Jump to content
Club-Monadire.Ge

საინტერესო ფაქტები,ისტორიები,ფოტოები,ვიდეოები...


Recommended Posts

ახლა შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ადგილებს.

 

Money Trees (ფულის ხე)- ალბათ ყველას გსმენიათ გამონათქვამი ‘ფული ხეზე არ იზრდებაო’, თუმცა დიდ ბრიტანეთში ნამდვილად იზრდება. აქ არის ადგილი სდაც ხეები მონეტებით არის დაფარული, არავინ იცის რამ აიძულა ადამიანები ხეეში ჩაერჭოთ ფული. თუმცა ზოგს სჯერა რომ ეს იღბლის მომტანია.

 

 

 

 

 

Beachgoers-უზარმაზარი წყალმცენარეებით დაფარული ყვითელი ზღვა მდებარეობს ჩინეთში ქალაქ Qingdao-ში. წყალმცენარეები არა ტოქსიკურია, თუმცა დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარს, რის გამოც წყლის სხვა ბინადრებს ანადგურებს. სურათები საშინლად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივები მას უკვე მიეჩვივნენ, რადგან წყალმცენარეები თვალსაჩინო 2007 წლიდან გახდა, ხოლო 2010 წელს მისი უვნებლობის დამტკიცების შემდეგ იგი უკვე მილიონობით იანი ღირს.

 

 

 

ტბა Retba ან იგივე ვარდების ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ Cap

Vert-ში (სენეგალის ნახევარკუნძული). დღის განმავლობაში ტბის ფერი იცვლება ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე. მისი ეს შეფერილობა გამოწვეულია ტბაში ბაქტერია Dunaliella-ს არსებობით. ის შეიცავს წითელ პიგმენტებს, რომლითაც მზის ენერგიის წყალობით გვარდისფერ შეფერილობას აძლევს წყალს, ამიტომ მშრალ ამინდში უფრო შესამჩნევია ფერი.

 

 

 

Bleduk Kuwu არის ტალახის ვულკანი ცენტრალურ Java-ში. ყოველ 2 – 3 წუთში ხდება ტალახის ამოფრქვევა, რასაც თეთრი ორთქლი მოსდევს. იგი ტურისტული დანიშნულების ადგილია რამდენიმე ათწლეულია.

 

 

 

 

 

Setenil de Las Bodegas (ესპანეთი)- ქალაქი რომელიც კლდეშია ჩაშენებული.

 

 

 

Avshalom-ის მღვიმე მდებარეობს ისრაელში. 5000 კვადრატული მეტრის მღვიმე წარმოადგენს სტალაქტიდების და სტალაგმიტების შთამბეჭდავ კოლექციას.

 

 

 

Cano Cristales, იგივე 5 ფერის მდინარე მდებარეობს Sierra de la Macarena-ში (კოლუმბია). იგი ყველა სხვა მდინარისგან იმით განსხვავდება, რომ წყალში გნლაგებული კლდეები დაფარულია ხავსით, რომელიც წლის თბილ სეზონზე ფერების ულამაზეს სანახაობას ქმნის. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მდინარედ მიიჩნევა და ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

 

 

 

Salar de Uyuni, სამხრეთ ბოლივიაში მდებარეობს. ფარავს რა 10, 582 კვადრატულ კილომეტრს იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ბინაა, დაახლოებით 10 მილიარდ ტონა მარილს შეიცავს.

 

 

 

 

 

მოულოდნელი ეფექტი რომელიც პაკისტანში წყალდიდობას მოყვა, იყო ის რომ მილიონობით ობობა ავიდა ხეზე, რათა გაქცეოდნენ წყალს და შექმნეს უამრავი აბლაბუდები, რომლებიც საშინელ მოჩვენებებს უფრო გვანან, ვიდრე უბრალო ხეებს.

 

 

 

The Morning Glory - არის უიშვიათესი მეტეოროლოგიური ფენომენი, როელიც ჩრდლიოეთ ავსტრალიაში დაფიქსირდა. რკინიგზის მსგავს ღრუბელს, რომელიც შეიძლება 1000 კილომეტრის სიგრძის და 1-2 კილომეტრი სიმაღლის იყოს, შეუძლია საათში 60 კმ-ით გადაადგილდეს.

post-5-0-45157100-1365596610_thumb.jpg

post-5-0-97256300-1365596614_thumb.jpg

post-5-0-56854400-1365596619_thumb.jpg

post-5-0-61482600-1365596624_thumb.jpg

post-5-0-76618000-1365596631_thumb.jpg

post-5-0-22096500-1365596642_thumb.jpg

post-5-0-93449000-1365596650_thumb.jpg

post-5-0-54113500-1365596657_thumb.jpg

post-5-0-99134500-1365596662_thumb.jpg

post-5-0-90739900-1365596674_thumb.jpg

post-5-0-80949500-1365596686_thumb.jpg

post-5-0-11507100-1365596693_thumb.jpg

post-5-0-75150500-1365596702_thumb.jpg

post-5-0-99202200-1365596710_thumb.jpg

post-5-0-62808200-1365596718_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 506
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უილიამ  ჰარლის თავის მეგობართან, არტურ დევიდსონთან ერთად ძალიან უყვარდათ თევზაობა. სათევზაოდ შორს უწევდათ სიარული და ნადავლის ტარებაც დამღლელი იყო, ამიტომ  მეგობრებმა თავის ველოსიპედებს შიდაწვის ძრავე

Posted Images

ამერიკელმა მათემატიკოსმა ჯორჯ დანციგმა სტუდენტობისას ლექციაზე დააგვიანა. როდესაც ის აუდიტორიაში შევიდა დაფაზე ორი ამოცანა დაინახა და იფიქრა რომ ის საშინაო დავალება იყო და ჩაიწერა. ეს ამოცანები ჯორჯს სხვებზე უფრო რთულად ეჩვენა თუმცა რამოდენიმე დღეში მაინც გაართვა თავი. აღმოჩნდა რომ მან სტატისტიკის მანამდე ამოუხსნელი ამოცანები ამოხსნა

Link to post
Share on other sites

რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს

 

 

რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს

 

 

ინტერნეტში მრავალ სასაცილო ფოტოსურათს ვაწყდებით, რომლებზეც მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილი ძაღლებია გამოსახული: ქარი ცხოველს ბეწვს უფრიალებს, დრუნჩზე კი ნეტარება აქვს გამოსახული.

 

ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა აშკარად მოსწონთ. რა არის ამის მიზეზი?

 

მიზეზი - სუნია. ძაღლები ყველაფერში ყნოსვას ენდობიან, რადგან მათი მხედველობა მოიკოჭლებს.

 

სამაგიეროდ, გასაოცარი ყნოსვა აქვთ. ადამიანის ყნოსვის მემბრანებს 5 მილიონი რეცეპტორი, ანუ "სუნის უჯრედი" აქვს. ძაღლების ყნოსვის მემბრანებს კი - 225 მილიონი რეცეპტორი.

 

ყნოსვის მემბრანაზე ჰაერის მოძრაობის დროს სუნის მოლეკულები რეცეპტორებზე ილექება და სუნის შეგრძნება ხდება.

 

ჩქარი მოძრაობის დროს ძაღლის დრუნჩზე დაბერილი ქარი ცხოველის ტვინს უამრავ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის და ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა სწორედ იმიტომ უყვართ, რომ გარე სამყაროზე წარმოდგენა შეიქმნან და ამასთან, ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ.

post-5-0-54993700-1365756328_thumb.jpg

post-5-0-24850700-1365756329_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს

 

 

აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს. :d030: :d030: :d030: ბიჭებო ბრთხილად!!!!!!!!! :d030: :d030: :d030:

 

სწორედ ასეთი მონაცემები მიიღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, NOAH-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. აი, მამაკაცები კი თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ ნაკლებად ერთგულები აღმოჩნდნენ - ძლიერი სქესის მხოლოდ 12% არის მზად, სოლიდარობა გამოუცხადოს თავის კატასა თუ ძაღლს.

 

"როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო სიყვარულზე რჩევისთვის მიმართონ საყვარელ ოთხფეხებს, არამედ მათთან ერთად სხვა საკითხებიც გაარჩიონ, მაგალითად, ამინდი", - წერს The Daily Mail.

 

ასევე, გაირკვა, რომ შინაური ცხოველების მფლობელთა 10% მზად არის, თავი დაანებოს მოწევას, იმისათვის, რომ არ შეამციროს ხარჯები თავისი ოთხფეხას მოსავლელად.

 

სხვათა შორის, ცხოველებზე ასეთი ზრუნვა ძალიანაც გამართლებულია. ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ შინაური ცხოველები ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს - ისინი ხდებიან უფრო ყურადღებიანები, მონდომებულები, მზრუნველები და კომუნიკაბელურები.

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს

 

 

აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს. :d030: :d030: :d030: ბიჭებო ბრთხილად!!!!!!!!! :d030: :d030: :d030:

 

სწორედ ასეთი მონაცემები მიიღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, NOAH-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. აი, მამაკაცები კი თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ ნაკლებად ერთგულები აღმოჩნდნენ - ძლიერი სქესის მხოლოდ 12% არის მზად, სოლიდარობა გამოუცხადოს თავის კატასა თუ ძაღლს.

 

"როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო სიყვარულზე რჩევისთვის მიმართონ საყვარელ ოთხფეხებს, არამედ მათთან ერთად სხვა საკითხებიც გაარჩიონ, მაგალითად, ამინდი", - წერს The Daily Mail.

 

ასევე, გაირკვა, რომ შინაური ცხოველების მფლობელთა 10% მზად არის, თავი დაანებოს მოწევას, იმისათვის, რომ არ შეამციროს ხარჯები თავისი ოთხფეხას მოსავლელად.

 

სხვათა შორის, ცხოველებზე ასეთი ზრუნვა ძალიანაც გამართლებულია. ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ შინაური ცხოველები ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს - ისინი ხდებიან უფრო ყურადღებიანები, მონდომებულები, მზრუნველები და კომუნიკაბელურები.

:yes:

Link to post
Share on other sites

ამერიკელმა მათემატიკოსმა ჯორჯ დანციგმა სტუდენტობისას ლექციაზე დააგვიანა. როდესაც ის აუდიტორიაში შევიდა დაფაზე ორი ამოცანა დაინახა და იფიქრა რომ ის საშინაო დავალება იყო და ჩაიწერა. ეს ამოცანები ჯორჯს სხვებზე უფრო რთულად ეჩვენა თუმცა რამოდენიმე დღეში მაინც გაართვა თავი. აღმოჩნდა რომ მან სტატისტიკის მანამდე ამოუხსნელი ამოცანები ამოხსნა

:yes:

Link to post
Share on other sites

post-30-0-33126400-1366002096_thumb.jpg

 

 

ნიკოლას ვუიჩიჩი- ცხოვრება კიდურების გარეშე.

 

ის მათი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. მამა მშობიარობას ესწრებოდა. მან დაინახა ახალშობილის მხარი. რა ხდება? მას ხელი არ აქვს. ბორის ვუიჩიჩმა მხოლოდ იმის მოფიქრება მოასწრო, რომ პალატა სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა,რათა მის ცოლს მეუღლის სახის ცვლილება არ შეემჩნია. მალე მამასთან ექიმი მივიდა.

- ჩემი შვილი! მას ხელი არ აქვს?

- არა, თქვენს შვილს არც ხელები აქვს და არც ფეხები.

ექიმები დედას შვილს არ აჩვენებდნენ.

ორსულობა ნორმალურად მიდინარეობდა. გენეტიკურად ყველაფერი რიგზე იყო. თავდაპირველად დედა ახლოს ვერ იკარებდა ახალშობილს. ვერ იხუტებდა, ვერ აჭმევდა.- ''წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა წამეყვანა ბავშვი სახლში. რა გამეკეთებინა, როგორ მომეარა მისთვის''.

ნიკს მარცხენა მხარეს ტერფის მსგავსი წანაზარდი აქვს. ამის საშუალებით მან ისწავლა სიარული, ცურვა, კომპიუტერის მოხმარება, დაკვრა და წერა. ის გახლდათ პირველი ინვალიდი ავსტრალიის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში.

- მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი- იხსენებს ნიკი. - მეორეს მხრივ, მართალია მყავდა ორი მეგობარი, რომელთანაც საერთო ენას ვნახულობდი, მაგრამ თანაკლასელებისგან გამუდმებით მესმოდა : <ნიკ, წადი!>, < ნიკ, შენ არაფერი არ იცი!> , <ჩვენ არ გვინდა შენთან მეგობრობა!>, < შენ არარაობა ხარ!>

“10 წლის ვიყავი, როდესაც კლასელებისგან დაცინვა ყელში ამომივიდა და თვითმკვლელობა გადავწყვიტე. როდესაც მივედი წყლით სავსე ავზთან, მივხვდი, რომ ჩემი მშობლებისთვის ჩემთან განშორება უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე ჩემთან ერთად ცხოვრება. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთვევა, როდესაც მე ვითმკვლელობაზე ვიფიქრე ».

19 წლის ნიკი უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ერთხელ მას შესთავაზეს სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსულიყო. ნიკს 7 წუთი ჰქონდა. უკვე 3 წუთის შემდეგ ნახევარი დარბაზი ტიროდა. ერთიო გოგონა ვერაფრით ჩერდებოდა. მან აწია ხელი და იკითხა შეიძლებოდა თუ არა სცენაზე ასულიყო და ნიკს მოხვეოდა. გოგონა ნიკის მხარზე გაუჩერებლივ ტიროდა.<ჩემთვის დღემდე არასდროს უთქვამთ რომ ვუყვარვარ, არ უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ ისეთი როგორიც ვარ. ჩემი ცხოვრება დღეიდან შეიცვალა>

გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ნიკმა მშობლებს განუხადა,რომ იცოდა რითი უნდა დაკავებულიყო.

ამ დღიდან მოყოლებული ნიკმა სხვისი ცხოვრების შეცვლა დაიწყო. წელიწადში 10 თვე, 20-ზე მეტი ქვეყანა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი, სკოლებში, უნივერსიტეტებში, თავშესაფრებში, ციხეებში, სტადიონებზე... ნიკოლას ვუიჩიჩი ნამდვილ ორატორად იქცა. ის წელიწადში დაახლოებით 250-ჯერ გამოდის სიტყვით. ნიკი თავისი ცხოვრების ისტორიითა და რწმენით უამრავ ადამიანს ამხნევებს, მატებს ძალას და ეხმარება მოტივაციის ამაღლებაში. მას უთვალავი მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი მოსმენა ყველას სურს.

 

" ერთხელ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. მან მითხრა <დღეს ხელში დანა მეჭირა და სარკეში ვიხედებოდი. ეს დღე ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. შენ მე გადამარჩინე »

ნიკი ხელს ვერავის ართმევს, მაგრამ ის ათასობით ადამიანს ეხუტება.

2 წლის წინ მისი ცხოვრება კდიევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც 11 აპრილს მის აუდიტორიაში მისი მომავალი მეუღლე შევიდა. ამ დროს გოგონამ არ იცოდა ვინ იყო ნიკი, არ იცოდა, რომ ის უკვე მილიონერი იყო და მათი ისტორიაც ძალიან ურბალოდ დაიწყო. დღეს ნიკი 2 თვის შვილის მამა. ნიკს ძალიან უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ცურვა. აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა და აღწევს ყველა მიზანს, რომელსაც დაისახავს.

დღეს ნიკი 30 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მან მოიარა 44 ქვეყანა, შეხვდა 7 ქვეყნის პრეზიდენს და შეცვალა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

Link to post
Share on other sites

:( ძალიან სევდიანი ისტროია :(

 

აფერუმ დედაკაცს :yes:

 

ნეტა ქართველი ქალი თუ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას?

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

:phil_25:

 

ვისაც ფილმი ვარსკვლავური გზა იგივე star trek უნახავს, ალბათ ახსოვს მისპერ სპოკი და მისი მწვანე სისხლი. თურმე მწვანე სისხლი ჩვენს სამყაროშიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ასე მოხდა 2005 წლის ოქტომბერში, ვანკუვერის ჰოსპიტალში, როცა 42 წლის პაციენტს ვენიდან სისხლის გამოშვების დროს აღმოუჩინეს არა ჩვეულებრივი, წითელი ფერის სისხლი, არამედ მწვანე. თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს რომ პაციენტს სჭირდა ამ ავადმყოფობის დროს ჰემოგლობინს სისხლში არ შეუძლია ჟანგბადთან შეკვრა. შემდეგ მეორე დიაგნოზიც დაუსვეს, ვითომ მას სჭირდა სისხლის იშვიათი მდგომარეობაა, ეს ხდება როცა ჰიდროგენის სულფიდი და იონები ერთდებიან სისხლში და შემდეგ ეს იწვევს სისხლის ფერის შეცვლას.

ექიმების აზრით ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო წამლების გადაჭარბებული რაოდენობა. პაციენტს რამოდენიმე დღეში გაუწითლდა სისხლი.

 

 

Natalie Adler ახალგაზრდა ქალი, ავსტრალიიდან, მელბურნიდან იშვიათი და საოცარი მოვლენის მსხვერპლი გახდა, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია მისი სიბრმავე ყოველი კვირის განმავლობაში 3 დღე, ეს ყველაფერი კი დაიწყო 11 წლის ასაკიდან, ერთ დღეს მან თვალი დახუჭა და 3 დღე ვეღარ გაახილა, ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ამ უცნაურობას სათავეში რაღაც ინფექცია ედგა, ერთ დღეს დასიებული თვალებით გაიღვიძა გოგონამ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება. თავიდან იშვიათად ემართებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე სისტემატიური ხასიათი რომ მიიღო, ბევრი ექიმის ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ ვერცერთმა ვერ დაადგინა გამომწვევი მიზეზი. ექიმებმა ყველაფერი იღონეს, ადლერს უკეთებენ ბოტოქსის ინექციას სახეზე, რამაც ქალს საშუალება მისცა 6 დღიდან 5 დღე თვალხილული იყოს, ის ერთი დღე მაინც თვალდახუჭულია : (

 

 

 

Margaret Wegner დაიტანჯა განუწყვეტელი თავის ტკივილითა და ცხვირიდან სისხლდენით და 55 წლის ასაკში 2007 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა ოპერაცია. ოპერაციის მიზანს კი, ჩვენდა გასაკვირად წარმოადგენდა თავიდან 3 ინჩის სიგრძის ფანქრის ამოღება, რომელიც მარგარეტს 4 წლის ასაკში ბავშვური ცელქობის დროს ჩაერჭო. ექიმებმა 2007 წლამდეც კი დაადგინეს, რომ თავში ფანქარი ჰქონდა, მაგრამ ოპერაცია შეაფერხეს, საგნის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ექიმმა Hans Behrbohm-მა შესანიშნავად შეასრულა ოპერაცია და ყოველგვარი ხიფათის გარეშე ამოუღო ფანქარი თავიდან ქალბატონ მარგარეტს.

 

 

Xu Pinghui 12 წლის გოგონა ჯერ კიდევ გაურკვეველი დაავადება სჭირს, მას 8 თვის ასაკში ჰქონდა სიცხე და სწორედ მაშინ დაიწყო სიცილი, და მას შემდეგ იცინის, 2 წლისამ ლაპარაკიც ვერ დაიწყო, ფაქტიურად მხოლოდ სიცილი შეუძლია, ამან ლაპარაკის უნარიც წაართვა. ამ დაავადების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გოგონას უბედურების მიზეზი სიცხის დროს შუბლის წილის დაზიანების ბრალი იყოს, ამ თეორია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

 

 

63 წლის William Sheridan-ს, ნიუ-იორკის მცხოვრებს, უცნაური რამ შეემთხვა. მან გაიკეთა გულის ტრანსპლანტაცია, სწორედ ამის შემდეგ მოულოდნელად მხატვრული ნიჭი გაეხსნა და დაიწყო ხატვა, მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი დონორი (ანუ ვისი გულიც უკვე მის სხეულში იყო) მხატვარი იყო. ასეთ ფენომენს ეძახიან უჯრედულ მეხსიერებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ტვინი არ არის ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც გააჩია მეხსიერება, თურმე სხვა ორგანოებიც ატარებენ ამ თვისებას.

 

წყარო: http://www.google.com/imgres?imgurl=http://s39.radikal.ru/i085/1004/96/e824274e41ce.jpg&imgrefurl=http://ucnauri.com/66145/%25E1%2583%25A3%25E1%2583%25AA%25E1%2583%259C%25E1%2583%2590%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598-%25E1%2583%259B%25E1%2583%259D%25E1%2583%2595%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%259C%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598/&usg=__BuPw8x9ImcNCpwF3lkiQbBuZ1vY=&h=299&w=400&sz=21&hl=ka&start=2&zoom=1&tbnid=c1zgrLG2PcYegM:&tbnh=93&tbnw=124&ei=851rUY7MLqn_4QT7h4CADQ&prev=/images%3Fq%3D%25E1%2583%25A3%25E1%2583%25AA%25E1%2583%259C%25E1%2583%2590%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%2B%25E1%2583%259B%25E1%2583%259D%25E1%2583%2595%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%259C%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598%26hl%3Dka%26sa%3DX%26rlz%3D1C2CHRG_ruGE474GE474%26ie%3DUTF-8%26tbm%3Disch&itbs=1&sa=X&ved=0CCwQrQMwAQ

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

ნახეთ რა უცნაური საათებია :mad:

 

ეხლა ამაზე რომ გკითხავს კაცი რომელი საათიაო, არ გინდა უთხრა? :d030:

ვეტყვი: ღვინის საათია, თრობის საათია-მეთქი :91:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...