Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი თემა ხრახნილლულიანებზე

Recommended Posts

ეს განყოფილება ცოტა მივივიწყეთ.

ნახეთ ზაუერის მოდელები

S 202

http://sauer.de/models-/s-202-take-down/s202-take-down-overview.html

http://sauer.de/models-/s-202-xt-line/s202-xt-line-overview.html

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • Replies 133
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბრაუნინგის BAR MK 3. კალიბრი.308. ათვაზნიანი მჭიდე. https://www.browning.com/products/firearms/rifles/bar/limited/bar-mk-3-dbm-stalker-left-hand.html  

Posted Images

ბიჭებო მაიმარკეტზე ვნახე რემინგტონი (კარაბინი) 1300 ლარად, რამდენად რეალურია და რატო შეიძლება ასეთი დაბალი ფასი ქონდეს, ახალია.

Link to post
Share on other sites

არ არის იაფი აჩი.

თუ გავითვალისწინებთ ჩამოტანის და განბაჟების თანხებს, ასევე მოგებაც ხომ უნდა ნახოს გამყიდველმა, არ არის ცუდი ფასი.

კაი მუშა იარაღია, ნუ ოპტიკა ჩინური ექნება, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ 200 მეტრზე მაინც კარგად იმუშავებს.

აქ კიდევ ასეთი ფასი აქვს იგივეს. :karochera:

http://www.gunsamerica.com/980845174/REMINGTON_770_300_WIN_MAG.htm

Link to post
Share on other sites

არა აჩი, რა ფარჩაგი, თან 300 WIN-ია, მაგ ოპტიკასაც არა უშავს, როგორც ვთქვი 200 მეტრზე თავისუფლად გაქაჩავს.

Link to post
Share on other sites

SCOPE 3-9X40 ეს ოპტიკაა გიორგი მაგ რემინგტონზე, იცი რამე მაგის შესახებ?

ჩემს SAVAGE-ს მოყვა ეგეთი, თუ გავითვალისწინებთ იმ ბუნებრივ პირობებს, რომელშიც მე მიწევს ცხოველზე ნადირობა, სავსებით საკმარისია.

3X9X40, ეს ყველაზე მეტად გავრცელებული პარამეტრებია ოპტიკებში, ნუ SWAROVSKI-ს რომ თავი დავანებოთ, ლეოპოლდს, ქენონს, ნიკონს აქვთ იგივე მონაცემების ოპტიკები, რომლებითაც ცხოველს "ჩახედავ" თვალებში.

კომპანიას გააჩნია აჩი, ლინზის ხარისხია მთავარი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

პირადი გამოცდილებიდან გეტყვი რომ არ ირევა.

მაინც ვტესტავ ხოლმე სეზონის დაწყების წინ, ანუ მიზანში ვესვრი სხვადასხვა დისტანციაზე და პრობლემა არ ჰქონია.

ამასაც იმიტომ ვაკეთებ რომ დარწმუნებული ვიყვე სამიზნის სისწორეში, რათა ცხოველი არ გავაფუჭო.

ერთია კიდევ, სეზონის დახურვის შემდეგ, იარაღის "მოფერება" მიყვარს, ხელში ტრიალისას შეიძლება ოპტიკის რომელიმე დეტალი შეტრიალდეს, ამიტომ თავს ვიზღვევ და თავიდან ვაყენებ ხოლმე.

მაგ; მაგ ოპტიკით თავისუფლად ინადირებ მსხვილ ნადირზე, ოღონდ როგორც აქამდე გითხარი 200, მაქსიმუმ 250 მეტრის ფარგლებში, თუ გაშლილ პერიმეტრზე მოგიწევს, ვთქვათ ჯიხვზე ან დათვზე, რომლებიც უკვე შორს არიან, სჯობია უკეთესი ხარისხისა დაუყენო.

არ ვამბობდი აქამდე.

მქონდა საშუალება და ჩემსაზე დავაყენე სვაროვსკის ოპტიკა.

წინა ზაფხულში გავდიოდით ოჯახი სახლიდან კემპინგზე, ჩემს დაუკითხავად იარაღის გადატანა გადაუწყვეტიათ ოთახში, მანამდე გარაჟში მქონდა კარადაში.

ჰოდა ზუსტად ეს დაუვარდათ, თან ქეისში მქონდა. :karochera:

გუშინ ველაპარაკე ჩვენს ახალ ფორუმელს, შუკას, პროფესიონალია ეგ კაცი.

მეთქი თუ შეიძლება აღდგენა, ახალი ლინზის გამოწერა და ა.შ.

გამოდის რომ 450$ წყალში გადაიყარა.

უკანა ლინზა, რომელშიც ვიხედებით, გაბზარულია. :karochera:

Link to post
Share on other sites

აჩიკო

სეხნი, იარაღი კი კარგია, მარა ნადირობის დროს რამდენად მოხერხებულად იხმარ? მხოლოდ ოპტიკით ძნელია, ჯობია ოპტიკის გარეშე იყიდო და კოლიმატორი და მისი ჯანი.

კაი ხანი ვფიქრობდი სკს-ზე და გადავიფიქრე. ეგეც მომწომს მარა ისეთი იარაღის ყიდვა არ მინდა მუშკა რომ არ აქვს.

Link to post
Share on other sites

აჩი შენ ძმობას ვფიცავარ ამ წუთას მე და ლევანა ზუსტად მაგას განვიხილავდით, მუშკა რო არ აქვს მაგი ტეხავს მარა მომწონს იარაღი, ლევანაც მეუბნება სხვა ვნახოთო, არ ვიცი ვფიქრობ ჯერჯერობით :scratchchin:

Link to post
Share on other sites

მუშკა რო არ აქვს მაგი ტეხავს

ღია სამიზნით სროლა თუ დაგჭირდება გლუვლულიანით წახვალ და ახლო მანძილზე იაკნით უფრო გააჩერებ.შორ მანძილზე თუ დააპირებ ნადირობას და შემთხვევით ახლოს დაინახავ ოპტიკის მოხსნა არა მგონია მოასწრო,თან პატარა წონა აქვს მთისთვის მისწრებაა,ყალიბრიც კარგია.ზემოთ აწეული ოპტიკა ისე რომ "მუშკა"ჩანდეს როგორც რუსულებს აქვს ხოლმე...ეს ჩემი სუბიექტური აზრია არავის ეწყინოს,გოიმურია.

პ.ს.მე მომწონს :yes:,ფასიც მისაღებია.

Edited by drakoni
Link to post
Share on other sites

აჩიკო

პირველ რიგში გაჩნია რითვის გინდა კარაბინი

ანუ მთისთვის სარეკისთვის თუ სნაიპინგისთვის . ისე ეგ არცერთისთვის არ გამოდგება

თუ რატომ აგიხსნი

სარეკისთვის ბოლტი ძალიან არეფექტულია და ხშირ შემთხვევაში უარყოფითი რეზულტატის მომტანი, გაქცეულ ნადირს პირველი უშედეგო სროლის შემდეგ რომ გადატენო და მეორე მოარტყა მაგის შანსი არის მინიმუმიის მინიმუმი.

მთისთვისაც ეგ კარაბინი არ გამოგდება იმიტომ რომ აქვს ძალიან თხელ ლულა და 300 მეტრზე (მაგ მანძილშიც იმხელაზე გაშლის როგორც ესკაესი) შორს ვერ გექნება სათანადო რეზულტატი კონტახი აქვს ძლიან ცუდი (ბედინგის გარეშე) ოპტიკა რომელიც მაგაზე აყენია არის ჩინური 50 ლარიანი :d030: რომელსაც ვერ გაასწორებ ნორმალურად და ყოველ 5 გასროლაში არევა.

ერთადერთი მაგ იარაღს აქვს ფასეული, სახელი და ბოლტ-ზატორია :spiteful: მაგისგან რომ რამე გამოგივიდეს უნდა უყიდო ახალი კონდახი რომელიც ღირს 300$ ჩამოიტანო და მოარგებინო ახლი ლულა (ვოლტერ ვალტერის 66სმ) ეგ შენი 500$, ჰარისის სოშკები 100$, ტრიგერი (სპორტული სასხლეტი) 50$ ოპტიკის ხარსხიანი სამაგრები 100$ და პოლადის პიკატინი 150$

+ მაგ ყველაფერს 500$ ოპტიკა

ისე მაგ პროცედურების გვერდის ავლით შედეგი იქნება არარადამაკმაყოფილებელი :(

შორსმსროლელი კარაბინი სნაიპინგსთვის რომ აააწყო თვის ოპტიკით მინიმუმ 4000 ეროვნული გინდა მინიმუმ :to_keep:

ხო და 200 ვაზნა ლულის აბკატკისთვის ისე ჯგუფს ვერ შეკრავს :hi3:

Edited by შუკა

გააჩნია სარეკი სად კეთდება და ბოლტის ხმარებას რათქმაუნდა (ყველა ხომ ვერ ხმარობს) ხშირად ბოლტით 2-ც დაუგდიათ მიყოლებით. ძმაკაცი ისე ხმარობს ბოლტს, ხმა რომ ესმით ჰგონიათ ნახევრადავტომატურს ისვრის, თან შედეგიანდ.

ჩემი აზრით, მთაში (არა ალპურში) ზედმეტია საერთოდ ოპტიკა და კლიმატორიც. იგივე სკს-ით, რომელიც "ფანტავს" 120 მეტრში სწრაფი სროლით A4-დან არ გამოვსულვარ, გაქცეულზე არა რათქმაუნდა :)

მე კაკოს აწყობილი იარაღი მინდა მარა ფასს ვერ ვწვდები ჯერჯერობით :(

Link to post
Share on other sites

ბოლტით და თანაც ოპტიკით, მხოლოდ ერთი ზუსტი გასროლა უნდა მოხდეს, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია მსგავსი იარაღის ხმარება.

გაქცეულზე არასოდეს მისვრია და არც ვესვრი.

გაქცეულზე სროლისას, 95%-ით ცხოველს გავაფუჭებ.

ორნაირი გაფუჭება არსებობს.

მსუბუქად დაჭრი და ვეღარ მიჰყვები, დაკარგავ, მერე მაინც მოკვდება./ჩემს პირობებში ასეა, მთაგორიანია, ხშირი ტყეა, მარტო ვნადირობ, ძაღლი არ მყავს./

მეორეც მნიშვნელოვანია, თუ დაუხიე ფაშვი, ნეკნები გადასაყრელია, რაც არ უნდა რეცხო, სუნს ვერაფრით ვერ გააცლი.

გაუტყავებლად მოგიწევს სათითაოდ კიდურების აჭრა, კისერს გადაარჩენ და ზურგიელსაც ამოაცლი.

ნაღვლის ბუშტი თუ გაუსკდა, წასულია მერე ნანადირევის საქმე.

Link to post
Share on other sites

აჩიკო

პირველ რიგში გაჩნია რითვის გინდა კარაბინი

ანუ მთისთვის სარეკისთვის თუ სნაიპინგისთვის . ისე ეგ არცერთისთვის არ გამოდგება

თუ რატომ აგიხსნი

სარეკისთვის ბოლტი ძალიან არეფექტულია და ხშირ შემთხვევაში უარყოფითი რეზულტატის მომტანი, გაქცეულ ნადირს პირველი უშედეგო სროლის შემდეგ რომ გადატენო და მეორე მოარტყა მაგის შანსი არის მინიმუმიის მინიმუმი.

მთისთვისაც ეგ კარაბინი არ გამოგდება იმიტომ რომ აქვს ძალიან თხელ ლულა და 300 მეტრზე (მაგ მანძილშიც იმხელაზე გაშლის როგორც ესკაესი) შორს ვერ გექნება სათანადო რეზულტატი კონტახი აქვს ძლიან ცუდი (ბედინგის გარეშე) ოპტიკა რომელიც მაგაზე აყენია არის ჩინური 50 ლარიანი :d030: რომელსაც ვერ გაასწორებ ნორმალურად და ყოველ 5 გასროლაში არევა.

ერთადერთი მაგ იარაღს აქვს ფასეული, სახელი და ბოლტ-ზატორია :spiteful: მაგისგან რომ რამე გამოგივიდეს უნდა უყიდო ახალი კონდახი რომელიც ღირს 300$ ჩამოიტანო და მოარგებინო ახლი ლულა (ვოლტერ ვალტერის 66სმ) ეგ შენი 500$, ჰარისის სოშკები 100$, ტრიგერი (სპორტული სასხლეტი) 50$ ოპტიკის ხარსხიანი სამაგრები 100$ და პოლადის პიკატინი 150$

+ მაგ ყველაფერს 500$ ოპტიკა

ისე მაგ პროცედურების გვერდის ავლით შედეგი იქნება არარადამაკმაყოფილებელი :(

შორსმსროლელი კარაბინი სნაიპინგსთვის რომ აააწყო თვის ოპტიკით მინიმუმ 4000 ეროვნული გინდა მინიმუმ :to_keep:

ხო და 200 ვაზნა ლულის აბკატკისთვის ისე ჯგუფს ვერ შეკრავს :hi3:

100 %

მაგრამ აბკატკისთვის 200 ვაზნა რა საჭიროა? 50 ვაზნითც ამოხვალ

არა საჭირო მაინდამაინც 66 სმ ლულა, 22 ინჩიანიც მშვენივრად მუშაობს.

ისე კი საქართველოში ძალიან ცოტა სროლის მოყვარული მეგულება რომელიც მსროლელის ფაქტორს გაროლის დროს სრულად გამორიცხავს

ესეც გასათვალისწინებელია...

Link to post
Share on other sites

აი ეს საქართველოს პირობებში ყველაფერზე ამართლებს გარდა ფასისა :)

http://www.blaser.de/index.php?id=52&L=1

სარეკშიც კარგია და მთის ნადირობებისთვის

სუფთა სანადირო კარაბინია

Link to post
Share on other sites

გააჩნია სარეკი სად კეთდება და ბოლტის ხმარებას რათქმაუნდა (ყველა ხომ ვერ ხმარობს) ხშირად ბოლტით 2-ც დაუგდიათ მიყოლებით. ძმაკაცი ისე ხმარობს ბოლტს, ხმა რომ ესმით ჰგონიათ ნახევრადავტომატურს ისვრის, თან შედეგიანდ.

ჩემი აზრით, მთაში (არა ალპურში) ზედმეტია საერთოდ ოპტიკა და კლიმატორიც. იგივე სკს-ით, რომელიც "ფანტავს" 120 მეტრში სწრაფი სროლით A4-დან არ გამოვსულვარ, გაქცეულზე არა რათქმაუნდა :)

მე კაკოს აწყობილი იარაღი მინდა მარა ფასს ვერ ვწვდები ჯერჯერობით :(

ეგეცაა ქევხო

თუ მუხლი ცოტა მაინც მაგარი გაქვს და მტაში ყოველ 50 მეტრის გავლის შემდეგ ქოშინით არ კვდები, საქართველოში 300 მეტრს იქეთ სროლა ფაქტიურად არ მოგიწევს არაფერზე, ეგეც მაქსიმუმ.

ისე კი, მე არ მესმის იმ ხალხის 5 კილოიან აგრეგატებს რომ დაათრევენ ოფლის ღვრით და კილომეტრზე ცდილობენ ნადირს ესროლონ.

სანადირო კარაბინი გინდ მთის გინდ ბარის 3,5 კილოზე მეტი არ უნდა იყოს თავის ოპტიკით.

აი ეს მშვენიერი არჩევანია ჩემი აზრით ჩვენ პირობებში ~

http://cz-usa.com/products/view/cz-550-fs/

Link to post
Share on other sites

რაჭაში მოვხვდი ოჯახში სადაც მანახეს ბაბუის მოკლული ჯიხვის რქები, ვიფიქრე კარაბინიტ დააყუდესთქი, მარა გავოცდი რაც მითხრეს და მანახეს კიდეც ის თოფი, ჩვეულებრივი იჟ-27, ასე 100-120 მეტრში ესროლაო. იმის მერე დაკარგა ჩემ თვალში ხიბლი შორ დისტანციაზე ნადირობამ და კარაბინებმაც. თუ კარაბინით მოპოვებულ ცხოველს მონადირებული ქვია, მაშინ იჟ-27-ით მოპოვებული რაღაა, 10 თავით მაღლა დგას.

მაგ დროს ჯიხვი ჭიშკრის გადაღმა იკვლებოდა...

100-120 მეტრზე გლუვლულიანით ტყვიის სროლად დიდი ოსტატობა უნდა

Link to post
Share on other sites

რატომ გგონია რომ ჭიშკრის გადაღმა იკვლებოდა? ჯიხვი ჭიშკრის გადაღმა არასდროს მოუკლავთ რაჭაში :iscavlet: ამ ნადირობის დროს დაცურებულა ის მონადირე და კინაღამ ხევში ჩაიჩეხა, იმარჯვა და თოფის კონდახი დააბჯინა და გაჩერდა ძლივს დიდი ხნის ხოხიალის მერე. დაზიანებული კონდახი ეხლაც ისე აქვს, არ გამოუცვლიათ. ერთი უნდა ითქვას, ცხოველის მოკვლა ბევრს შეუძლია, მაგრამ მონადირება - ცოტას. მე ვფიქრობ ის კაცი მონადირე იყო, კარაბინებით რომ დაძვრებიან და 1 მჭიდი არ ყოფნის ის მკვლელია მონადირე კი არა, კარაბინის მუღამი ასე მესმის მე, შორ დისატანციაზე კარგი ოპტიკით 1 გასროლა, მაქსიმუმ მეორე და მორჩა, მესამე და ა.შ. ეგ უკვე ნადირობა არაა, ჩემი აზრით რასაკვირველია. :dato:

Link to post
Share on other sites

რატომ გგონია რომ ჭიშკრის გადაღმა იკვლებოდა?

იმიტომ რომ ჩვენი ბაბუების დროს, პოპულაცია იყო 10-ჯერ მეტი მაინც

ეს ვიგულისხმე ჭიშკრის გადაღმა მოკვლაში ;)

რაც შეეხება ოპტიკით ნადირობას, მე პირიქით მივესალმები ეგეთ ნადირობას რადგან იმის შანსი რომ გაჩერებულ ნადირს დაჭრი, გაიქცევა და ტანჯვაში ამოხდება სული უფრო ნაკლებია, ვიდრე ღია სამიხნით სროლის დროს.

რაც შეეხება მე-3 და მეოთხე სროლას ეგრე თითქმის არ ხდება, რადგან ხმაურზე ნადირი გარბის და სროლას აზრი არ აქვს მითუმეტეს შორ დისტანციაზე როცა ისვრი. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება ფსიტი იყოს.

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...