Jump to content
Club-Monadire.Ge

პირველი კლუბთაშორის ტურნირი ფიდერით თევზის ჭერაში.წალკა.16.09.2012 წ.


Recommended Posts

კარგი იყო ყველაფერი თევზის აქტიურობის გარდა.მე ამ სეზონზე მე-9 ვარ წალკაში და ჯერ ასეთი უთევზობა არ მინახავს,მე კი არა თენგოც(რომელიც ყოველ შაბათს დადის)გაკვირვებული იყო უთევზობით.ყველაფერი ვცადე რაც კი გამიგია გამომიცდია და გამომიყენებია ფიდერით თევზაობაში-- ვცვალე დისტანცია,ვცვალე სატყუარა,ვცვალე კაუჭის ზომა,ვცვალე სადავის სიგრძე და სისქე,ვცვალე საკვებიც კი(ახალი მოვზილე და აქცენტი დაფქულ მზესუმზირაზე გადავიტანე), მაგრამ კარჩხანა ვერაფრით ვერ მოვიყვანე ჩემს სექტორში,თან ჩემს სექტორში 40 მეტრის იქეთ წყალი ისე დაბლდებოდა რომ საკვებური რო ვარდებოდა შავი მიწის შხეფებს ვხედავდი ამ სიშორიდან,სანამ ტალღები არ ამოვარდა მანამდე არ ემჩნეოდა რომ მაგ მანძილზე დიდი ბროვკა იყო,მაგ ბროვკის იქეთ ვეღარ ვაგდებდი აქეთ კი ახლო იყო,მოკლედ დავიტანჯე და უხასიათობა მემჩნეოდა მაგრად :).ჯამში დავიჭირე მხოლოდ 10 ცალი "უკლეიკა" რაც ასაწონად არც ღირდა.

ეხლა პოზიტივის შესახებ-----გავიცანი საუკეთესო ხალხი თქვენი სახით,ჯერ მარტო იმით ხართ დასაფასებელნი რომ ზურას ოცნებას ფრთები შეასხით, ამხელა გზა გამოირეთ და ზურას გვერდი დაუმშვენეთ.დიდი მადლობა ზურას ამ საქმის წამოწყებისთვის და რო არ ავღნიშნო თენგოს (დენტისტ)დამსახურება არ შემიძლია-კაცი წინადღით იყო ჩასული ადგილზე და ყველაფერი გამზადებული დაგვახვედრა,ჩვენ მარტო ანკესების გაქნევაღა დაგვიტოვა საქმედ,ძალიან ბევრი იშრომა.ცუდი იყო ის რომ დაგვავიწყდა რომ თენგოს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა და ვერ დაგვესწრო "მეორე ტაიმზე"ძალიან გავნაწყენდი ამაზე.

გენაცვალეთ ყველას.

სურათები ბევრი დევს ფიშერზე,მე კი მხოლოდ რამდენიმე გადავიღე. ქევხო-საკიპი არ მახსოვს შენი და აქ დაგიდებ სურათს ორბეთის კანიონზე რომ გადაგიღე,მომწერე სკაიპი და იქაც გამოგიგზავნი.

56757d20dd4e.jpg

6dd00727fa90.jpg

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites
  • Replies 87
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ფიდერი-მიდერი და პოლისჯოხები არ ვიცი მე. მიმიშვით საქმესთან ჩემი არჩეული სპინინგით და მერე ვითვალოთ შედეგები.

Posted Images

სალამი ყველას! სრულიად ვეთანხმები ზაზას პროგნოზს თევზის პასიურობის შესახებ.მე ყუფრო ხმაურს და წყლის დაბალ დონეს დავაბრალებ ვიდრე არომატიზატორებს.

არსად არ დაიდო თევზის ზომა-წონის შესახებ ინფო,მაინტერესებს ხრამული თუ დაიჭირა ვინმემ.

ნიულოცავ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს! ბევრისთვის ეს პირველი თევზაობა იყო ფიდერით და მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს! რათქმაუნდა ზურას დიდი მონდომებით ჩატარდა ეს ტურნირი და მინდა მიულოცო განსაკუთრებით!!! ასევე ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული სხვა

ორგანიზატორების მეზობელი ფორუმიდან რისთვისაც დიდ პატივს იმსახურებენ. იმედია მოიკიდებს ფეხს ეს ტრადიცია და ფიდერით თევზაობა უფრო დიდ მაშტაბებს მიიღებს.

 

 

პს.ტურნირის პარალელურად გავედი მეც ფიდერით PO-ზე,(ვერ მოვითმინე) რამოდენიმე კაპარჭინა და წვერები დავიჭირე,სულ 7 კგ-მდე იქნებოდა.მერე რომ მოვიცლი დავდევ პატარა რაპორტს...

Link to post
Share on other sites

არსად არ დაიდო თევზის ზომა-წონის შესახებ ინფო,მაინტერესებს ხრამული თუ დაიჭირა ვინმემ.

გიგანტომანია მოიგო GigaG-მ თუ სწორად მახსოვს 420 გრამიანი კარჩხანით, ხოლო თემო პირველ ადგილზე წონით გავიდა თუ არ ვცდები რვაასრაღაცა გრამი თევზით საერთო ჯამში. :)

 

მე ყუფრო ხმაურს და წყლის დაბალ დონეს დავაბრალებ ვიდრე არომატიზატორებს.

ჩემი აზრით დაბალი დონის ან შიდა დინების ბრალია, რო მოვდიოდით ზემოდან გადავხედეთ მაგ ადგილს მე და მესხიძეებმა და ტურნირის ადგილი იყო სულ ღიად, და გვერძე სადაც წინა ღამით თენგომ და ბიჭებმა ითევზავეს იყო მუქად ანუ იქით ღრმაა და აქეთ არა.

 

პ.ს. მინდა მივულოცო გამარჯვებულებს და დიდი მადლობა მოვუხადო იდეის ავტორსაც და ორგანიზატორებსაც, თენგო მაგარი ბიჭი ყოფილა, ყველაფერს გემრიელად მოაბა თავი :yes: ასერომ ბიჭებო ტურნირი შედგა!

 

post-1-0-37168900-1347950508_thumb.jpg

 

post-1-0-11783000-1347950507_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მაგარ ხალხს ვენაცვალე :) გავიდანი ძალიან კარგი ხალხი და ვარ ძალიან ნასიამოვნები ტურნირმა ჩაიარა ძალიან კარგად ბუნებრივი იყო თევზის საქციელიც რა თქმა უნდა დაფრთხა და შეშინდა ამდენ მეთევზეს რომ დაინახავდა ამხელა პრავეზიით :D აბა რა მოუვიდოდა? მარა საერთო ჯამში ყველაფერმა მაგრად ჩაიარა ;)

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ხალხს!!!!!! მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტურნირით, თუნდაც იმიტომ რომ პირველად ჩატარდა საქართველოში და იქ მყოფ მეთევზეებს შორის მეც ვიყავი, ამას გარდა ყველა მეთევზე გავიცანი ვისაც ინტერნეტიდან ასეთუ ისე ვიცნობთ. ოქრო ხალხი ვართ ბატონო ჩვენ, ზურიას პატივისცემას არ ვიცი როგორ შევძლებთ ყველა ერთად ჯერ ერთი ამდენი ხანი ტურნირის მონდომებისათვის და ლომის წილისათვის ჩატარებულ ტურნირში, მერე ასეთი საჩუქრებისათვის რაც გაგვიკეთა მონაწილეებს. ჩემი რამაზია არ მოგვცილებია ორ დღეს მიუხედავად იმისა არ უთევზავია და ქე ითმენდა გმირულად სიცხეს და დაღლილობას, ვახო მშვილდაძეს რომ ჩამოვა ისე ჩავეხუტები შეიძლება 2 ნეკნი გაუბზარო :alfons::* მართალია სულ ერთი კარჩხანით და რამდენიმე ზრდასრული ჩებაჩოკით შემოვიფარგლე მარა საერთოდ არ მწყდება მაგაზე გული, ფაქტია თევზი არის, მაგარი ხარ მოატყუე და დაიჭირე. რაც მთავარია ერთხელ ხომ ჩატარდა ტურნირი და აწე რა ეშმაკი გაგვაჩერებს? მადლობა ფიშერ.გე-ს ბიჭებს ორგანიზებისათვის და კაი გემრიელი წყაროზე გატარებული ................,,ჩაიპიტიოსათვის" :haha:

Link to post
Share on other sites

მადლობა სალამანდრას და ყველას. უმაგრესი ტრადიცია დაიწყო.

 

მედია ხომ არ იყო ინფორმირებული?

Link to post
Share on other sites

BROWNING

ჟურნალ--ნადირობა და თევზაობიდან_იყვნენ,სურათებიც გადაიღეს და ტურნირის სესახებ დადებენ ინფორმაციას მომდევნო ტირაჟში.მგონი თვეში 2-ჯერ გამოდის ,ზუსტად არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

მალადეც კარგი ტურნირი ჩაგიტარებიათ

ვულოცავ გამარჯვებულებს

 

როგორც იტყვიან "ეგ ერთი და სხვა მრავალი" შეჯიბრებები ჩაგეტარებინოთ

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით,გილოცავთ ტურნირის წარმატებით ჩატარებას!ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა,მადლობა ყველას,ორგანიზატორებს და მონაწილეებს!!!.

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ყველას, რომ ასეთი ლამაზი დღე აჩუქეთ საკუთარ თავსაც და ჩვენც. :friends:

 

ფიშერებზეც ვნახე სხვა სურათებიც და მშვენიერი ტურნირი გამოსულა. :yes: :yes:

 

ეს ერთი და სხვა მრავალი.

Link to post
Share on other sites

სიცოცხლე ძმებს !!!!როგორც იქნა მოვიცალე და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ტურნირის,ფიდერის და პერსპექტივების შესახებ,თქვენი ნებართვით!უპირველის ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ის რომ საქართველოში ასეთი ტურნირი ჩატარდა!როგორც აღინიშნა ასეთი რამ არც კავკასიაში და არც შუა აზიის ქვეყნებში არ ჩატარებულა საერთოდ,რამდენადაც მე ვიცი.ეს იმის მეტყველია რომ ჩვენ ინტელექტუალური და ცივილიზირებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი ვართ და ამას ვეღარაფერი ვერ დაუდგება წინ.ცოტა მაღალფარდოვნად გამომდის მაგრამ ეს ფაქტია !!!ვფიცავარ ადამიანობას,გუშინ და გუშინწინ ბევრი კარგი ადამიანი მილოცავდა ტურნირის ჩატარების ფაქტს,იმას რომ იგი შედგა,იმას რომ ჩვენ ყველას ვაჩვენეთ რომ ჩვენც შეგვძლებია ასეთი რამის გაკეთება!და ეს ჩვენი საერთო დამსახურებაა!მონაწილების და ორგანიზატორებისიც!მაგარი იყო რა !!!!

ის რომ ჩვენმა ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტყველებს ის რომ სხვა და სხვა რუსელი გუნდების წევრები მეკითხებიან თუ როდის შედგება შემდეგი ტურნირები,როგორ ჯობია საქართველოში მგზავრობა,რა ღირს სასტუმროები,არის თუ არა საქართველოში სათევზაო პლატფორმების გაქირავება და ა.შ.ასე რომ ბევრი რამ საინტერესო გველოდება მომავალში,მთავარია მშვიდობა იყოს!

მაგარი რამ აღმოვაჩინე წალკაში!მთელი ნაპირი მოფენილი იყო მსხვილი,ანუ ნემსკავზე წასაცმელი კოღოს მატლის ცარიელი ჭუპრებით.კოღო რომ იჩეკება ასეთი ჩულქის მაგვარი პატარა ტრუბკა რჩება.ესეიგი ყოფილა ჩვენთან სამუშაო კოღო!ჩემი თვალით რომ არ მენახა შეიძლება სხვისი არ დამეჯერებინა,არა და კოღოს მატლს თითქმის 9 წელი ვყიდი და არ მეშლება მისი ცნობა.არა და კოღოს მატლი ეს ნოემბერში,დეკემბერში,იანვარში და თებერვალში ნაყოფიერი თევზაობაა.კიდევ გავიმეორებ,ვინც მის მოპოვებას დაიწყებს საქართველოში მონოპოლისტი გახდება

 

65c8bd037e6d.jpg

 

გაგრძელება იქნება ....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ზურა სალამი მოგივიდა ჩემი მესიჯი?

კი ეგ მართლაც ძალიან კაეგი ფაქტია მეც მანახე მაშინ შენ ეგ კოღოს მატლის გარეკანი :)

ისიც ძალიან კარგია რომ დაინტერესდა ბევრი მეთევზე :) აბა ვივარჯიშოთ და მომზადებულები უნდა დავხვდეთ მაშინ :)

Link to post
Share on other sites

ჩვენი ფიდერმენები !ჩვენ თევზის ფიდერით ჭერის საქართველოს პირველი ტურნირის მონაწილეები ვართ !!!

 

b9893a3d83a6.jpg

 

68619f7bc08a.jpg

 

db786b90f888.jpg

 

ffc0d2812982.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 4 weeks later...

არჩილ ღიბრაძემ მომაწოდა ჩვენი ვარჯიშის სურათები,მადლობა მას დიდი ამისათვის.აბა გავიხსენოთ სექტემბერი ! :*:friends:

 

ea1ac1588eeb.jpg

 

90b416df15c9.jpg

 

8ca0cdf1b3b7.jpg

 

0c3edf09d457.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...