BROWNING 349 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) გერმანული დანები სკანდინავიური დანები ასე თუ ისე განვიხილეთ. გადავწყვიტე სხვა ქვეყნებსაც მივუძღვნა თითო თავი. გერმანული დანების ფოლადი და მათი დამზადების ხარისხი ყველას კარგად მოგვეხსენება. Solingen-ი გერმანული ცივი იარაღის მექაა(ისევე რეოგორც შეფილდი ინგლისისა, ან მორა შვედეთისა). ეს ქალაქი 1374 წელს დაარსდა და იმთავითვე მისი სამჭედლოები მაღალი ხარისხის ცივ იარაღს უშვებდნენ. აქ წარმოებული ცივი იარაღით (ხმლებით, დაშნებით, ხანჯლებით, დანები თ თუ ხიშტებით)მარაგდებოდა გერმანულ-პრუსიული არმიები. დღეს ამ ქალაქში ნახავთ დანის პირის(ეშვის) მუზეუმს Deutsches Klingenmuseum , ასევე დრესაც მოქმედ სამჭედლოში განთავსებულ მუზეუმს Rheinisches Industriemuseum , სადაც იარაღის წარმოების ტექნიკის ისტორიას გაეცნობით. Solingen-ის ყველაზე ცნობილი სამჭედლოებია: Boker, Eickhorn, German Bull, Hartkopf, Hen & Rooster, Herbertz, Hubertus, Linder, Mercator, Puma და სხვა. Böker ბოკერის სახელი ქალაქ Remscheid-ში(ზოლინგენის ახლოს), მე-17 საუკუნეში გახსნილ პატარა საწარმოს უკავშირდება. Hermann and Robert Boeker -ები 1929 წლიდან ხმლების გამოშვებას იწყებენ და ერტ წელიწადში უკვე 2 000 ხმალს უშვებენ (64 ხელოსანი, 47 მჭედელი და უამრავი მუშა ფიქსირდება ამ პერიოდის სამჭედლოში). ჰერმან ბოკერი მალე ნიუ იორკში გადადის და აარსებს H. Boeker & Co., შვილობილ კომპანიებს ხსნის კანადაში და მექსიკაშიც(1865). ჰაინრიხი ჩადის ზოლინგენში (1869) და აარსებს Heinr. Boeker & Co. ბოკერების ლოგოზე გამოხატულია Remscheid-ში, მათი წარმოების წინ მდგარი წაბლის ხე. ბოკერების წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი 1900 წლიდან უკვე ამერიკის ბაზარზეც ფართოდ იდგამს ფეხს. მეორე მსოფლიო ომის დროს ბოკერის ზოლინგენის წარმოება მთლიანად განადგურდა. ომის შემდეგ ნელნელა შეიკრიბა სამწედლოს გადარცენილი პერსონალი და კომპანიის არდგენა მოხერხდა. აღდგა კავშირები ამერიკულ მოსახელესთან(ბიძაშვილებთან). 60-იან წლებში ბოკერის ამერიკული ფრთა გაიყიდა. 70-იან წლებში ეს კომპანია იყიდა Cooper Industries. ეს კომპანია აგრძელებდა ძალიან ახლო ტანამშრომლობას ზოლინგენის ბოკერთან და ერტობლივად მრავალი ახალი მოდელი გამოუშვეს. ამზადებდნენ უმაღლესი ხარისხის დანებს 320 ფენიანი დამასკურ ფოლადიდან დაწყებული დამტავრებული თანამედროვე კერამიკის ნიმუშებამდე. 1986 წელს დენვერში(კოლორადო) შეიქმნა Boker USA, Inc. გერმანულ9ზოლინგენი)-ამერიკული ბოკერი დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. დღეს ამერიკულ ბოკერს სამი შტო გააჩნია: Boker Solingen(გერმანია) , Boker Arbolito (არგენტინა) და Boker Magnum (აზია). Bob Dozier Fixed Blade CPM D-2 D-2 ფოლადის 9 სმ-იანი პირი. საერთო სიგრძე 20 სმ. ტარი-მიკარტა. ფასი 350 $ Arbolito Corzo Stag Hunting Knife 9.5 სმ სიგრძის უჟანგავი ფოლადი(440), საერთო სიგრძე 17 სმ-მდე. ფასი 117$ Special Operations leather Handle Bowie Knife ეშვის სიგრძე 20სმ(ფოლადი440), საერთო სიგრძე 31 სმ, წონა 600გ-მდე, ფასი 50$-მდე Magnum Autmat Kalashnikov Side Lock Camo Knife 9 სმ-მდე სიგრძის პირი, ფოლადი AUS-8, საერთო სიგრძე 20 სმ-მდე, ფასი 38$ Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Puma კომპანიის სრული სახელია PUMA-WERK, Lauterjung & Sohn . ზოლინგენის სამჭედლო გილდიაში ჯერ კიდევ 1769 წელსა მოხსენიებული Johann Wilhelm Lauterjung და მისი სამჭედლო. დანების გარდა, ისინი სამართებლებს, მაკრატლებს და სხვა ცივ იარაღსაც უშვებდნენ, თუმცა 1940 წლიდან, Olswald Von Frankenberg Und Ludwigsdorf -მა, აზარტულმა მონადირემ და სპორტსმენმა, კომპანიის პროფილს სანადირო, სათევზაო და სალაშქრო დანების მიმართულება მისცა. პუმა დღეს იარაღს ზოლინგენის გარდა, ესპანეთშიც და აზიაშიც აწარმოებს, გერმანელი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობით. დღეს პუმას Lauterjung-ების ოჯახის მეექვსე თაობა მართავს. პუმა სამი ტიპის იარარს აწარმოებს: ფიქსირებულპირიანი სანადირო დანები, დასაკეცი სანადირო დანები და სხვა ტიპის ცივი იარაღი და მაჩეტეები. პუმა დანის პირებად იყენებს შემდეგი ტიპის უჟანგავ ფოლადებს: 420, 440A, 440B, 440C, 1.4109, 1.4116, RWL 34, PMC 27 და დამასკურ ფოლადს. პუმას ერთერთი ყველაზე განთქმული და პოპულარული დანაა "Original PUMA Waidblatt". Original PUMA Waidblatt პირის სიგრძე 22.5 სმ, საერთო სიგრძე 41 სმ. Puma Stag Pathfinder Hunting Skinning Knife საერთო სიგრძე 25 სმ. Puma Model 6396 Bowie Puma Model 959 Jagdmesser ხუთი სხვადასხვა ფუნქციის პირი აქვს Puma Endangered Species Set ლიმიტირებული გამოცემა(1984): არწივი, ვეშაპი, პუმა და კამეჩი. ნაკრების ფასი 2 600$. Puma Tec Damascus Liner Lock Folding Knife დამასკური ფოლადი Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Linder ლინდერი ერთერთია იმ რამდენიმე სამჭედლოს შორის ზოლინგენში ვინც თვითგადასარჩენ დანებსაც უშვებს. სანადირო დანების წარმოება 1870 წელს დაიწყეს. Carl Wilhelm Linder -მა დანების წარმოება პატარა დასახლება Bech -ში დაიწყო, რომელიც დღეს ზოლინგენის შემადგენლობაშია. მისმა უმცროსმა ვაჟმა, კარლმა, გააფარტოვა წარმოება და 1918 წლიდან დანების ექსპორტიც დაიწყო. 1938 წელს კარლის გარდაცვალების შემდეგ კომპანია ცნობილმა დანისმჭედელმა Paul Rosenkaimer-მა იყიდა და კომპანიას "Carl Lidner Nachf" დაარქვა. 1985 წლიდან კომპანიას მისი შვილი ზიგფრიდი და შვილიშვილი შტეფანი მართავენ. Linder Handlelight ATS 34 9 სმ-იანი ATS 34 უჟანგავი ფოლადის 5 მმ სისქის ეშვი. შექმნილია Peter Rosenkaimer-ის მიერ. ტარი სავი ხისაა. დანის ტავისებურება ისაა რომ ტარში იდება სპეციალური ჩხირები რომელიც ღამით ტარშივე ჩატანებულ ყვითელი დისკს ანათებს, რაც ძალზე პრაქტიკულია ღამის პირობებში მუსაობისას, დანის დაკარგვის ტავიდან ასაცილებლად. მუსაობისას ეს ნათება არ გაწუხებთ, რადგან ხელისგული მას მთლიანად ფარავს. ფასი 219 ევრო. Linder Handlelight BOHLER M390 Powderit იგივე დანა ოღონდ უმაღლესი ხარისხის Böhler M390 უჟანგავი ფოლადის ფხვნილისგან დამზადებული პირით. ფასი 239 ევრო Linder ATS34 Nicker ATS 34 უჟანგავი ფოლადის 10 სმ-იანი პირით. Linder Special ATS-34 Cocobolo Hunting Knife 9 სმ-იანი პირი, ATS34 ფოლადი. 450 გრამი. Linder Crocodile Hunter Hunting Knife (ნიანგებზე მონადირის დანა ჰქვია) 25 სმ-იანი ე.წ. ''ნახშირბადოვანი ფოლადის'' პირი(ანუ ადვილად ილესება, ძალიან ბასრია, მაგრამ ჟანგვადია). წონა 900გ. Hunting knife 11 სმ სიგრძის 420 ტიპის უჟანგავი ფოლადის პირით. ფასი 45 ევრომდე Linder Iltis მაღალი ხარისხის 1.4110 უჟანგავი ფოლადისგან (58 HRC) დამზადებული დასაკეცი დანა. სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში- 9 სმ. ფასი 109 ევრო. Linder lock back knife 440-C ფოლადის პირი. 14 სმ-იანი ტარით. ფასი 175 ევრო Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Eickhorn ამ სამჭედლოს პირველი მოხსენიება არქივებში, 1356 წლისთვის თარიღდება. ლოგო ციყვით 1607 წლისთვის გამოჩნდა. ციყვი, ზოლინგენის სხვა სამჭედლოების ლოგოზეც არსებობდა, მაგალიტად Aug. Meis & Co.-ის ლოგოზეც, თუმცა ამ უკანასკნელის დახურვის შემდეგ(1920), ციყვი მხოლოდ ეიხორნის ლოგოზე გვხვდება. ის სამჭედლო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, Carl Eickhorn -მა დაარსა 1865 წელს. ამ სამჭედლოსთან თანამშრომლობს დამასკური ფოლადის ცნობილი დიზაინერი Markus Balbach. Eickhorn-ის ყველა დანას აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი, სამხედრო დანებს კი ე.წ. NATO stock ნომრები (NSN). დანებში გამოიყენება მაღალი ხარისხის თანამედროვე ან დამასკური ფოლადი. ქარქაშებზე ფიქსირებულია ალმასის სალესი. PRT-II SPEARPOINT სამაშველო დანაა. უჟანგავი ფოლადის - Böhler N695 (HRC 58) 8 სმ-იანი პირი(ლაზერით დამუშავებული). აქვს მინის ჩამსხვრევი. ტარი AIMg3 ალუმინისაა. ფასი 119 $. PRT-VIII WOODLAND CAMO BLACK BLADE SPEAR CSAR II საბრძოლო-სამაშველო-თვითგადამრჩენი დანაა. Böhler N695 უჟანგავი ფოლადის 9.5 სმ-იანი პირი. აქვს მინის ჩამტეხი და უსაფრთხოების ქამრის საჭრელი. საერთო სიგრძე 22.5 სმ. პირის სისქე 3.5 მმ. წონა 130 გ. ფასი 170$. KM 2000 New German Infantry Combat Knife NATO stock number 1095-12-35-56742 მიღებულია ბუნდესვერის შეიარაღებაში. Böhler N695 უჟანგავი ფოლადი (HRC 57), დაფარულია Black Kalgard®-ით. პოლიამიდის ტარი ფანჯრის ჩამტეხით მთავრდება. ქარქაშზე აქვს ალმასის სალესი. პირის სიგრძე 17.2 სმ, სისქე 5მმ, წონა 330 გ. ფასი 180 $. DAGGER 2007 პირი ეიხორნის სპეციალური სახიშტე ფოლადი, შავი ანტიკოროზიული საფარველით. ეშვის ნაწილი დაკბილულია. ტარი: მინის ბოჭკოსა და პოლიამიდის ნარევი. ფასი 190 $. KM 1000 New German Infantry Combat Knife ეს დანაც ბუნდესვერის შეიარაღებაშია. დამზადებულია 440-A steel (HRC 56) ფოლადისგან. პირი 17.2 სმ, საერთო სიგრძე 30.2 სმ. ფასი 140 $. Desert Command II German Infantry Combat Knife უდაბნოსთვის განკუთვნილი საბრძოლო დანაა 17.2 სმ -იანი პირით (სისქე 5 მმ). ფასი 190$. LIMITED EDITION DAGGER 2007 ლიმიტირებული(მხოლოდ 125 ცალი) გამოშვების ხიშტი(ხანჯალი). 1.4110 (HRC 56) ფოლადის ორლესული პირი. ფასი 175$. LIMITED EDITION FAIRBAIRN SYKES DAGGER FS2000 ეს შეზღუდული წარმოების ხიშტი მხოლოდ 999 ცალია გამოშვებული და 1941 წლის ბრიტანული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ხისტის მსგავსია. ფოლადი 55Si7 (HRC 51-53), ორლესული პირი 17 სმ სიგრძის. ფასი 180$. General Wegener Pohl One დიზაინერი Dietmar Pohl , პერსონალურად გენერალ Ulrich K Wegener -გან მიიღო დავალება შეექმნა ეს დანა. ლიმიტირებული გამოშვებაა, სულ 500 ცალია წარმოებული. დანა შეიქმნა გერმანული ანტიტერორისტული ჯგუფის GSG 9-ის სახელზე, რომელიც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადისას განხორციელებული ტერორისტული აქტის მერე შეიქმნა Wegener-ის მიერ. N695 უჟანგავი ფოლადი (ჰგავს 440C-ს მაგრამ ბევრად მტკიცეა მასში 1.50% კობალტის და 1% ვანადიუმის დამატების გამო) დაფარულია შავი კოროოზისსაწინაარმდეგო მასალით. G-10 ფორმის ტარი ანოდიზირებული ალუმინისაა. პირზე ლაზერით ამოტვიფრულია GSG 9 და Ulrich K. Wegener-ის ხელისმოწერა. საერთო სიგრძე 23.5 სმ. პირი 10 სმ. პირის სისქე 4მმ. წონა 210 გ. ფასი 290$ Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Hubertus წმინდა ჰუბერტი, ევროპაში მონადირეთა მფარველად ითვლება(სხვა თემაა და დავწერ მოგვიანებით მასზეც). ჰუბერტუსის სამჭედლო ზოლინგენში ჯერ კიდევ 1898 წელს მოიხსენიება. უშვებდნენ სანადირო დანებს და ხანჯლებს, მოგვიანებით დაიწყეს ახალგაზრდა მონადირეებისთვის (სკაუტებისაც) სანადირო-სალაშქრო დანების წამოებაც. დღეს ეს კომპანია ზოლინგენის ერტერთი ყველაზე გამოცდილი სამჭედლოა, აწარმოებს სანადირო და სალაშქრო დანებს, როგორც ფიქსირებულპირიანს, ასევე დასაკეცს. დანის ფოლადად იყენებენ როგორც დამასკურ (Damaszenerstahl 320 Lagen) ასევე უჟანგავ ფოლადებს ( Gussstahl C 45, Hochleistungsstahl rostfrei DIN1.4109 X65CrMo14, Hochleistungsstahl rostfrei DIN 1.4112 X90CrMoV18, rostfrei Werkstoff DIN 1.4034 , rostfrei 440A, rostfrei 440C ). Hubertus Special Swing Guard Folding Bowie Knife პირის სიგრძე 22 სმ-მდე Hubertus Large Stag Folding Hunting Knife ფოლადი DIN 1.4109, პირის სიგრძე 10 სმ, ტარი-12.5 სმ. 225 გ. ფასი 170$. Hubertus Special Stag Pocket Knife ფოლადი-DIN 1.4109. ტარი ირმის რქა და გერმანული ვერცხლი. პირის სიგრძე 8.5 სმ. ფასი 145$. HUBERTUS® SOLINGEN folklore knife boar ტრადიციული დიზაინის დანაა, 11 სმ-იანი პირით. ტარი ირმის რქისაა, მუხის ფოთლის ორნამენტებით დამშვენებული. HUBERTUS® SOLINGEN Pirsch Knife Stalk Knife 12 სმ-იანი პირი, წონა 110 გ. Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Herbertz ზოლინგენის შედარებით ახალგაზრდა სამჭედლოა, იყენებენ 420, 440, AISI 420 უჟანგავ და დამასკურ ფოლადს. BURL 440 HUNTER FIXED BLADE 7.5 სმ-ის 440 ფოლადის პირი, მონიკელებული ვერცხლის ჭდით. ფასი 65$ დასაკეცი დანა დამასკური ფოლადით 8 სმ პირი, ტარი ხისაა. Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) ბლაზერი Argali Integral Knife 21.5 სმ სიგრძე(9სმ ეშვი) ფხვნილოვანი მეტალურგიული ფოლადი “CPM S 90 V“. ვანადიუმის მაღალი შემცველობა აქვსო. ტარი თურქული ნოგოზია. დამზადებულია გერმანიაში, ქ. ისნი. Edited October 20, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 20, 2012 Author Report Share Posted October 20, 2012 Herbertz , ზოლინგენი. "Hand Forged V&N Pro Damascus Hunter" 10 სმ-იანი დამასკური ფოლადის პირი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2023 Author Report Share Posted January 15, 2023 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 27, 2023 Author Report Share Posted November 27, 2023 ბოკერი ბრონკო. ზოლინგენი, გერმანია. ფოლადი CPM 3V. პირი 11 სმ. https://www.bladehq.com/item--Boker-Bronco-Fixed-Blade-Knife--146657 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.