salamandra 65 Posted August 28, 2012 Report Share Posted August 28, 2012 (edited) მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge და club-monadire.ge-აწყობს საქართველოში პირველ კლუბთაშორის შეჯიბრებას ფიდერით თევზჭერაში. ტურნირის სტატუსი:ღია სამოყვარულო შეჯიბრება თევზის სპორტული ფსკრული ანკესით(ფიდერით)ჭერაში ტურნირის მიზანი:სპორტული თევზჭერის პრინციპების პოპულარიზაცია საქართველოში და მეთევზეთა შორის გამოცდილების გაზიარება ტურნირის სახელწოდება: "პირველი კლუბთაშორის ტურნირი ფიდერით თევზის ჭერაში " ტურნირის ჩატარების თარიღი:2012 წლის 16 სექტემბერი. ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი. შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა. ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით: 1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. 2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. 3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი. 4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).მეთევზის გამოსვლა სექტორიდან ხდება მარტო მსაჯის ნებართვის შემდეგ.ტურნირის დროს მეთევზის შესვლა სხვა სექტორში კატეგორიულად იკრძალება 5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში. 6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია. 7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით. 8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ტიპის საკვებურით აღჭურვილი მონტაჟი. ნებადართულია თევზაობა მეთოდ-ფიდერით, რომელიც მიმაგრებულია ინ-ლაინ წესით. მეთოდ-საკვებ ყრუ მიმაგრება აკრძალულია. 9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია. 10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. 12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს. ტურნირის განრიგი: 7:00 მონაწილეთა შეკრება შეჯიბრების ადგილზე და რეგისტრაცია; 7:30 კენჭისყრა და მონაწილეთა განაწილება სექტორებში; 8:00 ტურნირის სტარტი 15:00 ტურნირის ფინიში (რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მსაჯთა კოლეგიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტურნირის მსვლელობის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ); 15:30 აწონვა და შედეგების შეჯამება 16:00 დაჯილდოვება მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება აქ და საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე. http://fisher.ge/index.php?showtopic=1139 Edited August 28, 2012 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 28, 2012 Author Report Share Posted August 28, 2012 1.ზურა მოდებაძე(SALAMANDRA) ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 28, 2012 Report Share Posted August 28, 2012 1.ზურა მოდებაძე(SALAMANDRA) 2. არჩილ ქევხიშვილი (ქევხო) ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 28, 2012 Report Share Posted August 28, 2012 3) ავთანდილ დარახველიძე (ავთო) ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 28, 2012 Report Share Posted August 28, 2012 4) დავით მორალიშვილი ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 28, 2012 Report Share Posted August 28, 2012 5) ლევან მესხიძე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 29, 2012 Author Report Share Posted August 29, 2012 დღეს მედლები მომიტანეს,4 ცალი,1,2,3 ადგილი და ყველაზე დიდი თევზისათვის.მე მომწონს .მოგვიანებით სურათს დავდებ... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 29, 2012 Report Share Posted August 29, 2012 გაიხარე ზურაბ მაგარი კაცი ხარ! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 (edited) ბიჭებო(ლევან და ავთო) ტრანსპორტისას რას შვებით? ფიშერგეზე კაცზე 25 ლარის აკრებას გეგმავენ ტრანსპორტისთვის(თბილისი-წალკა, წალკა-თბილისი) და მეორე განყოფილებასაც ეყოფაო. ადრევე ჩამოვყალიბდეთ აჯობებს. http://fisher.ge/index.php?showtopic=1139&pid=53697&st=220entry53697 Edited September 2, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 http://www.matchfishing.ru/forum/showthread.php?p=637863 ეს ნახეთ! ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 DMORAL დავით ვუერთდები მაგ აქციას, თბილისამდე ჩამოვალ და ადგილზე დავდებ რაც დასადებია. 15-ში დილას მე პირადად თბილისში ვიქნები ჩემი მოწყობილობით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 DMORAL დავით ვუერთდები მაგ აქციას, თბილისამდე ჩამოვალ და ადგილზე დავდებ რაც დასადებია. 15-ში დილას მე პირადად თბილისში ვიქნები ჩემი მოწყობილობით. ოკ. ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 DMORAL დავით,ტურნირი დაახლოებით ამ ადგილას ჩატარდება http://wikimapia.org/#lat=41.6377237&lon=44.0522055&z=16&l=0&m=b ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 DMORAL დავით,ტურნირი დაახლოებით ამ ადგილას ჩატარდება http://wikimapia.org/#lat=41.6377237&lon=44.0522055&z=16&l=0&m=b დიდი მადლობა მალხაზ!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 3, 2012 Author Report Share Posted September 3, 2012 დღეს ჩემმა მეგობარმა,რუსეთის ნაკრების წევრმა ფიდერში ოლეგ ოსიპენკომ მეთევზეთა კლუბ"მიტინო"-ს სახელით ჩვენი ტურნირის საპრიზო ფონდისათვის სამი პატარა თასი გადმომცა,რისთვისაც დიდი მადლობა მას !ორგკომიტეტი გადაწყვეტს რა ნომინაციაში გაიცემა ეს თასები ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 მაგარი ხალხი გყავს ზურა ირგვლივ!!! მადლობა გადაუხადე ჩვენიდან!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 მალადეც ზურაბ. აბა ბიჭებო თქვენ იცით, ამდენი თასები და მედლებია ხელიდან არ გაუშვატ.კარგად მოემზადეთ :yes: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 3, 2012 Report Share Posted September 3, 2012 დღეს ჩემმა მეგობარმა,რუსეთის ნაკრების წევრმა ფიდერში ოლეგ ოსიპენკომ მეთევზეთა კლუბ"მიტინო"-ს სახელით ჩვენი ტურნირის საპრიზო ფონდისათვის სამი პატარა თასი გადმომცა,რისთვისაც დიდი მადლობა მას !ორგკომიტეტი გადაწყვეტს რა ნომინაციაში გაიცემა ეს თასები ყოჩაღ ზურაბ!!! ძალიან მიხარია ასე რომ უყვარხარ ყველას და პატივს გცემენ!!! P.S. სხვისი არ ვიცი და მე ოლიმპიური პრინციპის( მთავარი მონაწილეობაა!!!) ერთგული ვარ და ამით ვიკეთებ გულს. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 3, 2012 Author Report Share Posted September 3, 2012 ასე გამოიყურებიან ჩვენი მედლები ! ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 გაუმარჯოს ყველას,მეც ძაან მინდა მივიღო მონაწილეობა,მაგრამ ჩემი ფიდერი გალში დავტოვე,თუ მომისწრეს გამოგზავნა თქვენთან ვარ,კითხვები მაქ და თუ შეიძლება ტელეფონის ნომერი დამიწერეთ რომელიმემ და დაგირეკავთ ვინც იცის ამ ტურნირზე ამომწურავი ინფორმაცია B) ,მადლობა ძმებო წინასწარ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 4, 2012 Author Report Share Posted September 4, 2012 კარგს იზავ ძმა თუ შემოგვიერთდები !!!! დაწვრილებით ინფორმახია აქაა http://fisher.ge/index.php?showtopic=1139&st=260entry53822 ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 გაიხარე,მაგრამ მანდ არც თანხა წერია რამდენს აგროვებენ და ტრანსპორტზეც როგორ ვქნათ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 4, 2012 Author Report Share Posted September 4, 2012 გაიხარე,მაგრამ მანდ არც თანხა წერია რამდენს აგროვებენ და ტრანსპორტზეც როგორ ვქნათ თბილისიდან მიკროავტობუსები იქნება,მიგვიყვანენ და მოგვიყვანენ,ტრანსპორტისა და ვახშმისათვის 25 ლარს კრიბავენ.წამოდი,წამოდი !!! ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted September 4, 2012 Report Share Posted September 4, 2012 კაია,ყველანაირად ვეცდები და ვნახოთ რა გამოვა,მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted September 7, 2012 Report Share Posted September 7, 2012 (edited) მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ! ვდებ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც ტურნირის ყველა მონაწილემ უნდა გადარიცხოს შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელი თანხა - 25 ლარი. ანგარიშის ნომერი: GE26PC0113600100027727 GEL, თენგიზ ბინიაშვილი. ბანკის დასახელება, Bank name: პროკრედიტ ბანკი, საქართველო ProCredit Bank, Tbilisi, Georgia ბანკის კოდი, Bank code: MIBGGE22 თანხის გადახდის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი, ხუთშაბათი. ბოდიშს გიხდით დაგვიანებული ინფორმაციისთვის. თუ ვინმეს ამ შაბათ-კვირას სცალია და სურს თანხის შეტანა, იცოდეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირდაპირ არის პროკრედიბანკის ფილიალი, რომელიც მუშაობს ყოველდღე, საღამოს 11 საათამდე. დღეს დადო თენგომ ანგარიშის ნომერი და მეც ვაკოპირებ აქ. საქმე წინ მიიწევს და ფაქტიურად ბევრი რამე უკვე მოგვარებულია. Edited September 7, 2012 by maxo06 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.