Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი თემა ხრახნილლულიანებზე


Recommended Posts

გიო რომელ 22-იანს აპირებ, ლრ-ს თუ მაგნუმს? მე მაგნიუმი მინდა სამომავლოდ, თუ რამე ინფო გაქვს ამ თემაზე მზად ვარ გისმენ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 135
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბრაუნინგის BAR MK 3. კალიბრი.308. ათვაზნიანი მჭიდე. https://www.browning.com/products/firearms/rifles/bar/limited/bar-mk-3-dbm-stalker-left-hand.html  

Posted Images

courage

 

LR-ს ვაპირებ თორნიკე, ვნახოთ ვახტანგი რა პასუხს გამცემს, მაინტერესებს მისი აზრი მაგნუმზე.

 

 

BROWNING

 

ნანახი გაქვს აქაურობა და იცი აქაური სიტუაცია.

მართლა მაინტერესებს, რატომ უნდა შევაჩერო არჩევანი მაგნუმზე?

ისიც იცი, რომ გავითვალისწინებ შენს მოსაზრებას.

Link to post
Share on other sites

ელჩი, რჩევის მოსაცემად აქ ჩემზე ბევრად მცოდნე ხალხია იარაღში, მაგრამ ჩემი აზრით:

 

შენ მაგ კალიბრი მიზანში სასროლად არ გინდა. უნდა ინადირო. კალიბრი წვრილია და ამიტომ აქცენტი ვაზნაზე გადაქავს ხომ? ამიტომ მაგნუმს მაგ შემთხვევაში აშკარა უპირატესობა ექნება(მსხვილი კალიბრი რომ იყოს არ ვარჩევდი). დარწმუნებული ვარ, მაგ მაგნუმით მელა-ტურა და ხანდახან უფრო მსხვილიც ვერ გაგექცევა.

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით მელა ტურა და უფრო მსხვილიც, თუ კარგად მოხვდა უმაგნუმოდაც ვერ გაიქცევა, ეგ ისეთი ჩათლახი იარაღია

Link to post
Share on other sites

მოდით ჩემს აზრსაც გეტყვით 22 lr და 22 wmr-თან დაკავშრებით, რადგან რამოდენიმე წლის წინ მსგავს საფიქარალის წინაშე ვიდექი

22lr ვაზნა რაც იყო ძალიან კარგად ვიცოდი, ეს არის ვაზნა რომელიც განკუთვნილია 50-70 მეტრზე სასროლად, 100 მეტრი არის ოპტიმალური ზღვარი, იმის იქეთ უკვე საქმე რთულდება.

22 wmr თითქოს უკეთესია რადგან სადღაც 40-50 მეტრით იწევს ეს ზღვარი

ასევე ვიხილავდი 17 hmr-ს უკეთესი ბალისტიკური მონაცემების გამო.

ძლიან ბევრი ინფორმაცია ვიკითხე ინტერნეტით, ვისროლე 22 wmr ვაზნა, ვუყურე როლიკებს 17 hmr-ზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ გასართობი სროლისათვის მოკლე დისტანციებზე 22lr-ზე უკეთსი ვაზნა ჯერ არ მოუგონებიათ. იაფია, ნაკლებ ხმაურიანი და საკმაოდ ზუსტი.

17 hmr ეგრევე გამოირიცხა საართველოში ამ ვაზნაზე არსებული ფასის და მისი "დამანგრეველი" მოქმედების გამო. წვრილს ფრინველს პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქებს და ბუნტყლს ტოვებს მარტო

22 wmr ამ მხრივ თითქოს უკეთსია, მაგრამ ორჯერ ძვირი ღირს ვაზნა მის უმცროს ძმასთან შედარებით 22 ლრ-ზე და მის უფროს ბიძაშვილს 223 რემს,ძალიან ჩამორჩება შესაძლებლობებში.

აქედან გამომდინარე მე ჩემთვის გავაკეთ დასკვნა

50-70 და თუნდაც 100 მეტრზე მე მშვენივრად ვიხმარ 22 ლრ-ს წვრილ ფრინველზე (იხვის ჩათვლით)და წვრილ ცხოველზე (მელას ჩთვლით)სანადიროთ

100 მეტრს იქეთ ფრინველს ბუნებრივია არ ესვრი და ამიტომ მშვენიერია 223 რემი წვრილი ცხოველებისათვის ტურის ჩათვლით

200 მტერიდან 500 მეტრამდე 308 ვინ

ეს ჩვენ პირობებში თორემ

ამერიკაში 243 ვინ. ან 270 ვინ. ბევრად უნივერსალურია ვიდრე 223 რემი და 308 ვინ, გამომდინარე იქედან რომ შუალედური ვაზნაა და ორივე რეინჯს კარგად წვდება. პლუს უეკთსი ბალისტიკა

როცა ფინანსებში ხარ შეზღუდული მაშინ ყველაზე კარგი ვარიანტია გქონდეს ერთი 22 ლრ-ზე და ერთი 308 ვინ-ზე ან 30-06 სპრიგზე.

ჩვენ პირობებში სხვა ვაზნა არ გჭირდება.

თუ შორ დისტანციებზე >500 მეტრი, სროლა გიზიდავს მაშინ 338 ლაპუა.

ეს არის ჩემთვის კანონზომიერება. აქედან გადახვევები უკვე გემოვნების ამბავია.

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

მესმის რომ გეკოთი შორს სროლაა სესაძლებელი, მე ის მაინტერესებს მაგნიუმით უფრო შორს თუ შეიძლება "წკპუნი" ვიდრე გეკოთი?

Link to post
Share on other sites

100 მეტრზე ტირით ვისროდი. მე მინდა რომ ასე 300-350 მეტრზე მიზანში ვისროლო, სპორტული ინტერესის ამბავში.

 

მაშინ 308 ვინ

22 გინდ ლრ, გინდ 22 ვმრ მაგ მანიძლეზე ფანტასტიკის სფეროსაც კი ცდება

Link to post
Share on other sites

ისე 300WM ტყუილად ამორიცხეთ სიიდან მემგონი. შორ დისტანციებზე მშვენიერი ვაზნა ჩემისაზრით.

 

მე არაფერი ამომირიცხია,

მე ვთქვი ჩემთვის რაა კანონზომიერაბთქო

Link to post
Share on other sites

იეტი

 

მშვენივრად გაქვს ჩამოწერილი #81-პოსტში ყველაფერი. :yes:

სათქმელი აღარ დამიტოვე კაცო. :e025:

 

იგივეს ვფიქრობ მეც და ამიტომ მაქვს შეჩერებული არჩევანი 22LR-ზე.

თოფს ვყიდულობთ იმისათვის რომ იმ გარემო პირობებში მაქსიმალურად გამოსადეგი იყვეს, რომელშიც ნადირობა გვიწევს.

ჩემს პირობებში, მაქსიმალური გაშლილი ფართობი უმეტეს შემთხვევაში არის 80-100მეტრი.

80მ-დან ზემოთ სიშორესთვის მაქვს უკვე, ამიტომ მოკლე დისტანციაზე და ისიც იმ სახეობებისთვის, რომლებიც წინა გვერდზე ჩამოვთვალე, სრულიად დამაკმაყოფილებელ შედეგებს მივიღებ ამ კალიბრისგან.

 

რაც შეეხება 300-350მეტრის სიშორეზე მცირე კალიბრიანის სროლას, ჯერ ერთი ვერ მიწვდება "იქამდე", მეორეა და ასეთ ფართობზე, თუნდაც მაღალი კალიბრების სროლისას, უსაფრთხოების წესებია გასათვალისწინებელი.

აუცილებლად შემოღობილი, როგორც საველე სტენდი, ან გაშლილ პერიმეტრზე, სადაც მინიმუმ 2კმ რადიუსი მაინც იქნება თვალთახედვა იქ შეიძლება გამოიცადოს.

Link to post
Share on other sites

განსახილველ თემას ეხმიანება ეს თვალსაჩინოებაც.

 

ასევე საინტერესო ბმული წვრილი კალიბრის მოყვარულთათვის

 

 

http://www.varminter.com/

post-3-0-75234800-1364771038_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. 22მაგნუმის უპირატესობები რაა?

 

შენი პოსტის ზემოთ BROWNING-ს საჭირო სურათი დაუდია.

 

მარჯვნიდან მეორე 22MAG-ია, ხოლო მეექვსე 22LR-ი, მათი ქობინები თითქმის იგივეა, მაგნუმის ოდნავ დიდია, რაც შეეხება ვაზნების სიგრძეს MAG-ი ბევრად აღემატება.

ეს ნიშნავს რომ მასში მეტი მუხტის მოთავსებაა შესაძლებელი.

 

დასაშვებია გაჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ იწვევს 17-იანები სამიზნის შედარებით მძიმე დაზიანებას, ვიდრე დანარჩენები.

როცა ქობინი კონუსურია, ასეთ შემთხვევაში ტყვია შედარებით დიდ დიამეტრს აკეთებს, ვიდრე "ცილინდრული" .

უბრალო ენით რომ ვთქვათ, კონუსური ქობინი გასროლისას "ცენტრის გარშემო ტრიალებს" რაც იწვევს შედარებით მეტად დაზიანებულ სამიზნეს.

არის კიდევ ისეთი ვაზნები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოხვედრისას ფეთქებას იწვევს.

ასეთი ვაზნები ამოიღეს საერთაშორისო შეთანხმებით და აკრძალულია მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებისას.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

უცნაური ხალხია ეს ამერიკელები. :d030:

 

SAVAGE-ის მთავარ გვერდზე შევედი და ეს ამომიგდო ამ ფასად, თან კონდახი სინთეთიკაა და ოპტიკა 4X15 მოჰყვება.

ეს 64 FXP-ია.

http://savagearms.com/firearms/model/64FXP

 

 

 

იმ მაღაზიაში, რომლის მემბერობაც მაქვს, ხის კონდახით და 4X32 ოპტიკით SAVAGE 64 GXP-ს 190$ მწვანედ იძლევიან, თანაც გამოგზავნა უფასოაო. :scratchchin:

ორივე ნახევრად ავტომატურია და ზუსტად იგივე მექანიზმი და მახასიათებლები აქვთ.

 

ვერ არიან ესენი. :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ამდენი "სატოპკე" ავწიე და დავიჯერო კითხვები არ არის? :e025:

 

REMINGTON-იც იგივეს აკეთებს, მსგავსი სიტუაცია არის სხვა კომპანიების მთავარ ვებგვერდებზე, გამოდის რომ გეჩალიჩებიან თავისი ჭკუით, დაგვიკავშირდით და ფასზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ დილერებზე ნაკლებ ფასებს მაინც ვერ იძლევიან.

ანუ მწარმოებელი უფრო ძვირად ჰყიდის, ვიდრე დილერი.

აბსურდია, ანუ "ბარდაკი".

 

გუშინ ვიყავი წასული 22-იანის საყიდლად, როგორც იქნა "დავსვი ქეში ჯიბაში ":haha: , მეთქი ავითრევ რამეს.

რაც ინეტით მქონდა ნანახი, ხელში აღება დამეზარა, სათამაშოებსა ჰგვანან.

 

მერე ერთი მამეწონა და ფული აღარა მყოფნიდა, კრედიტის გამომყენებელი არა ვარ 100 წელი სათევზაო-სანადირო აღჭურვილობაზე, რო გაიგოს ოჯახობამ რამდენს ვაკლებ მაგათ, აიღებენ და მამკლავენ. :d030: :d030:

 

მეთქი აქედან ხელცარიელი როგორ წავიდე, ამხელა გზა გამომივლია, ხარჯი გამიღია. :alfons:

 

ჰოდა შევყეტიალდი სათევზაო განყოფილებაში.

 

ე, მანდ დაგვერხა მონადირეებს.

 

იქ მივაფშვნიტე კაი ბლომათ, ახალი OKUMA-ს მოდელი ავიღე და ათასი ხარახურა გამოვიყოლე თან.

დავდებ მეთევზეების აღჭურვილობაში სურათებს და უფრო დეტალურად დავწერ რა "ჯახნაბაში" გადავყარე ფულები. :haha:

 

რა ვქნა?

ხელში მაგ ჯოხის აღება იყო და ვეღარ დამაგდებინეს, სანამ ფული არ გადავიხადე "კასაში" :d030: .

 

 

პ.ს. ცალცალკე უნდა იყვეს მეთევზეების და მონადირეების მაღაზიები, ესაა ჩემი კომენტარი. @კოხორა. :d030:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...
  • 2 months later...

მოგესალმებით ყველას როგორ ხართ. რაუნდა გკითხოთ გლუვლულიანი 18 ზე ფორმდება და ხრახნლულიანი რა ასაკში მაგალითად გეკო

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

ერთი კითხვა მაქვს ხალხო....22კალ რასჰი იყენებთ????საქართველოში მე ეს უფუნქციო იარაღად მიმაჩნია რატომღაც

Link to post
Share on other sites

ერთი კითხვა მაქვს ხალხო....22კალ რასჰი იყენებთ????საქართველოში მე ეს უფუნქციო იარაღად მიმაჩნია რატომღაც

 

 

ჩართე სკაიპი და ცოტათი გაგანათლებ მაგ საკითხში.

 

პ.ს. ეს ფორუმი თუ არ გავასწორეთ, ასიანი ინფარქტს ამკიდებს, ღიმილის სიცილაკი ვერ დავუდე ჯემალიჩს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...