Jump to content
Club-Monadire.Ge

საინტერესო ფაქტები,ისტორიები,ფოტოები,ვიდეოები...


Recommended Posts

  • Replies 506
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უილიამ  ჰარლის თავის მეგობართან, არტურ დევიდსონთან ერთად ძალიან უყვარდათ თევზაობა. სათევზაოდ შორს უწევდათ სიარული და ნადავლის ტარებაც დამღლელი იყო, ამიტომ  მეგობრებმა თავის ველოსიპედებს შიდაწვის ძრავე

Posted Images

ამ კაცის შოუ ლაივში მაქ ნანახი თოკზე ტაშტით გავიდა :D

 

ეს საწოლში რას იზამს ა? :alfons:

 

არ ირბენს ცირკის მოტოციკლივით კედლებზე? :d030: :d030: :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი ქურდები

 

 

რამდენიმე თვის წინ მოსკოვის საქალაქო პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ორ სხვადასხვა ადგილას "ქურდების კრება" იმართებოდა. ისინი მოულოდნელად თავს დაესხნენ კრიმინალებს და დომოდედოვოში გამართული ქურდების თავყრილობა დაარბიეს. გამომძიებლის ვერსიით, "კანონიერი ქურდები" ასლან უსოიანის, მეტსახელად "დედ ჰასანის", მკვლელობის გასარჩევად შეიკრიბნენ.

 

თვალსაჩინოებისთვის, გაგაცნობთ ისტორიაში ცნობილ კანონიერ ქურდებს.

post-5-0-85992700-1366267884_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

"რუსეთის პირველი ქურდი"

 

 

ვანკა კანინი (ივანე ოსიპოვი) 13 წლის იყო, როდესაც ქურდული ბანდის წევრი გახდა და ამ შემადგენლობაში დაიწყო "რუსეთის პირველი ქურდის" დანაშაულებრივი კარიერა. რამდენიმე ხანში იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების ნამდვილი ფრონტი გააჩაღა. თანამოაზრეებთან ერთად წვავდა სოფლებს, შტურმით იღებდა ღვინის ქარხნებს. შემდეგ ვანკა-კანინი, როგორც სამძებრო პოლიციის აგენტი, მსხვილი ქურდების დასამალავად პოლიციასთან წვრილმან ქურდებს "უშვებდა". სამი წელი ყვაოდა მისი "საქმე", რომელმაც მოსკოვი ქაოსში მოაქცია. იმპერატრიცას ბრძანებით, 1755 წელს მოსკოვში ჯარები შეიყვანეს და "რუსეთის პირველი ქურდი" დააკავეს.

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"მორიარტი ამერიკიდან"

 

 

დანაშაულებრივი სამყაროს ნაპოლეონი, ადამ ვორტი, დაახლოებით 1862 წელს ამერიკაში ემიგრირებულ ღარიბ გერმანულ ოჯახში დაიბადა. ამერიკის სამოქალაქო ომის ყოფილი მონაწილე ჯიბის ქურდი გახდა. შემდეგ თავისი "შაიკა" შეკრიბა და დანაშაულებრივი მოღვაწეობა გააჩაღა თავიდან ამერიკაში, შემდეგ ევროპაში. მას ეძებდა სკოტლენდ-იარდი და თავად პინკენტონი. ადამს ბოლო ძარცვა თავისუფლების დაკარგვად დაუჯდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაპოლეონმა" ხუთი წელი იცოცხლა, ამ დროის განმავლობაში მოასწრო თავისი თავგადასავლის მოყოლა.

post-5-0-19233900-1366269018_thumb.png

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"პეტროგრადელი რობინ ჰუდი"

 

ლიონკა პანტელეევი, ლეონიდ პანტელკინი, 1921 წელს 19 წლისა წითელ არმიაში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჩეკისტი გა­ხდა. ერთ წელიწადში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პანტელეევმა თავდამსხმელთა ჯგუფი შეკრიბა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ პეტროგრადს. დამნაშავეები ძარცვავდნენ ნეპმანებს, რის გამოც ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

 

რამდენიმე თვის შემდეგ ლიონკა დააპატიმრეს, მაგრამ "პეტროგრადელი რობინ ჰუდი" ციხიდან გაიქცა და ტერორის ახალი ტალღა წამოიწყო. ლიონკა სამი თვე იყო თავისუფალი, სანამ იგი ჩეკას ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ ჩაცხრილა.

დღემდე უცნობია, როგორ გახდა პანტელეევი კრიმინალი. ერთი ვერსიის თანახმად, დამნაშავეთა სამყაროში სა­ხელმწიფო პოლიტიკურმა სამსახურმა შეიყვანა, მეორით - იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამის შემდეგ კრიმინალებს შეუერთდა.

post-5-0-75616800-1366268984_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

საზოგადოების ნომერ პირველი მტერი

 

 

ჩარლზ არტურ ფლოიდმა, მეტსახელად ლამაზმა ფლოიდმა, 1922 წელს 16 წლის ასაკში პირველი ძარცვა განახორციელა - 3,5 დოლარი მოიპარა. სამი წლის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმისთვის დაიჭირეს. ამის შემდეგ ლამაზი ფლოიდი კიდევ ხუთჯერ დააკავეს, მაგრამ იოლად ახერხებდა სამართალდამცავი ორგანოებისგან თავის დაძვრენას. ფლოიდმა ბანდასთან ერთად 50 ბანკი გაძარცვა. მას მიაწერდნენ კანზას-სიტიში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტასა და მძევლების შეპყრობას. ამ საზარელი ამბიდან მეორე დღეს 30 წლის განგსტერს ეფ-ბი-აიმ "საზოგადოების ნომერი პირველი მტრის" სტატუსი მიანიჭა.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლამაზი ფლოიდი შემთხვევით მოხვდა ავტოავარიაში, დაზარალებული ტყეში დამალვას შეეცადა, მაგრამ უთვალთვალებდნენ და პოლიციელმა ჩაცხრილა.

post-5-0-52415400-1366268932_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"ზომას მნიშვნელობა არ აქვს"

 

 

ბიჭუნა ნელსონმა (ლესტერ ჯოზეფ ჯილისი) მეტსახელი პატარა ტანის გამო მიიღო, იგი სიმაღლით დაახლოებით 160 სანტიმეტრი იყო. 11 წლის ბიჭუნამ გარშემო დამნაშავეების ბანდა შემოიკრიბა, რომლებიც მიტაცებული

ავტომობილის სანაცვლოდ დაზარალებულებისგან ფუ­­ლს ითხოვდნენ. ციხეში პირველად 12 წლისა მოხვდა, მეორედ ერთი წლის შემდეგ. 19 წლის ბიჭუნა ნელსონი ჩიკაგოელ განგსტერებს შორის უკვე "ჩვენი" გახდა და ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელთა ანგარიშზეც ათობით ძარცვა ირიცხებოდა. ერთ-ერთი ძარცვისას ჯილისი დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბიჭუნა ციხიდან გაიქცა. ბანდის მიერ განხორციელებული რიგი მკვლელობების შემდეგ ეფ-ბი-აიმ ნელსონსა და მის თანამზრახველებზე მასობრივი ნადირობა დაიწყო. 1934 წელს, როდესაც ლამაზი ფლოიდი და ჯონი დილინჯერი მოკლეს, სამართალდამცველებმა ჯილისისთვისაც მოიცალეს. პოლიციელებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილმა ნელსონმა მიმალვა მოახერხა, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

post-5-0-10866200-1366268876_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"ნაიარევი სახე"

 

 

ალფონსო გებრიელ კაპონე ერთ-ერთ ნიუიორკულ ბანდას მეექვსე კლასში შეუერთდა, შემდეგ საბილიარდო კლუბში "გამომპანღურებლად" მუშაობდა. თავისი იარა მან დამნაშავეებთან ჩხუბისას მიიღო, ერთ-ერთმა ბანდიტმა მომავალ "მაფიის მეფეს" დანა დაარტყა, რადგან მან უპატივცემულოდ მოიხსენია მისი და. ამ ფაქტის შემდეგ მას მეტსახელად "ნაიარევი სახე" შეაქვეს. 1917 წელს ალ კაპონემ მკვლელობის პირველი "შეკვეთა" "წარმატებით" განახორციელა. 1925 წელს იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელიც ათას "მებრძოლს" აერთიანებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება "რეკეტის" მცნება. ალ კაპონეს მეთაურობით მაფიამ თავისი კონტროლის ქვეშ აიღო პროსტიტუცია და პოლიციელებსა და ჩინოვნიკებს ქრთამს აძლევდნენ. "ნაიარევი სახე" ამით არ დაკმაყოფილდა და სხვა ბანდების განადგურება დაიწყო; შემდეგ სასმლის ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. გადასახადების გადაუხდელობის გამო კაპონეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხიდან 1941 წელს გამოვიდა. ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ ალ კაპონე პნევმონიით გარდაიცვალა.

post-5-0-03009800-1366268838_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"შეეძლო ტანმოვარჯიშე გამხდარიყო"

 

 

ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წელს და­იბადა, მერვე კლასის შემდეგ სწავლა საცირკო სასწავლებელში გააგრძელა, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ თავის ქალის ტრავმის გამო კარიერა აღარ გააგრძელა, განათლების გასღრმავებლად პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში გადავიდა.

 

პირველი ძარცვა "იაპონჩიკმა" 25 წლისამ განახორციელა, იგი დაიჭირეს და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს, შემდეგ - სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნეს. 1980 წელს ივანკოვი ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფის ლიდერი გახდა. მილიციის ფორმებში გადაცმული "იაპონჩიკის" ბანდის წევრები "უშრომელი შემოსავალის" მქონე პირებს ქონებას ართმევდნენ.

 

ივანკოვს ინტელიგენციასა და ჩინოვნიკებს შორისაც ჰყავდა ინფორმატორები და მათი წყალობით მოქალაქეებს ყველანაირი ხერხით მატერიალურ ფასეულობებს ართმევდა.

 

1922 წელს "იაპონჩიკი" აშშ-ი გაემგზავრა. 1995 წელს იგი ეფ-ბი-აიმ გამოძალვის გამო დაიჭირა. 2005 წელს იაპონჩიკი რუსეთში დაბრუნდა, 2009 წელს თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს.

post-5-0-51122900-1366268573_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

"დედ ჰასანი"

 

 

"დედ ჰასანმა" (ასლან უსოიანი) კრიმინალური კარიერა 1956 წელს დაიწყო - პირველად მილიციის თანამშრომლებთან წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, შემდეგ უსოიანმა მრავალი ძარცვა და ყაჩაღობა ჩაიდინა. ერთ-ერთი ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეშიც მოხვდა, სადაც კანონიერ ქურდად "მონათლეს".

 

1980-იან წლებში "დედ ჰასანი" რუსეთის სამხრეთში მდებარე დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, აგრეთვე კავკასიის ბანდების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. უსოიანს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ იგი ყოველთვის "წყლიდან მშრალი" ამოდიოდა, 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში განხორციელებული უკანასკნელი შეტევა კილერისთვის წარმატებით, კანონიერ ქურდისთვის კი სიკვდილით დასრულდა.

post-5-0-36275300-1366268527_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

დავით საიდან მოიტანე ეს "ადამიანები"????????

 

ეს მოვიტანე ინტერნეტიდან ჯაბუნა..

 

რა სანადირო უნდა იყოს მაინც და მაინც?

Link to post
Share on other sites

პატარა შველს მონადირეების მიერ მოკლულ დედასთან ძინავს.

 

ეს რა საშინელი ფოტოა? რა არის ამაში საინტერესო? :e025:

 

ამას თემა უნდა მონადირე ყველაფრის მკადრებლის სათაურით :e025:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...