯახი აიღო.

მთლად უარესი, მთელი არსენალი იქ მაქვს ჩაკეტილები და ყველას კოდები იცის.

მაინც წასძლია რუისულმა და ნაჯახს წამოავლო ხელი.

მიკვირს ეზოდან ბარი, "ლაფატკა", ან თოხი რომ არ შეიტანა სახლში, ან კიდევ "ემალიროვანი ვედრო". :d030: :d030:

 

 

პ.ს. ავთია და გივიკო, დიდი მადლობა გენაცვათ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...