Jump to content
Club-Monadire.Ge

საინტერესო ფაქტები,ისტორიები,ფოტოები,ვიდეოები...


Recommended Posts

ყველაზე უცნაური სიკვდილი ისტორიაში

 

 

1.სიკვდილი წვერის გამო

ავსტრიელი ჰანც სტეინინგერი ცნობილი იყო როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წვერის პატრონი (მისი სიგრძე დაახსლოებით 1.4 მეტრი იყო) და კიდევ იმითი, რომ ის ამ წვერის გამო მოკვდა.

 

1567 წლის ერთ დღეს ჰანცის ქალაქში ხანძარი იყო . სიჩქარეში ჰანცს წვერის დახვევა დაავიწყდა, შემთხვევით მან წვერს დააბიჯა, წონასწორობა დაკარგა, წაბორძიკდა, კისერი მოიტეხა და მოკვდა.

 

 

2.სიკვდილი ძროხის განავალით

1991 წელს 51 წლის ტაილანდელი პაენ იოკეტი

მიდიოდა თავის ფერმაში , როდესაც იგი ასრიალდა

ძროხის განავალზე და დაეცა შიშველ კაბელზე. მას

დენმა დაარტყა და მოკლა. პაენის წლისთავზე მისმა

დამ ყველას ანახა თუ როგორ მოკვდა პაენი.ის მიდიოდა,

ასრიალდა იმავე ადგილზე , დაეცა

იმავე კაბელსდა მასაც დენმა დაარტყა.

 

 

 

3.სიკვდილი კუდბასრას(თევზი) გამო

2006 წელს ავსტრალიელი ველური ბუნების ექსპერტი

სტივ ირვინი დაიღუპა როდესაც

კუდბასრამ გულში ჩაარჭო კუდი.

ის იღებდა ფილმს ოკეანის მკვლელები.

Link to post
Share on other sites
  • Replies 506
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უილიამ  ჰარლის თავის მეგობართან, არტურ დევიდსონთან ერთად ძალიან უყვარდათ თევზაობა. სათევზაოდ შორს უწევდათ სიარული და ნადავლის ტარებაც დამღლელი იყო, ამიტომ  მეგობრებმა თავის ველოსიპედებს შიდაწვის ძრავე

Posted Images

ასეთი იხვის ჭუკი თუ გინახავთ სადმე?დედმამიშვილებში ეს ერთია მარტო ,,ბოხოხით,, :phil_25:

 

 

არხეინას ხელში კიდე კარგი გამოვიდა :d030: :d030: :d030: რა ანახა ასეთი თმები ყალყზე რომ დაუყენა და გაუჭაღარავა მთლად? :d030: :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

არ ვიცი ეს ინფო თუ დევს აქ და მაინც დავდებ

 

1. ნორმალური ზომის ფურცლის გადაკეცვა შესაძლებელია მაქსიმუმ 7-ჯერ.

 

2. სპილო არის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც 4 მუხლი აქვს.

 

3. წელიწადში ხდება დაახლოებით 500,000 შესამჩნევი მიწისძვრა. ამათგან 100,000 შეგრძნება შესაძლებელია, ხოლო 100 მათგანი იწვევს ზარალს.

 

4. ენა არის სხეულის ერთადერთი კუნთი რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდანაა მიმაგრებული სხეულს. (გაითვალისწინეთ რომ პენისი კუნთი არაა ).

 

5. ადამიანების დაახლოებით ორი მესამედი კოცნისას თავს ხრის მარჯვნივ.

 

6. ყავის მსმელებს უფრო ხშირად აქვთ სექსი ვიდრე ყავის “არმსმელებს”. ამასთანავე ისინი უფრო ღებულობენ სიამოვნებას. ასე რომ, მიაწექით “პელეს” ან “ნესკაფეს” (გემოვნებაზე არ დაობენ).

 

7. ფუტკრების დედოფალი დღეში დებს 1500 კვერცხს.

 

8. აშშ-ს არცერთი პრეზიდენტი არ იყო დედისერთა.

 

9. მინქაფა არის ერთადერთი ქვა, რომელიც წყალზე ტივტივებს.

 

10. ინტერნეტში არსებულ სურათების 80%-ზე არის ტიტველი ქალი.

 

11. შეუძლებელია გახელილი თვალებით დაცემინება. შესაძლებელია ხალხოოო. დაამტკიცეს უკვე.

 

12. საშუალოდ ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის.

 

13. საშუალოდ ქალის კანი (მიხვდით ალბათ რაზეც ვამბობ) იწონის 3 კილოგრამს, კაცის კი 5 კილოგრამს.

 

14. გერმანელები არიან ყველაზე მაღლები.

 

15. კოცნა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ხელის ჩამორთმევა.

 

16. 111,111,111 x 111,111,111 = 12,345,678,987,654,321

 

17. ზეთისხილის ხეს შეუძლია 1500 წელი იცხოვროს.

 

18. კლეოპატრა განათხოვარი იყო საკუთარ ორ ძმაზე.

 

19. დოლარის”დაშლის”ანუ დახურდავების 293 კომბინაცია არსებობს.

 

20. დედამიწის წონა შეადგენს დაახლოებით 6,588,000,000,000,000,000 ტონას.

 

წყარო: icode.ge

Link to post
Share on other sites

6. ყავის მსმელებს უფრო ხშირად აქვთ სექსი ვიდრე ყავის “არმსმელებს”. ამასთანავე ისინი უფრო ღებულობენ სიამოვნებას. ასე რომ, მიაწექით “პელეს” ან “ნესკაფეს” (გემოვნებაზე არ დაობენ).

 

ამ მე-6 ზე გადავბრუნდი სკამიდან :d030: :d030: :d030: :d030: :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

 

 

 

გთავაზობთ ფსიქოლოგიის ისტორიაში ჩატარებულ ათ ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტს:

 

10

 

მონსტრების სკოლა 1939

 

„მონსტრების სკოლა“ იყო ექსპერიმებტი, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ დევენპორტში 1939 წელს ჩატარდა ოცდაორ ობოლ ბავშვზე. უენდელ ჯონსონმა, აიოვას უნივერსიტეტიდან, რომელიც უძღვებოდა ექსპერიმენტს, შეარჩია ერთერთი თავისი სტუდენტი, მერი ტუდორი, რომელსაც დაევალა ცდის წარმართვა. თვით ჯონსონი კი კვლევას შორიდან აკვირდებოდა.

 

ბავშვების ექსპერიმენტულ ჯგუფებში განაწილების შემდეგ ტუდორი ერთ ნაწილს დადებითად ესაუბრა, აღნიშნავდა, თუ როგორ კარგად საუბრობდნენ ისინი, ხოლო მეორე ნაწილი, პირიქით, საშინლად გააკრიტიკა საუბრის მანერის გამო, ენაბლუებს უწოდებდა მათ. შედეგად, მეორე ჯგუფის იმ ბავშვებმა, რომლებიც სრულიად ნორმალურად საუბრობდნენ, ექსპერიმენტის შედეგად უარყოფითი ზეგავლენა მიიღეს და ზოგს ცხოვრების ბოლომდე შემორჩა პრობლემები საუბარის მანერასთან დაკავშირებით.

 

ჯონსონის თანამედროვეებმა, კვლევის გამო შეშფოთება ვერ დამალეს და მას „მონსტრების სკოლა“ უწოდეს. თვით ექსპერიმენტი ძალიან დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, რომ ჯონსონის რეპუტაციას ზიანი არ მისდგომოდა. 2001 წელს აიოვას უნივერსიტეტმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში

 

9

 

სიძულვილის პროექტი 1970–იანი – 80–იანი წლები

 

1970–იან – 80–იან წლებში სამხრეთ აფრიკის აპართეიდის არმიამ აიძულა თეთრკანიანი ლესბოსელი და გეი ჯარისკაცები, გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია და ამისთვის ძალიან ბევრი არაეთიკური სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარა, როგორიცაა: ქიმიური კასტრაცია და ელექტრო შოკი. მიუხედავად იმის, რომ ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა, აფრიკის აპართეიდის არმიის ქირურგების თქმით, 1971–დან 1989 წლამდე სამხედრო ჰოსპიტალებში 900–მდე ოპერაცია ჩატარდა. ექსპერიმენტი ზეგასაიდუმლოებული პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც ითვალისწინებდა ჰომოსექსუალიზმის ძირფესვიანად ამოძირკვას.

 

არმიის ფსიქიატრები, რომლებიც კაპელანების (სასულიერო პირია) მიერ იყვნენ წაქეზებულები, პირდაპირ ნადირობდნენ ჰომოსექსუალებზე და მათი აღმოჩენისთანავე აგზავნიდნენ არმიის ფსიქიატრიულ ნაწილში, ვურტეკერჰუგტის ჰოსპიტალში, პრეტორიასთან (სამხრეთ აფრიკის დედაქალაქთან) ახლოს. მათ კი, ვინც ვერ „იკურნებოდა“ წქამლებით, შოკური და ჰორმონალური თერაპიითა და სხვა რადკკალური „ფსიქოთერაპიული“ გზებით, უკეთებდნენ ქიმიურ თერაპიას ან სქესის შეცვლის ოპერაციას.

 

როდესაც ლესბოსელი ჯარისკაცების შეურაცხყოფის მხოლოდ რამდენიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია დღემდე შემორჩენილი ერთი არასწორად გაკეთებული სქესის შეცვლის ოპერაციის ჩათვლით, დღეისთვის ცნობილია, რომ ძირითადი ნაწილი ექსპერიმენტის მსხვერპლთა თეთრკანიანი16–დან 24 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

 

დოქტორი აბურეი ლევინი (ექსპერიმენტის ხელმძღვანელი), ახლა ქაგლარის სამედიცინო სკოლის უნივერსტიტეტის პროფესორია.

 

8

 

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი 1971

 

ეს ექსპერიმენტი, თავისთავად, არცთუ ისე არაეთიკურია, თუმცა მისი შედეგი დამღუპველი აღმოჩნდა. ამიტომაც მოხვდა იგი ამ სიის მერვე ადგილზე.

 

ცნობილმა ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა ინდივიდების ქცევაზე დაკვირვებას, როდესაც ისინი არგებდნენ ციხის ზედამხედველის ან პატიმრის როლს.

 

„პატიმრები“ განგებ მოათავსეს ისეთ პირობებში, რომელსაც წესით პიროვნების დათრგუნვა, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა უნდა გამოეწვია. „დაცვას“ წინასწარ არანაირი მითითება არ მისცემია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, პათ პრობლემა არ შექმნიათ.

 

ექსპერიმენტის მეორე დღეს „ციხეში“ აჯანყება დაიწყო, რასაც „მცველების“ მკაცრი რეაქცია მოჰყვა. იმ წუთიდან საქმე უარესობისკენ დაიძრა.

 

„მცველებმა“ გამოიყენეს თავიანთი პრივილეგია, დაეშალათ აჯანყებულთა ჯგუფები და მათ შორის უნდობლობა გამოეწვიათ. ირწმუნეს რა, რომ მათი მთავარი მიზანი აჯანყების ჩახშობა იყო, ისინი არანაირ ძალადობას არ ერიდებოდნენ „პატიმრების მიმართ“. მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. „პატიმრები“ კი დეპრესიაში ჩავარდნენ, დაემართათ ფსიქიკური აშლილობა და უძლურების შეგრძნება დაეუფლათ. ამ დროის განმავლობაში მათ ციხის კაპელანები სტუმრობდნენ, რომლებიც თავიანთ თავს სახელების ნაცვლდ ნომრებით აცნობდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ გეგმავდნენ ისინი ციხიდან თვის დაღწევას. „პატიმრები“ კი აბსოლუტურად შეცბუნებულნი იყვნენ. მათ ბოლომდე გაითავისეს თავიანთი როლი.

 

ზიმბარდომ ექსპერიმენტი ხუთ დღეში შეწყვიტა, მიხვდა რა, თუ როგრი რეალური გახდა „ციხე“ ცდისპირებისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა ძალიან ცოტა ხანს გასტანა, მან ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს კონტროლი საკუთრ თავზე.

 

7

 

წამლების გამოცდა მაიმუნებზე 1969

 

ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარება, მართალია, ძალიან სასასრგებლოა ადამიანთა შესაცნობად და სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების შესაქმნელად, მაგრამ ზოგიერთი ექსპერიმენტი ეთიკის ფარგლებს სცილდება. 1969 წელს წამლების მაიმუნებზე გამოცდა ერთერთი ასეთი არაეთიკური ექსპერიმენტია: მაიმუნებისა და ვირთხების ჯგუფს ასწავლიდნენ, დამოუკიდებლად მიეღოთ ისეთ წამლები, როგორებიცაამორფინი, ალკოჰოლი, კოდეინი, კოკაინი და ამფიტამინები. როდესაც ცხოველები ამ „ხელოვნებას „დაეუფლებოდნენ“, მათ თითოეული წამლის მოზრდლი პორციასთან მარტო ტოვებდნენ.

 

ცხოველები იმდენად დაზაფრულები იყვნენ (რაც მოსალოდნელი იყო) და ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ გაქცევას, რომ ამ პროცესში კიდურებსაც კი იმტვრევდნენ. მაიმუნებს, რომლებიც კოკაინს იღებდნენ, კრუნჩხვები ემართებოდათ, ზოგ შემთხვევაში საკუთარ თითებს გლეჯდნენ (შეიძლება ჰალუცინაციების გამოც). ერთერთმა მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინები მიიღო, მთლიანად დაიგლიჯა ბეწვი თათებსა და მუცელზე, ხოლო კოკაინის და მორფინის ერთად მიღებდან ორ კვირაში ცხოველები იხოცებოდნენ.

 

კვლევის მიზანი ერთი იყო: გაგოთ ნარკოტიკზე დამოკიდებულების ეფექტი. როგორ ფიქრობთ, რმდენად კარგად მიიღეს შედეგი?

 

6

 

ლენდისის ს ექსპერიმენტი სახის გამომეტყველებაზე 1924

 

1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. მიზანი ამ კვლეევისა იყო იმის გაგება, თუ ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ემოციის (მაგ. შოკის, სიძულვილის, ბედნიერებისა და ა.შ) განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება.

 

ცდისპირთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა მისი კუნთების მოძრაობა შეესწავლათ. ცდისპირებს აძლევდნენ სხვადასხვა სტიმულებს, რათა მათში ძლიერი რეაქცია გამოეწვიათ, ხოლო ყოველ მათ რეაქციას ლენდისი ფოტოზე აღბეჭდავდა. მათ უწევდათ ამიაკის შესუნთქვა, პორნოგრაფიის ყურება და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელის ჩაყოფა, თუმცა დავა ამ ექსპერიმენტის ირგვლივ მისმა ფინალურმა ტესტმა გამოიწვია.

 

ცდისპირებს უჩვენებდნენ ცოცხალ ვირთხაებს და ეუბნებოდნენ, მათთვის თავი მოეჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ყველას ეზიზღებოდა, სტუდენტთა ერთმა მესამედმა მაინც მოკლა ცხოველი. სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის, რომ ვირთხის მკვლელ ცდისპირთა უმეტესობამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს საქმე „ჰუმანურად“ და ცხოველებს საშინელი წამების გადატანა უწევდათ. ხოლო მათ მაგიერ, ვინც უარი თქვა ვირთხისთვის თავის მოჭრაზე, ამ საქმეს თვით ლენდისი აკეთებდა.

 

მართალია, ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირ საზიზღრობაზე წავიდნენ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

 

5

 

პატარა ალბერტი 1920

 

ჯონ უოტსონი, ბიჰევიორიზმის მამა, იყო ერთერთი, ვინც თავის ექსპერიმენტებში ობლებს იყენებდა. უოტსონს უნდოდა გაერკვია, იყო შიში თანდაყოლილი თუ შეძენილი რეფლექსი. პატარა ალბერტი, ასე შეარქვეს ობოლ ცხრა თვის ბავშვს, რომელიც უოტსონმა თავისი ექსპერიმენტისთვის შეარჩია. უოტსონი აპირებდა ბავშვს ორი თვის განმავლობაში ბავშვის დაკვირვებას თეთრ კურდღელთან, ვირთხასთან, მაიმუნთან, თმიან და უთმო ნიღბებთან, ცეცხლწაკიდებულ გაზეთთან და ბევრ სხა მსგავს გამაღიზიანებელთან.

 

ექსპერიმენტის დასაწყისში ალბერტი ოთახის შუაგულში, ლეიბზე დასვეს და შორიახლოს ლაბორატორიის ვირთხა მიუშვეს, რომ ბავშვს მასთან ეთამაშა. მას შიში არ გამოუვლენია.

 

შემდეგ ეტაპზე უოტსონი ბავშვის ვირთხასთან ყოველ შეხებაზე მის ზურგს უკან რკინის მასაზე ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ხმაურს ტეხდა. ამაზე ბავშვს ეშინოდა და ტირილს იწყებდა. პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ბავშვს ვირთხისადმი პანიკური შიში დაეწყო, რადგან მას ძლიერ ხმაურთან აიგივებდა. ვირთხის ყოველ ნახვაზე ალბერტი ტირილს იწყებდა.

 

შედეგად ბავშვს ყველაფერ თეთრსა და ფაფუკზე დაეწყო შიშები. ყველაზე სამწუხარო ნაწილი ამ ექსპერიმენტისა კი ის იყო, რომ უოტსონმა ვერ მოასწრო ალბერტის შიშების განეიტრალება, სანამ ბავშვს ჰოსპიტალიდან წაიყვანდნენ.

 

4

 

შესწავლილი უძლურება 1966

 

1965 წელს, ფსიქოლოგებმა, მარკ შელიგმანმა და სტივ მეიერმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ძაღლები სამ ჯგუფად დაჰყვეს და დააბეს. პირველი ჯგუფი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ, მეორე ჯგუფის ძაღლები დააწყვილეს და თითოეული წყვილის ერთ წევრზე ელექტროშოკი გამოიყენეს, რომლის შეწყვეტაც ბერკეტზე დაჭერით იყო შესაძლებელი; მესამე ჯგუფის ძაღლებიც ისევე გაანაწილეს, როგორც მეორე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ელექტროშოკის შეწყვეტა ბერკეტიზე დაჭერით შესაძლებელი აღარ იყო. შოკი ალალბედზე მოდიოდა, რამაც მესამე ჯგუფის ძაღლებში „შესწავლილი უძლურების“ შეგრძნება გამოიწვია. სბოლოოდ, ამ ძაღლებს კლინიკური დეპრესია დაუფიქსირდათ.

 

მოგვიანებით მესამე ჯგუფის ძაღლები მარტოდმარტო ჩასვეს ყუთებში. ისინი ისევ შოკში ჩავარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეეძლოთ ყუთიდან ამოხტომა და ამ ყველაფრის შეწყვეტა. ეს ძაღლები უბრალოდ დანებდნენ.

 

3

 

მილიგრიმის სკოლა 1974

 

„მილიგრიმის სკოლა“ ერთერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. სტენლი მილიგრიმს, იელის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგს, უნოდა გამოეკვლია ავტორიტეტებისადმი მორჩილება. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შედიოდნენ „მასწავლებლები“, ჩვეულებრივი მოხალისეები, და „მოსწავლე“, რომელიც დაქირავებული მსახიობი იყო. მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უთხრეს, რომ ეს იყო ტესტი მეხსიერებაზე.

 

მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როგორც ეუბნებოდნენ, ალალბედზე ეძლეოდათ ბარათები. სინამდვილეში კი ორივე იღებდა იმ ბარათს რასაც მასწავლებელი კითხულობდა. მსახიობი მასწავლებლის მოსატყუებლად თამაშობდა, თითქოს მან მოსწავლის ბარათი მიიღო. ცდისპირებს ერთმანეთისგან იზოლირებულად სხვადასხვა ოთახებში ათავსებდნენ. მასწავლებელი კითხულობდა რამდენიმე სიტყვას ოთხი სვარუდო პასუხით და თუ მოსწვლე არასწორად უპასუხებდა, დენს ურტყამდა. დენის ძალა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა, ხოლო სწორ პასუხზე მასწავლებელი „მშვიდობიანად“ გადადიოდა შემდეგ შეკითხვაზე.

 

სინამდვილეში არანაირი ელექტროშოკი არ არსებობდა. უბრალოდ, აუდიოფირზე ყვიდილი იყო ჩაწერილი და მასწვლებლის მიერ მოსწავლისთვის ყოველ დენის დარტყმაზე მეორდებოდა. როდესაც დენის ძალა ძალიან იზრდებოდა, მსახიობი (მოსწავლე) კედელს აწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ, რაღაც მომენტში, ყვირილი წყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა. ამ დროს ძალიან ბევრ მასწავლებელს საშინელი მწუხარების გრძნობა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ბევრი ამით კიდევ უფრო მხნევდებოდა და აგრძელებდა დენის დარტყმას, თუმცა ამბობდა, რომ შედეგებზე პასუხს არ აგებდა.

 

თუ ცდისპირი მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: გთხოვ, გააგრძელე; ექსპერიმენტი გაგრძელებას ითხოვს; აუცილებელია, რომ გააგრძელო; სხვა შანსი არ გაქვს, უნდა გააგრძელო. თუ ამ ოთხი მითითების შემდეგ ცდისპირი მაინც მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, იგი წყდებოდა. ორმოცი ცდისპირიდან მხოლოდ თოთხმეტმა შეწყვიტა ექპერიმენტი მოსწავლისთვის 450 ვოლტიანი დენის დარტყმის შემდეგ, ხოლო სამას ვოლტამდე შეწყვეტის სურვილიც კი არ ყოფილა (შეგახსენებთ, ადამიანის მოსაკლავად 220 ვოლტი სრულიად საკმარისია).

 

2

 

სასოწარკვეთის წყარო 1960

 

დოქტორი ჰარი ჰარლოუ საკმაოდ უხეში ადამიანი იყო, რომელიც ექსპერიმენტებში იყენებდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა გაჟიმვა, რკინის ქალწული და ა.შ. მისი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი სოციალურ იზოლაციაზეა, რომელსაც იგი მაიმუნებზე ატარებდა. ჰარლოუ იყენებდა მაიმუნებს, რომლებიც უკვე იყვნენ დაკავშირებული დედსთან და ერთი წლის განმავლობაში, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად ათავსებდა რკინის ვერტიკალურ კამერებში, რათა ეს კავშირები გაეწყვიტა. მაიმუნების უმრავლესობა საკნიდან ფსიქიკურად აშლილი გამოდიოდა და აღარ ჯანსაღდებოდა. ჰარლოუმ დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობაც კი უძლურია დეპრესიის წინაშე. მწერალი დებორა ბლუმი კი ამას ჩვეულებრივ გრძნობის შედეგს უწოდებდა.

 

გენ საკეტმა, სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის უნივერსიტეტიდან, რომელიც ჰარლოუს ერთერთი სტუდენტი იყო, განაცხადა, რომ სჯერა შეერთებულ შტატებში ცხოველთა თავისუფლების მოძრაობის ჩამოყალიბება სწორედ ჰარლოუს ექსპერიმენტებმა განაპირობა. უილიამ მაისონი, ჰარლოუს კიდევ ერთი სტუდენტი ამბობს, რომ მისი მასწავლებელი „მიდიოდა იმ წერტილამდე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხადი ხდებოდ, რომ მისი საქმე ბილწავდა ადამიანურ შეგრძნებებს და ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც აფასებს სიცოცხლეს, ამას შეურაცმყოფელად მიიღებდა. ეს, ჰარლოუს მხრიდან, დაახლოებით ისეთი რამ იყო, რომ ეთქვა: – მე უბრალოდ აქ კიდევ ათ წელს ვაპირებ დარჩენას და რისი გაკეთებაც მინდა, მხოლოდ ისაა, რომ ჩემ უკან დიდი არეულობა დავტოვო. – და თუ ეს მისი მიზანი იყო, მან ეს შესანიშნავად შეასრულა.”

 

1

 

დევიდ რეიმერი 1965–2004

 

1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ. ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს. როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია.

 

დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს“. დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ.

 

 

გასაიდუმლოებული X FILE საბჭოთა კავშირის ბიო-რობოტი

 

1950 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერმა ვლადიმერ დემიხივმა მსოფლიო გააკვირვა, მან ძაღლებზე ექსპერიმენტების შედეგად შეძლო, ერთი ძაღლისთვის გადაენერგა მეორე თავი, ესეიგი გამოსულიყო ორთავიანი ძაღლი რაც მან წარმატებით განახორციელა, ძაღლმა კი 1 თვე იციცხლა, რაც მართლა მიღწევის და სენსაციის ტოლფასი იყო.

 

ცივი ომის პირველ პერიოდში, ყველა მეცნიერების საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ გაერთიანებულნი იმისათვის რომ შეექმნათ უნივერსალური იარაღი. 1958 წელს დაიწყო საიდუმლო პროექტის განხორციელება რომლის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ რობოტი-კიბორგი.

 

პროექტს ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის ლაურიატი ვ. მანუილოვი, მასთან ერთან პროექტში და კიბორგის აწყობაში ინჟინერები და მედიკები იღებდნენ მონაწილეობას, ექსპერიმენტისთვის კი, რომ არ ყოფილიყო ადამიანისთვის საშიში იყენებდნენ თაგვებს ვირთხებს და ძაღლებს, საბოლოოდ , ექსპერიმენტის რჩეული, ძაღლი გახდა, თვსი დამჯერი და ადვილად გასაწვრთნელი ხასიათის გამო.

 

პროექტის კოდური სახელი იყო ”კოლი” რომელმაც 10 წელი იარსება. 1996 წელს, ЦК-ბრძანებით პროექტი კოლი შეჩერდა და გახდა საიდუმლო. 1991 წლამდე ეს პროექტი გასაიდუმლოებული იყო.

 

 

წყარო:icode.ge

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

ხმები ჯოჯოხეთიდან

 

ექპერიმენტები,

 

80-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში მეცნიერების ჯგუფი მუშაობდა ზეღრმა ჭაბურღილის გათხრაზე. ყვება პროექტის ხელმძღვანელი აზაკოვი:

 

“როგოც კომუნისტს, მე არ მჯერა სამოთხის ან ბიბლიის, მაგრამ როგორც მეცნიერს, მე უკვე მჯერა ჯოჯოხეთის არსებობის. იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ჩვენ შოკირებულები ვიყავით ამ აღმოჩენით.

 

ჭაბურღილში მიკროფონი ჩავუშვით ლითოსფერული ფილების გადაადგილების ხმების ჩასაწერად. მაგრამ ფილების მოძრაობს ნაცვლად, ჩვენ ადამიანის ყვირილის ხმა გავიგონეთ, რომელშიც ტკივილი იხატებოდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენი საკუთარი ბურღის ხმა იყო, მაგრამ მერე კიდევ ერთხელ დავარეგულირეთ მოწყობილობები და ჩვენი ყველაზე ცუდი ეჭვები გამართლდა. ყვირილი არ იყო ერთი ადამიანის, ეს იყო მილიონობით ადამიანის ყვირილის და კვნესის ხმა.”

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

განსხვავება ადამიანსა და შიმპანზეს შორის

 

მეცნიერება

 

 

 

მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელი გენები?

 

წინათ განვიხილეთ, რომ ადამიანსა და მის უახლოეს ნათესავს – შიმპანზეს შორის, თვალსაჩინო “ზედაპირული” (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხილული) მსგავსების გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება მოლეკულურ დონეზეც: დნ მჟავის (გენეტიკური ინფორმაციის შემცველი მოლეკულების) საერთო შემადგენლობით ადამიანი და შიმპანზე 95-98%-ით მსგავსია. თუ მსგავსებას გენების მაკოდირებელი დნმ-ისთვის განვსაზღვრავთ, მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 97-98%. გავიხსენოთ, რომ გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია გენებში (დნმ-ში), და ამ ინფორმაციის გამოვლენისთვის საჭიროა ჯერ რნ მჟავაში მისი “გადაწერა”, შემდეგ კი რნმ-იდან ცილაში “გადათარგმნა”. ცილები კი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ იმ პროცესებში, რომლებიც ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის არსებობისთვისაა საჭირო. ეს მონაწილეობა გამოიხატება ბიოქიმიური რეაქციების წარმართვაში, გარემოდან მიღებული სიგნალების გადაცემაში, ახალი უჯრედული და უჯრედსშორისი სტრუქტურების წარმოქმნაში და სხვა.

 

ორგანიზმების დნმ შეიცავს როგორც გენებს – ცილების მაკოდირებელ ფრაგმენტებს, ისე არამაკოდირებელ მონაკვეთებს, და ამ უკანასკნელთა რაოდენობა დნ მჟავაში საკმაოდ დიდია: ადამიანის უჯრედებში ცილების მაკოდირებელი გენები დნმ-ის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენენ; დანარჩენი დნ მჟავა კი შეიცავს: 1) იმგვარი რნ მჟავის მაკოდირებელ გენებს, რომლისგანაც ცილები არ ამოიკითხება (ასეთი რნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის დროს); 2) დნმ-ის რეგულატორული ფრაგმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იყოს ამოკითხული ინფორმაცია გენებიდან; 3) ინტრონები ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გენებში არსებული მონაკვეთები, რომლებიც ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებს შორის არიან განლაგებული და ცილის სინთეზის წინ შუალედური რნმ-ის მოლეკულიდან “ამოიჭრებიან”, 4) ე.წ. “უსარგებლო დნმ” (junk DNA), რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.

 

ამრიგად, მსგავსება ადამიანისა და შიმპანზეს გენებს შორის იმდენად დიდია, რომ მათგან მხოლოდ 2-3%-ია განსხვავებული. ადამიანის დნმ შეიცავსდაახლოებით 23 ათას გენს, რომლებშიც ცილების მაკოდირებელი ინფორმაციაა “ჩაწერილი”. მაშასადამე, ჩვენი “ადამიანობის” ახსნა დაახლოებით 450-700 (შესაბამისად, 230×2, 230×3) გენში უნდა ვეძებოთ. ცხადია, რომ ეს ამოცანა სულაც არ არის მარტივი.

 

სავსებით ლოგიკურია და მოსალოდნელიც, რომ ადამიანსა და შიმპანზეს “განმასხვავებელ” გენებს შორის არსებობენ ისეთებიც, რომელთა ფუნქცია ტვინის განვითარებას და, კერძოდ, მეტყველების უნარს უკავშირდება. ათიოდე წლის წინ მართლაც აღმოაჩინეს ასეთი გენი, რომლის სტრუქტურას, ფუნქციებსა და შესაძლო როლს ადამიანის ევოლუციის პროცესში ამ (და მომდევნო) სტატიაში განვიხილავთ.

 

FOX გენების ოჯახი. ამ ოჯახის (აგებულებითა და ფუნქციით მსგავსი გენების ერთობლიობა) სამი წარმომადგენელი განსაზღვრავს (აკოდირებს) ცილებს, რომლებიც დიდი რაოდენობით გროვდება ადამიანის ტვინში მისი განვითარების დროს. ამ სამი გენის ექსპრესის (გენიდან, ანუ დნმ-იდან რნმ-ის “გადაწერის” პროცესი) მეტწილად ერთსა და იმავე დროს ხდება, თუმცა ტვინის ზოგიერთ უბანში მათი ექსპრესიის დრო განსხვავებულია. ამ გენებიდან ერთ-ერთი, FOXP2, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტყველების უნარის ნორმალურ განვითარებაზე.

 

1990 წელს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლებშიც აღწერილი იყო ერთი ოჯახის სამი თაობა, რომლის წევრთა ნახევარი მეტყველების მნიშვნელოვანი დარღვევით ხასიათდებოდა. ისიც ცხადი იყო, რომ ამ დარღვევას მემკვიდრეობითი ხასიათი ჰქონდა. იმ გენის აღმოჩენას, რომლის დაზიანება მეტყველების ამგვარ დარღვევას იწვევდა, მრავალი წელი დასჭირდა. ჯერ გაირკვა, რომ ეს გენი მეშვიდე ქრომოსომაზე იყო განლაგებული (ადამიანის 23 ათასი გენი 23 წყვილ სხვადასხვა ქრომოსომაზეა გადანაწილებული). 2001 წელს კი ამ გენის (FOXP2) იდენტიფიცირება – მისი ზუსტი მდებარეობის გარკვევა და ნუკლეოტიდების (გენის შემადგენელი ერთეულების) თანამიმდევრობის განსაზღვრა მოხდა. ისიც ცხადი გახდა, რომ დაავადებული ადამიანების FOXP2 გენში არსებობდა ერთადერთი მუტაცია (ერთ-ერთი ნუკლეოტიდი სხვა ნუკლეოტიდით იყო ჩანაცვლებული). ეს მუტაცია, თავის მხრივ, იწვევდა FOXP2 გენის მიერ კოდირებულ ცილაში ერთ-ერთი ამინომჟავის ცვლილებას. ეს ცვლილება (ცილის შემადგენლობაში 553-ე მდებარეობაში განლაგებული არგინინის ნაცვლად – ჰისტიდინი) მხოლოდ დაავადებულ ადამიანებში გვხვდება, მაგრამ არასდროს არ იჩენს თავს მათ ჯანმრთელ ნათესავებში. რაც არანაკლებ საინტერესოა, ამავე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ FOXP2 გენის ორივე ასლის არსებობა აუცილებელია შესაბამისი ცილის სრულფასოვანი მოქმედებისთვის (გავიხსენოთ, რომ ადამიანის დნმ თითოეული ქრომოსომის – და, მაშასადამე, ყოველი გენის – ორ ასლს შეიცავს; ერთ ასლს დედისგან იღებს, მეორეს კი – მამისაგან): თუ FOXP2 გენის ერთი ასლიც კი შეიცავს ზემოთ აღნიშნულ მუტაციას, მეორე “ჯანმრთელი” ასლის მოქმედება უკვე საკმარისი არ არის ორგანიზმის ნორმალური განვითარების უზრუნველსაყოფად. მსგავსი შედეგები მიღებულია FOX გენების ოჯახის სხვა წარმომადგენლების (FOXC1, FOXC2, FOXE1, FOXL2) მუტაციების შესწავლისას.

 

ამასთან, გაირკვა, რომ FOXP2 გენის ფუნქციის მოშლა მეტყველების განვითარების მხოლოდ ერთ სახესხვაობასთანაა დაკავშირებული: გენის მუტაციები არ აღმოჩნდა არც მეტყველების სპეციფიკური დაზიანების (specific language impairment, SLI) მქონე ადამიანებში და არც აუტიზმის შემთხვევაში.

 

ისიც არანაკლებ საინტერესოა, რომ ამ ორ შემთხვევაში მუტაციები ასევე მეშვიდე ქრომოსომაზე მდებარე, თუმცა FOXP2-სგან განსხვავებულ გენებში გროვდებიან.

 

FOX-გენებში კოდირებული ინფორმაციის ამოკითხვა ტვინის უჯრედებში. როგორც აღმოჩნდა, FOX-გენები არ მიეკუთვნებიან იმ 600 გენის რიცხვს, რომლებიც ადამიანსა და შიმპანზეს შორის განსხვავებას განსაზღვრავს. მეტიც, ეს გენები ასევე არსებობს საფუარში (ერთუჯრედიან სოკოში). 553-ე მდებარეობაში განლაგებული ამინომჟავა არგინინი (რომლის ცვლილება გენის მუტაციას და, ამის გამო, მეტყველების უნარის დაქვეითებას იწვევს) კი კონსერვირებულია, ანუ უცვლელია, მრავალი ორგანიზმის FOX-გენების კოდირებულ ცილებში. და მაინც, ეს გენი ყველაზე ინფორმატული გამოდგა იმ საკითხის კვლევაში, თუ რა გენეტიკური მექანიზმების საფუძველზე ვითარდება ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ, მისი ტვინი.

 

FOX -გენების ექსპრესია (მათში კოდირებული ინფორმაციის “ამოკითხვა”) და შესაბამისი ცილების დაგროვება სხვადასხვა უჯრედებსა და ქსოვილებში მრავალ სახეობაშია შესწავლილი. ამ სახეობათა შორისაა თევზები, თაგვი, ვირთხა, ფრინველები და პრიმატები, ამ უკანასკნელთა შორის – ადამიანიც. FOXP1, FOXP2 და FOXP4 გენების ექსპრესია ტვინის უჯრედებში ხდება, FOXP3-ისა კი – მხოლოდ იმუნურ სისტემაში. ამასთან, გენების ექსპრესია აღმოჩენილია სხვა ორგანოებშიც, მაგ., ფილტვებში, გულსა და ნაწლავებში.

 

თაგვების FOXP1-გენის ექსპრესია ხდება ტვინის, გულის, ფილტვებისა და ნაწლავების განვითარების დროს. ის ცხოველები, რომლებსაც FOXP1-გენი არ აქვთ, არასიცოცხლისუნარიანნი არიან და დაბადებამდე, ჩანასახის განვითარების მე-14 დღეს იღუპებიან გულისა და სისხლძარღვების, ისევე როგორც ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების, არასრულფასოვანი განვითარების გამო. FOXP1-გენის როლი ტვინის განვითარების გვიანდელ სტადიებში ჯერაც გაურკვეველია სწორედ ამ გარემოების საფუძველზე (ცხადია, რომ მე-14 დღეს ჩანასახის ტვინის განვითარება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა). FOXP4-გენი კი აუცილებელია ჩანასახის გულის ნორმალური ფორმირებისთვის: თაგვები, რომლებშიც ამ გენის ფუნქცია დარღვეულია, ჩანასახოვან სტადიაზე იღუპებიან, რადგან მათ ერთის მაგივრად ორი გული უვითარდებათ. ისევე როგორც FOXP1-ის შემთხვევაში, FOXP4-ის როლი ნერვული სისტემის განვითარების პროცესში ძნელი დასადგენია ჩანასახის ადრეული სიკვდილის გამო.

 

რა კანონზომიერებებია გამოვლენილი FOXP2-გენის ექსპრესიასა და შესაბამისი ცილის დაგროვების კვლევისას? აღმოჩნდა, რომ თაგვის, ვირთხის, პრიმატებისა და ადამიანის ჩანასახების ტვინში ამ გენის ექსპრესია მნიშვნელოვან მსგავსებას ავლენს. FOXP2-გენის ექსპრესია ცენტრალური ნერვული სისტემის შემადგენელ რამდენიმე სტრუქტურაში ხდება, მაგალითად, თავის ტვინის ქერქში, ზოლიან სხეულში (striatum), მხედველობის ბორცვში (thalamus), ნათხემსა და ზურგის ტვინში. ისიც გაირკვა, რომ FOXP2-ის ექსპრესია აქტიურად მიმდინარეობს ჩანასახსა და მოზარდ ორგანიზმებში, მაგრამ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ზრდასრულ ძუძუმწოვართა უჯრედებში. ამ ფაქტის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გენის დაზიანებით გამოწვეული დაავადების (მეტყველებისა და ენის შესწავლის უნარის დაქვეითება) მიზეზია ნერვული სისტემის იმ ნაწილის არასრულყოფილი განვითარება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია მეტყველების უნარისა და ენის შესწავლისთვის. ისიც ცხადია, რომ ნერვული სისტემის ამ კომპონენტ(ებ)ის განვითარებას მართავენ გენები, რომელთა მოქმედება FOXP2-ზეა დამოკიდებული. ეს ვარაუდი დაავადებული ადამიანების ტვინის გამოსახულების ანალიზითაც დადასტურდა: ტვინის ის ნაწილები (ქერქი, ზოლიანი სხეული, ნათხემი), რომლებშიც ჯანმრთელ ორგანიზმებში FOXP2-გენის ექსპრესია ხდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება ნორმალური სტრუქტურებისგან. ასევე, FOXP2-გენი აშკარად მოქმედებს იმ “წრედების” განვითარებაზე, რომლებიც მეტყველებისთვის აუცილებელ მოძრაობას მართავს: ამ გენის მუტაციის მატარებელ ადამიანებს საუბრის მცდელობისას პირის, ტუჩებისა და ენის მოძრაობის დაქვეითებული უნარი აღენიშნებათ. არანაკლებ საინტერესოა, რომ თაგვებში FOXP2-გენის მუტაცია იწვევს მოძრაობასთან დაკავშირებული უნარების შესწავლის მნიშვნელოვან დაქვეითებას, ისევე როგორც ზოლიანი სხეულისა და ნათხემის არანორმალურ აგებულებას.

 

Foxp2-ცილის მოქმედების მოლეკულური მექანიზმი. ამ საკითხის შესასწავლად ტარდებოდა ექსპერიმენტები Foxp2-ცილის უჯრედსშიდა განლაგების, სხვა მოლეკულებთან ურთიერთქმედების, და ამ თვისებებზე სხვადასხვა მუტაციების გავლენის გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ ნორმალური Foxp2-ცილა უმთავრესად უჯრედის ბირთვში გროვდება. ლოკალიზაციის (უჯრედსშიდა განლაგების) ეს ტენდენცია დარღვეულია მუტაციების შედეგად: მაგალითად, ზემოთ განხილული მუტაცია, რომლის შედეგად 553-ე მდებარეობაში არსებული ამინომჟავა არგინინი სხვა ამინომჟავით – ჰისტიდინით იცვლება, იწვევს FOXP2-ცილის დაგროვებას არა მარტო ბირთვში, არამედ ციტოპლაზმაშიც. სხვა მუტაციები ამავე გენში ცილას მხოლოდ ციტოპლაზმაში “გზავნიან” ან მის სწრაფ დაშლას განსაზღვრავენ.

 

Foxp2-ცილის უმნიშვნელოვანესი თვისებაა დნმ-თან ურთიერთქმედება, რაც მისი რეგულატორული თვისებების საფუძველია. დნმ-თან ბმის შედეგად, FOXP2-ს შეუძლია გაააქტიუროს ან, პირიქით, ჩაახშოს არაერთი გენის ექსპრესია – ამ გენებში კოდირებული ინფორმაციის ამოკითხვა: როცა Foxp2-ცილა ებმის გენის იმ ნაწილს, საიდანაც კოდირებული ინფორმაციის ამოკითხვა იწყება (რეგულატორულ მონაკვეთს), ის ურთიერთქმედებს ექსპრესიისთვის აუცილებელ სხვა ფაქტორებთან (სხვა ცილებთან) და მათ მოქმედებას აბრკოლებს ან აჩქარებს. მუტანტური (მუტაციების შემცველი) გენების შემთხვევაში FOXP2-ის ეს ფუნქცია მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. ამავე მოსაზრებით, გასაგებია, რატომ იწვევს ზოგიერთი მუტაცია ცილის ლოკალიზაციასთან ერთად მისი თვისებების შეცვლას: გენების ექსპრესია ბირთვში ხდება და Foxp2-ცილის ციტოპლაზმაში “გადანაწილება” ამ ცილის ფუნქციას უსარგებლოს ხდის.

 

ჯერჯერობით FOXP2 ერთადერთი ცნობილი გენია, რომელიც მეტყველებისა და ენის შესწავლის უნარის ნორმალურ განვითარებას განსაზღვრავს. ცხადია, რომ არანაკლებ საინტერესოა ამ გენთან (და მის მიერ კოდირებულ ცილასთან) ურთიერთმოქმედი ფაქტორების (ცილებისა და მათი განმსაზღვრელი გენების) იდენტიფიკაცია. აღმოჩნდა, რომ Foxp2-ცილა ურთიერთქმედებს რეგულატორულ მონაკვეთებთან იმ გენებში, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედსშორისი სიგნალების გადაცემაზე, ნერვული უჯრედების მიერ აგზნების გატარებაზე, იონების (დამუხტული ატომების) ტრანსპორტზე, ისევე როგორც ტვინის შემადგენელი ნერვული უჯრედების განლაგების განსაზღვრაზე. ისიც საინტერესოა, რომ Foxp2 ამ გენების უმეტესობის უარყოფითი რეგულატორია (თრგუნავს მათ ექსპრესიას), მხოლოდ მცირე ნაწილის ექსპრესია Foxp2-ის გავლენით ძლიერდება (ანუ ამ შემთხვევებში FOXP2-ს დადებითი რეგულატორის ფუნქცია აქვს). როგორც აღმოჩნდა, Foxp2-ის ფუნქციების ასეთი სხვადასხვაობა განისაზღვრება მასთან ურთიერთმოქმედი ფაქტორებით; მათ შორისაა სხვა FOXP-გენების მიერ კოდირებული ცილები: Foxp1 და Foxp4.

 

დაბოლოს, ბუნებრივია კითხვა: თუ Foxp2 ასე კონსერვირებულია (მეტად მსგავსია სხვადასხვა ორგანიზმებში), რითი განისაზღვრება მისი მოლეკულური ევოლუცია და დიდი მნიშვნელობა ადამიანის მეტყველების უნარისთვის? ისიც ვნახეთ, რომ ამინომჟავა, რომლის შეცვლა მეტყველებისა და ენის შესწავლის უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს, ერთნარია მრავალ ორგანიზმში. მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც განსხვავებებიც უნდა არსებობდეს. მართლაც, Foxp2 ცილის სტრუქტურის დეტალური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შიმპანზეს, გორილასა და რეზუს-მაკაკს ზუსტად ერთნაირი ცილა აქვთ, რომელიც 15 ამინომჟავისგან შედგება; თაგვის Foxp2 მათგან მხოლოდ ერთი ამინომჟავით განსხვავდება. ადამიანის Foxp2 ცილას კი შიმპანზეს, გორილასა და რეზუს-მაკაკთან შედარებით, ორი განსხვავებული ამინომჟავა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანისა და თაგვის 715 ამინომჟავის შემცველ ცილებს შორის განსხვავება მხოლოდ 3 ამინომჟავაში მდგომარეობს. ეს ფრიად საყურადღებო გარემოებაა: 75 მილიონი წლის განმავლობაში, რაც პრიმატებისა და თაგვის საერთო წინაპრის არსებობის შემდეგ გავიდა, Foxp2-ცილაში მხოლოდ ერთი ამინომჟავა შეიცვალა, ხოლო “სულ რაღაც” 6 მილიონი წლის განმავლობაში, როცა ადამიანისა და შიმპანზეს ევოლუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდებოდა, ადამიანის ცილაში ორი ცვლილება წარმოიქმნა. მეტიც, ერთადერთ ცვლილებას თაგვსა და შიმპანზეს შორის, როგორც აღმოჩნდა, ფუნქციონალური მნიშვნელობა არა აქვს; ადამიანსა და შიმპანზეს შორის განსხვავებული ამინომჟავებიდან ერთ-ერთი კი ცილის ფუნქციისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

 

ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, ხდებოდა თუ არა FOXP2-გენის ე.წ. “სელექციური წმენდა” (selective sweep). ამ ტერმინით აღიწერება პროცესი, როდესაც გენის მუტაციის შედეგად წარმოქმნილი და ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად მომგებიანი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება პოპულაციაში (ერთი და იგივე სახეობის ინდივიდთა ერთობლიობაში), და ასევე სწრაფად ხდება ამ გენის ალტერნატიული (არამუტირებული, სხვაგვარად მუტირებული, ზოგადად – ნაკლებად მომგებიანი) ვერსიების სიხშირის შემცირება. აღმოჩნდა, რომ ადამიანის გენის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ორმა მუტაციამ, რომლებითაც ადამიანი შიმპანზესგან – თავისი უახლოესი ნათესავისგან – განსხვავდება, საფუძველი ჩაუყარა მეტყველების უნარის განვითარებას. ასევე სავარაუდოა, რომ ამ მუტაციამ ადამიანს მისცა პირისა და სახის ნაწილების დახვეწილი მოძრაობის უნარი – სწორედ ის უნარი, რომელიც არ გააჩნიათ FOXP2 გენის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებს. რა მოხდება, თუ ადამიანში FOXP2-ს შიმპანზეს შესაბამისი გენით ჩავანაცვლებთ, ან შიმპანზეში ადამიანის FOXP2-ს “ჩავდგამთ”? ბუნებრივია, რომ პირველი ექსპერიმენტის ჩატარება უაღრესად არაეთიკური იქნება; მეორე ექსპერიმენტის შესაძლებლობას, ისევე როგორც სხვა გენებს, რომლებიც მეტყველებას ან ტვინის მოცულობას განსაზღვრავენ, მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

 

გელა თევზაძე

 

ფოტო:1 Foxp2-სა და დნმ-ის ურთიერთქმედების მოდელი.

 

ფოტო:2 ვFoxp2-ის ევოლუციის მოდელი: წითლად აღნიშნულია ამინომჟავების ცვლილებები, ლურჯად – ნუკლეოტიდების ცვლილებები (რომლებიც ყოველთვის არ იწვევს ამინომჟავების ცვლილებებს). წილადების სახით ნაჩვენებია, თუ რამდენი ნუკლეოტიდის ცვლილების შემთხვევაში მოხდა ამინომჟავის ცვლილებაც (მრიცხველი), და როდის არ მოჰყოლია ასეთ ცვლილებას განსხვავებული ამინომჟავით ჩანაცვლება (მნიშვნელი). მაგ., ადამიანის გენში ორივე ნუკლეოტიდის შეცვლის შედეგი ამინომჟავის ჩანაცვლება იყო (2/0).

post-5-0-43585000-1365101125_thumb.jpg

post-5-0-01028200-1365101149_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

კენგურუ ვერ ხტება, თუ მისი კუდი მიწას არ ეხება.

ამერიკელ ჩარლზ ოზბორნს 68 წლის განმავლობასჰი ასლოკინებდა.

ბუების ჯგუფს “პარლამენტი” ეწოდება.

ვირთხა უფრო დიდ ხანს ძლებს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემი.

საუდის არაბეთში ქალს შეუძლია მოითხოვოს განქორწინება, თუ ქმარი ყავის მიწოდებაზე უარს იტყვის.

ვეშაპის გული წუთში მხოლოდ ცხრაჯერ სცემს.

ალბერტ აინშტაინს 1952 წელს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს.

ალექსანდრე დიდი ეპილეფტიკი იყო.

დედოფალ ანას 17-ივე შვილი მის სიკვდილამდე დაიღუპა.

კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე დნარჩენ მსოფლიოში ერთად.

დუეკი პარაგვაისჰი ლეგალურია იმ შემთხვევასჰი, თუ ორივე მხარე რეგისტრირებული სისხლის დონორია.

ვინსტონ ჩერჩილი წვეულების დროსს, ტვალეტში დაიბადა.

3500 წლის განმავლობასჰი მხოლოდ 230 წელი იყო მშვიდობიანი მთელ ცივილურ სამყაროში.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტლერი წუთში 2000 სიტყვას კიტხულობდა.

კეჩუპი 1830 წელს წამლის სახით იყიდებოდა.

ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერღი ხელით ეხატა, ხოლო მეორეთი – ეწერა.

წუთში დედამიწსს დაახლოებით 6000 მეხი ეცემა.

არწივი 22 სახელმწიფოს გერბზეა გამოსახული, ხოლო ლომი – 29-ზე.

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ.

ლოკოკინას დაახლოებით 25000 კბილი აქვს.

საჰარის უდაბნოში 1979 წელს 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა…

ფარშევანგის კვერცხის მოხარშვას 4 საათი ჭირდება.

სწავლულები ვარაუდობენ, რომ ქალები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ტანდაბლები იქნებიან.

თურმე ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქ ვიდრე ჟირაფს.

პეპელა გემოს ფეხებით შეიგრძნობს.

ცაციები საშვალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.

სპილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.

ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის 14მეთოდი არსებობს. მათგანა ყველაზე გავრცელებულია “ჯვარედინი”.

ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურსგ უკან იმაგრებდა და ცხნეოსნობაში ასე ვარჯიშობდა.

ჰოლიუდელი მსახიობი ბრედ პიტი სანამ კინოსამყაროში მოხვდეობოდა, სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ერთი წლის განმავლობაში ის პიცერიას ალაგებდა. მოგვიანებით კი თავს მწვანილების გაყიდვით ირჩენდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა პენტაგონია.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარე რაინია.

ნორმალური ადამიანი 7 წუთში ახერხებს დაძინებას.

Link to post
Share on other sites

კენგურუ ვერ ხტება, თუ მისი კუდი მიწას არ ეხება.

ამერიკელ ჩარლზ ოზბორნს 68 წლის განმავლობასჰი ასლოკინებდა.

ბუების ჯგუფს “პარლამენტი” ეწოდება.

ვირთხა უფრო დიდ ხანს ძლებს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემი.

საუდის არაბეთში ქალს შეუძლია მოითხოვოს განქორწინება, თუ ქმარი ყავის მიწოდებაზე უარს იტყვის.

ვეშაპის გული წუთში მხოლოდ ცხრაჯერ სცემს.

ალბერტ აინშტაინს 1952 წელს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს.

ალექსანდრე დიდი ეპილეფტიკი იყო.

დედოფალ ანას 17-ივე შვილი მის სიკვდილამდე დაიღუპა.

კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე დნარჩენ მსოფლიოში ერთად.

დუეკი პარაგვაისჰი ლეგალურია იმ შემთხვევასჰი, თუ ორივე მხარე რეგისტრირებული სისხლის დონორია.

ვინსტონ ჩერჩილი წვეულების დროსს, ტვალეტში დაიბადა.

3500 წლის განმავლობასჰი მხოლოდ 230 წელი იყო მშვიდობიანი მთელ ცივილურ სამყაროში.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტლერი წუთში 2000 სიტყვას კიტხულობდა.

კეჩუპი 1830 წელს წამლის სახით იყიდებოდა.

ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერღი ხელით ეხატა, ხოლო მეორეთი – ეწერა.

წუთში დედამიწსს დაახლოებით 6000 მეხი ეცემა.

არწივი 22 სახელმწიფოს გერბზეა გამოსახული, ხოლო ლომი – 29-ზე.

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ.

ლოკოკინას დაახლოებით 25000 კბილი აქვს.

საჰარის უდაბნოში 1979 წელს 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა…

ფარშევანგის კვერცხის მოხარშვას 4 საათი ჭირდება.

სწავლულები ვარაუდობენ, რომ ქალები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ტანდაბლები იქნებიან.

თურმე ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქ ვიდრე ჟირაფს.

პეპელა გემოს ფეხებით შეიგრძნობს.

ცაციები საშვალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.

სპილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.

ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის 14მეთოდი არსებობს. მათგანა ყველაზე გავრცელებულია “ჯვარედინი”.

ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურსგ უკან იმაგრებდა და ცხნეოსნობაში ასე ვარჯიშობდა.

ჰოლიუდელი მსახიობი ბრედ პიტი სანამ კინოსამყაროში მოხვდეობოდა, სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ერთი წლის განმავლობაში ის პიცერიას ალაგებდა. მოგვიანებით კი თავს მწვანილების გაყიდვით ირჩენდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა პენტაგონია.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარე რაინია.

ნორმალური ადამიანი 7 წუთში ახერხებს დაძინებას.

ბუების ჯგუფს “პარლამენტი” ეწოდება.

Link to post
Share on other sites

10 ყველაზე ცნობილი გაუხსნელი დანაშაული მსოფლიოში.

 

 

 

დენ კუპერის მიერ თვითმფრიანავის გატაცება.

 

1971წლის 24ნოემბერი.

ერთ-ერთი ქარხნის მუშა დენ კუპერი თვითმფრინავ”ბოინგ747″ ბორტზე დაჯდა,რომელიც სიეტლისკენ მიემართებოდა.აფრენის მერე

უცებ გამოაცხადა რომ ქონდა ბომბა,კუპერს არავის მოკვლა არ ქონდა განსაზღვრული ,იგი 200 000$ ითხოვდა და 4 პარაშუტს.

მას შემდეგ ,რაც მან მოთხოვნილი მიიღო მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ,თვითმფრინავი ისევ მაღლა გაფრინდა,ხოლო კუპერი კი რამოდენიმე წუთში

პარაშუტით გადმოფრინდა,მას შემდგ ის აღარავის უნახავს.

1980 წელს ფბრ-მა აღმოაჩინა 6 ათასი დოლარი მდინარე კოლუმბიასთან,რის შემდეგაც გაჩნდა კითხვები დაიღუპა თუ არა კუპერი გადმოხტომის დროს,თავიდან რიჩარდ მაკკოი ,რომელმაც იგივე სახლის დანაშაული ჩაიდინა,4თვით ადრე ,ამტკიცებდა რომ ის იყო კუპერი ,მაგრამ საქმე მალე შეწყდა.დღევანდელ დრეს კუპერის ხელის ანაბეჭდები კვლავ ინახება ფბრ-ის მონაცემთა ბაზაში,მაგრამ ახალი არაფერი გარკვეულა მის შემდეგ.

 

9. გარდნერის მუზეუმის ქურდები

 

1990 წლის 18 მარტი

იზაბელა სტიუარტ გერდნერმა გახსნა თავისი მუზეუმი 1903წელს ბოსტონში.გარდა იმისა რომ მუზეუმი ცნობილი იყო იმით ,რომ საუკეთესო შედევრები იყო წარმოდგენილი,ასევე ისტორიაში იმითაც შევიდა ,რომ მისი გაძარცვა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა იყო.

ქურდები რომლებიც პოლიციელის ფორმებში იყვნენ გადაცმულები,შევიდნენ მუზეუმში და გამოიტანეს 13 ნახატი,მათი საერთო ღირებულება 300მილიონი დოლარი იყო.

დამნაშავეები ვერ დაიჭირეს,მაგრამ 2005წელს ფბრ-ი გამოძიებამ მაფიამდე მიიყვანა.გამოძიების საქმე 1999წელს დაიძრა,ეოცა კარმელო მერლინო და დევიდ ტერნერი დაიჭირეს,ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ

აღმოჩნდა,რომ ეს ორი პიროვნება მართლა იღებდა მონაწილეობას ძარცვაში,და სურათები ინგლისელმა მყიდველმა იყიდა. ტერნერი მაინც უარყოფდა დანაშაულში მონაწილეობის ფაქტს,მერლინო კი დანამდვილებით ირწმუნებოდა,რომ იცოდა სად ინახებოდა სურათები.

 

8. მრავალმილიონიანი ძარცვა იაპონიაში.

 

10დეკემბერი1968 წელი

ბანკ “Nihon Shintaku Ginko”ოთხ თანამშრომელს გადაქონდა მანქანით 300მილიონი ევრო”Toshiba”-ს თანამშრომლებისთვის.გზად ისინი პოლიციამ გააჩერა და მოსთხოვა მანქანიდან გადმოსვლა,რადგან მოვიდა ინფორმაცია,რომ მანქანაში ბომბი იყო. .თანამშრომლები გადმოვიდნენ,პოლიციამ კი ძებნა დაიწყო მანქანაში.უცებ მანქანიდან ბოლმა ამოსვლა დაიწყოდა პოლიციელებმა ყველას ურჩიეს გასცლოდნენ ააურობას,ხილო თვითონ კი ჩასხდნენ მანქანაში დაწავიდნენ ფულთან ერთად.მიუხედავად იმისა რომ მათი მოტოციკლეტი ადგილზე დარჩა ,გამოძიება მაინც ჩიხში შევიდა,დაკითხეს 100000 ადამიანი და საბოლოოდ 19 წლის ერთ-ერთ პოლიციელის შვილზე შეჩერდნენ.ბიჭმა თავი მოიკლა , და ისედაც არანაირი კვალი ფულთან არ მიდიოდა.

სხვა სახის დანაშაულისთვის დააპატიმრეს იმ ახალგაზრდა კაცის მეგობარი,რომელსაც დიდი როდენობით თანხა აღმოაჩნდა და წარმომავლობას ვერ ხსნიდა.რადგან არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობდა,საქმე კვლავ დაიხურა.

 

7.ბობ კრეინის მკვლელობა.

 

29 ივნისი 1978 წ

ფილმ “ხოგანას გმირის” (Hogan’s Heroes)ვარსკვლავი ბობ კრეინი (Bob Crane) ბედნიერად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ,მათ სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი.

გარკვეული დროის მერე მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ,როდესაც ნათელი გახდა მისი კავშირი ჯონ კარპენტერთან.ის ელექტრონიკის სფეროში მუშაობდა,მათი ფირმა კი პორნოგრაფიის წარმოებით იყო დაკავებული.მალე მათი მეგობრობა უკვე ყალბი გახდა,და ცოტა ხანში კი კრეინი სასტიკად მოკლეს.

მკვლელობის იარაღი ვერ იპოვეს,მაგრამ დანარჩენ სხვა მტკიცებულებებს გამოძიება კარპენტერთან მიყავდა.

1992წელს ჩატარდა იმ სისხლის ანალიზი რომელიც კარპენტერის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დაემთხვეოდა კრეინის სისხლის ჯგუფს.მაგრამ რადგან სისხლი შესაბამის პირობებში არ ინახებოდა ზუსტად რამის დადგენა გაჭირდა,მიუხედავად იმისა,რომ კარპენტერის კავშირი მკვლელობასთან ჩანდა,იგი გაამართლეს,და გარდაიცვალა 1998წელს.

 

6. იონბენეტ რამსეის მკვლელობა.

 

25 დეკემბერი1996წ

ბავშვების სილამაზის კონკურსის დედოფალი იონბენეტ რამსეი (JonBenet Ramsey) ოჯახთან ერთად ბოულდერში,კოლორადოს შტატში ცხოვრობდა.შობის მეორე დღეს მისმა დედამ ნახა წერილი სადაც მძარცველები 118ათ დოლარს ითხოვდნენ.

მიუხედავად გამტაცებლების მოთხოვნისა ,ოჯახმა პოლიცია საქმეში მაინც ჩარია,8საათიანი ძებნის შემდეგ ბავშვის სხეული სარდაფში იპოვეს.

სხეულზე ძალადობის ფაქტები არ ჩანდა,წერილი კი იმ ფურცელზე იყო დაწერილი ,რომელიც ოჯახს ეკუთვნოდა.თანხა რომელიც მითითებული იყო წერილში ზუსტად ემთხვეოდა,იმ თანხას,რომელიც წინა დღეს ბავშვის მამამ აიღო,ამიტომ არ გამოირიცხა დედის მონაწილეობა საქმესი,მაგრამ მკვლელი ,რომ ოჯახოს წევრი არ იყო,ეს ფაქტი იყო,რადგან სარდაფში აღმოჩენილი იქნა უცხო ადამიანის ფეხის კვალი,და სხვა სამხილები.

2006წელს ტაილანდში პოლიციამ დააკავა ჯონ მარკ კარა,რომელიც ამბობდა რომ მან ცემით მოკლა ბავშვი,მაგრამ მისი სისხლი არ დაემთხვა სარდაფში ნაპოვნ სისხლის წვეთს.

 

5. შავი სიკვდილი

 

15 იანვარი1947 წ

ელიზაბეტ შორტმა (Elizabeth Short) ლოს ანჯელესში მეუღლის Мэтью Гордона (Matthew Gordon). გარდაცვალებამდე იცხოვრა.

კარგავდა რა იმედს მსახიობი,მან გადაწყვიტა უკეთესად მომზადებულიყო. შემდეგი მოსმენისთვის.1947 წლის 9იანვარს რობერტ მანლეიმ ის სასტუმრო “ბალტიმორში” წაიყვანა,საიდანაც ის რამოდენიმე საათში დაიკარგა,6 დღის მერე მისი გვამი იპოვეს,მაგრამ ისეთი დაზიანებული,რომ ძნელი გახდა მისი ამოცნობს

ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვუდი გატრი (Woody Guthrie),ორსონ უელსი (Orson Welles) და ბაგსი სიგალი(Bugsy Siegel). იყვნენ,ზოგი კი ამ მკვლელობას ექიმ უოლტერ ბეილს (Walter Baცენზურაy) უკავშირებდნენ,რომელიც იმავე კვარტალში ცხოვრობდა და მისი ქალიშვილი შორტის დასთან მეგობრობდა.

 

4. ჯიმ ხოფის გაუჩინარება

 

1975წ 30ივლისი.

1974წლიდან ჯიმ ხოფი გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარე იყო.ის არეგულირებდა ამერიკელების სატრანსპორტო სექტორთან ურთიერთობას და ამავე დროს კავშირი ქონდა მაფიასთან.

მას შემდეგ რაც მან მოისყიდა მოწმეები,და გაასამართლეს ამის გამო,ის პრეზიდენტმა ნიქსონმა იგი გაანთავისუფლა ციხიდან,ამის მერე კი რესტორან”Manchus Red Fox”-ში როდესაც უნდა შეხვედროდა განგსტერ ენტონ ჯიაკალონეს (Anthony Giacalone) და ენტონი პროვეზანოს(Anthony Provenzano) ,აღარ მისულა დაიკარგა .

ხოფის გაქრობამ თავისი გაგრძელება ეხლახანს იპოვა.გაუჩინარების დრეს იგი თავის კოლეგას ჩარლზ ო ბრაინერის (Charles O’Brien). მანქანაში იმყოფებოდა.

განგსტერები რიჩარდ პოუელი(Richard Powell),ლუი მილიტო (Louie Milito) გამბინოს ოჯახიდან და პროფესიონალი მკვლელი რიჩარდ კუკლინსკი(Richard Kuklinski) ,სუყველა იყვნენ იმ სიაში,ვისაც რაიმე კავშირი ქონდა გაუჩინარებასთან.

ყველაზე თამამი ვერსიას კი ფრენკ შერანამდე (Frank Sheeran)მივყავართ – მაფიის მკვლელთან,რომელმაც 2004წელს პროკურორს განუცხადა რომ ხოფი მაფიასთან გართულებული ურთიერთობის გამო მოკლეს.

 

3 .თუ პაქ შაკური და ბიგი სმოლსი.

 

7 სექტემბერი1996წ და 9 მარტი 1997 წ

თუპაქ შაკური (Tupac Shakur) და კრისტოფერ უოლასი (Notorious B.I.G.) ,ეს ორი მომღერალი ყველაზე პოპულარული იყო რეპ კულტურაში,მაგრამ ორივე მოკლეს რამოდენიმე თვიანი დაშორებით.

ბოქსის სანახავად წასულითუ პაქი ავტომობილიდან სტუდია”Death Row Records” დამფუძნებელთან სუჯ ნაიტომთან ერთად გადმოვიდა,უცებ გვერდით გაჩერდა მანქანა საიდანაც ატყდა სროლა და თუ პაქს 4 ტყვია მოხვდა

ასევე მოხდა ბიგ სმოლის შემთხვევაში ,იგი “პეტერსონის საავტომობილო მუზეუმში “იყო მისული და შეატყობინეს ,რომ საღამო დასრულდება მალე,გამოვიდა შენობიდან ,გაემართა მანქანისკენ იქვე მდგარ ორ ავტომობილდან გადმოსულ ნიღბიანმა 4 ტყვია ესროლა მას.

ორივე მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა,მაგრამ ეჭვმიტანილი ვერ იქნა ნაპოვნი.ერთი ვერსიით ორივე მკვლელობაში სუჯ ნაიტომია გარეული,ზოგი კი ამ საქმის დახურვას პოლიციელთა კორუპციას აბრალებს.

 

2. ჯეკი მფატრავი

 

1988წლის აგვისტო-ნოემბერი

1988წელს მკვლელი ლონდონის მეძავთა კვარტალს დაერია,დადასტურდა მის მიერ ჩადენილი ხუთი მკვლელობა,დანარჩენი კი არ დამტკიცდა.

გარდა იმისა რომ იგი სასტიკი წამებით კლავდა ქალებს,ყველა მკვლელობას ჩადიოდა იმ ადგილას სადაც ხალხმრავლობა იყო.ეს თითქოს უნდა დახმარებოდა გამოძიებას,მაგრამ პირიქით ხდებოდა,აბნევდა მათ.

მიუხედავად იმისა რო პოლიციაში მკვლელი მუქარის წერილებს გზავნიდა,იგი მაინც ვერ დაიჭირეს იმ დროს არ ქონდა პოლიციას ისეთი ტექნოლოგია,როგორიც დღეს აქვს.

მიუხედავად სამხილის სიმცირისა,ერთ-ერთო მკვლელობის შემდეგ ნაპოვნი იქნა ნაჭერი ანტისემიტური წარწერით,მაგრამ ავტორის ვინაობა უცნობია დღესაც .

 

1.”მკვლელი ზოდიაქოთი”

 

1968-1969 წ

ითვლება ,რომ “მკვლელმა ზოდიაქოთი”ჩაიდინა 37 მკვლელობა,მაგრამ დეტექტივებს საუბარი მხოლოდ ხუთზე შეუძლიათ.1968წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობის შემდეგ,მკვლელმა გააგზავნა სამი წერილი გაზეთში.,სადაც 408 კრიპტოგრამა იყო.ყოველი მკვლელობის შემდეგ წერილი კრიპტოგრამებით კვლავ მიდიოდა პოლიციაში,მაგრამ ვერც -ერთი ვერ აგაიშიფრა.მკვლელობები 1969წელს დასრულდა მაგრამ წერილები 1970წლამდე მიდიოდა ისევ პოლიციაში.

ყველაზე მეტად ეჭვმიტანილი იყო არტუტ ლეი ალენი,რომლის მანქანაში ,სწორედ იმ დღეს,როცა მორიგი მკვლელობა მოხდა,ნახეს სისხლიანი დანა,გარდა ამისა ალენს და “მკვლელს ზოდიაქოთი”ერთიდაიგივე მოთხრობა “ყველაზე საშიში თამაში” უყვარდათ,სადაც მოთხრობილი იყო მონადირეზე რომელსაც მობეზრდა ცხოველებზე ნადირობა და გადაწყვიტა ადამიანებზე დაეწყო.

მრავალი ექსპერტიზის შემდეგ,მისი ბინის გაჩხრეკვის შემდეგ და დნმ-ის ანალიზით არ დადასტურდა მისი კავშირი მკვლელობასთან ,ამიტომ იგი გაამართლეს

 

წყარო: ucnauri.com

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

როგორ და რისთვის აკეთებდნენ ეგვიპტელები მუმიებს??

 

ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ ბევრი ღმერთის. ასევე მათი აზრით ფარაონები იყვნენ ღმერთები და მათ შეეძლოთ რომ ეგვიპტელებს დახმარებოდნენ თავიანთი სიკვდილის შემდეგაც კი. ამიტომ ეგვიპტელებს უნდოდათ რომ ფარაონებს კარგი ცხოვრება ჰქონოდათ სიკვდილის შემდეგ. ეგვიპტელებს სჯეროდათ რომ ფარაონის სული ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მათ უნდა შეენარჩუნებინათ სხეული რათა სულს ეცნო იგი. სწორედ ამიტომ აკეთებდნენ ისინი მუმიებს.

როგორც კი ფარაონი მოკვდებოდა მთავარი მღვდელი დამხმარეებთან ერთად იწყებდა მუშაობას სხეულზე. ისინი აცლიდნენ სხეულს ყველა ორგანოს გულის გარდა. ისინი აშრობდნენ ორგანოებს და დებდნენ სპეციალურ ჯამებში. რომლებსაც შემდეგ ფარაონებს საფლავში ატანდნენ. შემდეგ ისინი სხეულს ტვინს აცლიდნენ და აგდებდნენ. ისინი ფიქრობდნენ რომ ტვინი უმნიშვნელო ორგანო იყო. გარედან სხეულს მარილს უსმევდნენ რომ ის კარგად გამოეშროთ. ამას მიჰქონდა დაახლოებით 40 დღე. ამის შემდეგ ისინი ავსებდნენ სხეულს შიგნიდან ნაჭრით და ქვიშით რომ შეენარჩუნებინათ სხეულის ფორმა. შემდეგ სხეულზე უსმევდნენ ზეთს და ძალიან ბევრ ცვილს. ცვილი არაბულად არის MUM სწორედ აქედან წარმოიშვა სიტყვა მუმია.

ამ პროცედურების შემდეგ ფარაონის სხეული მზად იყო. ისინი ახვევდნენ მას ძალიან გრძელ ნაჭრებში და შემდეგ კიდევ ერთხელ ისინი იყენებდნენ ცვილის რომ ნაჭრები დაეკავშირებინათ ერთმანეთთან. საბოლოოდ 70 დღის შემდეგ მუმია მზად იყო. ისინი მუმიას სახეზე ახადავდნენ გარდაცვლილი ფარაონის სახეს რათა სულს ის ეცნო. მუმია მდებარეობდა 3 კუბოში რომლებიც იყვნენ ერთმანეთის შიგნით.

ფარაონის ცხოვრების განმავლობაში ის ემზადებოდა სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისათვის. ის აშენებდა თავის საფლავს რომელსაც მიჰქონდა ბევრი წლები და მძიმე შრომა. ფარაონის საფლავები ყველასათვის ცნობილი სახელით პირამიდითაა ცნობილი. ეგვიპტელების აზრით პირამიდის წაწვეტებული ბოლო დაეხმარებოდა ფარაონის სულს რომ ასულიყო ცაში და შეერთებოდა ღმერთებს სადაც ისინი ცხოვრობდნენ. თითოეული ფარაონი ცდილობდა რომ უკეთესი ყოფილიყო წინაზე ამიტომ პირამიდები იზრდებოდა და იზრდებოდა. 70 ზე მეტმა ფარაონმა აიგო თავისთვის პირამიდა. პირამიდებს შორის ყველაზე დიდი გიზის პირამიდა დღესაც უზარმაზარი ქვის სტრუქტურის შენობაა მსოფლიოში. პირამიდა გავსებული იყო ყველა იმ საგნით რაც ფარაონს დასჭირდებოდა სიკვდილის შემდეგ. მაგ: საკვები, ტანსაცმელი, ძვირფასეულობა… როდესაც ყველაფერს ჩაიტანდნენ პირამიდაში ის ძალიან მყარად იკეტებოდა. ეგვიპტელებს სჯეროდათ რომ პირამიდა იყო ღმერთის სახლი და ვინც შევიდოდა მასში ის მოკვდებოდა. მაგრამ ეს ვერ აჩერებდა ხალხს რომ შესულიყვნენ პირამიდაში. ზოგი მუშა პირამიდის მშენებლობის დროს აგებდა საიდუმლო გვირაბს რისი მეშვეობითაც ისინი მშენებლობის შემდეგ იპარავდნენ ძვირფასეულობას.

დღესდღეობით ეს საგანძურები ან დაკარგულია ან მუზეუმებში მდებარეობს მაგრამ ზოგიერთი პირამიდა ჯერ კიდევ ადგილზეა :)). ყოველ წელს მათ მილიონობით ტურისტი და მნახველი ჰყავთ. ასე რომ ფარაონებმა მათ მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს. ისინი სულ მცირე ცხოვრობენ თავიანთ აშენებულ საფლავებში.

 

წყარო: ucnauri.com

post-5-0-90337300-1365416594_thumb.jpg

post-5-0-88128500-1365416600_thumb.jpg

post-5-0-12237000-1365416606_thumb.jpg

post-5-0-61197100-1365416611_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ფეტიშიზმი (ნაწილი I)

 

ტერმინი ფეტიშიზმი წარმოდგება პორტუგალიური სიტყვისგან ფეტიში, რაც გაკეთებულს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პოტუგალიელი მოგზაურები საგნებს, რომელთაც თაყვანს ცემდა აფრიკის ხალხები.

 

ფეტიშიზმი არის რელიგიური რწმენა რომელიც უსულო საგნებს ზებუნებრივ ძალებს მიაწერს.

 

პირველყოფილი ადმიანები ფიქრობდნენ, რომ საგნების დახმარებით შეეძლოთ დაეცვათ საკუთარი ქონება, მეურნეობა, და თავიანთი გვარის წევრებიც კი. იმ შორეულ ეპოქაში ადმიანები თითქმის მთლიანად ბუნების ძალებზე იყვნენ დამოკიდებულნი, მათ ეშინოდათ ბუნების შეუცნობელი ძალებისა,

 

რომელთა წინააგმდეგ ბრძოლა იმდროის პრიმიტიული ტექნიკით შეუძლებელი იყო. არ იცოდნენ საიდან მოელოდათ უბედურება ამიტომ ყოველგვარი მოვლენისთვის მზად ჰქონდათ ფეტიშები.პირველყოფილიადამიანი უსულო საგნებს სხვადასხვა ცოცხალი არსები8ს სხვადასხვა თვისებებს მიაწერდა. ფეტიშად სხვადასხვა საგანს მიიჩნევდნენ ხშირად არჩევანი დაკლავშირებული იყო ადამიანის პირად შრომით საქმიანობასთან მაგალითად ბენგალიაში დურგლები თაყვანს ცემდნენ ხერხს, დალაქები სამართEბელს მაკრატელსა და სარკეს, გადამწერები სამელნეს და ა.შ.

 

როგორ წარმოიქმნა ფეტიშისტური შეხედულებები წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: პირველყოფილი ადმიანი სანადიროდ მიდის.გზაში მის ყურადღებას უცნაური ფორმის ქვა იპყრობს. ქვა ძალზედ წააგავს ცხოველს , რომლის მონადირებაც მას ჰქონდა განზრახული, ნადირობა წარმატებით დასრულდა მონადირეც გახარებულია და მისი წარმატებაც არა თავისსსავე მოხერხებულობას არამედ ნადირობის დაწყების წინ ნაპოვნ ქვას მიაწერა. ამგვარად მან უსულო საგნს ზებუნებრივი თვისებები მიაწერა.

 

 

 

 

მატერიალური საგნების თაყვანისცემის კვალი კარგად ჩანს თანამედროვეჩამორჩენილ ხალხის ცხოვრებაში. ავსტრალიელი აბორიგენის სიძლიერე განისაძღვრება მისი ბრჭყვიალა ფეტიშების რაოდენობით.

 

ავსტრალიელ აბორიგენებს სწამთ რომ ფეტიშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსთ.ისინი არ დაიწყებენ ნადირობას მანამდე თუ შესაფერისი ფეტიში არ მოძებნეს. ფეტიშის გარაშე არ ხდება არცერთი მნიშვნელოვანი მოგზაურობა.

ერთ-ერთ აფრიკელ ჯადოქარს 20 ათასამდე ფეტიში უპოვეს რას არ ნახავდით იქ მამლის ფრთებს, ადამიანის თმების ბღუჯას, ხის ნაჭრებს,ქვებს თიხის ქოთნებს… როცა კითხეს რას მფარველობს ეს ტიტოეული ფეტიშიო უპასუხა რომ თითოეულმა მათგანმა წარმატება მოუტანა მას ან მის ი ტომის წევრს თუ მათ წინაპარს.რათქმაუნდა ყველა ფეტიშს

 

ერთნაერ ძალას არ მიაწერენ. ზოგიერთი მათგანი გათანაბრებულიც კი ჰყავდათ ღმერთთან, ზოგს წარმატება უნდა მოეტანა პატრონისთვის ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ პატრონის განწყობილებას გადმოსცემდა. ძველიადამიანების წარმოდგენით ფეტიშებს ყავდათ სულები რომელთაც გამასპინძლება და მზრუნველობა სჭირდებოდათ.

შეხედულება ფეტიშების ზებუნებრივი თვისებების შესახებ თანდათან ავგაროზებისა და თილისმების თაყვენისცემაში გადაიზარდა.უფრო გვიან. ამავე საფუძვლებით აღმოცენდა რელიგიებში წმინდა ატრიბუტების თაყვანისცემა. მიუხედავად იმისა რომ ფეტიშიზმის ეს სხვადასხვა ფორმა შინაარსით განსხვავებულია მათ შორის პრინციპული ზღვარის გავლება არასგზით არ შეიძლება.

 

თილისმის თუ ატრიბუტის არჩევას და შემდეგ პოპულარობასაც ატრიბუტის ფორმა და მოყვანილობა განაპირობებდა,ამ მხრივ აღსანიშნავია მანდრაგორასგან დამზადებული თილისმების გავრცელება. ამ მცენარის ფესვი, ცნობილი ჟენშენის ფესვის მსგავსად ადფამიანის ფიგურას წააგავს,ასეთმა საოცარმა ფაქტმა მისტიკურად განწყობილ ადამიანებს

აფიქრებინა, რომ მანდრაგორას რაღაც სასწაულებრივი მაგიური ძალა აქვს. მას იყენებდნენ ბანგის ტუ სხვა შესალოცი საშვალებების დასამზადებლად. განსაკუთრებით ძვირად ფასობდა მანდრაგორას ფესვები. რომელზეც Xშირად დიდი ოსტატობით ხატავდნენ მამაკაცის სახეს. ამგვარად მოხატული თილისმა ერთგვარად შინაური ღმერთი ხდებოდა ხოლმე. ხოლო მისი პატრონი დარწმუნებული იყო რომ სიკეტე ,ჯამრთელობა და წარმატება არ მოაკლდებოდა მას და მის ოჯახს. ასეთძვირფას თილისმას განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ და განსაკუთრებულ ნაჭერში გახვეულს ინახავდნენ და ყუთში ინახავდნენ განსაკუთრებით ფასობდა საXრჩობელის ქვეშ ნაპოვნი მანდრაგორის ფესვები, ეს უთუოდ დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთან.

 

 

 

 

ავგაროზიდა თილისმა სინონიმები არ არის. ავგაროზი წარმოადგენს ლათინურ სიტყვას ამოლარი რაც ნიშნავს შემცუბუქებას აცილებას ადმიანები ფიქრობდნენ რომ

 

ავგაროზი ტუ არ ააცილებს განსაცდელს შეამსუბუქებს მაინც მას. თილისმას კი საფუძვლად უდევს ბერძნული სითყვა თილესმა რაც განდობის ხელდასხმის საიდუმლო ცერემონიას ნიშნავს, თილისმა არ მარტო აცილებს განსაცდელს მას არამედ აჯილდოვებს კიდეც სხვადასხვა სიკეთეებით. თილისმებიდან ზოგს წელიწადის ყველა დროში ქონდა გავლენა ზოგს კი პერიოდულად მაგალითად ვენერასადმი მიძღვნილი თილისმა , რომელსაც ქონდა ზოდიაქოს ნიშნები სასწორი თEვზი და ხარი. მის მფლობელს მაშინ ეხმარებოდა როდესაც გარკვეულ მდებარეობას იკავებდა ცაზე. შორეული წარსულში საყოველთაოდ ცნობილი თილისმებიდან უნდა აღინიშნოს ძველეგვიფტური ნეხვის ხოჭო, რომელიც ან ფირფიტაზეა გამოხატული ან ქვის პატარა ფიგურა გახლავთ. ძველეგვიფტელები

 

მიცვალებულისათვის აკეთებდნენ მუშტისხელა თიხის ხოჭოს, ფიგურები ბრტყელ მხარეზე ციტირებული იყო, ოცდამეათე თავი მიცვალებულთა წმინდა წიგნიდან რომელიც ადამიანს აიძულებდა ცუდი არფერი ეთქვა მიცვალებულისა და საიქიო სამსჯავროს შესახეაბ.

 

წყარო: ucnauri.com

post-5-0-13897100-1365416761_thumb.jpg

post-5-0-40617100-1365416766_thumb.jpg

post-5-0-56275300-1365416771_thumb.jpg

post-5-0-81531800-1365416776_thumb.jpg

post-5-0-33184100-1365416784_thumb.jpg

post-5-0-66891700-1365416791_thumb.jpg

post-5-0-75395800-1365416797_thumb.jpg

post-5-0-90289900-1365416803_thumb.jpg

post-5-0-93264900-1365416808_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

8 ყველაზე ექსტრემალური სხეულის მოდიფიკაცია

 

1. ძნელია იმით თქმა თუ ვინ იყო პირველი ხალხი ვინც მიმართა ყურების დაგრძელებას და რატომ აკეთებდნენ ისინი ამას. ამჟამად ბევრი კულტურები მიმართავენ ყურების დაგრძელების ხელოვნებას სხადასხვა მიზეზით. რელიგია, რიტუალი, დაკავშირებული სრულწლოვანების მიღწევასთან, ბოროტი სულების განდევნა, სექსუალურობა და ფიზიკური სილამაზე არის ძირითადი გავრცელებული მოტივაციები. თუმცა ეს მხოლოდ შესაძლო მიზეზების ზედაპირია. ხალხები მთელი მსოფლიოდან დღემდე მიმართავენ ყურების მოდიფიკაციას. დაწყებული მასაის ტომიდან კენიაში, დამთავრებული ამაზონის ნაპირზე მცხოვრები უაორანის (Huaorani) ტომამდე. დაგრძელებული ყურები დღემდე საკმაოდ გავრცელებულია. ის ფაქტი, რომ დასავლეთის ახალგაზრდობას, შეუძლია შევიდეს პირსინგის სალონში და აირჩიოს თავისთვის სასურველი ტონელი და სხვა ყურის სამკაული და ასევე ჰმონგების (Hmong) ეთნიკური ჟგუფის ახალგაზრდები ირჩევენ თავისთვის ვერცხლის მილაკებს, წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის საინტერესო მაგალითს.

 

2. აპატანის (Apatani) ხალხი ცხოვრობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, შტატ არუნაჩალ პრადეშში (Arunachal Pradesh). აპატანელი ქალები ითვლებოდნენ ყველაზე უფრო მიმზიდველებად არუნაჩალის ტომში(Arunachal) იმდენად ლამაზებად, რომ მათ უხდებოდათ თავი ს გაეუშნოვება, რათა სხვა ტომის დამპყრობლების გატაცებისაგან ამ მეთოდით თავი დაეცვათ. ამისათვის ქალები ცხვირში ისვამდნენ დიდი ზომის ხის საცობებს. თუმცა ტრადიციამ ამ მომენტისათვის ტომში, რომელიც შედგება 2600 ადამიანისაგან, მხარდაჭერა დაკარგა.

 

3. ტომ დინკას (Dinka) ბევრი ბიჭუნა და გოგონა არ ტირის როცა შამანს ახლოს მიაქვს გახურებილი დანა მათი მუქი ფერის სახესთან. თუ ისინი შეკრთებიან, ან იტირებენ, მოახდენენ რაიმე სახის რეაგირებას ტკივილზე, ისინი დაკარგავენ თავიანთ სტატუსს საზოგადოებაში. ასე რომ უკეთესია პროცესის დროს მშვიდად ყოფნა. სახის იარებით დაფარვა მთელს სუდანში გავრცელებული ტრადიციაა. ეს ითვლება ქალის სილამაზედ და მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ტომ დინკას მამაკაცები იმისათვის, რომ აჩვენონ თავიანთი სიმამაცე იკეთებენ სამ პარალელურ იარას, რომლებიც გადის შუბლის გავლით. ბიჭები იარებს იკეთებენ როცა ხდებიან სრულწლოვანები და ხდებიან ტომის სრულფასოვანი წევრები.

 

4. ზოგიერთათვის ეს ძალიან ექსტრემალურია, მაგრამ ადგილობრივი ტაილანდიელებისათვის ეს საკმაოდ ნორმალურია. ისისნი იგნორირებას უკეთებენ ტკივილს ვინაიდან ეს რიტუალი ეძღვნება ახალგაზრდის მოზრდილ ცხოვრებაში გადასვლას. ეს ყოველწლიური რიტუალი ტარდება საჯაროდ იმისათვის, რომ გამოუცხადონ მთელს ქვეყანას, რომ ისინი გახდნენ დიდები.

 

ვეგეტარიანული ფესტივალი ფუკეტში (Phuket) სავსეა რელიგიური რიტუალებით. ტრანსში ჩავარდნა და პირსინგი ეს ტრადიციის ნაწილია. ფესტივალი ტარდება ყოველ ოქტომბერს კუნძულ ფუკეტზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ტაილანდთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პროცესია, რომელიც ტარდება ყოველ დილით ფესტივალი მსვლელობის ათი დღის განმავლობაში. მსვლელობაზე შეიძლება ნახოთ სხვადასხვა წმინდანების მიმდევრები, რომლებიც წარმოადგენენ ჩინური ღმერთების “მედიუმამებს”. ზოგიერთი მედიუმამი იხვრეტს თავის ლოყას ბასრი ნივთით (ძირითადად მეტალის), რითაც საკუთარი თავს და საზოგადოებას უმტკიცებს თავის ნებისყოფას და თავდადებას. სხვა რიტუალს წარმოდგენს ცხელ ნახშირზე ფეხშიშველი სიარული და კიბეზე ასვლა, რომელსაც ააქვს ბასრი ზედაპირი.

ყველა მედიუმები იმყოფებიან ტრანსის მდგომარეობაში, რაც აძლევთ მათ საშუალებას გაუძლონ პირსინგის ხანგძლივ სესიებს. ჭრილობები ხორცდება ფესტივალის შემდეგ, თუმც ყოველ წელს სახეზე ჩნდება ახალი ჭრილობები.

 

5. კბილების წაწვეტება – პრაქტიკა, რომლის დროსაც ხელოვნურად ხდება კბილების წაწვეტება, როგორც წესი წინა მჭრელი კბილების. კაცობრიობის ისტორიაში სხეულის მოდიფიკაციის ეს ფორმა გამოიყენებოდა ბევრ კულტურებში. ბალში კბილებს იჭრიდნენ იმისათვის მოეხდინათ კბილების ასოცირება ბოროტებასთან, ეჭვიანობასთან და და სხვა ნეგატიურ ემოციასთან. კბილებს აგრეთვე იწვეტებენ რიტუალის დროს, რომელიც ეძღვნებოდა ახალგზრდის სრულწლოვანებაში გადასვლას. კბილების წაწვეტება აგრეთვე ხდებოდა ვიეტნამის და სუდანის ტომებშიც. მაიას კულტურაში კბილებს არა მარტო იწვეტებდნენ არამედ მასზე გამოსახავდნენ სხვადასხვა ფიგურებს საზოგადოების მაღალი ფენის გამოხატვის ნიშნად. ბევრ კულტურაში კბილებს იწვეტებდნენ ცხოველების იმიტაციისათვის – მაგალითად აფრიკაში ვაპარეს (Wapare) ტომში კბილებს იწვეტებდნენ რათა შეექმნათ ზვიგენის იმიტაცია, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისას იმტვრევდნენ რამდენიმე ქვედა კბილს.

 

6. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობების მიყენების ტრადიცია არსებობს მსოფლიოს ბევრ ხალხში, მდინარე სეპიკის (Sepik) ტომებში, პაპუა-ახალი გვინეა, ჭრილობების მიყენება არის მამაკაცად გახდომის რიტუალის მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს ცერემონიის ნაწილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირას, რომელშიც გარდა ჭრილობების მიყენებისა შედის საზოგადოდ შეურაცხყოფის მიყენება. ტომის უხუცესები ბასრი დანების დახმარებით აყენებენ ჭრილობებს ახალგაზრდა მამაკაცებს, ისე, რომ როცა კანი შეხორცდება ის გავდეს ალიგატორის ტყავს. ისინი თვლიან , რომ ამის შემდეგ ბიჭი გახდება მამაკაცი.

 

7. ფირფიტა ტუჩებისათვის – სხეულის მოდიფიკაციის სახეობა. ფირფიტა (ჩვეულებრივ მრგვალი, დამზადებული ხისაგან ან თიხისაგან) თავსდება გაჭრილ ზედა ან ქვედა (ხანდახან ორივე) ტუჩებზე, რითაც აფართოებს მას. არქეოლოგიური გათხრები მიანიშნებს იმაზე, რომ ტუჩის საკიდები დამოუკიდებლად გამოგონილი იქნა არანაკლებ ექვსჯერ – სუდანში და ეთიოპიაში (8700 ჩ.წ.ა.), მოზამბიკში (1500 ჩ.წ.ა.) და მოზამბიკში (500 ჩ.წ.ა.). ამ მომენტისათვის ტრადიცია არსებობს აფრიკის და ამაზონიის ზოგიერთ ტომებში.

 

აფრიკაში ფირფიტის ჩასმის დროს ქვედა ტუჩზე, ამოაცლიან ხოლმე წინა ქვედა ორ კბილს, ხანდახან ოთხსაც. სარას (Sara) და ლობის (Lobi) ტომებში ფირსიტას დგამენ ზედა ტუჩზეც. ზოგიერთ ტომებში ისეთში როგორიცაა მაკონდე (Makonde), ფირფიტას ატარებენ მხოლოდ ზედა ტუჩზე. ფირფიტის ზომა ზოგიერთ ტომში არის სოციალური და ეკონომიური სტატუსის მაჩვენებელი.

 

8. ჩრდილოეთ ტაილანდში, პადაუნგის ტომის ქალებს, ტრადიციის თანახმად, 6 წლის ასაკიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების დამაგრება და ყოველ წელიწადს მათი რაოდენობის გაზრდა. პირველი რგოლი საშუალოდ იწონის 2 კილოგრამს. მათი აზრით ეს ქალის სილამაზეა. მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებასხმული სიარული საგრძნობად ზრდის მის სიგრძეს. ქალის სილამაზეც ამ სიგრძის მიხედვით ფასდება. ქალს შეუძლია ატაროს 25- მდე რგოლი. მთელი ცხოვრების მანძილზე რკინის რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება ამ რგოლების მოხსნა, თუმცა ამ ტომის კაცები ამას სათავისოდ იყენებენ და მოღალატე ცოლის დასჯის ერთ-ერთი საშუალებაა. რკინის რგოლების კისრიდან მოხსნა საშინელ ტკივილებს იწვევს, კისრის კუნთების დარღვეული ფუნქცია აღდგენას ვეღარ ახერხებს, რის გამოც ქალები ინვალიდები ხდებიან და უმეტესობა იღუპება კიდეც. ეგზოტიკური სანახაობისთვის ბევრი ტურისტი ჩადის პადაუნგის ტომში.

 

წყარო: ucnauri.com

post-5-0-97263700-1365417468_thumb.jpg

post-5-0-08669200-1365417474_thumb.jpg

post-5-0-03473800-1365417480_thumb.jpg

post-5-0-38704300-1365417486_thumb.jpg

post-5-0-42377000-1365417493_thumb.jpg

post-5-0-49317700-1365417502_thumb.jpg

post-5-0-29209300-1365417515_thumb.jpg

post-5-0-89325400-1365417520_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

8 ყველაზე ექსტრემალური სხეულის მოდიფიკაცია

 

1. ძნელია იმით თქმა თუ ვინ იყო პირველი ხალხი ვინც მიმართა ყურების დაგრძელებას და რატომ აკეთებდნენ ისინი ამას. ამჟამად ბევრი კულტურები მიმართავენ ყურების დაგრძელების ხელოვნებას სხადასხვა მიზეზით. რელიგია, რიტუალი, დაკავშირებული სრულწლოვანების მიღწევასთან, ბოროტი სულების განდევნა, სექსუალურობა და ფიზიკური სილამაზე არის ძირითადი გავრცელებული მოტივაციები. თუმცა ეს მხოლოდ შესაძლო მიზეზების ზედაპირია. ხალხები მთელი მსოფლიოდან დღემდე მიმართავენ ყურების მოდიფიკაციას. დაწყებული მასაის ტომიდან კენიაში, დამთავრებული ამაზონის ნაპირზე მცხოვრები უაორანის (Huaorani) ტომამდე. დაგრძელებული ყურები დღემდე საკმაოდ გავრცელებულია. ის ფაქტი, რომ დასავლეთის ახალგაზრდობას, შეუძლია შევიდეს პირსინგის სალონში და აირჩიოს თავისთვის სასურველი ტონელი და სხვა ყურის სამკაული და ასევე ჰმონგების (Hmong) ეთნიკური ჟგუფის ახალგაზრდები ირჩევენ თავისთვის ვერცხლის მილაკებს, წარმოადგენს კაცობრიობის კულტურის საინტერესო მაგალითს.

 

2. აპატანის (Apatani) ხალხი ცხოვრობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, შტატ არუნაჩალ პრადეშში (Arunachal Pradesh). აპატანელი ქალები ითვლებოდნენ ყველაზე უფრო მიმზიდველებად არუნაჩალის ტომში(Arunachal) იმდენად ლამაზებად, რომ მათ უხდებოდათ თავი ს გაეუშნოვება, რათა სხვა ტომის დამპყრობლების გატაცებისაგან ამ მეთოდით თავი დაეცვათ. ამისათვის ქალები ცხვირში ისვამდნენ დიდი ზომის ხის საცობებს. თუმცა ტრადიციამ ამ მომენტისათვის ტომში, რომელიც შედგება 2600 ადამიანისაგან, მხარდაჭერა დაკარგა.

 

3. ტომ დინკას (Dinka) ბევრი ბიჭუნა და გოგონა არ ტირის როცა შამანს ახლოს მიაქვს გახურებილი დანა მათი მუქი ფერის სახესთან. თუ ისინი შეკრთებიან, ან იტირებენ, მოახდენენ რაიმე სახის რეაგირებას ტკივილზე, ისინი დაკარგავენ თავიანთ სტატუსს საზოგადოებაში. ასე რომ უკეთესია პროცესის დროს მშვიდად ყოფნა. სახის იარებით დაფარვა მთელს სუდანში გავრცელებული ტრადიციაა. ეს ითვლება ქალის სილამაზედ და მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ტომ დინკას მამაკაცები იმისათვის, რომ აჩვენონ თავიანთი სიმამაცე იკეთებენ სამ პარალელურ იარას, რომლებიც გადის შუბლის გავლით. ბიჭები იარებს იკეთებენ როცა ხდებიან სრულწლოვანები და ხდებიან ტომის სრულფასოვანი წევრები.

 

4. ზოგიერთათვის ეს ძალიან ექსტრემალურია, მაგრამ ადგილობრივი ტაილანდიელებისათვის ეს საკმაოდ ნორმალურია. ისისნი იგნორირებას უკეთებენ ტკივილს ვინაიდან ეს რიტუალი ეძღვნება ახალგაზრდის მოზრდილ ცხოვრებაში გადასვლას. ეს ყოველწლიური რიტუალი ტარდება საჯაროდ იმისათვის, რომ გამოუცხადონ მთელს ქვეყანას, რომ ისინი გახდნენ დიდები.

 

ვეგეტარიანული ფესტივალი ფუკეტში (Phuket) სავსეა რელიგიური რიტუალებით. ტრანსში ჩავარდნა და პირსინგი ეს ტრადიციის ნაწილია. ფესტივალი ტარდება ყოველ ოქტომბერს კუნძულ ფუკეტზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ტაილანდთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პროცესია, რომელიც ტარდება ყოველ დილით ფესტივალი მსვლელობის ათი დღის განმავლობაში. მსვლელობაზე შეიძლება ნახოთ სხვადასხვა წმინდანების მიმდევრები, რომლებიც წარმოადგენენ ჩინური ღმერთების “მედიუმამებს”. ზოგიერთი მედიუმამი იხვრეტს თავის ლოყას ბასრი ნივთით (ძირითადად მეტალის), რითაც საკუთარი თავს და საზოგადოებას უმტკიცებს თავის ნებისყოფას და თავდადებას. სხვა რიტუალს წარმოდგენს ცხელ ნახშირზე ფეხშიშველი სიარული და კიბეზე ასვლა, რომელსაც ააქვს ბასრი ზედაპირი.

ყველა მედიუმები იმყოფებიან ტრანსის მდგომარეობაში, რაც აძლევთ მათ საშუალებას გაუძლონ პირსინგის ხანგძლივ სესიებს. ჭრილობები ხორცდება ფესტივალის შემდეგ, თუმც ყოველ წელს სახეზე ჩნდება ახალი ჭრილობები.

 

5. კბილების წაწვეტება – პრაქტიკა, რომლის დროსაც ხელოვნურად ხდება კბილების წაწვეტება, როგორც წესი წინა მჭრელი კბილების. კაცობრიობის ისტორიაში სხეულის მოდიფიკაციის ეს ფორმა გამოიყენებოდა ბევრ კულტურებში. ბალში კბილებს იჭრიდნენ იმისათვის მოეხდინათ კბილების ასოცირება ბოროტებასთან, ეჭვიანობასთან და და სხვა ნეგატიურ ემოციასთან. კბილებს აგრეთვე იწვეტებენ რიტუალის დროს, რომელიც ეძღვნებოდა ახალგზრდის სრულწლოვანებაში გადასვლას. კბილების წაწვეტება აგრეთვე ხდებოდა ვიეტნამის და სუდანის ტომებშიც. მაიას კულტურაში კბილებს არა მარტო იწვეტებდნენ არამედ მასზე გამოსახავდნენ სხვადასხვა ფიგურებს საზოგადოების მაღალი ფენის გამოხატვის ნიშნად. ბევრ კულტურაში კბილებს იწვეტებდნენ ცხოველების იმიტაციისათვის – მაგალითად აფრიკაში ვაპარეს (Wapare) ტომში კბილებს იწვეტებდნენ რათა შეექმნათ ზვიგენის იმიტაცია, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისას იმტვრევდნენ რამდენიმე ქვედა კბილს.

 

6. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობების მიყენების ტრადიცია არსებობს მსოფლიოს ბევრ ხალხში, მდინარე სეპიკის (Sepik) ტომებში, პაპუა-ახალი გვინეა, ჭრილობების მიყენება არის მამაკაცად გახდომის რიტუალის მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს ცერემონიის ნაწილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირას, რომელშიც გარდა ჭრილობების მიყენებისა შედის საზოგადოდ შეურაცხყოფის მიყენება. ტომის უხუცესები ბასრი დანების დახმარებით აყენებენ ჭრილობებს ახალგაზრდა მამაკაცებს, ისე, რომ როცა კანი შეხორცდება ის გავდეს ალიგატორის ტყავს. ისინი თვლიან , რომ ამის შემდეგ ბიჭი გახდება მამაკაცი.

 

7. ფირფიტა ტუჩებისათვის – სხეულის მოდიფიკაციის სახეობა. ფირფიტა (ჩვეულებრივ მრგვალი, დამზადებული ხისაგან ან თიხისაგან) თავსდება გაჭრილ ზედა ან ქვედა (ხანდახან ორივე) ტუჩებზე, რითაც აფართოებს მას. არქეოლოგიური გათხრები მიანიშნებს იმაზე, რომ ტუჩის საკიდები დამოუკიდებლად გამოგონილი იქნა არანაკლებ ექვსჯერ – სუდანში და ეთიოპიაში (8700 ჩ.წ.ა.), მოზამბიკში (1500 ჩ.წ.ა.) და მოზამბიკში (500 ჩ.წ.ა.). ამ მომენტისათვის ტრადიცია არსებობს აფრიკის და ამაზონიის ზოგიერთ ტომებში.

 

აფრიკაში ფირფიტის ჩასმის დროს ქვედა ტუჩზე, ამოაცლიან ხოლმე წინა ქვედა ორ კბილს, ხანდახან ოთხსაც. სარას (Sara) და ლობის (Lobi) ტომებში ფირსიტას დგამენ ზედა ტუჩზეც. ზოგიერთ ტომებში ისეთში როგორიცაა მაკონდე (Makonde), ფირფიტას ატარებენ მხოლოდ ზედა ტუჩზე. ფირფიტის ზომა ზოგიერთ ტომში არის სოციალური და ეკონომიური სტატუსის მაჩვენებელი.

 

8. ჩრდილოეთ ტაილანდში, პადაუნგის ტომის ქალებს, ტრადიციის თანახმად, 6 წლის ასაკიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების დამაგრება და ყოველ წელიწადს მათი რაოდენობის გაზრდა. პირველი რგოლი საშუალოდ იწონის 2 კილოგრამს. მათი აზრით ეს ქალის სილამაზეა. მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებასხმული სიარული საგრძნობად ზრდის მის სიგრძეს. ქალის სილამაზეც ამ სიგრძის მიხედვით ფასდება. ქალს შეუძლია ატაროს 25- მდე რგოლი. მთელი ცხოვრების მანძილზე რკინის რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება ამ რგოლების მოხსნა, თუმცა ამ ტომის კაცები ამას სათავისოდ იყენებენ და მოღალატე ცოლის დასჯის ერთ-ერთი საშუალებაა. რკინის რგოლების კისრიდან მოხსნა საშინელ ტკივილებს იწვევს, კისრის კუნთების დარღვეული ფუნქცია აღდგენას ვეღარ ახერხებს, რის გამოც ქალები ინვალიდები ხდებიან და უმეტესობა იღუპება კიდეც. ეგზოტიკური სანახაობისთვის ბევრი ტურისტი ჩადის პადაუნგის ტომში.

 

წყარო: ucnauri.com

უი, ყველაფერი ამტკივდა, რა საშინელებაა!!!

Link to post
Share on other sites

ცხოველის მიერ ადამიანის მოკვლის 10 ყველაზე საშინელი ვარიანტი

 

ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტებს, რომლითაც ადამიანმა შეიძლება ცხოველის ხელში დაასრულოს სიცოცხლე.

 

 

 

 

 

● ელექტროშოკი – ელექტრული გველთევზა

ელექტრული გველთევზები მტკნარი წყლის მოგრძო თევზები არიან და ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს მდინარეებში. სახელის მიუხედავად, ეს არსებები მიეკუთვნებიან კობრისნაირთა და არა გველთევზასნაირთა ტაქსონომიურ რიგს. ელექტრული გველთევზა სამხრეთ ამერიკის მდინარეების ყველაზე საშიში მობინადრეების სიაში იკავებს ადგილს. მას აქვს 3 სპეციფიკური ორგანო, რომლებიც საკმაოდ მძლავრ, ზოგჯერ 600 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანი თუ არ მოკლას, დაარეტიანოს მაინც.

 

მიიჩნევენ, რომ იმ „მისტიკური” შემთხვევების უმეტესობა, როცა ამაზონსა და ორინოკოში საცურაოდ შესული ადამიანები უჩინარდებიან, ელექტრულ გველთევზასთან შეხვედრის მიზეზით ხდება. შემდეგ კი მიზეზად პირანიებსა და კაიმანს ასახელებენ ხოლმე. ელექტრული გველთევზა არ ჭამს ადამიანებს, მისი დიეტა პატარა ცხოველებისგან შედგება – კიბორჩხალებისა და მომცრო ძუძუმწოვრებისგან. შეტევას მხოლოდ თავდაცვის მიზნით ახორციელებს, მაგრამ ამის მიუხედავად, უმჯობესია ადამიანი საერთოდ მოერიდოს ისეთ ადგილებს, რომლის სიახლოვესაც ელექტრული გველთევზა ბინადრობს.

 

 

 

 

● გაგუდვა – პითონი, ანაკონდა

მახრჩობელასებრთა ოჯახის გველებს (სადაც შედის პითონი და ანაკონდა) შხამი არ აქვთ. სამაგიეროდ აღჭურვილი არიან ბასრი და გრძელი კბილებით, რათა მსხვერპლი შეაკავონ, თუმცა მოსაკლავად მაინც მოჭერას იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლის სხეულის გარშემო სპირალისებურად ეხვევიან (მას შემდეგ, რაც კბილებს ღრმად ჩაასობენ) და ძლიერად კუმშავენ, ისე რომ საბრალო ცხოველს არც სივრცე აქვს და არც საშუალება, რომ ისუნთქოს. ყოველ ჯერზე, როცა ამოსუნთქვას შეეცდება, გველი უფრო მეტად უჭერს. ეს სასიკვდილო „ჩახუტება” ისეთი ძლიერია, რომ სისხლის მოძრაობაც კი ჩერდება. სიკვდილი, როგორც წესი, გულის შეტევის შედეგად დგება და არა ასფიქსიის გამო, როგორც ძველად ეგონათ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ტექნიკას იყენებენ უფრო პატარა გველებიც, მაგალითად სამეფო გველი და გოფერის გველი, მაინც პითონები და ანაკონდები არიან უფრო ცნობილი და მეტად საშიში წარმომადგენელები. ეს ცივსისხლიანი მტაცებლები შიგადაშიგ ადამიანებითაც იტკბარუნებენ პირს.

 

 

 

 

● დახრჩობა და დანაწევრება – ნიანგი

მსხვილ მტაცებელ ცხოველებს შორის ნიანგები იმით გამოირჩევიან, რომ ყოველ წელს მათ უზარმაზარ ყბებში არც ისე ცოტა ადამიანი ხვდება. მათ ხშირად ახასიათებენ იმ იშვიათ ცხოველად, რომელიც ჯერ კიდევ აღიქვამს ადამიანს სასურველ საკბილოდ. დიდი ზომის არსებებთან გასამკლავებლად ნიანგი იყენებს „სასიკვდილო საკეტს”, რასაც ზოგიერთები „ფაუნის ყველაზე ძლიერ მკვლელ მექანიზმს” უწოდებენ. ნიანგი მსხვერპლს იჭერს ყბებით (ჩვეულებრივ, კბილებს ასობს ფეხში ან კისერში), მიათრევს წყალში და იწყებს მის ნჯღრევას. მალე კი უმწეო არსება ნაწევრდება და კვდება. ამის გაკეთება ნიანგს ხმელეთზეც შეუძლია.

 

ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, რომ ნიანგს დიდად არ ანაღვლებს, მისი საკბილო ცოცხალია თუ მკვდარი, როცა მის ჭამას იწყებს. „სასიკვდილო საკეტის” მთავარი ფუნქცია სხეულის პატარა ნაწილებად დანაწევრებაა, რათა ადვილად გადაყლაპოს და მოინელოს. ადამიანები, რომლებიც იღბლიანები აღმოჩნდებიან ხოლმე და ნიანგისგან გაქცევას მოახერხებენ, ხშირად კიდურს კარგავენ. მსხვერპლთა უმეტესობა კი, როგორც წესი, სისხლის ნაკლებობით, ტკივილის შოკით ან დახრჩობით იღუპება, ისე რომ გაქცევის შანსი არც ეძლევა.

 

 

 

 

● თავის გახლეჩა – იაგუარი

დიდი კატების უმეტესობა მსხვერპლს გაგუდვით კლავს. სახლის კატიდან დაწყებული, ვეფხვითა და ლომით დამთავრებული, ყველანი ყელში ან კისერში ეცემიან ხოლმე საკბილოს, კბენენ ძლიერად და მაგრად უჭირავთ, რომ მათ მახეში გაბმულ არსებას უჰაერობით ან გულის შეტევით მოეღოს ბოლო. ზოგჯერ კბენა ისეთი მძლავრია, რომ ხვრეტს სასულეს ან კისრის ვენას, ხანდახან კი მალებსაც ამსხვრევს. დიდ კატას უმეტესად რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ მსხვილი ზომის მსხვერპლს ბოლო მოუღოს. მაგრამ რაც შეეხება იაგუარს, აქ საქმე სრულიად სხვაგვარადაა. ეს გიგანტური კატა, რომელსაც მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში წააწყდებით, მასიური ცხოველებით პირის ჩატკბარუნებისკენაა მიდრეკილი. მის დიეტაში 87 სახეობა შედის, მათ შორის კაიმანი, ირემი, კაპიბარა, ტაპირი, ძაღლი, მელა და ზოგჯერ ანაკონდაც კი. გაგუდვის მისეული მეთოდი უფრო სწრაფი და შემზარავია – ის ღრმად ასობს კბილებს თავის ქალაში და ცდილობს ტვინის დაგლეჯას, რაც დაუყოვნებლივ სიკვდილს იწვევს. იაგუარს განსაკუთრებით გრძელი და მსხვილი ეშვები აქვს, ასევე აღჭურვილია საკმაოდ ძლიერი ყბებით (ზომის პროპორციის გათვალისწინებით, მისი ნაკბენი აღემატება ვეფხვისა და ლომისას).

 

თავის ქალის მიდამოში კბენა იაგუარს საშუალებას აძლევს, ბოლო მოუღოს ისეთ ცხოველებს, როგორიცაა კაიმანი ან ნახევარტონიანი ხარი, წარსულში კი იგივე მეთოდით წარმატებულად ხოცავდნენ გლიპტოდონტებს (ჯავშნოსანის მონათესავე გიგანტური ცხოველი, ამჟამად გადაშენებულია). ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუკი იაგუარის ტექნიკა ასეთი დახვეწილია და მისი მსხვერპლი მალე განუტევებს სულს, რაღა უნდა ამ სიაში და რატომ არაა მის მაგივრად ლომი ან ვეფხვი? საქმე იმაშია, რომ იაგუარი ხანდახან სხვა მეთოდითაც მოქმედებს: მსხვერპლს თავის არეში ეცემა და ეშვებს ყურების მიდამოში ასობს. კოშმარის ტოლფასია იმის წარმოდგენა, რომ ტყეში სიარულისას შეიძლება უცებ ეს უზარმაზარი ცხოველი გეცეთ და ყურებში გაგიყაროთ ასევე უზარმაზარი ეშვები, რომლებიც ცოტა ხანში ტვინამდე მიაღწევენ.

 

 

 

 

● გამოშიგნვა – კაზუარი

კაზუარი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ამ სიაში შეხვდებით. ცხადია, საშიშია შვილებზე მზრუნველი ბუ, რომელიც ხეზე ასულ ადამიანს თვალებში ეცემა ამოსაჩიჩქნად და დაბლა მიაბრძანებს, შეიძლება მისი სიკვდილიც გამოიწვიოს, თუმცა ისინი უმეტესად უწყინარი არსებები არიან, თუკი უნებლიედ ან გამიზნულად არ გააღიზიანებთ. რაც შეეხება ვეგეტარიანელ კაზუარს, რომელიც ავსტრალიისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს, ჩვეულებრივ მშვიდია და დაპირისპირების არიდებას ცდილობს, თუმცა მამრებს აქვთ პერიოდები, როცა ძალიან აგრესიულები ხდებიან. ზოოპარკის თანამშრომლები თანხმდებიან, რომ შესანახად კაზუარი ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში არსებაა.

 

გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე სახიფათო ფრინველად მოხსენიებული კაზუარი აღჭურვილია გრძელი და ბასრი ბრჭყალებით. როცა საფრთხეს გრძნობს, ის გარბის მტრისკენ და სერიოზულ დარტყმას აყენებს, ბრჭყალების მეშვეობით კი მის გამოშიგნვას იწყებს. თუმცა ეს უკანასკნელი რომც ვერ მოახერხოს, დარტყმა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან ორგანოებს ფუნქციონირების სერიოზული პრობლემები შეექმნას და მასიური შინაგანი სისხლდენები დაიწყოს. ალბათ იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ აჯობებს, საერთოდ მოერიდოთ კაზუარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დატყვევებულია ან პატარებს ზედამხედველობს.

 

 

 

 

● სახის გაპობა – ტუჩა დათვი

ტუჩა დათვი შედის დათვის ყველაზე ნაკლებად ცნობილ სახეობებში. მათი საბინადრო უმეტესად ინდოეთი და შრი-ლანკაა, სადაც ადგილობრივები ვეფხვებსა და გველებზე მეტად უფრთხიან. ამის მიზეზი გასაგებიცაა. ამბობენ, რომ კვირაში მინიმუმ 1 ინდოელი ტუჩა დათვის საკბილო ხდება და ხშირად მოულოდნელადაც კი ესხმიან თავს, ისე რომ ადამიანის მხრიდან არანაირი პროვოცირება არ ხდება. ტუჩა დათვი უმეტესად ჭიანჭველებსა და ტერმიტებს ეტანება, ნაკლებად – ხორცს, მაგრამ ადამიანების მიმართ, როგორც ჩანს, შუღლი აქვთ. ეს გასაკვირი არცაა, საუკუნეების განმავლობაში ისინი ნადირობისა და დამცირების ობიექტები იყვნენ (მაგალითად, დათვების დაჭერა და ე.წ. „მოცეკვავე დათვების” წარმოდგენის გამართვა).

 

ნებისმიერი დათვის კლანჭებში თავის ამოყოფა არც ისე სასიამოვნოა, თუმცა ტუჩა დათვის შემთხვევა მაინც გამორჩეულია მოკვლის განსაკუთრებული მეთოდის გამო. ის იყენებს კბილებსა და საკმაოდ გრძელ ბასრ ბრჭყალებს, რათა მსხვერპლს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სახე დაუჩეხოს. თუკი ვინმე მოახერხებს და ტუჩა დათვს დაუსხლტება, საშინელი ნაიარევები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება, რჩებიან თვალების, პირის, ცხვირის და ა.შ. გარეშე, ასევე ცხადია, თან დაჰყვებათ დათვის შიში.

 

 

 

 

● ასფიქსია – სიაფუს ჭიანჭველები

ეს აფრიკული ჭიანჭველები ერთადერთი მწერები არიან, რომლებიც გამიზნულად ესხმიან თავს ადამიანს, როგორც საკვებს. თუმცა ძალიან უიღბლო უნდა იყოთ, რომ სიცოცხლე სიაფუს ჭიანჭველების გარემოცვაში დაასრულოთ. ეს არსებები არიან ძალიან ნელები და ბრმები და თუკი წინ არ გადაეღობებით, არაფერს დაგიშავებენ. უმეტესად იკვებებიან პატარა ცხოველებით, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა თავს დაესხნენ მძინარე ადამიანებსაც, უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვებს და მინიმუმ 1 მთვრალ ადამიანს, რომელმაც ფეხი მოიტეხა და გაქცევა არ შეეძლო, ამიტომ ჭიანჭველების არმიის ტყვედ იქცა.

 

სიაფუს ჭიანჭველები მიირთმევენ იმ ძროხებსა და თხებს, რომლებსაც პატრონები ღია ცის ქვეშ ბოძზე აბამენ თოკით და ამგვარად, ტოვებენ დაუცველს და არ აძლევენ თავდამსხმელებისგან გაქცევის საშუალებას. ამ ჭიანჭველებს საშიშად აქცევს ის ფაქტი, რომ შეუძლიათ მწარე კბენა და დანესტვრა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ადამიანის მოკვლას ისინი სხვაგვარად ახერხებენ – შეტევისას ცდილობენ, მსხვერპლს უპოვონ ნებისმიერი სახის ღია ადგილი, მათ შორის პირი ან ცხვირი და როდესაც ათობით და ასობით ჭიანჭველა ფილტვებში გადაინაცვლებს, დგება ასფიქსიის მომენტი.

 

 

 

 

● სასიკვდილო ინფექცია – კანდირუ

კანდირუები საკმაოდ ავბედითი ქმნილებები არიან. ეს პატარა, გრძელი და თითქმის გამჭვირვალე პარაზიტული არსებები წარმოადგენენ იშვიათ ხერხემლიან ჰერმატოფაგებს – იკვებებიან სხვა თევზების სისხლით. ამისთვის ლაყუჩებში უძვრებიან და სხეულზე არსებული მოკაუჭებული გამონაზარდების მეშვეობით კარგად მოკალათდებიან ხოლმე. კანდირუებით აქტიურმა დასნებოვნებამ შეიძლება უიღბლო მსხვერპლის ძლიერ დასუსტება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ისინი ასევე იკვებებიან მკვდარი თევზებით, ძირითადად შიგნეულობით. მიუხედავად იმისა, რომ კანდირუებს სამხრეთ ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ, მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა ბოლო პერიოდში მოიპოვეს, როგორც ამაზონის ყველაზე საშიშმა მობინადრეებმა. ამ მხრივ დაჯაბნეს პირანიები და ელექტრული გველთევზები.

 

კანდირუ ზოგჯერ შარდსადენ მილში ან ანუსში უძვრება როგორც ქალს, ისე მამაკაცს და ეკლოვანი გამონაზარდების მეშვეობით იქ ბინავდება. ეს უკიდურესად მტკივნეული და პოტენციურად სასიკვდილო პროცესია, რადგან როცა ადამიანი წყალს ტოვებს, თევზი კვდება და ხრწნას იწყებს. სამხრეთ ამერიკის იმ შორეულ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოების რიცხვი არც ისე ბევრია, მსგავსი შემთხვევები ხშირად სიკვდილით დასრულებულა. თევზის სხეულიდან გამოსაყვანად საკმაოდ ფრთხილი და ზუსტი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაა საჭირო.

 

 

 

 

● ცოცხლად შეჭმა – მგლები, აფთრები

დიდი კატების უმეტესობა დარწმუნდება, რომ ცოცხალი აღარ ხართ, სანამ თქვენს შეჭმას შეუდგებიან. ისინი სრულყოფილად ახერხებენ მსხვერპლის მალე მოკვლას ბევრი ბრძოლის გარეშე. მაგრამ რაც შეეხება მათ შორეულ ნათესავებს, საქმე სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ მგლები და აფთრები პატარა ცხოველებს ეტანებიან და ბოლოს უღებენ ნჯღრევით ან ხერხემლის გადამტვრევით, მათ არ გააჩნიათ საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ მარტოდმარტო თავისუფლად გაუმკლავდნენ დიდ არსებებს, ამიტომ, როგორც წესი, დროს არ კარგავენ და მათ ჭამას მაშინვე იწყებენ, როგორც კი მიწაზე დააგდებენ.

 

ნამდვილად არაა იშვიათი ისეთი შემთხვევა, როცა მოზრდილი ცხოველი მგლის ან აფთრების ხროვაში აღმოჩნდება და ჯერ კიდევ ცოცხალია, როცა მტაცებლები მის ნაწლავებს ღეჭავენ. ცხადია, სიკვდილის მომენტი მალევე დგება, ამას ან სისხლის დანაკარგი იწვევს, ან შოკი. მაგრამ ის აზრი, რომ საკუთარი თვალებით დაინახავთ, როგორ მიირთმევენ თქვენს შიგნეულობას ეს მსუნაგი მტაცებლები, ბევრი ადამიანისთვის არც ისე სასიამოვნოა.

 

 

 

 

● შიმშილით სიკვდილი – თასმისებრი ჭიები

თასმისებრი ჭიები გიგანტური (ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 20-30 მეტრს აღწევს), თუმცა ძალიან წვრილი პარაზიტები არიან. მათი კვერცხები ან მატლები შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს უმი ან ცუდად მომზადებული ხორცის მეშვეობით. ხოლო როცა ეს ხდება, თასმისებრი ჭია მიეკრობა მასპინძელი სხეულის კუჭ-ნაწლავის კედლებს და გზაში შემხვედრ საკვებ ნივთიერებებს თავის სხეულში გადაუშვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ იღებთ საკვებს, რომელიც გადადის ორგანიზმში და მოიხმარება პარაზიტის მიერ. შედეგი? შეიძლება უზომოდ ბევრი ჭამოთ, მაგრამ მაინც მშიერი დარჩებით.

 

უყურადღებობის შემთხვევაში თასმისებრი ჭიის ჩასახლება შიმშილისგან გამოწვეული სიკვდილით დასრულდება, მიუხედავად იმისა, რამდენს შეჭამთ. თუკი ფიქრობთ, რომ ეს არც ისე საშიში სცენარია, გაგაცნობთ ამ პარაზიტის კიდევ ერთ მავნე თვისებას: ზოგჯერ ის მიიწევს ტვინისკენ და იწვევს მისი ფუნქციონირების მოშლას, რის შედეგადაც ნებისმიერი სახის ნევროლოგიური დაავადება შეიძლება განვითარდეს. ასე რომ გემართებათ დაავადება, რომელსაც იწვევს თქვენს ტვინში ჩასახლებული ჭია, რომელიც შემდეგ შიმშილით ამოგხდით სულს. არც ისე მიმზიდველი ვარიანტია სიკვდილისთვის.

Link to post
Share on other sites

ცნობილ ადამიანებზე საინტერესო ფაქტები იწყება

 

1. ალექსანდრე მაკედონელი თავის მეომრებს ასე არჩევდა: ადამიანი შეჰყავდათ ლომთან გალიაში და თუ გაფითრდებოდა, მათ იწუნებდა, ხოლო თუკი გაწითლდებოდა, ისინი მიჰყავდა. თანამედროვე მედიცინას თუ მოვიშველიებთ ეს ასე აიხსნება: თუკი ადამიანი გაფითრდებოდა ე.ი. სისხლი ტოვებს ტვინს, რადგან მას არ მიეწოდება ჟანგბადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვერ მოიფიქრებს გამოსავალს კრიტიკული სიტუაციიდან, ხოლო გაწითლებისას, პირიქით, სისხლი მიეწოდება ტვინს ე.ი. ის მდიდარია ჯანგბადით და გონება სხარტად მუშაობს.

 

2. ფილოსოფოს სოკრატეს ციკუტის შხამით მოუსწრაფეს სიცოცხლე.

 

3. სანამ რაიმეს იწანასწარმეტყველებდა ნოსტრადამუსი, უძილობით იტანჯავდა თავს, რის გამოც ჰალუცინაციები ეწყებოდა და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წინასწარმეტყველებდა.

 

4. მერლინ მონროს 6-6 თითი ჰქონდა ფეხებზე.

 

5. 35 წლის მოცარტს 600-ზე მეტი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს მისთვის საფლავის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა.

 

6. რემბრანდტს სახლში მხოლოდ ორად ორი წიგნი ჰქონდა – “ბიბლია” და “ანატომიური ატლასი”.

 

7. სახელწოდება სადიზმის წარმოშობა უკავშირდება ფრანგ არისტოკრატს, მწერალ მარკიზ დე სადს, თავად გადამეტებული სექსუალობით გამოირჩეოდა, უყვარდა სექსუალური პარტნიორების დამცირება და მათთვის ტკივილის მიყენება.

 

8. მაზოხიზმის წარმოშობა უკავშირდება ავსტრიელ მწერალ ლეოპოლდ ფონ ზარეხ-მაზოხს, რომლის ნაწარმოებებში მთავარი,გმირი, მამაკაცი, სექსუალურ სიამოვნებას იღებს მაშინ, როდესაც მას ან ამცირებენ, ან ტკივილსა და შეურაცხყოფას აყენებენ.

 

9. ცნობილ სამ მათემატიკურ უცნობებს X, Y და Z სახელები ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა დეკარტემ დაარქვა.

 

10. ცნობილია, რომ რომის იმპერატორებს სიკვდილის შემდეგ ღმერთებად აღიარებდნენ. იმპერატორმა ვესპასიანემ სიკვდილის წინ შესაძახა: “რა სამწუხაროა, მე ღმერთი ვხდები”.

 

11. რომის იმპერატორი კალიგულა და იმ დროის ცნობილი მსახიობი აპელესი იუპიტერის ქანდაკებასთან იდგნენ. კალიგულამ ჰკითხა აპელესს:”ვინ უფრო მაღალია, მე თუ ღმერთი?” წამიერი დაფიქრების შემდეგ მსახიობმა უპასუხა : “რა თქმა უნდა, თქვენ, იმპერატორო!” კალიგულამ აპელესისათვის თავის მოკვეთა ბრძანა და იცით რატომ? – წამიერი ჩაფიქრებისთვის.

 

12. “ჩვენ ბარბაროსი შემოვუშვით ევროპაში”, – ამბობდა სტალინზე ჩერჩილი.

 

13. ჩინელი კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი თურმე არასოდეს იხეხავდა კბილებს, რასაც ასე ხსნიდა: “გინახავთ ვეფხვი კბილებს იხეხავდეს?”

 

14. ადოლფ ჰიტლერს ძალიან უყვარდა ადამიანების ხელოსგულების თვალიერება. მას უზარმაზარი ძვირფასყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც წარსულში ცნობილი ადამიანის ხელისგულების ანაბეჭდები იყო აღნუსხული. ჰიტლერი ყოველთვის აჩვენებდა სტუმრებს ამ წიგნს და განსაკუთრებით ამაყობდა იმით, რომ მისი ხელისგულის ანაბეჭდი ძალიან ჰგავდა ფრიდრიხ დიდის ხელისგულის ანაბეჭდს.

 

15. “ამათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს”,-თქვა თანამემამულეებზე ელბიდაან დაბრუნებულმა ნაპოლეონმა.

 

16. XVI საუკუნის დასასრულს უილიამ შექსპირს საგადასახადო სამსახური დასდევდა.

 

17. პაბლო პიკასომ იოსებ სტალინისთვის 70 წლისთავის მისალოცად ბარათი საკუთარი ხელით დახატა.

 

18. იულიუს კეისარმა, გაქცევისას მეომრებს ბრძოლის ველზე იარაღი რომ არ დაეყარათ, შესანიშნავი ხერხი გამოიგონა: ბრძანა, იარაღი შეემკოთ ძვირფასი თვლებით, რათა მებრძოლებს დანანებოდათ მისი ბრძლოის ველზე დატოვება.

 

19. არისტოტელე თავის ტრაქტატებში განიხილავდა ამ “არცთუ უსაფუძვლოდ გავლებულ ხაზებს”. ამ ხაზებს დღეს, რითაც თურმე წინასწარმეტყველებაც კი შეიძლება, ქირომანტია ჰქვია.

 

20. საკვირველია მაგრამ ფაქტია, რომ უინსტონ ჩერჩილს ნობელის პრემია მინიჭებული აქვს ლიტერატურის დარგში.

 

იმედია მოგეწონათ. გაგრძელება იქნება…

 

წყარო:ucnauri.com

Link to post
Share on other sites

ადგილები, საიდანაც აღარავინ ბრუნდება

 

 

ჩვენს პლანეტაზე ბევრი იდუმალი ადგილია. ყველაზე ცნობილი კი ბერმუდის სამკუთხედი და ეშმაკის ზღვაა, სადაც გამუდმებით ქრებიან გემები და თვითმფრინავები, მაგრამ პლანეტაზე სხვა არანაკლებ “ჯოჯოხეთური” ადგილებიც არის…

 

კუნძული ბარსაკელმესი არალის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი სახელი ასე ითარგმნება: “წახვალ და ვერ დაბრუნდები”. ამბობენ, კუნძულზე ვინც კი წავიდა, სამუდამოდ გაქრა, ან ათეული წლის შემდეგღა დაბრუნდაო. 2000 წელს ამ კუნძულით საერთაშორისო ექსპედიცია დაინტერესდა, მაგრამ ხელისუფლებამ იქ წასვლის ნება არ დართო.

post-5-0-67073500-1365595333_thumb.jpg

post-5-0-10709000-1365595342_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

აინშტაინის უაზრო კითხვები

 

 

 

 

ერთხელ აინშტაინს კითხეს თუ, რა ედო საფუძვლად მის გენიალურ აღმოჩენებს. აინშტაინმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი ბავშვური ცნობისმოყვარეობაა, რომელიც მან ზრდასრულობაშიც შეინარჩუნა. და მართლაც, აინშტაინს ბავშვობიდან უაზრო კითხვების დასმა უყვარდა. მოდით ჩვენც ეს ერთ-ერთი პოსტი უაზრო კითხვებს მივუძღვნათ, იქნებ ჩვენც აინშტაინები გავხდეთ…

 

კითხვა 1: რატომ ჰქვია ვეოლსიპედს ველოსიპედი?

ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა და ლათინურად ითარგმნება როგორც “სწრაფი ფეხები” (velox – სწრაფი და pes – ფეხი, ტერფი )

 

კითხვა 2: რატომაა ძნელი ველოსიპედის მართვა, როდესაც მისი საბურავი ცუდადაა გაბერილი?

რაც უფრო ცუდადაა ველოსიპედის საბურავი გაბერილი, მით უფრო დიდი მისი ნაწილი შედის მიწასთან კონტაქტში, რასაც თავის მხრივ ხახუნის გაძლიერება მოჰყვება.

 

კითხვა 3: რამდენ კილო ნეხვს “აწარმოებს” დღეში სპილო?

იმდენს, რამდენსაც სპილოს შეეფერება – 150 კგ-ს დღეში! ასე რომ კვირაში იგი 1 ტონა ნეხვით ანოყიერებს მიწას.

 

კითხვა 4: მართალია რომ გველს წელიწადში ორჯერ-სამჯერ ჭამა ჰყოფნის?

 

გველი ალბათ ყველაზე ეკონომიური ცხოველია მსოფლიოში, მას მართლაც წელიწადში ორჯერ-სამჯერ გამოკვება ჰყოფნის. რატომ? იმიტომ რომ მას ნივთიერებათა ცვლა ძალიან შენელებული აქვს. მას თავისი სხეულის ისედაც დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭმლის “დაწვა” არ სჭირდება, იგი გარემოდან იღებს სითბოს. მეორე მიზეზი ისიც არის, რომ მას ყველაფრის მონელება შეუძლია. ამიტომ თუ გსურთ სახლში ცხოველი გყავდეთ და ამისთვის დიდი ბიუჯეტი არ გაგაჩნიათ, გველები მოამრავლეთ. :D :D :D

 

კითხვა 5: რამდენ კილო საკვებს მიირთმევს დღეში ლურჯი ვეშაპი, ანუ დედამიწის ყველაზე დიდი ცხოველი?

 

იგი დღეში 4 ტონა კრევეტს მიირთმევს! ბევრია? არც იცე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ბუმბერაზი ძუძუმწოვარი წელიწადში მხოლოდ 4 თვის განმავლობაში იკვებება, ხოლო დანარჩენ დროს მოგზაურობას ანდომებს.

post-5-0-43515700-1365595615_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

რას ხედავ?

 

ხედავ ტიტველ ქალს? არადა ეს მარტო შენი ბინძური აზრებია

 

აი რა ხდება სინამდვილეში

post-5-0-34093500-1365595749_thumb.jpg

post-5-0-94986800-1365596955_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...