Jump to content
Club-Monadire.Ge

საინტერესო ფაქტები,ისტორიები,ფოტოები,ვიდეოები...


Recommended Posts

როგორი ფობიები არსებობს?

 

 

 

 

 

ფსიქოანალიტიკოსები ფობიას სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

1.ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის;

2. ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ.

3.სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია- საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.

 

ფობიების კლასიფიკაცია სხვადასხვა სახით ხდება.მაგალითად, არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფის გათვალუსწინებით.ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები.მაგ: ბავშვებისათვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის - პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში,ნაადრევი სიკვდილის შიში, და ა.შ.

 

ახლა გაგაცნობთ მსოფლიოში გავრცელებულ ფობიებს.

 

1. აგროფობია - სივრცის ან ბრბოს შიში.

2. ავიოფობია,აეროფობია,ავიატოფობია - ფრენის შიში.

3. აკაროფობია - ფხანის შიში.

4. აკროფობია,ალტოფობია - სიმაღლის შიში.

5.ალგოფობია - შიში ტკივილის მიმართ.

 

 

 

 

6. ალეკტოროფობია - ქათმების შიში.

7. ალლიუმოფობია - ნივრის შიში.

8. ამბულოფობია - სიარულის შიში.

9. ამქსოფობია - მანქანის მართვის შიში.

10. ანაბლეფობია - მაღლა ახედვის შიში.

11. ანგინოფობია - ანგინის ან გაგუდვის შიში.

12. ანგლოფობია - ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.

13. ანდროფობია - შიში მამაკაცების მიმართ.

14. ანთროპოფობია - ადამიანებთან ურთიერთობის შიში.

15.ანთროფობია - ყვავილების შიში.

16. ანუპტაფობია - დაუქორწინებლად დარჩენის შიში.

17. აპეიროფობია - სასრულობის შიში.

18.აპიფობია, მელისოფობია - ფუტკრების შიში.

19.არაქიბუტიროფობია - არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში.

20.არაქნოფობია - შიში ობობის მიმართ.

21. ასტრაფობია,ბრონტოფობია,კერაუნოფობია - ელვის შიში.

22. ატაქსოფობია - უწესრიგობის შიში.

23.ატელოფობია - არასრულყოფილების შიში.

24.ატიქიფობია - წარუმატებლობის შიში.

25.აუროფობია - ოქროს შიში.

26.აუტოფობია - მარტოდ ყოფნის შიში.

 

 

 

27.აფენფოსმფობია - შიში იმისა,რომ ხელი შეგახონ. 28.ბაცილოფობია,ბაქტეროფობია,მიკროფობია - შიში მიკრობების და ბაქტერიების.

29.ბაროფობია - გრავიტაციის შიში.

30.ბიბლიფობია - წიგნების შიში.

31.ბიფობია - ბისექსუალების ზიზღი.

32.ბოტანოფობია - მცენარეების შიში.

33.გამოფობია - დაქორწინების შიში.

34.გენოფობია,ცოიტოფობია - სექსუალური სიახლოვის შიში.

35.გერონტოფობია - დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის სიძულვილი.

36.გინოფობია - შიში ქალების მიმართ.

37.გლოსოფობია - საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.

38.დენდროფობია - ხეების შიში.

39.დენტოფობია,ოდონტოფობია - კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.

40.დომატოფობია - სახლების,შენობების შიში.

 

 

 

 

41.ელუროფობია - კატების შიში.

42.ემეტოფობია - პირღებინების შიში.

43.ენტომოფობია - მწერების შიში.

44.ეროტოფობია - შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.

45.ესოფობია - სახლში ყოფნის შიში.

46.ეფებოფობია,ეფებიფობია - თინეიჯერების შიში.

47.ექუინოფობია,ჰიპოფობია - ცხენების შიში.

48.ვენუსტრაფობია - შიში ლამაზი ქალების მიმართ.

49.ვიკაფობია - ჯადოქრების,კუდიანების შიში.

50.ზოოფობია - საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდებაა.

51.იატროფობია - ექიმების შიში.

52.კიბერფობია - კომპიუტერების შიში.

53.კინოფობია - ძაღლების შიში.

54.კლაუსტროფობია - შიში ჩაკეტილი სივრცისა.

55.კოინონოფობია - ოთახების შიში.

56.კოულროფობია - შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით)

57.კლიმაკოფობია - კიბეებზე ასვლის შიში.

58.ლალოფობია,ლალიოფობია - საუბრის შიში.

59.ლეუკოფობია - თეთრი ფერის შიში.

60.ლილაპსოფობია - ქარიშხლის შიში.

61.მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში.

62.მელანოფობია - შავი ფერის შიში.

63.მისოფობია - შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.

64.მუსიფობია - ვირთხებისა და თაგვების შიში.

65.ნეკროფობია - სიკვდილისა და მკვდრის შიში.

66.ნეოფობია - სიკვდილისა და მკვდრების შიში.

67.ნეოფობია,ცაინოფობია,ცაინოტოფობია,ცენოფობია,ცენტოფობია,კაინოფობია-სიახლის შიში.

68.ნიქტოფობია,ახლუოფობია,ლიგოფობია,სკოტოფობია - სიბნელის შიში.

69. ნოსოკომეფობია - სავაადმყოფოების შიში.

70.ნოსოფობია - ავადმყოფთან შეხების შიში.

71.ობესოფობია - წონაში მომატების შიში.

117.ჰემოფობია,ჰაემოფობია - სისხლის შიში.

 

72.ოკტოფობია - რიცხვი 8-იანის შიში.

73.ომბროფობია - წვიმის შიში.

74.ოსმოფობია,ოლფაცტოფობია - შიში სუნის მიმართ.

75.ორნითოფობია - ჩიტების შიში.

76.ოფიდიოფობია - გველების შიში.

77.პანოფობია - შიში ყველაფრის მიმართ.

78.პარასკავედეკატრიაფობია-რიცხვი 13-ის, პარასკევი დღის შიში.

79.პედოფობია - ბავშვების შიში.

80.პენტერაფობია - სიდედრის შიში.

81.პიროფობია - ცეცხლის შიში.

82.პორფიროფობია-მეწამული ფერის შიში.

83.პტერიდოფობია - გვიამრების შიში.

84.რადიოფობია - რადიოაქტუიური ან რეტგენის სხივების შიში.

 

85.რანიდაფობია - ბაყაყების შიში.

86.რუსოფობია - ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.

87.სელაფობია - მკვეთრი ფერების შიში.

88. სელენოფობია - მთვარის შიში.

89.სინოფობია - ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.

90.სიფილოფობია - სიფილისით დაავადების შიში.

91.სკოპოფობია,სკოპტოფობია - შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.

92.სიმნოფობია - ძილის შიში.

93.სოციოფობია - შიში ან ზიზღისაზოგადოების ან საერთოდ ხალხის.

94.სქოლიოფობია - სკოლის შიში.

95.ტაფოფობია - საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.

96.ტაქოფობია - სიჩქარის შიში.

97.ტექნოფობია - შიში ტექნოლოგიის მიმართ.

98.ტეტრაფობია - შიში რიცხვი 4-ისა.

99.ტოკოფობია,ლოკიოფობია - მშობიარობის შიში.

100.ტონიტროფობია - ჭექა-ქუხილის შიში.

101.ტრანსფობია - ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.

102.ტრისკაიდეკაფობია,ტერდეკაფობია - რიცხვი 13-ის შიში.

103.ტრიპანოფობია,აიხომოფობია,ბელონეფობია,ენტეფობია - შიში ნემსის,ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.

104.ფილოფობია - სიყვარულის შიში.

 

 

105.ფობოფობია - ფობიების შიში.

106.ფონოფობია - ხმამაღალი ხმების შიში.

107.ფოტოფობია - სინათლის შიში.

108.ფრანკოფობია - ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.

109.ქიონოფობია - თოვლის შიში.

110.ქიროპტოფობია - ფერების შიში.

111.ქრონომეტროფობია - საათების შიში.

112.ქსენოფობია - უცხო ხალხის შიში.

113.ცატოპტროფობია - სარკის შიში.

114.ცაცოფობია - შიში უშნო ხალხის მიმართ.

115.ციბოფობია,სიტოფობია - ანტიპატია საჭმლის მიმართ,ნერვული ანორექსიის სინონიმი.

116.ჰელიოფობია - მზის სხივის შიში.

117.ჰემოფობია,ჰაემოფობია - სისხლის შიში.

118.ჰერპეტოფობია - ქვეწარმავლების შიში.

 

 

119.ჰეტეროფობია - ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.

120.ჰექსოკოსიოიჰექსეკონტააჰექსაფობია - შიში რიცხვი 666-ის მიმართ.

121.ჰიდროფობია,აქუაფობია - წყლის შიში.

122.ჰომოფობია - ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.

123.ჰოპლოფობია - შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.

124.ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 506
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

უილიამ  ჰარლის თავის მეგობართან, არტურ დევიდსონთან ერთად ძალიან უყვარდათ თევზაობა. სათევზაოდ შორს უწევდათ სიარული და ნადავლის ტარებაც დამღლელი იყო, ამიტომ  მეგობრებმა თავის ველოსიპედებს შიდაწვის ძრავე

Posted Images

  • 1 month later...

რატო უნდა მოერიდო?

 

დაიჭირე და ეგ არი.

 

პ.ს. ბრაუნინგი ამას წაიკითხავს და აყირავდება, მაგას ნამეტანი უყვარს ეგ არსებები. :d030:

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარია, დავრწმუნდი რომ შენ ცვლი მოძრაობის მიმართულებას და ილუზიის ოპტიკის როლი მთლად ვერ აღვიქვი :scratchchin:

 

http://golbis.com/pin/proverte-rabotu-vashego-mozga-za-neskolko-sekund/#.U34yTtJ_v3H

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

მთვრალი არა ვარ, ღამე ნათევი ვარ, სასტიკად დაღლილი.

 

ორივე მხარეზე ტრიალებს, როცა მინდა მაშინ თანაც.

 

წავედი დავიძინო.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...

საინტერესო სტატიაა და კომენტარებისც წაიკითხეთ

 

«პატრიოტ» მაღლაკელიძესა და «ურჩხულ» ბერიაზე

 

 

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5282&lang=ge&Title=%C2%ABpatriot%C2%BB+maRlakeliZesa+da+%C2%ABurCxul%C2%BB+beriaze

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 2 weeks later...

1883 წ. 27 აგვისტო. დღის დაძაბული შრომით გადაღლილი ჟურნალისტი ედვარდ სემსონი გაზეთ „ბოსტონ გლოუბს“-ის რედაქციაში დიდხანს შემორჩა და ჩაეძინა. ღამის ორ საათზე ის საზარელმა სიზმარმა გამოაღვიძა; ესიზმრა თითქოს რეპორტიორად იყო გაგზავნილი კუნძულ პრალომეზე (ინდონეზიის არქიპელაგი), რომელიც კუნძულ იავასა და სუმატრას მახლობლად მდებარეობდა (რეალურად ჟურნალისტი სემსონი ინდონეზიაში არასდროს ყოფილა). სიზმარში ჟურნალისტი კუნძულზე დატრიალებული უდიდესი კატასტროფის მოწმე გახდა--ამ კუნძულზე არსებულმა ვულკანურმა მთამ გააქტიურება დაიწყო .ამოფრქვეული ლავისგან ზღვის სანაპირო ადუღდა.გაისმა უძლიერესი აფეთქების ხმა და კუნძული ოკეანეში ჩაიძირა.მიწისძვრამ ზღვის ისეთი ღელვა გამოიწვია , რომ სანაპიროსთან მდგარი გემებიც გაანადგურა. კატასტროფას 40000 ადამიანი შეეწირა.

ეს კოშმარული სიზმარი გამოღვიძებულმა სემსონმა ხელში მოხვედრილ პირველსავე ქაღალდზე ჩაწერა.ეს შემთხვევით აღებული ფურცელი კი ოფიციალური ქაღალდი აღმოჩნდა გრიფით -„სასწრაფოდ ნომერში“. სიზმრისგან გაოგნებული ჟურნალისტი რედაქციიდან გამოვიდა და განტვირთვისთვის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ღამის ბარში შევიდა,რედაქციაში აღარ დაბრუნებულა. დილით მორიგე რედაქტორმა მაგიდაზე ეს ქაღალდი ნახა და ნომერში ჩაუშვა. გაზეთი გამოვიდა.ეს საშინელი ინფორმაცია ათეულობით გაზეთმა გადაბეჭდა, მაგრამ მსგავსი კატასტროფის დამადასტურებელი არავითარი ცნობა არ მოსულა. გაზეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, მთავარი დამნაშავე სემსონი კი სამუშაოდან გაანთავისუფლეს. რამდენიმე დღის შემდეგ ინფორმაცია ინდოეთის ოკეანეში მომხდარი გიგანტური კატასტროფის შესახებ, რომელიც სემსონის ნანახ სიზმარს დეტალებში იმეორებდა, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩაიძირა კუნძული კუნძული კრაკატაუ. სემსონი სასწრაფოდ აღადგინეს. კატასტროფიდან 20 წლის შემდეგ კი ჟურნალისტს ესტუმრა ჰოლანდიის გეოგრაფიული საზოგადოების დელეგაცია. მატთან საუბარში გაირკვა, რომ ჩაძირული კუნძულის --კრაკატაუს სახელწოდება ადგილობრივი აბორიგენების დიალექტზე „პრალომე“-ად გამოითქმებოდა.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

bubamara

 

ყურადღებით ვუყურე მაგ ვიდეოს.

 

მაგარი აჯაფსანდალია.

 

ჯერ ერთი რომ კანონით აკრძალული წესით თევზაობს მოსახლეობა, ბადეებით აქვთ გადაძეძგილი მთელი ტბა.

 

ეგ თევზაობა არ არის, ეგ არის ბრაკონიერობა.

 

ხოლო რაც შეეხება მეპატრონეს და გასხვისება-ჩუქებას, დასაჭერია ყველა, გალიაში ნხ.

Link to post
Share on other sites

დასაჭერია ყველა, გალიაში ნხ.

 

:haha: :haha: :haha: რაც არის არის უსამართლობაა ერთი მხრიდანაც და მეორედან მარა ამ კომენტარისთვის ღირდა ამ ვიდეოს დადება :haha: :haha: :haha:

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

გიო ერთ რამზეზე დავფიქრდი ეხლა. ამ მებადურებს ლიცენზია რო ქონედეთ მეპატრონესგან კანონიერი იქნებოდა მათი ქმედება? ზუსტად იგივე სიტუაცია იყო შაორზე ამ ზაფხულს. ვიღაცას აქვს წყალი იჯარით აღებული პირველად გავიგე ეგეთი რამ :) ხოდა მებადურებზე ლიცენზია ქონდა გაცემული და ჩემს თვალწინ ამოიღეს სადღაც 100კგ თევზი იგივე მეთოდით რაც ამ ვიდეოშია ნაჩვენები

Link to post
Share on other sites

bubamara

 

 

ორი პასუხი აქვს შენ შეკითხვას შოთა.

 

მსგავსი წყალსაცავები ხალხის, ქვეყნის საკუთრება იყო და გაასხვისეს გოთვერნებმა კაპიკებში.

ჩემთვის დაუშვებელია ჩაკიდული ბადით თევზის მოპოვება მსგავს ადგილებში, რადგან ანკესით მოთევზავეს შანსი არა აქვს.

 

კაი, ფული არ აქვს უმეტესობას, აღარ უნდა ითევზაონ?

 

აღარ გიშვებენ ეგეთ ადგილებში, თუ შეგიშვეს, თანხა უნდა გადაიხადო და რამოდენიმე შტერი "კარასი" უნდა დაიჭირო.

 

მეორე ვარიანტია, როცა ხელოვნური ტბა გააკეთა ბიზნესმენმა, შექმნა ინფრასტრუქტურა და აწარმოებს ბიზნესს.

 

ეს მისი საქმეა, მანდ არ მესაქმება არაფერი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გასაგებია. ნუ თავის ხელოვნურში ტბაში რაც უნდა ის უქნია თუ უნდა მართლა მარტო კიბორჩხალა გაუშვია კაცო.

არც შენს აზრთან არ მოვდივარ წინააღმდეგობაში ჩემთვისაც დაუშვებელია ბადეები და ყველა ეგეთი მეთოდი. ანუ იქაც შაორზეც ბრაკონიერობას ლიცენზიით აპრავებდნენ ეგრე გამოდის ხო? როგორც ყველა უკანონიბის გაპრავება ხდება ამ ქვეყანაში

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...