Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გილოცავ გიო! სულ მშვიდობაში(ნადირობა მშვიდობაა :alfons: ) მოგეხმაროს. B)

 

ვახო გეხუტუნე გულში! :*

Link to post
Share on other sites
  • Replies 113
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვახტანგ, ახლა უნდა გაცინო.

 

გუშინწინ შემოვდივარ გარაჟში და მაშინვე თვალს მოაკლდა შენი ნაჩუქარი ნაჯახი.

 

სანადირო დანები რომ მაქვს აჩონჩხლილი კარადაზე, ეგეც იქა ჰკიდია.

 

ავიშალე მაშინვე.

 

შევარდი სახლში ღრიალით, ვინ მოკიდა ხელითქო.

 

თეონა გამოვიდა თავის ოთახიდან და მომაწოდა, აგერ არის, ნუ ყვირიხარო.

 

რაში დაგჭირდა გოგო, რად გინდოდათქო?

 

 

 

 

ეხლა რა ხდება.

 

ჩემზე ადრე მოსულა, შემოსულა ეზოს კარებიდან და დაუნახავს გარაჟის უკანა კარები ღია, იფიქრა ვინმე უცხო ხომ არ არის სახლშიო და ნაჯახი აუღია.

 

მეთქი რომ ყოფილიყო ვინმე დაარტყავდითქო?

 

-აბა რას ვიზავდიო.

 

ნუ, ტიპიური რუისელია რა. :d030:

 

 

:yes::d030:

 

გაიხარე! გულიანად გამაცინე!

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 1 month later...
  • 2 months later...

არ ვიცი წარმომავლობა სადაურია. განმარტებითი ამბობს რომ ნაჯახი არის პატარა ცული.

 

სადაური სახელია ნაჯახი?

 

 

ნაჯახი არაა ქართული სიტყვა, ქართულად ცული ქვია. :Laie_99:

Link to post
Share on other sites

არ ვიცი წარმომავლობა სადაურია. განმარტებითი ამბობს რომ ნაჯახი არის პატარა ცული.

 

სადაური სახელია ნაჯახი?

 

 

სადაურია და აქაურია კაცო. :friends:

 

სიტყვა ჯახი-დან წარმოსდგება.

ვერ დავდებ თავს, გინდა თუ არა ჯახი ქართული სიტყვა არის თუ არა, მაგრამ შემხვედრია მთელს საქართველოში სიტყვები, როგორიცაა: დაეჯახა, დაჯახებული, შეეჯახა და ა.შ.

 

დაეცულა, დაცულებული, შეცულებული და ა.შ. ჯერ არ შემხვედრია და არც მინდა მსგავსის გაგონება. :e025:

 

ჩემის აზრით, ნაჯახი არის ის ხელსაწყო, რომლის საჭრელი პირი ტრაპეციას წარმოადგენს, რომლის მოხმარება ერთი ხელითაც შეიძლება, ცაციასაც შეუძლია, ხოლო ცულს, ორივე ხელი სჭირდება და ზომაშიც მოზრდილია.

Link to post
Share on other sites

ხო მაგრამ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ეძახიან. ბევრგან ცულს პატარას, ან რუსულ ნაჯახს ეძახიან. ზოგან კიდევ ნაჯახს მარტო ქართული ნაჯახი რომ არის იმას ეძახიან

Link to post
Share on other sites

ხანჯალა

 

 

მაგას "ტაპორს" ყველგან ეძახიან, მაგრამ სად ზარბაზანი და სად პუშკა, ეგეთი ამბავია აქაც. :e025:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 8 months later...

ელჩი

BROWNING

მეც მინდა ფისკარსის ფირმის ნაჯახი და რამდენად კარგი გამძლე და მჭრელია ასევე ყველაზე პატარა ზომა რამხელაა და რა წონის სალაშქროდ მინდა რომ ვატარო ზურგჩანთით და დამაკვალიანეთ პაწა ისე ძალიან ბევრი აქებს და რავიც რავიც... ნავთუღში ბარახლოებში ვიარე კაი ხანს და ნორმალური ვერ ვნახე ძველებურები ყველა დამტვრეულ დადუღებულები იყო ხოდა იქნებ მირჩიოთ რამე

Link to post
Share on other sites

ყველაზე კარგი ნაჯახია ძველებური რუსული პირი რომელსაც აქვს და ტარად გაყრილი აქვს იფნის ტარი საკუთარი დამზადებული ;)

Link to post
Share on other sites

კარგებია. მე გუდვილში ვნახე ახლები. ესაა ყველაზე პატარა, 500გ-მდე.

http://www.amazon.fr/Fiskars-Hachette-camping-Longueur-Allemagne/dp/B003SE6TAK

 

თუმცა სანადიროდ ეს სჯობს ჩემი აზრით. 35 სმ, 650 გ.

 

http://www.amazon.fr/Fiskars-Hachette-universelle-Longueur-Allemagne/dp/B003SE6TAA/ref=pd_sim_hi_3/275-5505512-1206263

 

 

 

 

ელჩი

BROWNING

მეც მინდა ფისკარსის ფირმის ნაჯახი და რამდენად კარგი გამძლე და მჭრელია ასევე ყველაზე პატარა ზომა რამხელაა და რა წონის სალაშქროდ მინდა რომ ვატარო ზურგჩანთით და დამაკვალიანეთ პაწა ისე ძალიან ბევრი აქებს და რავიც რავიც... ნავთუღში ბარახლოებში ვიარე კაი ხანს და ნორმალური ვერ ვნახე ძველებურები ყველა დამტვრეულ დადუღებულები იყო ხოდა იქნებ მირჩიოთ რამე

Link to post
Share on other sites

BROWNING

გამადლობ გადავიკითხე ამ ფირმიზაე კარგად თქვენი დადებული პოსტი და გასაგებია ყველაფერი ანუ გამოწერას ისევ აქ თბილისში ვიყიდო სჯობს? და ორიგინალია თუ არა როგორ გავიგო? პირი ტარი სადაც ჩადის ნახევრად ღიად რომ არის ხმარების დროს არ გამოვარდება ტარი გარეთ? და ახლა დავაკვირდი ზომებს და ყველაზე პატარას აზრი არ აქვს დარტყმებს ვერ განვახორციელებ კარგად და ვფიქრობ ეგ 14 ინჩიანიც პატარა არის შეშის დასაჩეხად მინდა და თურამე ხმელი ხის მოსაჭრელადაც და პატარები არაპრაქტიკული იქნება ჩემის აზრით და დიდს კიდე წონა ექნება და მაგაზე გავიჭედე მოლაშქრე ყოველ გრამს უყურებს და რაც მეტი დიდია ნაჯახი წონაც მეტი ექნება და რავიცი აბა...

Link to post
Share on other sites

ტარი ძალიან მყარია. ბანაკის მაგ სანადიროზე ცოტა უფრო დიდია. მოკლედ ყველა ზომა აქვთ. გუდვილს ნაღდი ექნება.

 

 

BROWNING

გამადლობ გადავიკითხე ამ ფირმიზაე კარგად თქვენი დადებული პოსტი და გასაგებია ყველაფერი ანუ გამოწერას ისევ აქ თბილისში ვიყიდო სჯობს? და ორიგინალია თუ არა როგორ გავიგო? პირი ტარი სადაც ჩადის ნახევრად ღიად რომ არის ხმარების დროს არ გამოვარდება ტარი გარეთ? და ახლა დავაკვირდი ზომებს და ყველაზე პატარას აზრი არ აქვს დარტყმებს ვერ განვახორციელებ კარგად და ვფიქრობ ეგ 14 ინჩიანიც პატარა არის შეშის დასაჩეხად მინდა და თურამე ხმელი ხის მოსაჭრელადაც და პატარები არაპრაქტიკული იქნება ჩემის აზრით და დიდს კიდე წონა ექნება და მაგაზე გავიჭედე მოლაშქრე ყოველ გრამს უყურებს და რაც მეტი დიდია ნაჯახი წონაც მეტი ექნება და რავიცი აბა...

Link to post
Share on other sites

ლომი

 

"პირი ნახევრად ღია რომ აქვს", ეს ვერ გავიგე, რას გულისხმობ?

 

სალაშქროდ იმ ზომის ნაჯახები არ გამოგადგება, რაც ბრაუნინგმა მიმახსოვრა, მაგაზე პატარები ხომ საერთოდ, ეგენი მონადირესთვისაა, რომელიც მოზრდილ ცხოველზე ნადირობს..

მოგიწევს მინიმუმ 16"-18" და მეტ ინჩიანებზე გააკეთო არჩევანი.

 

აუცილებლად ფინური ფისკარსი იყიდე, ჩინეთში და ტაივანზე გამოშვებულებს ზედაც არ შეჰხედო.

ცნობა ადვილია, ზედ აწერია ფინურს: MADE IN FINLAND

Link to post
Share on other sites

ელჩი

აჰა გასაგებია მაგ ზომები კი იქნება კაი მძიმეები მაგრამ გმადლობ რჩევებისთვის :friends:

 

ამას ვგულისხმობ გიორგი

27ac811bcb7c.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...