Gurulo 154 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 Charles Hellis & Sons ფირმა დაარსდა ლონდონში 1884 წელს ჩარლზ ედვარდ ჰელისის მიერ. ეს პატარა საოჯახო საწარმო გახლდათ, რომელიც სუპერელიტურ საწარმოთა რიგში არ ირიცხებოდა, თუმცა ინგლისელ მეიარაღეთა მეორე-მესამე კატეგორიაში შედიოდა. წარმოების გარდა ფირმა დაკავებული გახლდათ იარაღის რემონტითაც. 1902 წლიდან საოჯახო ბიზნესში შედიან შვილები რობერტი და ჯონი, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ფირმის აბრევიატურაში სიტყვა Sons დამატება(შემდგომში, კერძოდ 1946 წელს, რობერტმა ოჯახური უთანხმოების საფუძველზე დატოვა ფირმა და დამოუკიდებელი წარმოება წამოიწყო). დაახლოებით 1900 წლიდან საფირმო ნიშა გახლდათ მოკლელულიანი თოფების წარმოება, რასაც იმ დროში გრანდიოზული მომხმარებელი არ ჰყავდა, თუმცა საკუთარი კლიენტი მაინც ჰყავდა(30 დიუმზე ნაკლები სიგრძის ლულები, მაგალითად ბრენდად აღიარებული ჩერჩილის მოდელი XXV). ამზადებდნენ გრძელლულიანებსაც, თუმცა უმეტესობა მოკლელულიანები გახლდათ. აწარმოებდნენ როგორც საიდლოკებს ასევე ბოქსლოკებსაც. საფირმო თოფები მაღალი ხარისხით, ბრწყინვალე დაყვანით, საუკეთესო ბალისტიკითა და საკუთარი "H" დამღით ხასიათდებიან(ამასთანავე სხვასთან შედარებით იაფია ). ფირმამ წარმოების პროცესი შეინარჩუნა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, შემდეგ ვაჭრობით იყო დაკავებული, ხოლო 1956 წლის აპრილიდან არსებობა შეწყვიტა... ბოლოს მოვიყვან ბრიტანული ინტერნეტპორტალის Shooting UK-ის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ჩარლზ ჰელისის თოფების ყიდვა საუკეთესო ინვესტიციაა_ რაც უფრო ასაკოვანი ხდება შენაძენი, მით უფრო მეტად ფასობს. აღნიშნული პორტალის სპეციალისტების მიერ გაკეთდა შედარებითი ანალიზი 5000 გირვანქა სტერლინგზე იაფ ანტიკვარულ თოფებში. მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბრიტანული ფირმები: William Evans, Holland & Holland, Atkin, Grant, Lang და Charles Hellis. აღნიშნულ ფასთა კატეგორიაში საუკეთესო შენაძენთა სამეულში შედის ელეგანტური CHARLES HELLIS BEST SIDELOCK(ფასი 5000 გირვანქა სტერლინგი), რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა 1920-იანი წლების ბრიტანულ თოფებში. ლულის სიგრძე 28 დიუმი, უმაღლესი ხარისხის კაკალი, ბრწყინვალე გრავირება... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 საღოლ გელა,მე არ ვიცოდი ეგ ფირმა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 ფასი: 4000-6000 გირვანქა სტერლინგი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.