BROWNING 343 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 სკანდინავიური დანები ნორვეგიული დანები Helle კომპანიის ემბლემა http://helle.com/ ეს დანები ნორვეგიული ფიორდის პირას ერთ პატარა სოფელში მზადდება(Holmedal, ნორვეგია). 1932 წელს ზიგმუნდ და შტაინერ ჰელებმა ჩამოაყალიბეს. ძირითადად ეს დანები ოსლოში იყიდებოდა. ხარისხი ამ დანების უმთავრესი მახასიათებელია. ერთი დანის შესაქმნელად, ხელით სამოცამდე ოპერაცია უნდა შესრულდეს, შემოწმდეს, გაილესოს. ისეთი დანებია რომლებიც სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს დანები არ მიკუთვნება ე.წ. საწარმოო მასშტაბის დანებს. ჰელის დანები ლამინირებული ფოლადისაა(მაღალ ნახშირბადიანი ფოლადი ჩაფლულია დაბალ ნახშირბადიან ფოლადის ფენაში), იყენებენ უჟანგავ ფოლადსაც. ტარი, ''დაძველებული'', არქტიკული არყისაა. ქარქაში სპეციალურად დამუშავებული ტყავისაა, გალაქული, სინესტისგან დასაცავად. 40-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებენ. აქ მხოლოდ რამდენიმე მოდელს შევეხებით Fjellkniven 10 სმ სიგრძის პირით, საერთო სიგრძე 21.5 სმ., უჟანგავი ფოლადის. ფასი 73$. Helle Special Jubileumskniven Side Knife 11.5 სმ სიგრზის, სამჯერადად ლამინირებული უჟანგავი ფოლადი, კაკლის ტარით(მონიკელებული ვერცხლის ელემენტით), შეიქმნა 1965 წელს, კომპანიის საიუბილეო დანაა. ფასი 85$. Helle Harding Norwegian Hunting Knife 10 სმ-იანი სამჯერადი ლამინირების უჯანგავი ფოლადის პირი, ტარი არყის და ასკილისაა. ფასი 92$ Helle Giant Lappland Norwegian Hunting Knife 21 სმ სიგრძის Sandvik 12C27 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პირით. ნორვეგიული დანის ტრადიცული ფორმით და გასაოცარი სიბასრით. ფასი 118$. Brusletto ელეგანტური, ფუნქციონალური, მარტივად სახმარი დანებია. ტრადიციული სტილით. მზადდება მარალნახშირბადიანი უჯანგავი ფოლადისგან (Sandvik 12C27), როკველის მაჩვენებელია 58. ქარქაშის გული პლასტიკური მასალისაა. http://www.brusletto.no/index.php?sprakID=eng&sideID=424&ledd1=38 Storbukken 15 სმ სიგრძის პირით და 11 სმ სიგრზის ტარით(საერთოდ სკანდინავიური დანის ტარები საშუალებას გაძლევს მეორე ხელიც მიახმარო საჭირო დროს) რომელიც არყისა და ალუმინისგანაა დამზადებული, წონა 180გ. ნადირის ხორცის დამუსავების გარდა ამ დანით ბანაკის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაც შეიძლება. ფასი 99$ Tiur კარგია დიდი ზომის ნადირის დასამუშავებლად. დანის პირი სედარებით თხელია, თითქმის 12 სმ-მდე სიგრძით. წონა 150 გ. ფასი 88$ Falken თანამედროვე დიზაინის დანაა, 9 სმ სიგრძის პირით, საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად, ფასი 85$. Brusletto-Kniven თანამედროვე სკანდინავიური სამომხმარებლო სტილისაა, 8 სმ სიგრძის პირით. საუკეთესოდ კონტროლირდება ხელში. ფასი 49$ Hunter (მნია, მნია, მნია ) შედარებით ფართო მაგრამ მსუბუქი დანა ალუმინის ჭდით. 12.5 სმ სიგრძის პირით, ერთერთი ყველაზე პოპულარული დანა ნორვეგიაში(მაქვს გემო რა, ეს არც მქონდა წაკითხული თვალი რომ გამექცა ამ დანაზე ), განსაკუთრებით საველე პირობებში ნადირის დსამუშავებლად. ფასი 80$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედური დანები Mora http://www.swedishknives.com/ ქალაქი მორა, საუკუნეებია უკვე შვედური დანისმკეთებელთა ცენტრია. შვედური ფოლადი, საუკეთესო პირების დამზადების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ადვილია ამ პირების გალესვა. ამ ბოლო დრომდე მორაში ძირითადად ორი კომპანია ფუნქციონირებდა: KJ Eriksson და Frosts of Mora. დღეს ეს კმპანიები სეერთებულია და დანებს "Mora of Sweden"-ის სახელით უშვებენ. მორას დანებში ფუნქციონალურობას მეტი ყურადღება ექცევა ვიდრე სტილს. შეუძლებელია სხვაგან ნახო ხარისხი-ფასის ასეთი მწვერვალი. ნახშირბადოვანი ფოლადის დანების სიმტკიცე 59-60 როკველია, უჟანგავის 57-58. ფროსტის შესაბამისად 59 და 57. მორას დამახასიათებელი, მისი ლამინირებუი ფოლადია. ფაქტიურად ფოლადის სამი ფენაა დანაში, ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადი გვერდებზე დაფარულია ნახშირბადის დაბალი შემცველობის ფოლადით. გული ლამინირებული ფოლადისაა 61-62 როკველით. ერიქსონი იყენებს Sandvik 12C27mod უჯანგავს, ხოლო ფროსტი 12C27-ს. ასეთი პირი გამძლეა თუნდაც მარილიანი წყლის გარემოში. ჭდე არც ამ დანებს არ გააჩნიათ. ძალიან ბასრი დანებია და კომპანია მომხმარებლებს ყოველთვის სიფრთხილისკენ მოუწოდებს ამ დანებით მუშაობისას. ქარქაში თერმოპლასტიკური მასალისაა და გაცხელებისას ფორმას იცვლის(მაგალითად ქარქაშის მარყუჟის ზომის მოდიფიცირება თუ გინდათ). ეს ორი დანა მორას კლასიკური დანებია, ერთის პირი შედარებით ფართეა. პირის სიგრძე 11 სმ-მდე, ქარქაში ტყავისაა, ერთერთი საუკეთესო სანადირო და თავის გადასარჩენი დანაა, რომელსაც მსოფლიოს ცნობილი მეიარაღენი უწევენ რეკომენდაციას. ფასი 70$-ის გარშემო მორას უჯანგავი ფოლადის დანები, ამ დანების ფასი 40$-ია მიახლოებით და ფაქტიურად მას კონკურენციას ვერცერთი კომპანიის ამ ფასიანი დანა ვერ გაუწევს ეს სანადირო დანა შედარებით ახალი მოდელია და თავის გადასარჩენთა კატეგორიაშიც გადის. 11 სმ სიგრძის პირი აქვს, ტარიც იგივე ზომის. ტარი და ქარქაში სამხედრო მწვანე ფერისაა. 150გ იწონის. ფასი 30$. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედური დანები Karesuando ეს დანები შვედეთში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ქალაქ კარესუანდოში მზადდება. არქტიკული კლიმატისადმი ადაპტირებული დანებია. ამ დანების დასამზადებლად რეგიონის ბუნებრივი ნედლეული გამოიყენება : ტყავი, რქა და ძვალი, ასევე არყის მერქანი. მუშაობისას ამ დანის ტარი ზალიან მოხერხებულია და არ აჩენს ბუშტუკებს. დანის პირები კარგად გამოჭედილი და ალესილია. ''ხალხური'' დანებია. პირებისთვის გამოიყენება უჟანგავი ფოლადი 12C27 ან ნაცშირბადიანი ფოლადი Uddeholm steel #1770 (0.7% C, 0.3% Si, 0.5% Mn). ორივეს სიმტკიცე 57-ია როკველის შკალით. "Rävan Special" (Fox)- მელა (ეს კომპანია თავის დანებს ხშირად ცხოველთა სახელებს არქმევს) 10 სმ სიგრძის პირი აქვს. ტარი არქტიკული არყისაა, ისიც 10 სმ. სიგრძით. ფასი 59$ Vargen - მგელი 10 სმ სიგრძის, Sandvik-ის უჟანგავი ფოლადის, შედარებით ფართეა. ტარი 11 სმ-იანია, ფასი 65$. Galten- ტახი 10 სმ სიგრძის Sandvik-ის ფოლადის პირი, ფასი 63$. "Hunter 10"- მონადირე 10 სმ. სიგრძის პირი, ფასი 95$. Järven- რუსულად არის როსომახა, ქართულად როგორ იქნება? სამი-ს ტრადიციული სტილის დანაა, 11სმ-იანი ტარი ირმის რქისგან და არყისგანაა დამზადებული. სანდვიკის უჟანგავი ფოლადის 10 სმ-იანი პირი. ხელით ნაკეთი დანაა. ფასი 99$. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედური დანები EKA კომპანია ოფიციალურად დაარსებულია 1882 წელს შვედეთის ქალაქ Eskilstuna-ში. ყოველდღიურად სახმარ დანათა რიცხვს არ განეკუთვნება(სამაგიეროდ მაღალი ხარისხის დასაკეცი დანა აქვს ყოველდღიური მოხმარების). EKA-ს მიერ დანების კეთება 1874-დან ფიქსირდება. დანის პირისთვის იყენებენ Sandvik 12C27 უჟანგავ ფოლადს(57-59 რკ). H8 პირის სიგრძე 8 სმ. საერთო სიგრძე 17სმ. ტარის ფორმა საშუალებას იძლევა დიდი ძალა მოვიდეს პირზე. ფასი 99$ A-10 მრავალფუნქციონალური დანაა, 10 სმ სიგრძის და 2.7სმ სიგანის დანის პირით. ფასი 85$ JoF-7 “Jaktmarker och Fiskevatten”-ის, შვედური სანადირო ჟურნალის და ეკას დიზაინერთა ერთობლივი პროდუქტი. საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად. დანის პირი 7სმ, 8 სმ-მდე მჭრელი სიგრძით. კარგია ნადირის დასამუშავებლადაც. ფასი 89$. W11 11სმ-იანი დანის პირით. ფორმით განსხვავებულია სხვა სკანდინავიური დანებისგან. ძალიან საიმედო და ძლიერი დანაა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 შვედური დანები Fallkniven ფალკნივენის ოჯახი პატარა კომპანიაა(Norrbotten, შვეცია), რომელმაც უსწრაფესად გაითქვა სახელი და შვედეთის მეფეც კი ამ კომპანიის დანას იყენებს ნადირობისას. 1987 წლიდან შვედეთის არმიამ ამ კომპანიას შეუკვეთა სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავების თავის გადასარჩენი დანები და კომპანიამ წლების მუსაობის მერე შექმნა დანა, რომელიც 1995 წელს შვედეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში(აქ მხოლოდ სანადირო დანებს შევეხებით). კომპანია იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის და უჟანგავ ფოლადებს, როგორიცაა: 3G, SGPS, და განსაკუთრებით ლეგენდარული VG-10(როკველის მაჩვენებელი 60-მდე). კომპანიამ პირველი ნაბიჯები 1984 წელს გადადგა და 1987 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა. ოჯახის დიდი წინაპრები მონადირე-მეთევზენი იყვნენ. Mod. F1 - შვედი მფრინავების თავის გადასარჩენი დანა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია მონადირეებში საერთო სიგრძე: 210 mm (8.3") პირის სიგრძე: 97 mm (3.8") პირის სისქე: 4.5 mm (0.18"), ფართო ენა, რომელიც ტარს სცდება და ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს წონა: 150 g (6oz) ფოლადი: ლამინირებული VG10 დანის პირის სიმტკიცე: 59 HRC ტარი: Thermorun F1 ivory micarta ხელით დამზადებული დანაა საერთო სიგრძე: 210 mm (8.3") პირის სიგრძე: 100 mm (3.9") პირის სისქე: 4,5 mm (0.18")ენა: სრული(ანუ ტარის ბოლომდე გრძელდება) წონა200g ფოლადი: Lam.VG10 პირის სიმტკიცე: 59 HRC ტარი: Micarta Hunters Knife Mod. H1 ძალიან მოსახერხებელია დიდი ნადირის დასამუშავებლად, ფოლადი- Lam.VG10 , პირის სიგრძე 10 ან 12.5 სმ., პირის სისქე 5მმ. წონა 180გ. Professional Hunters Knife(PHK) - პროფესიონალ მონადირეთა დანა ორიგინალური დიზაინით და უმტკიცესი 3G უჟანგავი ლამინირებული ფოლადის ფხვნილით(VG2-SGPS-VG2) დამზადებული დანა ერთერთი უპირველესია მსოფლიო სამონადირეო დანებს შორის. სრული სიგრძე: 9.4" (239 mm) პირის სიგრძე: 5" (126 mm) პირის სისქე: 0.2" (5 mm) ენა:სრული, ტარს გადაცდენილი წონა6.7 oz (190 g) ფოლადი: 3G სიმტკიცე: 62 HRC(როკველის შკალით) ტარი: Thermorun Northern Light mod. Idun -NL5 Idun, ჩრდილოეთის მითოსში ნაყოფიერების ქალღმერთია. ამ მოდელში ლამინირებული ფოლადი VG10, გვერდებიდან დაფარულია უჯანგავი 420J2-ით.ეს კომბინაცია 20%-ით ზრდის ფოლადის სიმტკიცეს. პირის სიგრძე 10სმ, სისქე 5მმ, წონა 180 გ. ჭდე უჯანგავი ფოლადია, ტარის ბოლო ალუმინი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Ahti ორი განსხვავებული ხაზი შეინიშნება ამ დანებში: ტრადიციული და თანამედროვე. ტრადიციული მზადდება ქალაქ Kauhava-ში (ფინეთი). ეს ქალაქი ფინეთში დანისმკეთებელთა დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. დანებს ამზადებს Reino Kamppila. პროდუქცია ლიმიტირებულია, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა. ტრადიციული დანები ნახშირბადის 0.8 % შემცველობით მზადდება(59 როკველის შკალით). ტარი არყისაა, საშუალოდ გახეხილი, რომ ხელის მოჭიდების პრობლემა არ იყოს თუნდაც სველ დანაზე. Tikka- კოდალა 6.2 სმ პირის სიგრძით და 11.5 სმ ტარით. ფასი 37$ Vaara-ჩრდილოური გორაკები. ზოგადი მოხმარების დანაა, 9.2 სმ-იანი პირით და 11 სმ-იანი ტარით. კარგად ჯდება ხელისგულში. ფასი 59$ Forest-ტყე 9.3 სმ სიგრძის პირი, ტარი 11 სმ-ი, ტარი შედარებით ფართეა და ხელთათმანითაც ადვილად დასაჭერი. ძალიან ტრადიციული დანაა ფინეთში. შესაფერისია ფართე ხელისთვის. ნებისმიერი სამუსაოს შესასრულებლად გამოდგება. ფასი 49$ Hunter- მონადირე შედარებით სპეციალიზირებული დანაა, 10 სმ-მდე პირით. კარგია გასატყავებლად და ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. უკეთესად მოიხმარება ფართე ხელში. წონა 190გ. ფასი 89$. "Leuku 180" (უკვე ავღნიშნეთ რომ ''ლეუკო'' უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხებში პოპულარული დანაა) პირი:18.2მმ, სიფართე 2.8 სმ-მდე, 12 სმ-იანი ტარი, ენა ხილვადია ტარის გარეთ. სერიოზული სამუშაოების შესასრულებელი დანაა, ფასი 92$ Finman- ფინელი აჰტი-ს თანამედროვე დანაა, 9.5 სმ-იანი პირით, უჟანგავი ფოლადისაა. წონა 160გ. ფასი 11$. ამ დანას ხშირად ატარარებენ სკაუტები ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Järvenpää Iisakki Järvenpää ერთერთი ლიდერია ფინურ ტრადიცულ დანისმწარმოებლებს შორის. იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის ან უჟანგავს AISI 420 ფოლადს. სიმტკიცე როკველის შკალით 57-58-მდე აჰყავთ. კარგი ხარისხის დანებია, ნორმალური ფასით. Lappland Puukko პუუკო ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხის დანაა. კლასიკური ჩრდილოური დანა შედარებით ვიწროპირიანია შეღწევადობის გასაადვილებლად, პირის საკმაო ნაწილი სწორხაზოვანია, რაც დაჭრას აადვილებს, და საკმარისი სიმრუდეც გააჩნია წვერისკენ, ნადირის გასატყავებლად . ფართე ტარი და ღრმა ქარქაში ასევე ამ დანების ტიპიური მახასიათებლებია Aito Puukko პუუკო, მსოფლიოში, ტრადიციულად სკანდინავიურ დანასთან ასოცირდება. ტარი უხეშად დამუშავებული ტყავისაა, წითელი ბრინჯაოთი, პირი არაპოლირებული ნახშირბადიანი ფილადისაა, 8.5 სმ სიგრძით. ფასი 85$ Leuku ლეუკუ, საამი-ს(ლაპ) ეთნოსის ტრადიციული ბანაკის ტრადიციული დანაა. მასში კომბინირებულია დანის და მაჩეტეს ფუნქციები და ჩრდილოეთის მომთაბარე ეთნოსების მუდმივი კომპანიონია. ტარი არყის ხის და ნიკელის ფრაგმენტებისაა. დანა მთლიანად იმალება ქარქაშში(პირი 18სმ). ფასი 60$ Oltermanni ოლტერმანი, სოფლის მოხუცი წინამძღოლის სახელიდან მოდის, ეს არის დანა რომლის ტარებიტაც ეს მოხუცი იამაყებდა. ტყავის ტარი 10 სმ სიგრძისაა, ტრადიცული ჩრდილოური დიზაინით. პირი უჟანგავი ფოლადისაა. ფასი 80$ Hevosenpääpuukko ცნობილი ულაყისთავიანი პუუკო. ტარი არყისაა, პირი უჟანგავი ფოლადის(10სმ). საერთო სიგრძე 21სმ. ფასი 85$ The Moose Hunter- ცხენირემზე მონადირე დიდ ნადირზე მონადირის იარაღია. ტარი არყისაა, ტყავით და წითელი ბრინჯაოთი გაწყობილი. თითის ჭდე მცირე ზომისაა, პირი ნახშირბადიანი ფოლადი 8.5 სმ სიგრძით. საერთო სიგრძე 20სმ. კარგია სატყავებლად, მოხერხებულია ფართე ხელისთვის. ფასი 85$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Lapin Puukko http://www.lapinpuukko.fi/en/ ეს დანები არქტიკულ წრესთან ახლოს, ფინური ლაპლანდის ერთ პატარა ქალაქ Tervola-ში მზადდება. მაღაზია დაფუძნდა 1975 წელს Esa Silvola-ს მიერ. დღეს უკვე ხუთი დანისმკეთებელი შედის ამ კომპანიაში. დანები უკიდურესად ტრადიციული ფორმისაა, აქცენტით შესასრულებელ ფუნქციაზე. დეკორატიულად შედარებით ღარიბი, თუმცა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებული. ''მუშა'' დანებია. Leukupuukko 1 ბაზური მოდელი, 9 სმ-იანი პირით. პოლირებული ნახშირბადიანი ფოლადის. მსუბუქი დანაა. ფასი 33$ Whittling Knife 31 ოდნავ ფართე, ნახშირბადიანი ფოლადის 11სმ-იანი პირით. უშვებენ უჟანგავი ფოლადისასაც(59 რკ შკალით). წონა 170 გ. ფასი 49$ Leukupuukko 3 ფასი 53$ "Outdoor Knife 90" 9 სმ სიგრძის პირით, და 200გ წონით. ფასი 76$ "Outdoor Knife 145" 12.5 სმ სიგრძის ფართე პირით, 3.35 მმ სისქით. წონა 280 გ. ფასი 85$ "Skinning Knife" სატყავებელი დანაა, ''პროფესიონალთა'' სერიიდან. პირის სიგრძე 8სმ, სიგანე 3სმ-მდე, სისქე 3.35მმ. ძალიან მტკიცე პირი აქვს (63 რკ). იწონის 195გ-ს. ფასი 89$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Roselli ჩრდილოეთის კლიმატი ადამიანებს აიძულებს მხოლოდ დღიდან დღემდე იცხოვრონ. ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დანაა - "Puukko". აქაური დანით ხეზე ჭრაც უნდა შეძლო, ხის ჭრაც და ნადირის დამუშავებაც. მხოლოდ მაღალი ხარისხის ნახშირბადიანი ფოლადის დანის პირები უძლებენ ამ მოთხოვნებს. ტარად არქტიკული არყი ყველაზე შესაფერისი მასალაა. რაც უფრო მეტად იყენებ ამ დიდგვაროვნულ იარარს მით მიტად გიყვარგება ის. მჭედელი-მეტრი Heimo Roselli თავად მივიდა ფოლადის საიდუმლოებასთან. მას არ ჰყოლია მასწავლებელი. მის დანაში ვერ ნახავთ არასაჭირო, გამოუყენებელ დეტალებს. ის პოლირებასაც არ უკეთებს ფოლადს. უბასრეს დანებს ამზადებს. კრუპის W75 ფოლადს იყენებს ნახშირბადის 0.7-0.8% შემცველობით და 59-62 რკ სიმტკიცით. როსელის უკანასკნელი სიტყვაა UHC (Ultra High Carbon)- ნახშირბადის მაღალი შემცველობის(1.5-2%) ფოლადის დანები, 64-66 როკველის მაჩვენებლებით. ასეთი დანა ორჯერ მეტ ხანს ინარჩუნებს სიბასრეს ვიდრე ჩვეულებრივი ფოლადის დანა. ამასთან როსელის დანებში აშკარაა დიზაინერის კლასიკურ-მინიმალისტური სტილი. დანები სკანდინავიური ჩვეულებისამებრ ტყავის ქარქაშიანია. (აქვე ბარემ ვიტყვი რომ ნორვეგიული ჰელის, შვედური მორას და ფალკნივენის დანებთან ერთად ფინური როსელი ჩემი ფავორიტი დანაა) Roselli Hunter მონადირის ტიპიური დანა კრუპის ფოლადის 9სმ-იანი პირით. პირის სისქე 3.1მმ. ტარი-11სმ. ფასი 96$. Roselli Hunter in UHC ზომით იგივეა რაგორიც წინა დანა, ოღონდ პირი ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადისაა. ფასი 135$ Roselli 5" Leuku ტრადიციული ლაპლანდიური დანაა. საუკეთესოა ბანაკის სამუშაოების შესასრულებლადაც. შეუცვლელია ხეზე სამუშაოდ. პირის და ტარის სიგრძე 12სმ-ია. სისქე 5მმ. ფასი 147$. Grandfather's Knife - ბაბუის დანა 8 სმ სიგრძის პირით. კარგი სატყავებელი დანაა. სულ 17 სმ სიგრძისაა. ფასი 119$ Roselli Grandmother პირის სიგრძე 7სმ. ტარის 9სმ-მდე. პრაქტიკული დანაა ხეზე საკვეთად და სატყავებლად. ფასი 59$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Wood Jewel ეს დანები 1980 წლიდან ფინეთის პატარა ქალაქ Kolari-ში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ლაპლანდიაში მზადდება. დანებში აშკარაა სამი-ს სტილი და ტრადიციები. ამ დანების დიზაინერია Kauko Raatiniemi. დანის ტარში გამოყენებულია არქტიკული არყი და ირმის რქის მასალა. ქარქაშიც ტიპიურად სამის სტილისაა. დანის პირი 0.8% ნახშირბადიანი ფოლადისაა(59 რკ). კომპანიაში ამჯამად 15 კაცამდე მუშაობს. "Leuku" ფართეპირიანი(20სმ სიგრძის და 3.5სმ სიგანის, 3მმ სისქის) დანაა. ტარი 11სმ. მოსახერხებელია დიდი ხელისთვის. ფასი 99$ "Leuku-Puukko Combination" ორი ტიპის დანა სხვადასხვა დანისნულების სამუსაოებისთვის. ლეუკო 20.5 სმ სიგრძით და 3სმ სიგანით, ხოლო პუუკო 8სმ სიგრძით და 2სმ სიგანით. ფასი 125$ "Carving Knife" ხეზე მუშაობისთვის განკუთვნილი დანა, 7.5 სმ სიგრძით. ფასი 43$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები EnZo ამ კომპანიას ძირითადი აქცენტი დანის ფოლადზე აქვს გადატანილი, დანა თავისუფალია ზედმეტი, გადატვირთული დეტალებისგან.შენდეგ ფოლადებს იყენებს: O1 ნახშირბადოვან; უჟანგავ AUS 8 და D2; ნახევრადუჟანგავ C ნახშირბადოვან ფოლადს ნახშირბადის 0.8 % შემცველობით. EnZo Tundra 110 C საერთო სიგრძე 22სმ-ია, ტარი ნაცრისფერი არყის, წითელი ხისა და ვერცხლ-ნიკელის მასალისაა. ფასი 98ევრო. EnZo Taiga 125 Knife ფასი 115 ევრო. EnZo Nordic Kokobolo 21სმ საერთო სიგრძით, სრული ენით. ფასი 110 ევრო. EnZo Nordic 95 O1 Birch Burl 21 სმ სრული სიგრძით და არყისხის ტარით. ფასი 110 ევრო. EnZo Nordic 95 O1Alder Root/Holm Oak knife 21 სმ სიგრძის. ფასი 110 ევრო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ფინური დანები Marttiini Oy http://www.marttiini.fi/in_English.iw3 დღეს მარტიინი "Rapala"-ს მფლობელობაშია. ამ კომპანიის ფუძემდებელი Janne Marttiini იყო. კომპანია 1928 წელს დაარსდა Rovaniemi-ში, ჩრდილოეთ ფინეთში. დღეს მარტიინი 400-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებს, მათ შორის ლეგენდარულ Lynx-ს(იან მარტიინის შექმნილია). წარმოებაში დასაქმებულია 80მდე ადამიანი და 2004 წელს სასაქონლო ბრუნვამ 6.5 მილიონი ევრო შეადგნა. დანის საპირედ კომპანია მის საკუთარ ფოლადს გერმანიაში და საფრანგეთში ამზადებს. ფოლადი 13%მდე ქრომს შეიცავს და სიმტკიცე 54-56 როკველია(უფრო ნაკლები სიმტკიცის ფოლადი ნაკლებ გამოსადეგია მზიმე სამიშაოს შესასრულებლად და მალე ბლაგვდება). სატარე მასალად ძირითადად არყია გამოყენებული. Marttiini Lapp Knife პირი-11სმ, საერთო სიგრძე 22სმ. ტარი-რქა, არყი. ქარქაში-ტყავი. Lynx-ის ტიპის დანები ფოლადი Carbinox T508. კომპანიის 80 წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვეს Marttiini 80th Anniversary , 11.5 სმ სიგრძის პირით ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ნახეთ რა დანებია http://kniver.blogspot.com/ სკანდინავიური ძველი დანები http://www.cultur.nu/knivar/ ვინც გერმანული იცის http://www.messermanufaktur.de/index_ebene2.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ევ შვეცია Kero Knives ნახეთ რა კაი რამე-რუმეებია http://www.discountcutlery.net/en-us/dept_25520.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 2, 2012 Author Report Share Posted February 2, 2012 ამ თემაში კაი საბუღრაო მაქვს http://outdoors.magazine.free.fr/spip.php?article67 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 2, 2012 Author Report Share Posted February 2, 2012 აი დანები ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 Kauko Raatiniemi Arctic Leuku Knife ფინურია. მაგრად მომეწონა. 15 სმ-იანი ეშვით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 საინფორმაციო მასალა http://www.ragweedforge.com/ http://www.worldknives.com/types/scandinavian-knives-12.html http://www.ragweedforge.com/scankniv.html http://home.earthlink.net/~rsblade/puukko.htm http://forum.ramanon.com/forumdisplay.php?f=152 სკანდინავიური დანების ზოგი მწარმოებელი http://www.knivsidan.se/index_eng.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 24, 2012 Author Report Share Posted February 24, 2012 ისევ ენცო(ფინეთი). ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 24, 2012 Report Share Posted February 24, 2012 Järvenpää[/b][/size] Iisakki Järvenpää ერთერთი ლიდერია ფინურ ტრადიცულ დანისმწარმოებლებს შორის. იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის ან უჟანგავს AISI 420 ფოლადს. სიმტკიცე როკველის შკალით 57-58-მდე აჰყავთ. კარგი ხარისხის დანებია, ნორმალური ფასით. ჩემს მეგობარს აქვს, ძალიან კარგია, ერთი ნაკლი აქვს, იჟანგება ძალიან სწრაფად და მუდმივ მოვლას საჭიროებს. არ მიყვრს ეგ დანაა ძააან ფიცხია, ოდნავი უყურადღებობა და პირი თითის ძვლამდე დადის. წმინდა წყლის სამართებელია ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 და ამ დანების ყიდვა ამ ფასში სადაა შესაზლებელი ან როგორაა?დღესვე ვიყიდიდი ნორვეგიულს ან ფინურს ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 და ამ დანების ყიდვა ამ ფასში სადაა შესაზლებელი ან როგორაა?დღესვე ვიყიდიდი ნორვეგიულს ან ფინურს აი აქაა შესაძლებელი http://www2.knifecenter.com/ ნაწილი აქაცაა http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_5?url=search-alias%3Daps&field-keywords=helle+knife&sprefix=helle%2Caps%2C669 თუ როგორ იხილეთ ეს http://club-monadire.ge/index.php?showtopic=654 დღესვე შეგიძლიათ იყიდოთ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 1, 2012 Report Share Posted April 1, 2012 ამის ნახვა ჩემზე არ შეიძლებოდა, მე ეს არ უნდა მენახა ჩემდა სავალალოდ და საუბედუროდ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 3, 2012 Author Report Share Posted April 3, 2012 კარგი ყოველდღიური დანაა, ხოშიანი ფოლადით, როგორც სჩვევია მორას. უაღრესად პრაქტიკული. მაგ დანების მიმოხილვა ვნახე. მინუსებში უწერია გალესვის მოუხერხებლობა ქარქაშზე მიმაგრებულ სალესზე და არასრული ენა(პირის გაგრძელება ტარში). საუკეთესოა ფასი-ხარისხით მისი კლასის დანებში ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.