გიორგი 46 Posted November 29, 2012 Report Share Posted November 29, 2012 (edited) ამ ცხოველზე უნდა გვქონდეს ერთი თემა მაინც. მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ. გეხსომებათ, ვწერდი რომ ვერ ვიტან კატებს, კატისნაირები კი ჩემი ფავორიტი ცხოველებია. ვერ გამოვიდა ეგ საქმე. ისე შემაყვარა თავი, სულ მაგის ძებნაში ვარ, თვითონაც მეძებს ხოლმე და ერთი უნდა დაინახოთ, როგორ მეგლისება ფეხებში. მაგარი ვინმეა, ქალებმა ნინა დაარქვეს, არადა ნინის ეძახიან, მე ცუცას ვეძახი. დაჩიპულია, ვინიცობაა და დაიკარგოს, მიიყვანენ თავშესაფარში და დაგვიკავშირდებიან. გაიზარდა, კნუტი აღარ ეთქმის. მაგარი სერიოზული გოგო გამოდგა. 4 ივლისს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ჰოდა ამათაც მეტი რა უნდათ?, ურახუნებენ სალუტებს. იმავე ღამეს, როცა ისვრიან, ძალიან ბევრი შინაური ცხოველი იკარგება, უყურადღებოდ რჩება პატრონისგან და თავშესაფარის ძებნაში, გარბის უგზოუკვლოდ. ჩემი უფროსი გოგონა იყო წასული თავის მეგობრებთან ერთად პორტლენდში, ეს ყველაზე დიდი ქალაქია ამ შტატში, იქ უფრო მაგრებს ისვრიანო და იქ იპოვა ეს კნუტი. იცის აქაური კანონები და მაშინვე დაკავშირებია ცხოველების თავშესაფარის ოფისს, მისცა ამ წრიპას მონაცემები და ჩვენი მისამართიც დასტოვა, რადგან მომავალში პატრონს გადავაბარებდით უსასყიდლოდ. გავიდა რამოდენიმე კვირა და არავინ დაგვიკავშირდა. წავიყვანეთ სან-დეპში და ყველა საჭირო გამოკვლევა და აცრა ჩაუტარეს. გამოვიდა ისე რომ ჯიშიანია ეს მჩხავანა. EGYPTIAN MAU/ეგვიპტური მაუ/ ჰქვია ამ მოუსვენარს. კი არის ეხლა 6 თვის, ჩვენ ხომ არ გვასვენებს, აი ფინტიკოზა/კურდღელი გვყავს ასეთი/ დატანჯული ჰყავს. ეს ცელქია ის კიდევ ბოთე, ჰოდა ვერთობით მათ ცქერა-მოვლაში. სურათებს აუცილებლად მოგართმევთ. ასევე, ვისაც გყავთ კატები, საინტერესო იქნება თქვენი ისტორიების წაკითხვა. Edited November 29, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 29, 2012 Author Report Share Posted November 29, 2012 ესეც ქალბატონი ცუცა. აქ ნაბულზე დგას. სანამ პატარა იყო, დაკბინეს კრაზანებმა და ფუტკრებმა, მერე ბუზებზე და ობობეზე გადავიდა. დაძვრება ყველგან. ხეზე ძილი უყვარს ნამეტნავად. ცალკე მაგან დამტანჯა, ცალკე გოგოებმა. ადი ხიდან ჩამოიყვანე, მოფერება გვინდაო, ერთხელა იქნება და ჰაიდას დავიძახებ ხიდან ჩამოვარდნისას, რომელი არ მეხერხება თუ?, ორჯერ ვარ სიმაღლიდან აყირავებული და კიდევ კაი ჭკუაზე რომ ვარ, თქვენი არ ვიცი და მე თვითონ მიკვირს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 30, 2012 Report Share Posted November 30, 2012 (edited) ეგ ჯიში ფარაონების საყვარელი კატაა. თუ არ ვცდები რომელიღაც პირამიდაში ერთ-ერთი ფარაონის ფრესკა სწორედ ,,ეგვიპტიან მაუთი" არის წარმოდგენილი(მხარზე ჰყავს შემომჯდარი). არის უმაგრესი მონადირე(არ გაგიკვირდეს და ქვეწარმავლებზეც). კატა მეც მყავს სახლში, მაგრამ პანტააა მედიდური წარმოშობის თანამოგვარეებთან შედარებით. როგორც ამბობენ კატის ფერება ასწორებს ნერვიულ პერებოის და წნევას. ზოგადად კი ძუ კატა უფრო კარგი მონადირეა ვიდრე ხვადი. განსაკუთრებით აქტიურია როცა ჰყავს კნუტები. ამ პერიოდში დღე არ გავა, რომ მის ნაშიერს არ მოუყვანოს ცოცხალი წრუწუნა სავარჯიშოდ. ჯერ დაარეტიანებს წრუწუნას, მერე კნუტებს მიუყვანს და ავარჯიშებს. თუ ამ პერიოდში მღრღნელი გამოერკვევა ბურუსიდან და გაქცევას დააპირებს, დედა კატა თათს დაჰკრავს, დაუბრუნებს რეტს და ისევ კნუტებს მიუსევს... კაი საცქერია, ლაივში მაქვს ნანახი არაერთჯერ Edited November 30, 2012 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted November 30, 2012 Report Share Posted November 30, 2012 (edited) ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გველი მეზიზღება და მერე კატა მოსდევს. Edited December 1, 2012 by zaza13 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 1, 2012 Author Report Share Posted December 1, 2012 ამ ცხოვრებასი ყველაზე მეტად გველი მეზიზღებადა მერე კატა მოსდევს. გველისა რა გითხრა, ნებისმიერს დავიჭერ და გავუშვებ, თუ საჭიროება მოითხოვს, არავითარი პრობლემა არ მაქვს მაგ სახეობებთან. რაც შეეხება კატებს, მათი ოჯახის წარმომადგენლები, როგორებიც არიან ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი, ავაზა და ა.შ. ჩემი ფავორიტი ცხოველებია, როგორც ფრინველებში არწივი, ქორი, შევარდენი, მიმინო და ა.შ. მეც იგივე გრძნობა მქონდა ზაზა კატების მიმართ რაც შენ დასწერე, ნუ ატანა არ მქონდა ამ არსების, ასე ვსთქვათ, მაგრა მეზარებოდა მეც. უაღრესად ჭკვიანი და საზრიანი ცხოველია, ძალიან "ეშმაკი", იძულებულს გაგხდის მოეფერო, თავად არ დაგაკლებს სითბოს. აგერ გელამ დასწერა კატის მონადირულ თვისებებზე. ცოტას მეც გავაგრძელებ. კატა უმაგრესი მონადირეა და ამიტომაც გავხსენი ეს თემა, განა იმიტომ რომ სახლში მყავს, უნდა იცოდეს ახალგაზრდა მკითხველმა, თუ რაში შეიძლება ამ ცხოველის გამოყენება. ადამიანებმა რომ "ვაჯობეთ" სხვა სულიერებს დედამიწაზე, ფაქტი სახეზეა, ჩვენ ვდომინირებთ, ადამიანი მართავს დედამიწას. იმ არსებების გარეშე, რომლები ამჟამად თან გვახლავს, ადამიანი ამდენს ვერ გაქაჩავდა. "დაგეგმილ ჰუმენთა" ცივილიზაციას ჩამოვრჩებოდით მინიმუმ 100 წელი. კაი, კატებს უნდა დავუბრუნდე. ჭკვიანია, გიყურებს თვალებში და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არცერთ მხარეს არ "დააზარალებს". უაღრესად ფრთხილია, ფრიად მონდომებული მოფერებისთვის და სიყვარულისთვის, თვითონაც არ იშურებს დადებით ენერგიას, მოგეკვრება და ტკიპასავით შეგრჩება უთენიამდე. კატის სანადირო თვისებების გამო გავხსენი ეს თემა, უბრალოდ არ მაქვს საშუალება ვიზუალურად გაჩვენოთ, რეებს აკეთებს ეს მოწრიპული. ნაღდი მონადირეა, ისეთ ნაბულებს აკეთებს, კურცჰაარები და დრათჰაარები შურით დაიხოცებოდნენ./პოინტერებს და სეტერებს, გულები წაუვიდოდათ./ ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 კატის წელში ვარ დაბადებული და კატები როგორ არ მიყვარს, მათაც ძალიან ვუყვარვარ რაჭაში ბებია-ბაბუასთან მყავდა ფისუნია, ძაღლთან ვერასდროს მივა ფისო(ძაღლთან ბარეორი ადამიანიც ვერ მივა), მაგრამ ოჯახში რომ ვხედავ სიმშვიდის გრძნობა მეუფლება. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 კატის ნადირობა ბევრჯერ მაქვს ნანახი, ძირითადად მღრნელებზე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, "ქალაქელი კატის" ნადირობა მტრედზე. მოკლედ მტრედები 3-4 ცალი მიწაზე თავისთვის ფუსფუსებდნენ, მე იქვე ახლოს კამპანიასთან ერთად ვიჯექი, კატამ დაინახა ეს მტრედები და დაეშვა მათკენ, მტრედებიდან 2 მეტრში მანქანა იდგა, კატა თავიდან მანქანის მოშორებით იდგა, შემოუარა მტრედებს ვითომ აქ არაფერიო, დაარტყა მანქანას ფაქტობრივად წრე და შეძვრა მის ქვეშ. დაიწყო მიპარვა. ისე ეპარებოდა ასე მეგონა ავაზაა მანქანიშ ქვეშთქო, მტრედები აზრზე არ არაინ და ნელნელა მანქანას უახლოვდებიან გოგმანით, ამ დროს ეს ეშმაკი რას აპირებს და... გამოხტა მოიქნია თათი და წაუთავაზა უახლოეს მტრედს თავში. ეს ისეთი სანახაობა იყო რომ ჯერ არნანახი, დღემდე თვალწინ მიდგას იმ ეშმაკის ნადირობა. ვერცერთი ძაღლისებრთა ვერ ინადირებს ისე ლამაზად როგორც ნებისმიერი კატისებრთა, ოჯახის ფისოც კი ეშმაკი მონადირეა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 ბებიაჩემი ამბობდა, ერთი კატა გვყავდაო, რომელსაც ჭალიდან ხშირად მწყერი მოჰყავდაო. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 მჯერა ნამდვილად, ისეთი ოხრები არიან რომ მეტი არ შეიძლება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 2, 2012 Author Report Share Posted December 2, 2012 ეხლა წვიმების სეზონია აქა. ჭიაყელა ვეღარა სძლებს ამდენ სინესტეში, ზედაპირზე ამოდის. ჰოდა ეს ვირთხების დედოფალი, ჩვენი ცუცა, წარამარა მოარბენინებს ცოცხლებს. არა ჰკლავს, შემოათრევს მტკაველის ხელა ჭიაყელას, მერე მიყურებს და ელოდება, თუ რა ბრძანება გავცე. რაც courage-მა დასწერა, უნდა დავეთანხმო. ვითომ არაფერი და მსხვერპლს საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას, ჩვენ ასე გვგონია, შემოუვლის და მონახავს ყველაზე ხელსაყრელ ადგილს, საიდანაც თავდასხმა იქნება სრულყოფილი, თავდასხმას ახორციელებს მსწრაფლად და უზუსტესად. მერე კიდევ, რეაქცია აქვს სასწაული. ჯანაბას, ვიდეო უნდა გადავუღო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 კატა მაგრად მიყვარს. ახლა არ მცალია და ამ თემას მოგვიანებით გავეცნობი, საინტერესოა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 კი მაგარი მონადირეა ფისო. რაც ჩემს ეზოში ძაღი აღარაა ერთი რიჟა კატა შემოეჩვია არემარეს და ისე განაგლდა ამ დილით სახლში შემომძვრალა და გალიაში დამწყვდეულ თუთიყუშს ,,ეთომარებოდა,, ! რომ არ მიმესწრო კაი ნასაუზმები წავიდოდა.ქეჩოში წავავლე და გავისროლე ფანჯრიდან. ჩემმა ,,თუთუმ,, ჯიგარი ხარ ავთოიაო ცრემლმორეულმა მომაძახა! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 ავთია,თემას არ ეხება,მარა სულ უძაღლოდ ხარ,პოინტერის ლეკვი ხო გყავდა,თუ მეშლება??! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 ავთია,თემას არ ეხება,მარა სულ უძაღლოდ ხარ,პოინტერის ლეკვი ხო გყავდა,თუ მეშლება??! კი მყავს მამუკა მარა სახლში ვერ მომყავს ჯერ მეშინია. სამსახურში ვზრდი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 4, 2012 Author Report Share Posted December 4, 2012 ჭკუის დამრიგებელი არ მაკლდა ბავშვობისას, მაგრამ ვცუღლუტობდი მეც. ეხლაა და ახალგაზრდებს ჭკუას ვარიგებ, ნეტაი მე მყოლოდა თავის დროზე ასეთი მასწავლებელი. კატების ქეჩოში ხელის წავლება და გაპროწიალება გამომიცდია, ვაღიარებ არასწორი საქციელი იყო და ვნანობ. ძალიან ჭკვიანი ცხოველია. სიტყვა კრუტუნი, მხოლოდ კატას და ლამაზ ქალს უხდება, როცა პირველს თბილ ლოგინში სძინავს და მეორეს შესაფერის მამაკაცთან უწევს სიყვარული. ამ "კრუტუნით", ეს ფისოები დასაწოლ ადგილს ათბობენ, გამოჰყოფენ დიდ ენერგიას, ფეხებზე მიტმასვნა იციან, ვისაც თმის ღერი გაქვთ ფეხზე/უთმებო ქართველი ვერ წარმომიდგენია. / და კატა დაგიდით სახლში, ვიცი დამეთანხმებით. უაღრესად ფრთხილია, დავუღრიალე ერთხელ და ერთი კვირა გამირბოდა, ახლოში არ მეკარებოდა. იცის ვინ არის დომინანტი ტერიტორიაზე, მაგარი შებერტყილია. ჰო, მაგარი აფერისტია კიდე, რომ არ გინდოდეს, მაინც მოგაფერებინებს თავს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 მიყვარს ფისუნიები ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ამ ცხოველზე უნდა გვქონდეს ერთი თემა მაინც. მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ. გეხსომებათ, ვწერდი რომ ვერ ვიტან კატებს, კატისნაირები კი ჩემი ფავორიტი ცხოველებია. ვერ გამოვიდა ეგ საქმე. ისე შემაყვარა თავი, სულ მაგის ძებნაში ვარ, თვითონაც მეძებს ხოლმე და ერთი უნდა დაინახოთ, როგორ მეგლისება ფეხებში. მაგარი ვინმეა, ქალებმა ნინა დაარქვეს, არადა ნინის ეძახიან, მე ცუცას ვეძახი. დაჩიპულია, ვინიცობაა და დაიკარგოს, მიიყვანენ თავშესაფარში და დაგვიკავშირდებიან. გაიზარდა, კნუტი აღარ ეთქმის. მაგარი სერიოზული გოგო გამოდგა. 4 ივლისს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ჰოდა ამათაც მეტი რა უნდათ?, ურახუნებენ სალუტებს. იმავე ღამეს, როცა ისვრიან, ძალიან ბევრი შინაური ცხოველი იკარგება, უყურადღებოდ რჩება პატრონისგან და თავშესაფარის ძებნაში, გარბის უგზოუკვლოდ. ჩემი უფროსი გოგონა იყო წასული თავის მეგობრებთან ერთად პორტლენდში, ეს ყველაზე დიდი ქალაქია ამ შტატში, იქ უფრო მაგრებს ისვრიანო და იქ იპოვა ეს კნუტი. იცის აქაური კანონები და მაშინვე დაკავშირებია ცხოველების თავშესაფარის ოფისს, მისცა ამ წრიპას მონაცემები და ჩვენი მისამართიც დასტოვა, რადგან მომავალში პატრონს გადავაბარებდით უსასყიდლოდ. გავიდა რამოდენიმე კვირა და არავინ დაგვიკავშირდა. წავიყვანეთ სან-დეპში და ყველა საჭირო გამოკვლევა და აცრა ჩაუტარეს. გამოვიდა ისე რომ ჯიშიანია ეს მჩხავანა. EGYPTIAN MAU/ეგვიპტური მაუ/ ჰქვია ამ მოუსვენარს. კი არის ეხლა 6 თვის, ჩვენ ხომ არ გვასვენებს, აი ფინტიკოზა/კურდღელი გვყავს ასეთი/ დატანჯული ჰყავს. ეს ცელქია ის კიდევ ბოთე, ჰოდა ვერთობით მათ ცქერა-მოვლაში. სურათებს აუცილებლად მოგართმევთ. ასევე, ვისაც გყავთ კატები, საინტერესო იქნება თქვენი ისტორიების წაკითხვა. მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ. მაზალოები არიან. რომც არ გინდოდეს ძალად შეგაყვარებენ თავს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ბებიაჩემი ამბობდა, ერთი კატა გვყავდაო, რომელსაც ჭალიდან ხშირად მწყერი მოჰყავდაო. ვახო, პერი გამახსენდა. პიპინია რომ ამბობს: -ხანდახან იმისთანა რამეს მოიტანს ნერწყვი მოგადგებაო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 კი მაგარი მონადირეა ფისო. რაც ჩემს ეზოში ძაღი აღარაა ერთი რიჟა კატა შემოეჩვია არემარეს და ისე განაგლდა ამ დილით სახლში შემომძვრალა და გალიაში დამწყვდეულ თუთიყუშს ,,ეთომარებოდა,, ! რომ არ მიმესწრო კაი ნასაუზმები წავიდოდა.ქეჩოში წავავლე და გავისროლე ფანჯრიდან. ჩემმა ,,თუთუმ,, ჯიგარი ხარ ავთოიაო ცრემლმორეულმა მომაძახა! ბედზეა გადარჩენილი :yes: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ესეც ჩემი "ჩორნა"-ნატანებიდან ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ვან-გოგია ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ჯაბას ყავდა ზუსტად ასეთი.ცირა ერქვა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ჯაბას ყავდა ზუსტად ასეთი.ცირა ერქვა ეს კასტრირებული ვან-გოგიაა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ეს კასტრირებული ვან-გოგიაა. კაცო,ვან გოგმა მხოლოდ ყური მოიჭრა,როგორც მე მახსოვს!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 კაცო,ვან გოგმა მხოლოდ ყური მოიჭრა,როგორც მე მახსოვს!!!! კი, ვიცი მაგ ამბავი. იმას ყური უშლიდა ხელს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.