Jump to content
Club-Monadire.Ge

პირველი კლუბთაშორის ტურნირი ფიდერით თევზის ჭერაში.წალკა.16.09.2012 წ.


Recommended Posts

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge და club-monadire.ge-აწყობს საქართველოში პირველ კლუბთაშორის შეჯიბრებას ფიდერით თევზჭერაში.

 

ტურნირის სტატუსი:ღია სამოყვარულო შეჯიბრება თევზის სპორტული ფსკრული ანკესით(ფიდერით)ჭერაში

 

ტურნირის მიზანი:სპორტული თევზჭერის პრინციპების პოპულარიზაცია საქართველოში და მეთევზეთა შორის გამოცდილების გაზიარება

 

ტურნირის სახელწოდება: "პირველი კლუბთაშორის ტურნირი ფიდერით თევზის ჭერაში "

 

ტურნირის ჩატარების თარიღი:2012 წლის 16 სექტემბერი.

 

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი.

 

 

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

 

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

 

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.

2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად.

3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.

4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).მეთევზის გამოსვლა სექტორიდან ხდება მარტო მსაჯის ნებართვის შემდეგ.ტურნირის დროს მეთევზის შესვლა სხვა სექტორში კატეგორიულად იკრძალება

5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.

6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.

7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.

8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ტიპის საკვებურით აღჭურვილი მონტაჟი. ნებადართულია თევზაობა მეთოდ-ფიდერით, რომელიც მიმაგრებულია ინ-ლაინ წესით. მეთოდ-საკვებ ყრუ მიმაგრება აკრძალულია.

9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.

10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.

11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.

12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.

 

ტურნირის განრიგი:

 

7:00 მონაწილეთა შეკრება შეჯიბრების ადგილზე და რეგისტრაცია;

7:30 კენჭისყრა და მონაწილეთა განაწილება სექტორებში;

8:00 ტურნირის სტარტი

15:00 ტურნირის ფინიში (რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მსაჯთა კოლეგიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტურნირის მსვლელობის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ);

15:30 აწონვა და შედეგების შეჯამება

16:00 დაჯილდოვება

 

მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება აქ და საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე.

 

http://fisher.ge/index.php?showtopic=1139

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • Replies 87
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ფიდერი-მიდერი და პოლისჯოხები არ ვიცი მე. მიმიშვით საქმესთან ჩემი არჩეული სპინინგით და მერე ვითვალოთ შედეგები.

Posted Images

დღეს მედლები მომიტანეს,4 ცალი,1,2,3 ადგილი და ყველაზე დიდი თევზისათვის.მე მომწონს .მოგვიანებით სურათს დავდებ...

Link to post
Share on other sites

ბიჭებო(ლევან და ავთო) ტრანსპორტისას რას შვებით?

 

ფიშერგეზე კაცზე 25 ლარის აკრებას გეგმავენ ტრანსპორტისთვის(თბილისი-წალკა, წალკა-თბილისი) და მეორე განყოფილებასაც ეყოფაო.

 

ადრევე ჩამოვყალიბდეთ აჯობებს.

 

http://fisher.ge/index.php?showtopic=1139&pid=53697&st=220entry53697

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

DMORAL

დავით ვუერთდები მაგ აქციას, თბილისამდე ჩამოვალ და ადგილზე დავდებ რაც დასადებია. 15-ში დილას მე პირადად თბილისში ვიქნები ჩემი მოწყობილობით.

Link to post
Share on other sites

DMORAL

დავით ვუერთდები მაგ აქციას, თბილისამდე ჩამოვალ და ადგილზე დავდებ რაც დასადებია. 15-ში დილას მე პირადად თბილისში ვიქნები ჩემი მოწყობილობით.

 

ოკ.

Link to post
Share on other sites

DMORAL

დავით,ტურნირი დაახლოებით ამ ადგილას ჩატარდება

 

http://wikimapia.org/#lat=41.6377237&lon=44.0522055&z=16&l=0&m=b

 

 

დიდი მადლობა მალხაზ!!!

 

:friends:

Link to post
Share on other sites

71e9ced898b7.jpg

 

დღეს ჩემმა მეგობარმა,რუსეთის ნაკრების წევრმა ფიდერში ოლეგ ოსიპენკომ მეთევზეთა კლუბ"მიტინო"-ს სახელით ჩვენი ტურნირის საპრიზო ფონდისათვის სამი პატარა თასი გადმომცა,რისთვისაც დიდი მადლობა მას !ორგკომიტეტი გადაწყვეტს რა ნომინაციაში გაიცემა ეს თასები

Link to post
Share on other sites

მალადეც ზურაბ.

აბა ბიჭებო თქვენ იცით, ამდენი თასები და მედლებია ხელიდან არ გაუშვატ.კარგად მოემზადეთ :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

71e9ced898b7.jpg

 

დღეს ჩემმა მეგობარმა,რუსეთის ნაკრების წევრმა ფიდერში ოლეგ ოსიპენკომ მეთევზეთა კლუბ"მიტინო"-ს სახელით ჩვენი ტურნირის საპრიზო ფონდისათვის სამი პატარა თასი გადმომცა,რისთვისაც დიდი მადლობა მას !ორგკომიტეტი გადაწყვეტს რა ნომინაციაში გაიცემა ეს თასები

 

 

ყოჩაღ ზურაბ!!!

 

ძალიან მიხარია ასე რომ უყვარხარ ყველას და პატივს გცემენ!!!

 

:friends:

 

P.S.

 

სხვისი არ ვიცი და მე ოლიმპიური პრინციპის( მთავარი მონაწილეობაა!!!) ერთგული ვარ და ამით ვიკეთებ გულს. :e025:

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ყველას,მეც ძაან მინდა მივიღო მონაწილეობა,მაგრამ ჩემი ფიდერი გალში დავტოვე,თუ მომისწრეს გამოგზავნა თქვენთან ვარ,კითხვები მაქ და თუ შეიძლება ტელეფონის ნომერი დამიწერეთ რომელიმემ და დაგირეკავთ ვინც იცის ამ ტურნირზე ამომწურავი ინფორმაცია B) ,მადლობა ძმებო წინასწარ

Link to post
Share on other sites

გაიხარე,მაგრამ მანდ არც თანხა წერია რამდენს აგროვებენ და ტრანსპორტზეც როგორ ვქნათ :karochera:

თბილისიდან მიკროავტობუსები იქნება,მიგვიყვანენ და მოგვიყვანენ,ტრანსპორტისა და ვახშმისათვის 25 ლარს კრიბავენ.წამოდი,წამოდი !!! :hi:

Link to post
Share on other sites

მეგობრებო, ყველას საყურადღებოდ! ვდებ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც ტურნირის ყველა მონაწილემ უნდა გადარიცხოს შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელი თანხა - 25 ლარი.

 

ანგარიშის ნომერი: GE26PC0113600100027727 GEL, თენგიზ ბინიაშვილი.

 

ბანკის დასახელება, Bank name: პროკრედიტ ბანკი, საქართველო ProCredit Bank, Tbilisi, Georgia

 

ბანკის კოდი, Bank code: MIBGGE22

 

თანხის გადახდის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი, ხუთშაბათი.

 

ბოდიშს გიხდით დაგვიანებული ინფორმაციისთვის.

 

თუ ვინმეს ამ შაბათ-კვირას სცალია და სურს თანხის შეტანა, იცოდეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის პირდაპირ არის პროკრედიბანკის ფილიალი, რომელიც მუშაობს ყოველდღე, საღამოს 11 საათამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს დადო თენგომ ანგარიშის ნომერი და მეც ვაკოპირებ აქ.

საქმე წინ მიიწევს და ფაქტიურად ბევრი რამე უკვე მოგვარებულია.

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...