BROWNING 349 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 (edited) Laguiole ამ კომპანიაში 90-მდე კაცი მუშაობს(ქალაქი ლაგიოლი, საფრანგეთის ცენტრი-სამხრეთით). ამ ტიპის დანების წარმოება პირველად Pierre Jean Calmels -მა დაიწყო 1829-ში. კორპის სახრახნისი ამ დანებს დიდ პოპულარობას ანიჭებდა და ხშირად ღვინის სასაჩუქრო ბოთლთან ერთად, ყუთში ეს დანაც იდებოდა. დანას ფართო გამოყენება ჰქონდა მწყემსებში და ზოგადად სოფლის მოსახლეობაში. სატარე მასალა ხშირად რქა არის. პირი-უჟანგავი ფოლადი. http://www.laguiole.com/ Edited October 21, 2012 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 21, 2012 Author Report Share Posted October 21, 2012 Opinel ძალიან პოპულარული ფრანგული დასაკეცი დანაა, ყოველდღიური ხმარებისთვის. კომპანია სავუა-ს(ალპები) რეგიონში დაარსდა 1890 წელს, თუმცა ოპინელები ცნობილები იყვნენ როგორც კარგი მჭედლები ჯერ კიდევ 1800 წლიდან.1897 წელს კომპანიამ გამოუშვა 12 სხვადასხვა ზომის დანა, რომელთაც ნომრები მიანიჭა სიგრძისდა მიხედვით(პატარა ნ.1 და ყველაზე დიდი ნ.12-3.5 სმ-დან 12 სმ-მდე)).პირველი ქარხანა 1901 წელს გახსნეს. ეს დანა ცნობილია მისი Virobloc-ის დამცავი სისტემით(ტარის ყელზე ფოლადის , რომელიც კეტავს გახსნილ დანას და მას უსაფრთხოს ქმნის. ასევე იკეტება დაკეცილი დანის პირიც). ტარად იყენებენ წიფელას და სხვა ხეს(ან რქას ან პლასტიკატს), პირი ''ნახშირბადოვანი'' ან უჟანგავი ფოლადისაა. http://www.opinel.com/histoire-opinel ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.